24 ნოემბერი, კვირა, 2024

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი გაცნობებთ

spot_img
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2023 წელს საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და რამდენიმე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაერთიანებულად აბიტურიენტთა მიღების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება 2022 წლის პირველი დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ფორმით ავსებს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე 2023 წელს ვერ მიიღებს აბიტურიენტებს, თუ დადგენილ ვადაში ელექტრონულ პროგრამაში არ იქნება შევსებული ანკეტა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ანკეტაში ასახოს ის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომლებზეც ანკეტის წარდგენის დროისათვის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები