9 მაისი, პარასკევი, 2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის თანამშრომლობა გრძელდება

spot_imgspot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის თანამშრომლობა კიდევ  სამი წლით გრძელდება.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრის თავმჯდომარემ მალეიკა აბასზადემ მოაწერეს.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სკოლებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო  ტესტებს ამზადებს მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეების გამოსაშვები გამოცდებისათვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრი კი ჩართულია აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდისთვის  დავალებათა ბანკის შექმნის პროცესში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  იგეგმება ტრენინგების ჩატარება იმ აზერბაიჯანელი ექსპერტებისათვის, რომლებიც მუშაობენ აზერბაიჯანის ქართულენოვანი სკოლების ტესტებისა და შეფასების სქემების შექმნაზე.

შეგახსენებთ, რომ ცენტრებს შორის თანამშრომლობა 2020 წლიდან დაიწყო.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება