23 ნოემბერი, შაბათი, 2024

შვი­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა

spot_img

თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასა­კის სირ­თუ­ლე­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ გი­ორ­გი მე­მა­ნიშ­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი და მი­ხე­ილ სახ­ვა­ძე, მშო­ბე­ლი

მი­ხე­ილ სახ­ვა­ძე: ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, მე, რო­გორც მშო­ბე­ლი, ვიტყ­ვი, რომ თქვე­ნი რჩე­ვე­ბი (ჩვე­ნი წი­ნა სა­უბ­რი­სას მო­ცე­მუ­ლი) ნამ­დ­ვი­ლად გა­მო­მად­გა, დი­დი მად­ლო­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღე­საც არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რჩე­ვე­ბი გექ­ნე­ბათ, მით უმე­ტეს, თე­მა გვაქვს ისე­თი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ მშო­ბელს აღელ­ვებს, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ზე უნ­და ვი­სა­უბ­როთ.

და­ვიწყოთ ასე­თი კითხ­ვით, შე­ვახ­სე­ნოთ მკითხ­ველს, რა ასაკ­ზეა სა­უ­ბა­რი, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა რა ასაკს მო­ი­ცავს?

გი­ორ­გი მე­მა­ნიშ­ვი­ლი: თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა მო­ი­ცავს ასაკს, რო­მე­ლიც, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მო­დის ინ­გ­ლი­სუ­რი ნუ­მე­რა­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც მთავ­რ­დე­ბა teen და­ბო­ლო­ე­ბით. და­ახ­ლო­ე­ბით, 12-იდან  19 წლამ­დე ასა­კია. ეს არის ზუს­ტად ის ასა­კი, რო­დე­საც ნელ-ნე­ლა იწყე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ბავ­შ­ვებ­ში და ასე­ვე ნელ-ნე­ლა უნ­და დას­რულ­დეს ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვით, დაძ­ლე­ვით და ხელ­შეწყო­ბით. ბავ­შ­ვებ­მა უნ­და შეძ­ლონ აქე­დან ჯან­სა­ღი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით გა­მოს­ვ­ლა.

მ.ს.: უფ­რო­სი ასა­კის ხალ­ხის­გან ხში­რად გა­მი­გია, რომ ჩვენ დროს არც თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა ვი­ცო­დით, არც არა­ფე­რი და მშვე­ნივ­რად ვარ­თ­მევ­დით ყვე­ლა­ფერს თავს. რომ და­ვა­ზუს­ტოთ, რა­ტომ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი მე-20 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასა­კი და რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს თან ამ პე­რი­ოდს?

გ.მ.: პირ­ველ რიგ­ში, ვფიქ­რობ, რომ ჩვენ უფ­რო მე­ტად და­ვიწყეთ ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა იმ კონ­კ­რე­ტულ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რო­მე­ლიც თან ახ­ლავს ამ ასაკს. დი­დი ალ­ბა­თო­ბით, არც ძვე­ლი თა­ო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში იქ­ნე­ბო­და იშ­ვი­ა­თი ეს პრობ­ლე­მე­ბი. ალ­ბათ, ჰქონ­და ად­გი­ლი კონ­კ­რე­ტულ გა­მოვ­ლი­ნე­ბებს, მაგ­რამ მა­შინ სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ის სხვა დო­ნე იყო, ადა­მი­ა­ნე­ბი ამა­ზე არ სა­უბ­რობ­დ­ნენ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მხრი­და­ნაც ნაკ­ლე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ნაკ­ლე­ბი კვლე­ვე­ბი მი­დი­ო­და, ნაკ­ლე­ბად იყო აღ­წე­რი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და ძა­ლი­ან ხში­რად, კონ­კ­რე­ტულ გა­მოვ­ლი­ნე­ბებს ზოგ­ჯერ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის აშ­ლი­ლო­ბებ­საც კი მი­ა­წერ­დ­ნენ და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­ნა­ი­რად იყო ოპე­რა­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ეს მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი. უბ­რა­ლოდ, დღეს­დღე­ო­ბით, ჩვენ უკ­ვე კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხე­ლი და­ვარ­ქ­ვით.

მ.ს.: უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ერთ-ერ­თი არ­გუ­მენ­ტი კი­დევ რა არის, იცით, მე რომ შენ­ხე­ლა ვი­ყა­ვი… ერ­თ­გ­ვა­რად, თავს ვაყ­ვედ­რით ხოლ­მე, აი, მე რომ შენ­ხე­ლა ვი­ყა­ვი, ასე არ ვიქ­ცე­ო­დი, ამ­ხე­ლა ბი­ჭი ხარ ან ამ­ხე­ლა გო­გო ხარ… ამუ­ნა­თე­ბენ ხოლ­მე ბავ­შ­ვებს იმის გა­მო, რომ ასა­კობ­რი­ვი სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვთ, აგ­რე­სია, შფოთ­ვა და, ფი­ზი­კუ­რის გარ­და, ემო­ცი­ურ დო­ნე­ზეც იც­ვ­ლე­ბი­ან. ასე­თი კითხ­ვა მინ­და და­გის­ვათ, რა­ტომ ახ­ლავს თან თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და აგ­რე­სია?

გ.მ.: სწო­რად დას­ვით აქ­ცენ­ტე­ბი, ერ­თი მხრივ, გა­რე­მო­დან შე­მო­დის რა­ღაც კონ­კ­რე­ტუ­ლი სტრე­სო­რე­ბი, მე­ო­რე მხრივ კი, ჩნდე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი კოგ­ნი­ტუ­რი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი. და რო­ცა, და­ვუშ­ვათ ,სა­მი­ვე ერ­თად, რაც ჩა­მოთ­ვა­ლეთ, იყ­რის თავს, ძა­ლი­ან ხში­რად, ამას მოჰ­ყ­ვე­ბა ხოლ­მე შფოთ­ვა და, ბუ­ნებ­რი­ვია, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, აგ­რე­სი­უ­ლო­ბაც. ზუს­ტად ეს ხდე­ბა გარ­და­ტე­ხის ასა­კის დროს. ამ ასაკ­ში იც­ვ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის თვი­თაღ­ქ­მა, თა­ვის სხე­ულს სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებს, შე­სა­ბა­მი­სად – გა­რე­მო­საც, ადა­მი­ან­ში იწყე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბიც. ასე­ვე, ის ფიქ­რობს სხვა­ნა­ი­რად, მის­და­უ­ნე­ბუ­რად, შე­სა­ბა­მი­სად, მო­დის კოგ­ნი­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბი; ის გა­ნიც­დის სხვა­ნა­ი­რად, შე­სა­ბა­მი­სად, ემო­ცი­ო­ნა­ლუ­რი პრობ­ლე­მა აქვს. აი, ამ დროს, ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს გა­რე­მოც­ვას, თუ რო­გორ შეხ­ვ­დე­ბა ამ კონ­კ­რე­ტულ პრობ­ლე­მას და, პირ­ველ რიგ­ში, ეს უნ­და იყოს მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც კა­რგი ემო­ცი­უ­რი საყ­რ­დე­ნი უნ­და გახ­დეს ბავ­შ­ვის­თ­ვის, მო­ზარ­დის­თ­ვის, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბით მი­მარ­თავს მას.

მ.ს.: რა კონ­კ­რე­ტუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბით? მეც, ალ­ბათ, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში მო­მი­წევს ჩემს შვილ­თან ამ პე­რი­ო­დის გავ­ლა, რა კონ­კ­რე­ტულ ჩი­ვი­ლებს შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დო?

გ.მ.: შე­იძ­ლე­ბა, ეს იყოს წუ­ხი­ლი თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბის გა­მო, იმის გა­მო, რომ რა­ღა­ცე­ბი იც­ვ­ლე­ბა ამ გა­რეგ­ნო­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა იყოს იდენ­ტო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, რო­ცა ის სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ არ იცის ვინ არის, არ იცის რა უნ­და და ამის გა­მო შფო­თავს, არ იცის რო­მელ ჯგუფს მი­ა­კუთ­ვ­ნოს თა­ვი…

მ.ს.: ჩე­მი არა­ვის არ ეს­მის…

გ.მ.: დი­ახ, აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია (მშობ­ლის როლს ამი­ტომ გა­ვუს­ვი ხა­ზი), რომ მა­თი ვი­ღა­ცას ეს­მო­დეს, გან­ს­ჯის გა­რე­შე უს­მენ­დეს, კრი­ტი­კის გა­რე­შე იღებ­დეს. მათ უნ­და ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, თუნ­დაც საწყის ეტაპ­ზე, ისა­უბ­რონ. მშო­ბელ­მა, ამ დროს, უნ­და შეძ­ლოს, რომ კარ­გი მსმე­ნე­ლი იყოს, პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შ­ვის­თ­ვის და შე­ეძ­ლოს მოს­მე­ნი­ლი ჩი­ვი­ლე­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცია, მა­გა­ლი­თად: ეს მარ­ტო შენ არ გე­მარ­თე­ბა, ამ ასაკ­ში ეს სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვია; ის, რომ შენ გა­მორ­ჩე­უ­ლი ხარ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შენ გჭირს რა­ღაც, ეს ასე არ არის; იცი რა, მეც მქონ­და რა­ღაც მსგავ­სი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი… და აქ შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. ამას მე­ტი ნდო­ბა მო­აქვს და ინ­ფორ­მა­ცი­ის ურ­თი­ერ­თ­გაც­ვ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­ზარ­დიც უფ­რო და­ცუ­ლად  გრძნობს თავს.

და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ბო­ლოს რაც მინ­და ვთქვა, მშო­ბელს კარ­გი უნა­რი უნ­და ჰქონ­დეს აღ­მო­ჩე­ნის, ასე ვთქვათ, იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი ზღვრის, რომ­ლის შემ­დე­გაც, შე­იძ­ლე­ბა, სა­ჭი­რო იყოს სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩარ­თ­ვა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა მშო­ბე­ლი ამ­ჩ­ნევს, რომ ბავ­შ­ვი გა­უცხო­ე­ბუ­ლია გა­რე­მოს­თან, უარს ამ­ბობს კონ­კ­რე­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე, შე­იც­ვა­ლა ძი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, კვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა (ან ზედ­მე­ტად ბევრს ჭამს, ან ზედ­მე­ტად ნაკ­ლებს, ვიდ­რე მა­ნამ­დე ხდე­ბო­და; ზედ­მე­ტად ბევ­რი სძი­ნავს ან სა­ერ­თოდ აღარ სძი­ნავს და ა.შ.) – ასეთ კონ­კ­რე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა უნ­და შე­ეძ­ლოს. ასე­ვე, ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა შე­ეძ­ლოს იმა­ზე, თუ რო­გო­რი თვით­გან­ც­და აქვს ბავშვს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორ გა­ნიც­დის სა­კუ­თარ სხე­ულს, კონ­კ­რე­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბებს გა­რე­მოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ა.შ. სა­გან­გა­შო შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­ცა ბავ­შ­ვი იწყებს ფიქრს იმა­ზე, რომ, მა­გა­ლი­თად, და­ა­ზი­ა­ნოს სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი, რა­ღაც კონ­კ­რე­ტუ­ლი ვნე­ბა მი­ა­ყე­ნოს სა­კუ­თარ სხე­ულს და ა.შ.

მ.ს.: ძა­ლი­ან კარ­გი რა­ღაც თქვით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – მშო­ბელს უნ­და შე­ეძ­ლოს მოს­მე­ნა. რა­ტომ არის ეს მოს­მე­ნა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი? ჩე­მი თა­ვიც გა­მახ­სენ­და თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, ვე­ძებ­დი ხოლ­მე ადა­მი­ა­ნებს, მინ­დო­და, რომ ყვე­ლას მო­ვეს­მი­ნე… რა­ტომ არის ეს მოს­მე­ნა ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი?

გ.მ.: მოს­მე­ნა ქმნის ას­პა­რეზს იმი­სა, რომ რა­ღაც, რაც შე­ნი ფსი­ქი­კის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს, იყოს ნათ­ქ­ვა­მი, ვერ­ბა­ლი­ზე­ბუ­ლი, გა­მო­ტა­ნი­ლი გა­რეთ. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა არ ხდე­ბა რა­ღაც გარ­კ­ვე­უ­ლი ში­ნა­გა­ნი პრობ­ლე­მე­ბის კოგ­ნი­ტი­ვი­ზა­ცია, ანუ ამა­ზე ფიქ­რი და შემ­დეგ ვერ­ბა­ლი­ზა­ცია, გა­მო­ტა­ნა და ამა­ზე სა­უ­ბა­რი, შე­იძ­ლე­ბა უფ­რო რთულ ფსი­ქი­კურ კონ­ს­ტ­რუქ­ტე­ბად გარ­და­იქ­მ­ნან, რო­მელ­საც უფ­რო რთუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს. არ მინ­და ეს დი­ა­ლო­გი­ ზედ­მე­ტად დავ­ტ­ვირ­თო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, აქ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­წი­ოს უკ­ვე გა­დას­ვ­ლა არაც­ნო­ბი­ერ ტრავ­მულ გა­მოც­დი­ლე­ბებ­ზე და ა.შ.

მ.ს.: ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ზედ­მე­ტად და­ძა­ბუ­ლე­ბი არ უნ­და ვი­ყოთ? ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყუ­რადღე­ბით ვი­ყოთ ამ პე­რი­ოდ­ში, ხომ? მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა ჩი­ვი­ლებს? რო­გორც წე­სი, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა ის, რომ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, ნულს ქვე­მოთ ეცე­მა ხოლ­მე. რო­გორ უნ­და შეძ­ლოს მშო­ბელ­მა, ამ მხრივ, შვი­ლის დახ­მა­რე­ბა და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა?

გ.მ.: თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რია იმის­თ­ვის, რომ ადა­მი­ან­მა თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ა­ხერ­ხოს. ამ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუხს ცო­ტა ბა­ნა­ლუ­რად და­ვიწყებ და ვიტყ­ვი, რომ თუ ბავ­შ­ვ­ში თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ვცდი­ლობთ, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და მი­ვად­გეთ ისევ მო­დე­ლი­რე­ბას, რო­დე­საც მშო­ბელ­მა შვილს თა­ვის მა­გა­ლით­ზე უნ­და ანა­ხოს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი კონ­კ­რე­ტუ­ლი ქცე­ვე­ბი და შვი­ლიც ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­და­ი­ღებს ამ კონ­კ­რე­ტულ ქცე­ვებს მშობ­ლის­გან იმი­ტომ, რომ მას კარ­გი ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი აქვს მშო­ბელ­თან და ის მის­თ­ვის ავ­ტო­რი­ტე­ტია. ეს პირ­ვე­ლი.

თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კი­დევ ორ საკ­ვან­ძო სა­კითხს მინ­და გა­ვუს­ვა ხა­ზი, რაც, სა­სურ­ვე­ლია, მშო­ბელს ჰქონ­დეს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ერ­თი, ეს არის შეც­დო­მებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის სტი­ლი და მე­ო­რეა, პო­ზი­ტი­ვის სათ­ვა­ლავ­ში მი­ღე­ბა. პირ­ველ­ში მო­ვი­აზ­რებ იმას, რომ, ძა­ლი­ან ხში­რად, ბავ­შ­ვის შეც­დო­მებ­ზე ვრე­ა­გი­რებთ ისე, თით­ქოს ამით მთე­ლი სამ­ყა­რო და­ინ­გ­რა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო უნ­და მოხ­დეს იმის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვ­ში თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. თუ ბავ­შ­ვი იცხოვ­რებს იმ გან­ც­დით, რომ შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა რა­ღაც დი­დი ტრა­გე­დი­ის ტოლ­ფა­სია და, შე­იძ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არც კი გა­მოს­წორ­დეს, მას თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბა. ამი­ტომ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მშო­ბე­ლი ამა­ზე ამახ­ვი­ლებ­დეს ყუ­რადღე­ბას და აჩენ­დეს ბავ­შ­ვ­ში გან­ც­დას, რომ არა­ უ­შავს, მას აქვს შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა, ჩვენც ვუშ­ვებთ შეც­დო­მებს და ეს ნორ­მა­ლუ­რია. ზოგ­ჯერ, ეს ძა­ლი­ან კარ­გიც შე­იძ­ლე­ბა იყოს იმი­ტომ, რომ შეც­დო­მებ­ზე ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვის­წავ­ლოთ.

მე­ო­რე – ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია პო­ზი­ტი­ვის სათ­ვა­ლავ­ში მი­ღე­ბა, იმი­ტომ, რომ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ძა­ლი­ან ხში­რად, ბავ­შ­ვის წარ­მა­ტე­ბებს, მიღ­წე­ვებს არ ვი­ღებთ ხოლ­მე სათ­ვა­ლავ­ში, თით­ქოს ვფიქ­რობთ, რომ კარ­გი ბავ­შ­ვია, რო­გორც წე­სი, მას ეს უნ­და გა­მოს­ვ­ლო­და და ასეც იყო, გა­მო­უ­ვი­და კი­დეც, ამა­ზე ზედ­მე­ტად ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა სა­ჭი­რო არ არის. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ამით ჩვენ ვაგ­ზავ­ნით მე­სიჯს ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კა­ში, რომ შე­იძ­ლე­ბა, ზოგ­ჯერ, შრო­მა და წარ­მა­ტე­ბა არ იყოს და­ფა­სე­ბუ­ლი და სა­პი­რის­პი­როდ, თუ მშო­ბე­ლი ადეკ­ვა­ტურ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენ­და და და­ა­ფა­სებ­და ბავ­შ­ვის კონ­კ­რე­ტულ მიღ­წე­ვას, ძა­ლი­ან კარგ შანსს მის­ცემ­და მას, გა­ნე­საზღ­ვ­რა თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბა, რო­გორც ასე­თი, შეგ­რ­ძ­ნე­ბა, კონ­ს­ტ­რუქ­ტი, რო­მე­ლიც მი­იყ­ვან­და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბამ­დე.

მ.ს.: და­ფა­სე­ბა ზრდას­რუ­ლე­ბის­თ­ვი­საც კი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და მით უმე­ტეს ამ ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ვი­საც ბევრ რა­ღა­ცა­ში სჭირ­დე­ბა გარ­კ­ვე­ვა. ჩვე­ნი წი­ნა სა­უბ­რი­დან და­მა­მახ­სოვ­რ­და და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, ხა­ზი გა­უს­ვით, რომ მთა­ვა­რია, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა მშო­ბელ­სა და შვილს შო­რის. ამ­ჯე­რად, უკ­ვე მოს­მე­ნის მო­მენ­ტი შე­მო­ვი­და, რაც ყვე­ლა მშობ­ლის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მოს­მე­ნა პა­ტა­რა ბავ­შ­ვებ­შიც ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მით უმე­ტეს, თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მე­წო­ნა და­ფა­სე­ბა და ჩემ­თ­ვის მო­ვი­ნიშ­ნე კი­დეც.

თი­ნე­ი­ჯე­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი აქვთ ხოლ­მე თა­ვი­სუფ­ლე­ბის და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის. რო­გორ მი­ვა­წო­დოთ მათ ეს ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად? რო­გორ აღიქ­ვან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ისე, რომ რა­ღაც ზღვარს არ გა­დას­ცილ­დ­ნენ?

გ.მ.: ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ტერ­მი­ნე­ბია, თა­ვი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბით, თით­ქოს ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ხში­რად, არა თუ მო­ზარ­დე­ბი,  უფ­რო­სე­ბიც ვკა­მა­თობთ იმა­ზე, თუ რას შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს, კონ­კ­რე­ტუ­ლად, ეს ტერ­მი­ნე­ბი და მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბი. აქ მე ძა­ლი­ან დიდ როლს ვხე­დავ გა­ნათ­ლე­ბი­სას. იმი­ტომ, რომ ამ ტერ­მი­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­თა კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ბავშვს უნ­და ჰქონ­დეს, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად შე­მო­დის, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ამა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და ამახ­ვი­ლებ­დეს ყუ­რადღე­ბას. თუმ­ცა, მე მქო­ნია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მი­ნა­ხავს, რომ პე­და­გო­გი თვი­თონ იწყებს გარ­კ­ვე­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბის, ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ე­ბის გა­და­ცე­მას ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, მზა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას, მაგ­რამ ამას შე­იძ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მოჰ­ყ­ვეს. საქ­მე იმა­შია, რომ ბავ­შ­ვის­თ­ვის გა­და­ცე­მუ­ლი მზა ნა­რა­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბი, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ვერ აღ­წევს ში­ნა­გან სამ­ყა­რომ­დე. ბავ­შ­ვ­მა, შე­იძ­ლე­ბა, გა­ი­გოს ტერ­მი­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად  არა­ნა­ი­რი მზა­ო­ბა არ ჰქონ­დეს, რომ ეს ტერ­მი­ნი მი­სი ფსი­ქი­კის ან მი­სი ქცე­ვის ნა­წი­ლი გახ­დეს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვფიქ­რობ, გა­მო­სა­ვა­ლი უფ­რო იმა­შია, რომ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ბავ­შ­ვის­თ­ვის უფ­რო ბუ­ნებ­რი­ვი და შე­სა­ბა­მი­სი, ნაც­ნო­ბი ენა, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, თა­მა­ში და გარ­კ­ვე­უ­ლი გა­თა­მა­შე­ბე­ბი (თუნ­დაც რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, რო­მე­ლიც ახ­ლა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია). თვი­თონ და­ვა­ყე­ნოთ იმ პრობ­ლე­მა­ტუ­რი დი­ლე­მე­ბის წი­ნა­შე, თა­ვად­ვე მო­ვა­ძებ­ნი­ნოთ გა­მო­სა­ვა­ლი იმ დი­ლე­მე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბას და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ჩვენ სწო­რად მო­ვა­ხერ­ხებთ პრო­ცე­სის მარ­თ­ვას, არ ვიქ­ნე­ბით დი­რექ­ტი­უ­ლე­ბი, სწო­რად და­ვუს­ვამთ დამ­ხ­მა­რე შე­კითხ­ვებს და მი­ვიყ­ვანთ ბავშვს იქამ­დე, რომ თვი­თონ მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და მო­ა­ხერ­ხოს კრის­ტა­ლი­ზა­ცია ამ კონ­კ­რე­ტულ ტერ­მინ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის, უფ­რო მე­ტად გაჩ­ნ­დე­ბა შან­სი იმი­სა, რომ გა­ი­თა­ვი­სონ და შემ­დეგ ქცე­ვა­შიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტერ­მი­ნე­ბი. ერთს და­ვა­მა­ტებ­დი, რო­ცა ჩვენ გვგო­ნია, რომ სწო­რად ვახ­დენთ ამ ტერ­მინ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბის ინექ­ცი­რე­ბას ბავ­შ­ვებ­ში, რე­ა­ლუ­რად, ეს კონ­ტ­რ­პ­რო­დუქ­ტი­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე იმი­ტომ, რომ ამ დროს ბავ­შ­ვი პა­სი­უ­რი მსმე­ნე­ლია, არა თა­ვი­სუ­ფა­ლი და არა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ის ვერ გა­ი­გებს ამ ტერ­მი­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, თუ ეს ში­ნა­გა­ნად არ წა­მო­ვი­და.

მ.ს.: ეს კითხ­ვა აუცი­ლებ­ლად მინ­და და­გის­ვათ – სულ გვი­ჭირს ხოლ­მე მშობ­ლებს, ტა­ბუ­ი­რე­ბულ და რთულ თე­მებს რომ ვე­ძა­ხით, ამა­ზე სა­უ­ბა­რი. რა ასა­კი­დან ვე­სა­უბ­როთ შვი­ლებს ნარ­კო­ტი­კებ­ზე, სექ­ს­ზე? რა ასა­კია უფ­რო მი­ზან­შე­წო­ნი­ლი? უნ­და იყოს თუ არა ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი ეს თე­მე­ბი მშო­ბელ­სა და შვილს შო­რის?

გ.მ.: და­ვიწყოთ იმით, რომ თუ ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მას და­ვიწყებთ, მა­გა­ლი­თად, წე­რო­ებ­ზე ან კომ­ბოს­ტო­ებ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბით ბავ­შ­ვებს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ უნ­და გვქონ­დეს მო­ლო­დი­ნი, რომ ბავშვს ექ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი სხვა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან. ეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი არც ისე უსაფ­რ­თხო აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე მათ­თ­ვის. შე­სა­ბა­მი­სად, ამ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი (ტა­ბუ­ი­რე­ბა­ზე უკ­ვე ვთქვით უარი), გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, ძა­ლი­ან ად­რე­უ­ლი ასა­კი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა და­იწყოს, 2-3 წლი­დან, მაგ­რამ ყვე­ლა ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს, თუ რო­გო­რი უნ­და იყოს ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, თა­ვი­სი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი აქვს და შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამა­ზე უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით და ფარ­თოდ სა­უბ­რო­ბენ. აქ ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმას, რომ ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით ეს სა­უბ­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი იყოს. მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან იმის­თ­ვის, რომ უფ­რო ნა­თე­ლი გახ­დეს: თუ 2-დან 5 წლამ­დე ბავშვს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რე­ბით და ჩვე­ნი სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი არის ასე­თი, ვთქვათ, რომ ზო­გი­ერ­თი მე­დი­კა­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა მომ­წამ­ვ­ლე­ლი იყოს, გა­მო­იწ­ვი­ოს თავ­ბ­რუს­ხ­ვე­ვა, მო­წამ­ვ­ლა, შე­უძ­ლოდ ყოფ­ნა და ა.შ. და ამი­ტომ, არ შე­იძ­ლე­ბა თვით­ნე­ბუ­რად, შე­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, აიღო წა­მა­ლი და პირ­ში ჩა­ი­დო იმი­ტომ, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა მოგ­წამ­ლოს – ეს იქ­ნე­ბა 2-3 წლის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­უ­ბა­რი. სადღაც 9-დან 14 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის კი შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვი­დეს სა­კუ­თა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, სა­კუ­თა­რი ხედ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა, იმა­ვე რო­ლურ თა­მა­შებ­ში მა­თი ჩა­ყე­ნე­ბა, რას მო­ი­მოქ­მე­დებ­დ­ნენ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ვი­ღაც მათ შეს­თა­ვა­ზებ­და რა­ღაც კონ­კ­რე­ტულ აბს ან მო­სა­წევს და ა.შ. აქ უკ­ვე სხვა­ნა­ი­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბა, მაგ­რამ არც ერთ ასაკ­ში ჩვენ უარს არ ვამ­ბობთ ბავ­შ­ვ­თან სა­უ­ბარ­ზე, ეს საკ­ვან­ძო სა­კითხია.

მ.ს.: მით უმე­ტეს, ალ­ბათ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ არის ხოლ­მე მო­მენ­ტე­ბი, რო­ცა ბავ­შ­ვი კითხ­ვას დას­ვამს და მშო­ბე­ლი პა­სუ­ხობს: ახ­ლა არ მცა­ლია ან რომ გა­იზ­რ­დე­ბი მე­რე გეტყ­ვი, ეს სწო­რი პა­სუ­ხია?

გ.მ.: არა, რომ გა­იზ­რ­დე­ბი, მე­რე გეტყ­ვი, ეს უკ­ვე ნიშ­ნავს, რომ აქ და ამ­ჟა­მად ამ თე­მას ადევს ტა­ბუ და ეს შენ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი თე­მა არ არის.

მ.ს.: და ბავ­შ­ვი მე­ო­რედ შე­იძ­ლე­ბა შენ­თან აღარც მო­ვი­დეს ამ კითხ­ვით?

გ.მ.: უფ­რო სა­ში­შია არა მარ­ტო ის, რომ აღარ მო­ვი­დეს, არა­მედ ის, რაც ზე­ვით ვთქვით,  სხვა­გან და­იწყებს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ძებ­ნას და, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, არას­წო­რად ან სა­ხი­ფა­თოდ მი­ი­ღებს და ეს სა­ხი­ფა­თო მი­ღე­ბა მე­რე გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­ზე.

მ.ს.: ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია იმ­დე­ნად შე­მო­იჭ­რა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ამ თე­მას გვერდს ვერ ავუვ­ლით. ბუ­ნებ­რი­ვია, სარ­გე­ბე­ლი აქვს ძა­ლი­ან დი­დი, მაგ­რამ აქვს უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბიც, რო­გორ და რამ­დე­ნად მი­ვუშ­ვათ, რო­გორ მი­ვა­წო­დოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს შვი­ლებს, თი­ნე­ი­ჯე­რებს?

გ.მ.: გე­თან­ხ­მე­ბით, სარ­გე­ბე­ლი აქვს, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ნა­ხოთ არა მხო­ლოდ თი­ნე­ი­ჯე­რებ­ზე, არა­მედ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­ზეც. თუ აქ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რო­გორ მო­ახ­დი­ნოს მშო­ბელ­მა ამის სწო­რად კონ­ტ­რო­ლი ან დახ­მა­რე­ბა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­ზარ­დი შვი­ლის, მა­შინ რამ­დე­ნი­მე პუნქტს გა­ვუს­ვათ ხა­ზი.

პირ­ვე­ლი, ისევ და ისევ, მო­დე­ლი­რე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს, რო­ცა ბავ­შ­ვი უყუ­რებს მშო­ბელს, რო­გორ მო­იხ­მარს ის სო­ცი­ა­ლურ ქსელს, რო­გორ უმ­კ­ლავ­დე­ბა, რო­გორ ავ­ლენს იქ წარ­მოქ­მ­ნი­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის თუ თავ­დაც­ვის კონ­კ­რე­ტულ ქცე­ვებს.

მ.ს.: ამ დროს, ნორ­მა­ლუ­რია ბავ­შ­ვის ღია კონ­ტ­რო­ლი, მი­სა­ღე­ბია, არ და­ა­ზი­ა­ნებს?

გ.მ.: ღია კონ­ტ­როლ­ზე არ ვსა­უბ­რობ, მე ვამ­ბობ, რომ მშო­ბე­ლი აჩ­ვე­ნებს შვილს თვი­თონ რო­გორ მო­იხ­მარს სწო­რად და ეს არის პირ­ვე­ლი. შე­ნიშ­ნავ­დით, ალ­ბათ, რომ ყო­ველ­თ­ვის პირ­ველ პუნ­ქ­ტად გა­მო­მაქვს მო­დე­ლი­რე­ბა, მშო­ბელ­მა თვი­თონ უნ­და ანა­ხოს შვილს სწო­რი ფორ­მა.

მე­ო­რეა დრო­ის მე­ნეჯ­მენ­ტი, დრო­ის და­გეგ­მ­ვა­ში დახ­მა­რე­ბა, რო­გორ გა­და­ა­ნა­წი­ლოს ბავ­შ­ვ­მა დრო. ზოგ­ჯერ ხდე­ბა ისე, რომ ბავ­შ­ვი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, უფ­რო მეტ დროს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს ან კონ­კ­რე­ტულ თა­მა­შებს, ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცეს უთ­მობს და ნაკ­ლებს — რე­ა­ლურს. შეიძ­ლე­ბა ეს დრო ისე გა­და­ნა­წილ­დეს, მშობ­ლის დახ­მა­რე­ბით, რომ უფ­რო მე­ტი იყოს რე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გა­რე­მოს­თან ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბა და ნაკ­ლე­ბი — ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო. ოღონდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ჩა­ნაც­ვ­ლ­დეს ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო სტი­მუ­ლე­ბით, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს შეძ­ლე­ბა იყოს გა­სარ­თობ ცენ­ტ­რ­ში წას­ვ­ლა, ან ერ­თად შო­პინ­გი, ან მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვ­ლის და­გეგ­მ­ვა და ა.შ. ეს სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­ცა ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი იცი. ამ სა­სი­ა­მოვ­ნო, სა­ინ­ტე­რე­სო სტი­მუ­ლებ­მა, აქ­ტი­ვო­ბებ­მა უნ­და ჩა­ა­ნაც­ვ­ლოს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი და ამა­ში მშობ­ლის წვლი­ლი უდი­დე­სია, რომ და­ეხ­მა­როს.

მ.ს.: ზოგს შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნ­დეს პრო­ტეს­ტი, რომ არ არის ად­ვი­ლი დრო­ის მე­ნეჯ­მენ­ტი, მაგ­რამ რო­გორც თქვით, რა­ღა­ცა­ზე უნ­და გა­და­ვა­ტა­ნი­ნოთ ყუ­რადღე­ბა, რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო­ზე…

გ.მ.: ეს ყუ­რადღე­ბის გა­და­ტა­ნაც არ გა­მო­ვა, უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი ჩარ­თუ­ლო­ბა, თა­ვის თავს რომ და­ი­ნა­ხავს იქ, პი­რი­ქით, ყუ­რადღე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა უნ­და მო­ვახ­დი­ნოთ იმა­ზე კარგ რა­მე­ზე, ვიდ­რე ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რ­ცე იქ­ნე­ბო­და.

და შემ­დე­გი, რა­ზეც ყუ­რადღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებ­დი – რამ­დე­ნიც არ უნ­და ვე­ცა­დოთ თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში და რო­გორ კარ­გა­დაც არ უნ­და და­ვა­მე­ნეჯ­მენ­ტოთ დრო, რამ­დე­ნად კარ­გა­დაც არ უნ­და ავუხ­ს­ნათ, რომ უფ­რო­სებ­საც კი უჭირთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­სა და მე­დი­ის სწო­რი მოხ­მა­რე­ბა, მა­ინც დად­გე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც ბავ­შ­ვი დაჯ­დე­ბა, ექ­ნე­ბა შე­ხე­ბა სოც­მე­დი­ას­თან და იქი­დან რა­ღაც გავ­ლე­ნებს მი­ი­ღებს. ამ დროს, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისევ ის, რა­ზეც ზე­მო­თაც ვი­სა­უბ­რეთ, მშო­ბე­ლი უნ­და იყოს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი არა მარ­ტო დრო­ი­თი გა­გე­ბით, არა­მედ ემო­ცი­უ­რი გა­გე­ბი­თაც, რომ შეძ­ლოს შე­სა­ბა­მი­სი კითხ­ვე­ბის დას­მა, შე­სა­ბა­მის დი­ა­ლოგ­ზე წა­მოყ­ვა­ნა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში — მო­ზარ­დის, თუ რა გავ­ლე­ნე­ბი მი­ი­ღო მან ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი­დან, რო­გორ გრძნობს თავს ამის შემ­დეგ, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი აქვს, ხომ არ ფიქ­რობს, რომ შე­იძ­ლე­ბო­და აერი­დე­ბი­ნა თა­ვი ამ ყვე­ლაფ­რის­თ­ვის ან ხომ არ ფიქ­რობს, რომ კი­დევ გა­ა­კე­თებ­და ამას და ა.შ. აქაც იგი­ვე გან­ს­ჯის, კრი­ტი­კუ­ლი ჩარ­თ­ვე­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი რა­დი­კა­ლუ­რი რე­ა­გი­რე­ბე­ბის გა­რე­შე, მხარ­დამ­ჭე­რად და პო­ზი­ტი­უ­რად.

მ.ს.: რა­საც თქვენ ამ­ბობთ, ამა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, უბ­რა­ლოდ მონ­დო­მე­ბა უნ­და ცო­ტა­თი მე­ტი. ეს თე­მა იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ერ­თი სა­უბ­რის ფარ­გ­ლებ­ში ვერ ამოვ­წუ­რავთ. ამ­ჯე­რა­დაც ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო მი­ვი­ღე და ჩე­მე­უ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბია, რომ გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა არის მთა­ვა­რი ყვე­ლა ურ­თი­ერ­თო­ბის დროს, ასე­ვე, უნ­და ვუს­მი­ნოთ ჩვენს შვი­ლებს და და­ვა­ფა­სოთ მა­თი ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა. დი­დი მად­ლო­ბა ამ რჩე­ვე­ბის­თ­ვის.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები