2019 წლის 25 აპრილიდან, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
- ბიზნესი და ადმინსიტრირება:
ა) პროფესორი — 2 ვაკანსია;
ბ) ასოცირებული პროფესორი — 3 ვაკანსია;
გ) ასისტენტ-პროფესორი — 1 ვაკანსია.
- ენები:
ა) გერმანული ფილოლოგია:
ა.ა) პროფესორი — 1 ვაკანსია;
ა.ბ) ასოცირებული პროფესორი — 1 ვაკანსია;
ა.გ) ასისტენტ-პროფესორი — 1 ვაკანსია.
- ჯანდაცვა:
ა) სტომატოლოგია:
ა.ა) პროფესორი — 3 ვაკანსია;
ა.ბ) ასოცირებული პროფესორი — 3 ვაკანსია;
ა.გ) ასისტენტ-პროფესორი — 3 ვაკანსია.
ბ) ბიოლოგიის კურსი:
ბ.ა) პროფესორი — 1 ვაკანსია;
ბ.ბ) ასოცირებული პროფესორი — 1 ვაკანსია;
ბ.გ) ასისტენტ-პროფესორი — 1 ვაკანსია.
გ) ქიმიის კურსი:
გ.ა) პროფესორი — 1 ვაკანსია;
გ.ბ) ასოცირებული პროფესორი — 1 ვაკანსია;
გ.გ) ასისტენტ-პროფესორი — 1 ვაკანსია.
- სამართალი:
ა) პროფესორი — 3 ვაკანსია;
ბ) ასოცირებული პროფესორი — 3 ვაკანსია;
გ) ასისტენტ-პროფესორი — 1 ვაკანსია;
დ) ასისტენტი — 2 ვაკანსია.
- ჰუმანიტარული მეცნიერებები
(ენების გარეშე):
ა) ფილოსოფია და ეთიკა:
ა.ა) პროფესორი — 1 ვაკანსია;
ა.ბ) ასოცირებული პროფესორი — 1 ვაკანსია.
საკონკურსო კრიტერიუმები:
პროფესორის აკადემიური თანამდებობისათვის:
ა) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
ბ) არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური
თანამდებობისათვის:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
ბ) არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური
თანამდებობისათვის:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.
ასისტენტის აკადემიური თანამდებობისათვის:
ა) დოქტორანტი.
შპს თბილისის დავით აღმაშენებლის
სასწავლო უნივერსიტეტში პროფესორი,
ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი,
ასისტენტი აირჩევა 4 წლის ვადით.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) კონკურსანტის ანკეტა;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) პირადობის მოწმობის ასლი;
ე) 2 ფოტოსურათი (ზომა 3X4);
ვ) უმაღლესი განათლების, აკადემიური ხარისხის/წოდების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ზ) ინფორმაცია ბოლო 10 წელიწადში საკონკურსო მიმართულების/დარგის შესაბამისად შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (გარდა ასისტენტისა;
თ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის (შრომის წიგნაკის) ასლი, ან ცნობა, ასევე დამსაქმებლის, ან საარქივო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს საკონკურსო აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილ შესაბამის სამეცნიერო-პედაგოგიურ გამოცდილებას.
კონკურსის ვადები:
ა) კონკურსი გამოცხადებულია 2019 წლის 25 აპრილიდან;
ბ) კონკურსანტთა საბუთების მიღების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 28 მაისიდან 06 ივნისამდე (შამბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა №24, VI სართული, ოთახი №605 (საკონტაქტო ტელეფონი: 237 88 66; 599 76 59 65. განცხადებისა და ანკეტის ფორმები განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.tdasu.edu.ge);
გ) კონკურსის პირველი ეტაპი — საბუთების გადარჩევა — ჩატარდეს 2019 წლის 7 ივნისს;
დ) კონკურსის მეორე ეტაპი — საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება — ჩატარდეს 2019 წლის 10-11 ივნისს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობოს კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
ე) კონკურსში გასულ მონაწილეთა სია გამოქვეყნდეს 2019 წლის 13 ივნისს;
ვ) განცხადება კონკურსის შედეგების გასაჩივრების შესახებ მიიღება 2019 წლის 14 და 17 ივნისს;
ზ) საჩივრის განაცხადები განიხილება 2019 წლის 18-19 ივნისს;
თ) კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდეს 2019 წლის 20 ივნისს.
საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადებისა და
ანკეტის ფორმები იხილეთ სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.tdasu.edu.ge