24 ნოემბერი, კვირა, 2024

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი 20 წლი­საა

spot_img

22 ნო­ემ­ბერს, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის 20 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, „შე­რა­ტონ გრანდ თბი­ლი­სი მე­ტე­ხი პა­ლას­ში“ სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, სკო­ლე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.

შთამ­ბეჭ­და­ვი ის­ტო­რი­ი­სა და სტა­ტის­ტი­კის მქო­ნე ცენ­ტ­რ­მა ორი ათე­უ­ლი წლის წინ აიღო სტარ­ტი. მის­მა და­არ­სე­ბამ სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მი­ღე­ბის სა­მარ­თ­ლი­ან, ობი­ექ­ტურ და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მას. მი­სა­ლო­ცი სიტყ­ვე­ბის მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბიც, სწო­რედ იმ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გარ­და­ტე­ხა­ზე გა­კეთ­და, რო­მე­ლიც ცენ­ტ­რ­მა, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით, იმ­დ­რო­ინ­დელ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში შე­ი­ტა­ნა.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებს 20 წლის იუბი­ლე მი­უ­ლო­ცა და მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. მან პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში  საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას გა­უს­ვა ხა­ზი, რო­დე­საც ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ უარი თქვა მსგავ­სი მას­შ­ტა­ბის გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, უმოკ­ლეს დრო­ში, სრუ­ლად შეც­ვა­ლა გა­მოც­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის პრინ­ცი­პი და თით­ქ­მის ყვე­ლა სე­სია ორ­ჯერ ჩა­ა­ტა­რა, რა­თა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­საც ჰქო­ნო­დათ გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა: „ცენ­ტ­რის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლის ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გად, სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბას­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში გა­მოც­დე­ბი იმ პე­რი­ო­დის­თ­ვის მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით ჩა­ტარ­და – სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა და თი­თო­ე­უ­ლი გა­მო­საც­დე­ლის­თ­ვის უზ­რუნ­ველ­ყო სრულ­ფა­სო­ვა­ნი და უსაფ­რ­თხო აკა­დე­მი­უ­რი გა­რე­მო“.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ მა­ხა­რაშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღია და რომ ცენ­ტ­რ­მა საკ­მა­ოდ გრძე­ლი და რთუ­ლი გზა გან­ვ­ლო იმის­თ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე, ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა შექ­მ­ნი­ლი­ყო. „ამ გზა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ­დი 2021 წელს, რო­დე­საც ცენ­ტ­რ­მა, ბევ­რი ქვეყ­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, კო­ვიდ პან­დე­მი­ის დროს, მო­ა­ხერ­ხა, ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და მას­შ­ტა­ბუ­რი გა­მოც­და. შე­სა­ბა­მი­სად, უზ­რუნ­ველ­ყო, კო­ვიდ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ჩარ­თ­ვა ამ პრო­ცეს­ში. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, 2022 წელს და­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გა­მოც­და, რომ­ლი­თაც არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს პირ­ვე­ლად მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენებ­ში და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია. ცენ­ტ­რის გან­ვი­თა­რე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა მუდ­მი­ვად არის ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვაგ­რ­ძე­ლებთ საქ­მი­ა­ნო­ბას“.

პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვ­რის აზ­რით, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენტრმა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი შეასრულა და ახ­ლაც ას­რუ­ლებს ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მო­ნა­პო­ვარს შო­რის, რო­მე­ლიც ცენტრს აქვს, უპირ­ვე­ლე­სად, მან  სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა და ამ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის გან­ც­და და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, სო­ფიო გორ­გო­ძემ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ გულ­შე­მატ­კივ­რებს ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის ის ოც­წ­ლი­ა­ნი გზა გა­აც­ნო, რო­მე­ლიც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ფარ­თოვ­დე­ბა. „ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის არე­ა­ლი საკ­მა­ოდ ფარ­თოა და უამ­რავ ტეს­ტი­რე­ბას – შე­ფა­სე­ბას მო­ი­ცავს. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ თა­რი­ღი, რო­მელ­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ის­ტო­რი­ა­ში: ყვე­ლა­ფე­რი 20 წლის წინ და­იწყო, 2002 წელს. ეს რომ მარ­თ­ლაც დი­დი მო­ნა­პო­ვა­რია ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის და ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, აღი­ა­რე­ბუ­ლია არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. არა­ერთ უცხო­ურ გა­მო­ცე­მას აღუ­ნიშ­ნავს ამ მიღ­წე­ვის შე­სა­ხებ. სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს პრო­ცე­სე­ბი იწყე­ბო­და, სხვა პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­შიც და­ი­გეგ­მა მსგავ­სი ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბი, მა­გა­ლი­თად, ყა­ზა­ხეთ­ში, რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში. თუმ­ცა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბი­თაც, არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ იყო ისე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რო­გო­რიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ამი­ტომ, ნამ­დ­ვი­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია“.

პირ­ველ წლებ­ში ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი სამ ძირ­თად სა­გან­ში ტარ­დე­ბო­და: ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, უცხო­უ­რი ენა და ზო­გა­დი უნა­რე­ბი; მე­ოთხე სა­გა­ნი, არ­ჩე­ვი­თი – მა­თე­მა­ტი­კა, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მოთხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო. თა­ვი­დან გა­მოც­დე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბაც გა­ცი­ლე­ბით მოკ­ლე პე­რი­ო­დი – 10 დღე. 2006 წლი­დან 4 სა­გა­ნი გახ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო და გა­ი­ზარ­და მე­ოთხე – არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის ნუს­ხა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცენტრს გა­ცი­ლე­ბით მე­ტი გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბა უწევ­და, თით­ქ­მის ყვე­ლა ძი­რი­თად სა­გან­ში. ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი 17 სა­გან­ში ტარ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ტის­ტი­კას, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა, დღემ­დე, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­ა­რე­გის­ტ­რი­რა, აქე­დან, 450 ათა­სამ­დე სტუ­დენ­ტი გახ­და, სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი 125 200 აბი­ტუ­რი­ენ­ტ­ზე გა­ი­ცა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, 3 ათა­სამ­დე აბი­ტუ­რი­ენტს შე­ექ­მ­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბა – ეს ეხე­ბო­და ბრა­ი­ლის შრიფ­ტით ტეს­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბას, შრიფ­ტის გა­დი­დე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის, სპე­ცი­ა­ლუ­რი ფი­ზი­კუ­რი სივ­რ­ცის მოწყო­ბას მათ­თ­ვის, ვი­საც ფი­ზი­კუ­რად გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირთ და ა.შ. ეს კეთ­დე­ბო­და იმის­თ­ვის, რომ სსსმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი პრო­ცესებს მიღ­მა არ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვ­ნენ და, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩაებარებინათ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი.

2006 წლი­დან ცენ­ტ­რ­მა სტუ­დენ­ტ­თა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის გა­მოც­და და­ა­მა­ტა და ამით უკ­ვე სტუ­დენ­ტებს მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ ან მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ გრან­ტი;

2009 წელს სა­ერ­თო სა­მა­გის­ტ­რო გა­მოც­და და­იწყო, ასე­ვე ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­და;

2010 წელს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას იწყებს, რო­მე­ლიც შემ­დეგ  პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი­სა და საგ­ნის გა­მოც­დად გარ­და­იქ­მ­ნა;

2013 წელს და­ე­მა­ტა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დე­ბი, ამა­ვე წელს — პრო­ფე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა იმ აპ­ლი­კან­ტე­ბის­თ­ვის, ვი­საც პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში სურთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა;

2019 წელს ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბას კი­დევ ერ­თი გა­მოც­და ემა­ტე­ბა იმ პი­რე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის გა­რეთ, სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლო­ბენ და სურ­ვი­ლი აქვთ, სწავ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­აგ­რ­ძე­ლონ;

2021 წელს და­იწყო გა­მოც­დე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის;

2022 წელს ორი ახა­ლი გა­მოც­და ჩა­ტარ­და: ერ­თი – სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი, წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად და მე­ო­რე – არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის – სომ­ხუ­რი რო­გორც მშობ­ლი­უ­რი ენა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი რო­გორც მშობ­ლი­უ­რი ენა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლის უკან ძა­ლი­ან რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო სა­მუ­შაოა გა­წე­უ­ლი, რო­მელ­საც ცენ­ტ­რის გუნ­დი გა­მოც­დი­დან გა­მოც­დამ­დე ახორ­ცი­ე­ლებს.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სე­ბის მარ­თ­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი მაია გა­ბუ­ნია იხ­სე­ნებს გზას, რო­მე­ლიც ცენ­ტ­რ­თან 2004 წლი­დან აკავ­ში­რებს. ამ­ბობს, რომ წლე­ბია მათ გუნდს აერ­თი­ა­ნებს წარ­მა­ტე­ბე­ბიც და სირ­თუ­ლე­ე­ბიც, ბევ­რი უძი­ლო ღა­მე და ემო­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე გაჰ­ყ­ვე­ბათ: „თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს, რო­ცა თა­ვი­დან და­ვიწყეთ, ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა გვქონ­და, რომ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს ვა­კე­თებ­დით. სხვა­თა შო­რის, ეს ემო­ცია და გან­წყო­ბა დღემ­დე მომ­ყ­ვე­ბა, ზუს­ტად ისე­თი­ვე გან­ც­და მე­უფ­ლე­ბა ყო­ვე­ლი ახა­ლი სა­გა­მოც­დო წლის წინ, რო­გორც და­საწყის­ში.

ელექ­ტ­რო­ნულ რე­გის­ტ­რა­ცი­ა­ზე 2012 წლი­დან გა­და­ვე­დით, 2005 წლი­დან კი ხე­ლით შევ­სე­ბუ­ლი გა­ნაცხა­დე­ბი შე­მო­დი­ო­და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი­დან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, ათა­სამ­დე ბა­ინ­დე­რი – სწრაფ­ჩამ­კე­რი, რე­გი­ო­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით. გან­ცხა­დე­ბა­ში სტუ­დენ­ტი ხუთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს ირ­ჩევ­და, უთი­თებ­და სას­წავ­ლებ­ლის კოდ­სა და პროგ­რა­მის კოდს. ასე­ვე, ხე­ლით წერ­და ამ პროგ­რა­მის და­სა­ხე­ლე­ბას. და­ახ­ლო­ე­ბით, 8-9 ათა­სამ­დე შეც­დო­მით შევ­სე­ბუ­ლი გა­ნაცხა­დი მო­დი­ო­და ჩვე­ნამ­დე, მე­რე ვის­ხე­დით და წი­თე­ლი კალ­მით ვას­წო­რებ­დით.

იმ­თა­ვით­ვე ღია ვი­ყა­ვით და ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვა­წო­დებ­დით აბი­ტუ­რი­ენტს, მაგ­რამ, ცხა­დია, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ისე მომ­ხ­და­რი­ყო, რო­გორც დღე­საა – აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც ის, რომ ხედ­ვას მის მი­ერ კონ­კ­რე­ტუ­ლად არ­ჩე­ულ პროგ­რა­მა­ზე რა რა­ო­დე­ნო­ბის გა­ნაცხა­დია შე­სუ­ლი, ანუ რო­გო­რი კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ში უწევს ყოფ­ნა, რაც ამ გა­ნაცხა­დის სწო­რად გა­კე­თე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ხში­რად ვფიქ­რობ ხოლ­მე, რა­ში იყო ამ საქ­მის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო თა­ვი­დან და რა გვა­ერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის, ხა­სი­ა­თის, მის­წ­რა­ფე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნებს? ალ­ბათ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და ერ­თ­გუ­ლე­ბა საქ­მი­სად­მი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ ვი­ცით, საქ­ვეყ­ნო საქ­მეს ვა­კე­თებთ და ეს საქ­მე ყვე­ლას­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სხვა ახ­ს­ნა ამას არ აქვს. თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლის რო­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მარ­ტო ის ხომ არ არის მთა­ვა­რი, რომ ჯგუ­ფე­ბი ტეს­ტებს და­წე­რენ. თუნ­დაც, ამ ტეს­ტე­ბის აპ­რო­ბა­ცი­ას რამ­დე­ნი შრო­მა სჭირ­დე­ბა, ამა­ზე კი­დევ ცალ­კე ჯგუ­ფი მუ­შა­ობს – სკო­ლებ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი, ღია კა­რის დღე­ე­ბი, თით­ქ­მის მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ვი­ცავთ. რო­ცა მე­კითხე­ბი­ან ხოლ­მე, რო­დი­დან იწყებთ მუ­შა­ო­ბას მო­მა­ვა­ლი წლის გა­მოც­დე­ბის­თ­ვი­სო, ვპა­სუ­ხობ, მე­ო­რე დღი­დან­ვე, რო­გორც კი ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს ჩა­ვა­ტა­რებთ და ეს მარ­თ­ლაც ასეა.

ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია ჩემ­თ­ვის ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბა­რი. ყვე­ლა ერ­თად, ჩვე­ნი ცენ­ტ­რის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­სულ წლებ­ში მუ­შა­ობ­და და რო­მე­ლიც ახ­ლა შე­მოგ­ვი­ერ­თ­და, თი­თო­ე­უ­ლი გა­რან­ტია იმი­სა, რომ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­ა­კე­თა, რომ ნდო­ბის მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი მო­ი­პო­ვა, რო­მელ­საც დღემ­დე ვი­ნარ­ჩუ­ნებთ.

20-წლი­ა­ნი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა მა­ინც პირ­ვე­ლი წე­ლი იყო, თუმ­ცა, რო­გორც კი პირ­ველ წელს, მა­ის­ში, ბა­თუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ა­ცია ჩა­ვა­ტა­რეთ, დავ­რ­წ­მუნ­დით, რომ ჩვენ ამას შევ­ძ­ლებ­დით და შევ­ძე­ლით კი­დეც. ფაქ­ტობ­რი­ვად, ის­ტო­რია შე­იც­ვა­ლა და ჩვენ ამ ცვლი­ლე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი ვართ. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, დღემ­დე, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხელ­შე­სა­ხებ, თვალ­სა­ჩი­ნო რე­ფორ­მად რჩე­ბა, რო­მელ­მაც ბევ­რი სი­კე­თე მოგ­ვი­ტა­ნა –  ჩვენ მოვ­ს­პეთ კო­რუფ­ცია (ეს ნამ­დ­ვი­ლად ასეა), აღ­დ­გა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა და აბი­ტუ­რი­ენტს სჯე­რა, რო­ცა გა­მოც­დას აბა­რებს, მას არა­ვინ და­ჩაგ­რავს; იცის, რომ ყვე­ლა პი­რო­ბა აქვს იმის­თ­ვის, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნოს სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა და მი­აღ­წი­ოს სა­სურ­ველს. თა­ვის­თა­ვად, დრო ითხოვს გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის ცვლი­ლე­ბებს და ჩვენც, პე­რი­ო­დუ­ლად, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ვახ­დენთ ცვლი­ლე­ბებს. რე­ა­ლუ­რად, არა­სო­დეს ვე­მა­ლე­ბით შე­კითხ­ვებს, ყო­ველ­თ­ვის მზად ვართ სა­უბ­რის­თ­ვის, თუნ­დაც იმის­თ­ვის, თუ­კი რა­ი­მე შეც­დო­მას და­ვუშ­ვებთ, ვა­ღი­ა­როთ. სა­ერ­თო ჯამ­ში, ალ­ბათ, ეს გა­ნა­პი­რო­ბებს ცენ­ტ­რის წარ­მა­ტე­ბას“.

ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, კა­ხა ჯამ­ბუ­რი­ამ გა­იხ­სე­ნა რო­დის და რო­გორ შე­იქ­მ­ნა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი და რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­და ერ­თი პა­ტა­რა ჯგუ­ფი სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­მე­ფე­ბულ კო­რუფ­ცი­ას. ბევ­რის­თ­ვის ცენ­ტ­რის და­არ­სე­ბა ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­სა და ალექ­სან­დ­რე ლო­მა­ი­ას სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, მაგ­რამ ეს გა­ცი­ლე­ბით ად­რე მოხ­და, რო­ცა მა­შინ­დელ­მა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, ალექ­სან­დ­რე კარ­ტო­ზი­ამ შე­მო­იკ­რი­ბა პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ჯგუ­ფი და იმ დრო­ის­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი საქ­მის კე­თე­ბას შე­უდ­გა, პირ­ვე­ლი ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ა­ტა­რა. სწო­რედ ამ ჯგუ­ფის მა­ღალ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­მა და კომ­პე­ტენ­ცი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა შემ­დ­გომ­ში რო­გორც ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის, ასე­ვე მთლი­ა­ნად შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა.

„მე თვით­მ­ხილ­ვე­ლი და მო­ნა­წი­ლე ვარ ამ პრო­ცე­სე­ბის. 1998 წელს, გა­ნათ­ლე­ბის ახალ­მა მი­ნის­ტ­რ­მა, ალექ­სან­დ­რე კარ­ტო­ზი­ამ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი და, ერ­თი შე­ხედ­ვით, უც­ნა­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო – სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სკო­ლის მე-6 და მე-9 კლა­სებ­ში, ყვე­ლა სა­გან­ში, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ჩა­ტარ­და ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ ამ უზარ­მა­ზარ ღო­ნის­ძი­ე­ბას არა­ნა­ი­რი და­ფი­ნან­სე­ბა არ ჰქონ­და. არც ტეს­ტის შემ­ქ­მ­ნე­ლებს, არც ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რებ­სა და მეთ­ვალ­ყუ­რე­ებს, არც გამ­ს­წო­რებ­ლებს ერ­თი თეთ­რიც არ აუღი­ათ და, რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ ტეს­ტი­რე­ბის დაწყე­ბამ­დეც იყო ცნო­ბი­ლი. და მა­ინც კარ­ტო­ზი­ამ ეს მო­ა­ხერ­ხა! რო­გორ? მხო­ლოდ და მხო­ლოდ პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბის წყა­ლო­ბით.

მან შეძ­ლო, ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა პირ­ვე­ლი ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით: ჯერ თა­ვის ნაც­ნობ-მე­გობ­რებს გვთხო­ვა და შე­იქ­მ­ნა (რო­გორც მომ­დევ­ნო წლებ­მა გვაჩ­ვე­ნა, არც ისე მა­ღა­ლი დო­ნის) ტეს­ტე­ბი ყვე­ლა სა­გან­ში, მე-6 და მე-9 კლა­სე­ბის­თ­ვის, შემ­დეგ სა­მი­ნის­ტ­რო­ში შე­იკ­რი­ბა სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ხალ­ხი, ვი­საც გუ­ლი შეს­ტ­კი­ო­და ამ ქვე­ყა­ნა­ზე და მი­ნის­ტ­რის წე­სი­ე­რე­ბა­ში ეჭ­ვი არ ეპა­რე­ბო­და. ისი­ნი წა­ვიდ­ნენ სკო­ლებ­ში, რომ დას­წ­რე­ბოდ­ნენ ტეს­ტი­რე­ბას, რა­თა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ, რომ ეს პრო­ცე­სი სა­მარ­თ­ლი­ა­ნად და ობი­ექ­ტუ­რად ტარ­დე­ბო­და. მე­რე კი და­იწყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და დამ­ღ­ლე­ლი ნა­წი­ლი: 100 000-ზე მე­ტი ტეს­ტი (ყვე­ლა სა­გან­ში!) უნ­და გაგ­ვეს­წო­რე­ბი­ნა წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი ტრა­ფა­რე­ტე­ბის მი­ხედ­ვით. ვის­ხე­დით უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­დაც ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი თა­ვა­უ­ღებ­ლად მუ­შა­ობ­და“.

ამის შემ­დეგ, ერ­თი წე­ლიც არ იყო გა­სუ­ლი, რო­დე­საც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა მი­აღ­წია შე­თან­ხ­მე­ბას მსოფ­ლიო ბან­კ­თან. 1999 წელს ოთხ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, ორი კვი­რით,  ჰო­ლან­დი­ა­ში, ქა­ლაქ არ­ნემ­ში, იქა­ურ შე­ფა­სე­ბის ცენ­ტ­რ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მის გა­საც­ნო­ბად. „მე და­მე­ვა­ლა შე­მეს­წავ­ლა, რო­გორ აფა­სებ­დ­ნენ მშობ­ლი­უ­რი ენის ცოდ­ნას, მაია მი­მი­ნოშ­ვილს – მა­თე­მა­ტი­კის ცოდ­ნის შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მი უნ­და ეს­წავ­ლა, ერ­თი ადა­მი­ა­ნი ფსი­ქო­მეტ­რი­კის სას­წავ­ლებ­ლად იყო წა­მო­სუ­ლი, ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი კი იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფსი­ქო­ლო­გი თა­მარ გა­გო­ში­ძე, რო­მელ­მაც დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ამ პრო­ექ­ტის შექ­მ­ნის დროს, ანუ ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის და­გეგ­მ­ვის პრო­ცეს­ში. მაგ­რამ მხო­ლოდ პრო­ექ­ტის და­წე­რა არ იყო პრობ­ლე­მა – ამას და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი წე­ლი მო­ვან­დო­მეთ, რად­გან მსოფ­ლიო ბან­კი ითხოვ­და თორ­მეტ წელ­ზე გა­წე­რილ დე­ტა­ლურ გეგ­მას, რომ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა­საც ალ­ბათ ვერც შევ­ძ­ლებ­დით იმ  სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სულ­ტან­ტე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, რო­მელ­თა ჩა­მოყ­ვა­ნაც ისევ და ისევ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა მოგ­ვი­ხერ­ხა“.

უამ­რა­ვი პრობ­ლე­მი­სა და დი­დი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დახ­ვ­და წინ ალექ­სან­დ­რე კარ­ტო­ზი­ას წა­მოწყე­ბას, 2001 წელს ჩა­ტარ­და პირ­ვე­ლი ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო გა­მოც­დე­ბი მე-9 კლას­ში, 2002 წელს კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­არ­ს­და შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი. 2003 წლი­დან უკ­ვე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი და­იწყო.

კა­ხა ჯამ­ბუ­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ეროვ­ნულ­მა გა­მოც­დებ­მა (ისე­ვე, რო­გორც ცენ­ტ­რის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ­მა სხვა გა­მოც­დებ­მა) თა­ვი­სი რო­ლი უკ­ვე შე­ას­რუ­ლა და სა­ჭი­როა ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა და არა მუდ­მი­ვად წარ­სუ­ლის მიღ­წე­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი: „თუმ­ცა უმა­დუ­რო­ბა ცუ­დი სე­ნია – უნ­და გვახ­სოვ­დეს ვინ და რო­გორ და­იწყო, რომ კი­დევ უფ­რო ნათ­ლად წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ – რა გვინ­და და სა­ით მივ­დი­ვართ“. 

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ცენ­ტ­რ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო ახა­ლი პრო­ექ­ტი – „შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“, რომ­ლის მი­ზა­ნია, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის დახ­მა­რე­ბით, მე­ოთხე და მე­ექ­ვ­სე კლა­სე­ლე­ბის მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბა, სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, რო­გორც ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ასე­ვე მა­თე­მა­ტი­კა­ში.

ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, სო­ფიო გორ­გო­ძემ, პრო­ექ­ტ­ზე სა­უბ­რი­სას, აღ­ნიშ­ნა, რომ შე­ფა­სე­ბა სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მო­მა­ვა­ლი წლი­დან კი, სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბე­ბიც, რო­მელ­შიც ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დგე­ბა ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი, სრუ­ლად გა­და­დის ელექ­ტ­რო­ნულ შე­ფა­სე­ბა­ზე. „ამი­ტომ, თუ გვინ­და, რომ  ჩვენც ავუწყოთ ფე­ხი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბიც უნ­და შე­ეჩ­ვი­ონ ელ­ქ­ტ­რო­ნუ­ლად ტეს­ტის შეს­რუ­ლე­ბას. თა­ვის­თა­ვად, შემ­დეგ მათ აღარც სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბებ­ში გა­უ­ჭირ­დე­ბათ ელექ­ტ­რო­ნუ­ლად ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექ­ტის მთა­ვარ მი­ზანს, სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბი  თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბის მი­ხედ­ვით და­ი­ნა­ხოს, კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გა­მოკ­ვე­თოს და შე­ა­და­როს თუნ­დაც პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სის შე­დე­გებს ან თა­ვი­სი კლა­სის სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა ქვეყ­ნის სა­შუ­ა­ლო ქუ­ლას შე­ა­და­როს. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნ­და, მყარ წარ­მოდ­გე­ნას შე­უქ­მ­ნის იმა­ზე, რა ეტაპ­ზე არი­ან მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი, სხვა მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბით.

ამ ეტაპ­ზე, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს, კარ­გად მივ­დი­ვართ წინ, თუმ­ცა, სა­მუ­შაო ჯერ კი­დევ ბევ­რია, ვიდ­რე ეროვ­ნულ დო­ნე­ზე და­ი­ნერ­გე­ბა. საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი პრო­ექ­ტია და ახ­ლა მთა­ვა­რია, შე­დე­გე­ბი, რო­მელ­საც სკო­ლე­ბი ამ შე­ფა­სე­ბე­ბით მი­ი­ღე­ბენ, იმის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნონ, რომ უკეთ და­გეგ­მონ სას­კო­ლო პრო­ცე­სი“.

სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბის პრო­ექ­ტის გა­მოწ­ვე­ვებ­სა და სარ­გე­ბელ­ზე ვრცლად ისა­უბ­რა პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერ­მა, ეკა ჯე­ლა­ძემ. მი­სი გან­მარ­ტე­ბით, დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ბერ­კე­ტად უნ­და აქ­ცი­ონ სკო­ლებ­მა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, მოს­წავ­ლის, კლა­სი­სა თუ სკო­ლის დო­ნე­ზე.

დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და­ეთ­მო თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბას და დის­კუ­სი­ას, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, რა მხარ­და­ჭე­რის მე­ქა­ნიზ­მე­ბია სა­ჭი­რო სკო­ლის დო­ნე­ზე, რა რის­კე­ბი ახ­ლავს შე­დე­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და რა გზე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ეკა ჯე­ლა­ძე: „ამ ეტაპ­ზე, დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მე­ოთხე-მე­ექ­ვ­სე კლა­სებ­ში ტარ­დე­ბა. გვინ­და, რომ სკო­ლამ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის დო­ნე­ზე და­ი­ნა­ხოს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, სად აქვს სი­სუს­ტე კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს და და­ა­ნა­ხოს მშო­ბელ­საც. შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შეძ­ლოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

შე­ფა­სე­ბის ასე­თი სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა სი­ახ­ლეა არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბი­თაც. ბევ­რი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა ახ­ლა გეგ­მავს მსგავ­სი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვას. ბუ­ნებ­რი­ვია, არი­ან ისე­თი ქვეყ­ნე­ბიც, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი და მათ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც ვი­ზი­ა­რებთ. თუმ­ცა, ჩვენ­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად გა­მოწ­ვე­ვაა, ააგო სის­ტე­მა, სა­დაც მოს­წავ­ლე­თა დი­დი ნა­კა­დი შე­ვა და სხვა­დას­ხ­ვა და­ვა­ლე­ბებს შე­სა­რუ­ლებს, შემ­დეგ ან­გა­რი­შე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რად გე­ნე­რი­რე­ბა მოხ­დე­ბა და ა.შ. პირ­ველ რიგ­ში, სის­ტე­მა კარ­გად რომ გა­ი­მარ­თოს, ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა; მე­ო­რე – ონ­ლა­ინ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა კარ­გა­დაც რომ გა­ი­მარ­თოს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ტეს­ტე­ბი­თა და და­ვა­ლე­ბე­ბით, თუ სკო­ლამ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი იმის ბერ­კე­ტად არ გა­მო­ი­ყე­ნა, რომ, ამა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, შეც­ვა­ლოს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი, გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მაც და კარ­გი ტეს­ტიც ჰა­ერ­ში დარ­ჩე­ბა. ამი­ტომ, ახ­ლა ჩვენ­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოწ­ვე­ვაა, და­ვარ­წ­მუ­ნოთ სკო­ლე­ბი, რომ ეს მათ­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც, ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და არა ინ­ტუ­ი­ცი­ით.

გა­მოწ­ვე­ვებს შო­რის კი­დევ ერთს და­ვა­სა­ხე­ლებ – ინ­ტერ­ნეტს. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­ცა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე ვსა­უბ­რობთ, სკო­ლებ­ში ინ­ტერ­ნე­ტი უნ­და იყოს შე­სა­ბა­მი­სად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, სხვაგ­ვა­რად ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა, შე­ფა­სე­ბა სრულ მას­შ­ტაბ­ზე დავ­გეგ­მოთ და პრო­ცეს­ში ყვე­ლა სკო­ლა ჩავ­რ­თოთ. გა­მოწ­ვე­ვაა ასე­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის ისტ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბიც, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში. თუმ­ცა, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ვითარება შე­და­რე­ბით გა­მოს­წორ­და. ამ­ჯე­რად, მოს­წავ­ლე­ებს მი­ნი­მა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი უნა­რე­ბი სჭირ­დე­ბათ იმი­სათ­ვის, რომ ტეს­ტი­რე­ბა­ში ჩა­ერ­თონ. წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა (მა­გა­ლი­თად, მცი­რე თხზუ­ლე­ბა) სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ჩა­ვა­შე­ნეთ, რად­გან ეს ბეჭ­დ­ვის უნა­რებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მო­მა­ვალ­ში, თუ გვინ­და, რომ კარ­გად გა­მო­ვი­ყე­ნოთ შე­ფა­სე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მა, თა­ვი­სი სარ­გებ­ლით, ბუ­ნებ­რი­ვია, აქ ისე­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი შე­მო­დის, რომ­ლე­ბიც უფ­რო მეტ ტექ­ნი­კურ უნა­რებს მო­ითხოვს მოს­წავ­ლის­გან, ამას­თა­ნა­ვე, სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა კარ­გად და­ვი­ნა­ხოთ მოს­წავ­ლის სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბიც, მა­გა­ლი­თად, რო­გორ მი­ვი­და რა­ღაც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ­დე და ა.შ. ამი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა ტეს­ტ­ში სი­მუ­ლა­ცი­ე­ბის ჩა­შე­ნე­ბა.

უკ­ვე ჩა­ტარ­და 4 პი­ლო­ტი და, ყო­ველ ეტაპ­ზე, თან­და­თან ვზრდით მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბას. თე­ბერ­ვალ­ში მომ­დევ­ნო პი­ლო­ტი იგეგ­მე­ბა და მზად ვართ, 15000 მოს­წავ­ლე ჩავ­რ­თოთ შე­ფა­სე­ბა­ში. იმე­დი გვაქვს, სტარ­ტი, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტ­მა აიღო, წარმატებით გაგ­რ­ძელ­დე­ბა. უკ­ვე საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გვაქვს გა­დად­გ­მუ­ლი, ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ბა­რი­ე­რე­ბი — გა­და­ლა­ხუ­ლი, ამის თქმის სა­შუ­ლე­ბას გვაძ­ლევს თუნ­დაც ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის აწყო­ბა, ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ფორ­მა­ტის გან­საზღ­ვ­რა. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი პრო­ექ­ტიც ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სხვა პრო­ექ­ტე­ბი“.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები