ჩვე­ნი მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი ისაა, რომ პო­ტენ­ცი­ა­ლი ყველ­გა­ნაა, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი – არა – პრო­ექ­ტი „ჩარ­თე“

0
92

„დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 78 000 სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მოს­წავ­ლეს არ აქვს ინ­ტერ­ნე­ტი. ჩვე­ნი აზ­რით, ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა. პრო­ექ­ტი „ჩარ­თე“ სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, და­უ­ფი­ნან­სოთ ინ­ტერ­ნე­ტის ყო­ველ­თ­ვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი ან კომ­პი­უ­ტე­რი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს“ – საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექტ „ჩარ­თეს“ ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე შეს­ვ­ლი­სას პირ­ვე­ლი სწო­რედ ეს ტექ­ს­ტი შეგ­ხ­ვ­დე­ბათ.

დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, „ჩარ­თემ“ 3140 მოს­წავ­ლეს გა­დას­ცა ლეპ­ტო­პი და და­უ­ფი­ნან­სა ინ­ტერ­ნე­ტის ყო­ველ­თ­ვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მას არ იღე­ბენ, „ჩარ­თეს“ გუნ­დი მათ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სებს უზი­ა­რებს, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით კი ტრე­ნინ­გებს უტა­რებს მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის, ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის, კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის და სხვა თე­მე­ბის შე­სა­ხებ. გუნ­დის მი­ზა­ნია, ინ­ტერ­ნე­ტი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გა­ხა­დონ მსოფ­ლიო დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა.

ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც „ჩარ­თეს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვაა, ამას­თა­ნა­ვე ბევრ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხ­ზე გვა­ფიქ­რებს: რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ახალ­გაზ­რ­დე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში, კონ­ფ­ლიქ­ტის­პი­რა სოფ­ლებ­სა და დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბებ­ში? რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვთ და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან ისი­ნი? მათ აღ­მო­ჩე­ნა­ში, მათ­თ­ვის ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა­სა და ნა­თე­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში რო­მე­ლი რგო­ლია მე­ტად ჩარ­თუ­ლი: სა­ხელ­მ­წი­ფო თუ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფონ­დე­ბი?

 

ამ სა­კითხებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექტ „ჩარ­თეს“ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯერს, ნი­ნი ჩარ­კ­ვი­ანს.

⇓⇓ ნი­ნი, რო­გორ და­ი­ბა­და „ჩარ­თე“, რა არის მი­სი მთა­ვა­რი მი­სია და რა გზა გა­ი­ა­რა თქვენ­მა გუნ­დ­მა იდე­ი­დან დღემ­დე?

⇒ „ჩარ­თე“ 2017 წელს შე­იქ­მ­ნა. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რია Educare Georgia – სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფონ­დი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს მის­ცეს წვდო­მა მსოფ­ლიო დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა­ზე. Educare Georgia 2015 წლი­დან აქარ­თუ­ლებს ისეთ სას­წავ­ლო რე­სურ­სებს, რო­გო­რე­ბი­ცაა „ხა­ნის აკა­დე­მია“ (Khan Academy) და Code.org. ამ­ჟა­მად, ქარ­თულ ენა­ზე, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის უფა­სო­დაა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი 6000-ამ­დე ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლი მა­თე­მა­ტი­კა­ში, ბი­ო­ლო­გი­ა­ში, ქი­მი­ა­ში, ფი­ზი­კა­ში, ელექ­ტ­რო­ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში, კოს­მო­ლო­გი­ა­სა და ას­ტ­რო­ნო­მი­ა­ში, ასე­ვე პროგ­რა­მი­რე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში.

2015 წლი­დან ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში ხში­რად სტუმ­რობ­დ­ნენ სკო­ლებს, რა­თა ეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ და მას­წავ­ლებ­ლებს მათ და­ნერ­გ­ვა­ში დახ­მა­რე­ბოდ­ნენ. მა­შინ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი რე­გი­ო­ნებ­ში სა­ერ­თოდ ვერ შეძ­ლებ­და ამ ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რად­გან არ ჰქონ­დათ ინ­ტერ­ნე­ტი და ლეპ­ტო­პი.

ამ პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად გაჩ­ნ­და პლატ­ფორ­მა charte.ge, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, და­უ­ფი­ნან­სოს ინ­ტერ­ნე­ტი და კომ­პი­უ­ტე­რი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს.

⇓⇓ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა იქ­ნე­ბო­და მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ბე­დი აბა­რი­ათ

⇒ სულ მცი­რე, რი­სი გა­კე­თე­ბაც სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს, ეს თა­ნას­წო­რი სას­ტარ­ტო პი­რო­ბე­ბია. დღეს კი, მა­გა­ლი­თად, მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლის რე­ა­ლო­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლის რე­ა­ლო­ბის­გან ძი­რე­უ­ლად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა.

78 000 სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი უფ­როს­კ­ლა­სე­ლი, რომ­ლებ­საც სა­ბა­ზი­სო რე­სურ­სე­ბი არ აქვთ, ნიშ­ნავს 78 000 პო­ტენ­ცი­ალს, რომ­ლებ­საც ქვე­ყა­ნა სრულ­ფა­სოვ­ნად გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

„ჩარ­თე“ და სხვა სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, ვცდი­ლობთ პრობ­ლე­ბის გა­დაჭ­რას, მაგ­რამ ჩვე­ნი რე­სურ­სი შეზღუ­დუ­ლია. გა­მოწ­ვე­ვა სის­ტე­მუ­რია და მას სჭირ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ დო­ნე­ზე გა­დაწყ­ვე­ტა.

სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ფუ­ლით ივ­სე­ბა, სწო­რედ მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბას უნ­და ხმარ­დე­ბო­დეს. აუცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რაც – ინ­ტერ­ნე­ტის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა XXI სა­უ­კუ­ნე­ში ფუ­ფუ­ნე­ბა აღარ უნ­და იყოს. სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ რთულ გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ა­ლებ­ში მცხოვ­რებ მოს­წავ­ლე­ებ­საც ჰქონ­დეთ მუდ­მივ ინ­ტერ­ნეტ­ზე წვდო­მა.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი ისაა, რომ პო­ტენ­ცი­ა­ლი ყველ­გა­ნაა, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი – არა. სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და, ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვა­ლია, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გავ­ხა­დოთ.

⇓⇓ რო­დე­საც „ჩარ­თეს“ ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, თქვენ მი­ერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლის, თა­მა­რის ის­ტო­რია წა­ვი­კითხე. მას ლეპ­ტო­პის არ­ქო­ნის გა­მო ხში­რად ვერ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­სურ­ველ პრო­ექ­ტებ­ში და სას­კო­ლო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის ასაწყო­ბა­დაც ბევ­რ­ჯერ უნატ­რია კომ­პი­უ­ტე­რი. კი­დევ რა და­ნაკ­ლი­სებს შეხ­ვედ­რი­ხართ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ან რა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ, რა მიზ­ნე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი აქვთ?

⇒ ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს თა­ვი­სე­ბუ­რი ოც­ნე­ბე­ბი და მიზ­ნე­ბი აქვს. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი ოც­ნე­ბობს, სა­კუ­თა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა გახ­ს­ნას, ზოგს მიზ­ნად აქვს და­სა­ხუ­ლი, რომ პროგ­რა­მის­ტი გახ­დეს, ზოგს მეზღ­ვა­უ­რო­ბა, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რო­ბა ან მას­წავ­ლებ­ლო­ბა სურს.

გვყავს ექი­მო­ბა­ზე მე­ოც­ნე­ბე მოს­წავ­ლე­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც გვიყ­ვე­ბი­ან, რომ თა­ვი­ან­თი ლეპ­ტო­პით ინ­ტერ­ნეტ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ოპე­რა­ცი­ებს უყუ­რე­ბენ და მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან. კუ­ლი­ნა­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი რე­ცეპ­ტებს ეძე­ბენ, ხატ­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი კი  ვი­დე­ო­მას­ტერ­კ­ლა­სებს უყუ­რე­ბენ.

ლეპ­ტო­პი ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის დრო­საც ეხ­მა­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მომ­ზა­დე­ბის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ. ისი­ნი ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლებს უყუ­რე­ბენ და ონ­ლა­ინ­ტეს­ტე­ბით ვარ­ჯი­შო­ბენ. ამის გარ­და, უფ­რო აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბი­ან სას­წავ­ლო კურ­სებ­სა და ონ­ლა­ინ­ლექ­ცი­ებ­ში, რომ­ლებ­ზე დას­წ­რე­ბა­საც ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ა­ხერ­ხებ­დ­ნენ დის­ტან­ცი­ის გა­მო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პი­უ­ტე­რის გავ­ლე­ნა მხო­ლოდ სწავ­ლას არ ეხე­ბა. ერ­თ­მა ჩვენ­მა მოს­წავ­ლემ, მა­გა­ლი­თად, თა­ვის სახ­ლ­ში „კი­ნო­თე­ატ­რიც“ კი მო­აწყო – მე­გობ­რებს, მე­ზობ­ლებს ეპა­ტი­ჟე­ბა და ფილ­მებს ერ­თად უყუ­რე­ბენ მის ლეპ­ტოპ­ში.

ეს ყვე­ლა­ფე­რი იქი­დან ვი­ცით, რომ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან მუდ­მივ კონ­ტაქ­ტ­ზე ვართ. პე­რი­ო­დუ­ლად ვავ­სე­ბი­ნებთ კითხ­ვა­რებს, რომ შე­ვა­ფა­სოთ კომ­პი­უ­ტე­რის გავ­ლე­ნა მათ ცხოვ­რე­ბა­ზე. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი სწო­რედ ის გვი­ხა­რია, რო­ცა ვკითხუ­ლობთ, რომ ლეპ­ტო­პი მათ ახა­ლი რა­ღა­ცე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რათ.

⇓⇓ ალ­ბათ, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან ბევ­რი ემო­ცია, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, სევ­და და სი­ხა­რუ­ლი, რაც უკ­ვე მერ­ვე წე­ლია, გა­ჩე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლევთ. ახ­ლა რო­მე­ლი ასე­თი ამ­ბა­ვი გახ­სენ­დე­ბათ?

⇒ ჩვენ­თ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა და მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ციაა, რო­ცა ვხე­დავთ, რო­გორ ხდე­ბი­ან ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და ის­რუ­ლე­ბენ ოც­ნე­ბებს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლოა, თუ ლეპ­ტო­პი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა ჯერ მათ ოჯა­ხებ­ზე, სა­ბო­ლო­ოდ კი მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვრცელ­დე­ბა.

ამის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია სა­ი­დას ამ­ბა­ვი. ის წალ­კის სო­ფელ­ში, ტრა­დი­ცი­ულ, ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და და ქარ­თუ­ლი ენა კარ­გად არ იცო­და. გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა კი უნ­დო­და, მაგ­რამ თბი­ლი­სი მის­თ­ვის შო­რე­ულ და უცხო სამ­ყა­როდ ჩან­და.

ლეპ­ტო­პით ჯერ სა­ოც­ნე­ბო უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე მო­ი­ძია ინ­ფორ­მა­ცია, შემ­დეგ და­მო­უ­კი­დებ­ლად და­იწყო ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლა და რაც მთა­ვა­რია, მშობ­ლე­ბი და­არ­წ­მუ­ნა, რომ თბი­ლის­ში გა­ეშ­ვათ. რო­გორც სა­ი­და ამ­ბობს, ინ­ტერ­ნეტ­მა მის „ოჯახ­ში რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა“. თა­ვი­დან მშობ­ლებს ეში­ნო­დათ უცხო ქა­ლაქ­ში შვი­ლის გაშ­ვე­ბა, „კო­მუ­ნი­კა­ცია რო­გორ გვექ­ნე­ბაო“. მან კი აუხ­ს­ნა და აჩ­ვე­ნა თუ რა იყო ინ­ტერ­ნე­ტი და რომ მუდ­მი­ვად შეძ­ლებ­დ­ნენ კავ­შირ­ზე ყოფ­ნას.

შე­დე­გად, სა­ი­დამ მი­ზანს მი­აღ­წია – თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­და და თა­ვი­სი სოფ­ლის პრობ­ლე­მებ­ზე აქ­ტი­უ­რად და­იწყო სი­უ­ჟე­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა. მი­სი დახ­მა­რე­ბით, ერთ-ერთ სო­ფელ­ში წყლის პრობ­ლე­მაც მოგ­ვარ­და.

ასე­თი ის­ტო­რია ბევ­რი გვაქვს. მა­გა­ლი­თად, ლუ­კას ამ­ბა­ვი – ენ­გუ­რის პი­რას, სო­ფელ ჯვარ­ში მცხოვ­რე­ბი ბი­ჭი, რო­მელ­მაც სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ენე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა და­ი­სა­ხა მიზ­ნად და მი­აღ­წია კი­დეც. სულ ახ­ლა­ხან მან ნორ­ვე­გი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ოც­ნე­ბაც აიხ­დი­ნა, რი­თაც ყვე­ლა­ნი გაგ­ვა­ხა­რა.

ბო­ლო პე­რი­ო­დი­დან კი ყვე­ლა­ზე დი­დი ემო­ცია გალ­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლის მო­ნა­ყოლ­მა გა­მო­იწ­ვია. მან ლეპ­ტოპ­ში და­ას­რუ­ლა თა­ვი­სი წიგ­ნის წე­რა, რო­მელ­საც მა­ნამ­დე ხე­ლით, ფურ­ც­ლებ­ზე წერ­და. ვინ იცის, იქ­ნებ ჩვენ თვალ­წინ მო­მა­ვა­ლი დი­დი მწე­რა­ლი იზ­რ­დე­ბა!

⇓⇓ რა მდგო­მა­რე­ო­ბა გხვდე­ბათ კონ­ფ­ლიქ­ტის­პი­რა სოფ­ლებ­ში? დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბებ­ში? მინ­და, გვე­სა­უბ­როთ არა მხო­ლოდ ახალ­გაზ­რ­დებ­ზე, არა­მედ იმა­ზე, თუ რო­გო­რია ზო­გა­დი სუ­რა­თი

⇒ სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი საკ­მა­ოდ მძი­მეა მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, მაგ­რამ ეს გან­სა­კუთ­რე­ბით კონ­ფ­ლიქ­ტის­პი­რა სოფ­ლებ­სა და დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბებ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბა. ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს: აქა­ურ მო­სახ­ლე­ო­ბას ეკო­ნო­მი­კურ სირ­თუ­ლე­ებ­თან ერ­თად და­მა­ტე­ბი­თი ტრავ­მე­ბიც აქვს, რად­გან ომის გა­მო სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა და ცხოვ­რე­ბის სრუ­ლი­ად სხვა რე­ა­ლო­ბა­ში დაწყე­ბა მო­უ­წი­ათ.

მა­გა­ლი­თად, დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბებ­ში ხში­რად საცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი იმ­დე­ნად რთუ­ლია, რომ ეს პირ­და­პირ ისა­ხე­ბა ოჯა­ხე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხ­ზე, ზო­გად მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და, ბუ­ნებ­რი­ვია, ახალ­გაზ­რ­დე­ბის სა­მო­მავ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ზეც. რო­დე­საც გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის იბ­რ­ძ­ვი, იქ რთუ­ლია გა­ნათ­ლე­ბა­ზე და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იფიქ­რო.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, ისი­ნი კი­დევ უფ­რო მე­ტად არი­ან მოწყ­ვე­ტი­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რაც და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია. მარ­თა­ლია, მათ­თ­ვის არ­სე­ბობს სხვა­დას­ხ­ვა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა­საც სა­ხელ­მ­წი­ფო უფი­ნან­სებთ, მაგ­რამ ხში­რია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ ან ე.წ. საზღ­ვ­რის გა­მო სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ახერ­ხე­ბენ მა­თით სარ­გებ­ლო­ბას.

⇓⇓ ერ­თი მხრივ, თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს გულ­გ­რი­ლო­ბას ჰფენს ნა­თელს, მე­ო­რე მხრივ – სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღალ სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა იმე­დი გა­აღ­ვი­ვა თქვენ­ში „ჩარ­თეს“ დო­ნორ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და კომ­პა­ნი­ებ­მა?

⇒ ჩვე­ნი იმე­დის მთა­ვა­რი წყა­რო ის ადა­მი­ა­ნე­ბი და კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან, რო­მელ­თა გა­მოც „ჩარ­თე“ უკ­ვე მე-8 წე­ლია არ­სე­ბობს და სო­ფელ-სო­ფელ სტუმ­რობს მოს­წავ­ლე­ებს. 2000-ამ­დე ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­თ­ვი­უ­რი შე­მო­წი­რუ­ლო­ბით „ჩარ­თე“ მდგრა­დო­ბას ინარ­ჩუ­ნებს და ჩარ­თულ უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს ყო­ველ­თ­ვი­უ­რად უფი­ნან­სებს ინ­ტერ­ნეტს. სულ 5600-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი და ათე­უ­ლო­ბით კომ­პა­ნიაა, რომ­ლებ­საც თა­ვი­ან­თი შე­მო­წი­რუ­ლო­ბით ერ­თხელ მა­ინც შე­უ­ტა­ნი­ათ წვლი­ლი „ჩარ­თეს“ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ეს, ვფიქ­რობ, იმის დას­ტუ­რია, რომ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს ფი­ლან­ტ­რო­პი­ის, სო­ლი­და­რო­ბი­სა და სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვის სურ­ვი­ლი. იმე­დი გვაქვს, რომ მა­თი დახ­მა­რე­ბით კი­დევ მეტ მოს­წავ­ლეს მივ­ცემთ გა­ნათ­ლე­ბი­სა და წინ­ს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

⇓⇓ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გრძელ­დე­ბა იმ ახალ­გაზ­რ­დე­ბის ამ­ბა­ვი, რომ­ლებ­მაც თქვე­ნი პლატ­ფორ­მის დახ­მა­რე­ბით სწავ­ლა და გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა შეძ­ლეს, ახ­ლა უკ­ვე სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან და საყ­ვა­რელ პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი­ან. ამ­ჟა­მად რას ასა­ხე­ლე­ბენ მათ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად

⇒ სტუ­დენ­ტო­ბის დროს ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბის ამ­ბებს ზე­მოთ ნა­წი­ლობ­რივ შე­ვე­ხე, ამი­ტომ ახ­ლა გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ვი­სა­უბ­რებ. ცხოვ­რე­ბის ამ ახალ ეტაპ­ზე სტუ­დენ­ტე­ბი ახალ რე­ა­ლო­ბას და შრო­მის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს ეჯა­ხე­ბი­ან. ბევრს უწევს სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­და­სახ­დე­ლად მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა. მთა­ვარი სირ­თუ­ლე ალ­ბათ მა­ინც და­ბა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა და სას­წავ­ლო გრა­ფიკ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბია. კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მაა, რომ სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით და­საქ­მე­ბა და პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა ხში­რად რთულ­დე­ბა.

⇓⇓ და­სას­რულს, მინ­და ორ სა­კითხს შე­ვე­ხოთ: ამ ინ­ტერ­ვი­უს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბი წა­ი­კითხა­ვენ. რო­გორ მო­გაწ­ვ­დი­ნონ მათ ხმა და გი­ამ­ბონ ისეთ უფ­როს­კ­ლა­სე­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც ანა­ლო­გი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვთ? ამას­თა­ნა­ვე, თუ ამ ინ­ტერ­ვი­უს წა­კითხ­ვის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი ახა­ლი თა­ო­ბის უკე­თეს მო­მა­ვალ­ში წვლი­ლის შე­ტა­ნას გა­დაწყ­ვე­ტენ, ძა­ლი­ან მოკ­ლედ რომ ავუხ­ს­ნათ, რა ეტა­პე­ბის გავ­ლაა ამის­თ­ვის სა­ჭი­რო

⇒ მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ მოგ­ვ­წე­რონ „ჩარ­თეს“ ფე­ის­ბუკ გვერ­დ­ზე. ჩვე­ნი სურ­ვი­ლიც ზუს­ტად ეს არის, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლის დახ­მა­რე­ბა შევ­ძ­ლოთ, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი პრო­ექ­ტის შეზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კ­ვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით გვი­წევს მუ­შა­ო­ბა: იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე ჩა­ერ­თოს ჩვენს პრო­ექ­ტ­ში, აუცი­ლე­ბე­ლია, იყოს უფ­როს­კ­ლა­სე­ლი (X-XII), ჰქონ­დეს 70 000 ან ნაკ­ლე­ბი სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლა და არ ჰქონ­დეს სახ­ლ­ში კომ­პი­უ­ტე­რი ან/და ინ­ტერ­ნე­ტი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ რო­დე­საც კონ­კ­რე­ტულ რე­გი­ონ­ში ვიწყებთ მუ­შა­ო­ბას, ვუ­კავ­შირ­დე­ბით ყვე­ლა სკო­ლას და ვი­ღებთ შე­სა­ბა­მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის სი­ას. სწო­რედ ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ვაწყობთ შემ­დეგ ვი­ზიტს და ერ­თი­ა­ნად 20-30 მოს­წავ­ლეს ვრთავთ. თუ ჩვენ და­ვიწყებთ ჩარ­თ­ვას მოს­წავ­ლის რე­გი­ონ­ში და თუ მოს­წავ­ლე აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩვენს კრი­ტე­რი­უ­მებს, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად მოხ­ვ­დე­ბა ჩვენს სი­ა­ში.

თუ მკითხ­ველს სურს გახ­დეს „ჩარ­თეს“ ყო­ველ­თ­ვი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი, ამის­თ­ვის სა­ჭი­როა სა­იტ­ზე www.charte.ge შეს­ვ­ლა. და­ა­ჭი­რეთ ღი­ლაკს „მე ჩავ­რ­თავ“, მი­უ­თი­თეთ თან­ხა, რო­მე­ლიც გსურთ, ყო­ველ­თ­ვი­უ­რად ჩა­მო­გეჭ­რათ სა­ბან­კო ბა­რა­თი­დან და შე­იყ­ვა­ნეთ პი­რა­დი და სა­ბან­კო მო­ნა­ცე­მე­ბი. თან­ხის შეც­ვ­ლას ან შე­მო­წი­რუ­ლო­ბის გა­უქ­მე­ბას ნე­ბის­მი­ერ დროს თქვე­ნი პრო­ფი­ლი­დან შეძ­ლებთ. თქვენ ჩვე­ნი გუნ­დის­გან ყო­ველ­თ­ვი­უ­რად მი­ი­ღებთ გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბის ან­გა­რიშს, რო­მელ­შიც გი­ამ­ბობთ რო­მელ სოფ­ლებ­ში ვი­ყა­ვით, რამ­დე­ნი მოს­წავ­ლე გა­ვა­ხა­რეთ და დე­ტა­ლუ­რად გა­გაც­ნობთ პრო­ექ­ტის ხარ­ჯებს.

ესა­უბ­რა მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ