8 სექტემბერი, კვირა, 2024

შე­ნი საქ­მე მა­შინ არის და­ფა­სე­ბუ­ლი, რო­დე­საც სხვის ცხოვ­რე­ბას და­დე­ბი­თად ცვლი

spot_img
მაისი, ტაძრიდან მომავალი… საშინელი ქარია
მაია სამსონიძე
სსიპ ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ოხ­რე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მე ვარ მაია სამ­სო­ნი­ძე, და­ვი­ბა­დე ახალ­ცი­ხე­ში, 2010 წელს და­ვამ­თავ­რე ახალ­ცი­ხის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ქარ­თუ­ლი ენა-ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2011 წელს გა­ვი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი მა­ძი­ებ­ლო­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი კურ­სი, რის შემ­დე­გაც მო­მე­ცა უფ­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო მას­წავ­ლებ­ლის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გა­მოც­და­ზე და ამა­ვე წელს გავ­ხ­დი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ მე­გობ­რე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის დახ­მა­რე­ბით გა­ვი­გე. გა­ვი­ა­რე შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის ეტა­პე­ბი და 2013 წლი­დან აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე. პრო­ექ­ტის პირ­ვან­დე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა იყო „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“ და მე, დამ­ხ­მა­რეს სტა­ტუ­სით, გა­მა­ნა­წი­ლეს ჯა­ვა­ხეთ­ში, კერ­ძოდ, ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კუ­მურ­დო­ში, სა­დაც სა­მი სას­წავ­ლო წე­ლი გა­ვა­ტა­რე, ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბით და­სახ­ლე­ბულ სო­ფელ­ში.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს კუთხე საკ­მა­ოდ მკაც­რია თა­ვი­სი კლი­მა­ტით, იქ ზაფხუ­ლი ხან­მოკ­ლეა, მაგ­რამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სიცხე იცის, ზამ­თა­რი კი საკ­მა­ოდ დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა, სა­ში­ნე­ლი ქარ­ბუ­ქით, დი­დი თოვ­ლით და ყინ­ვე­ბით. სო­ფე­ლი ზღვის დო­ნი­დან 1740 მეტ­რ­ზე მდე­ბა­რე­ობს, სო­ფელ­ში X სა­უ­კუ­ნის დი­დი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ტა­ძა­რია, რო­მე­ლიც რეს­ტავ­რა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს. გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თით­ქ­მის ყო­ველ­დღე, ამ ტაძ­რის სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი მტრე­დებ­თან ერ­თად.

ამ სამ წელ­ში ბევ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და­ვაგ­რო­ვე, ბევ­რი კუ­რი­ო­ზი და გა­ვი­ცა­ნი კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი. მათ­თან დღემ­დე ვაგ­რ­ძე­ლებ ურ­თი­ერ­თო­ბას.

და­ვიწყებ თა­ვი­დან, სა­ნამ მე მი­ვი­დო­დი ამ სკო­ლა­ში, ჩე­მამ­დე იქ კი­დევ ერ­თი დამ­ხ­მა­რე იყო (მა­რი­ა­ნა გე­ლაშ­ვი­ლი, აქე­და­ნაც მო­ვი­კითხავ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით, ბევ­რი კუ­რი­ო­ზი გა­ახ­სენ­დე­ბა და გა­ი­ცი­ნებს). ჩვენ ერ­თ­მა­ნეთს არ ვიც­ნობ­დით, მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით გვქონ­და კავ­ში­რი. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა იყო მარ­შ­რუტ­კა­ში, რო­მელ­საც კუ­მურ­დო­ში მივ­ყავ­დით.

სკო­ლა­ში ძა­ლი­ან კარ­გად მი­მი­ღეს და მა­ლე­ვე დავ­მე­გობ­რ­დით, ბავ­შ­ვე­ბიც აქ­ტი­უ­რე­ბი იყ­ვ­ნენ, გაკ­ვე­თილ­ზე სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბებს ვა­ტა­რებ­დი და ისე გა­დი­ო­და დრო, უცებ მე­ო­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­მო­ა­ღებ­და კარს. ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, ბევ­რი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა მეს­წავ­ლე­ბი­ნა, რა­თა კო­მუ­ნი­კა­ცია შეს­ძ­ლე­ბო­დათ მო­მა­ვალ­ში. არ მქონ­და თვალ­სა­ჩი­ნო რე­სურ­სე­ბი, ზოგს ვყი­დუ­ლობ­დი, ზოგ­საც სკო­ლა­ში­ვე ვქმნი­დი ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად, კე­თე­ბის პრო­ცე­სი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და შე­დე­გი­ა­ნი იყო.

ბევ­რი უხერ­ხუ­ლი და სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი გა­დამ­ხ­და ამ ხნის მან­ძილ­ზე, უმე­ტე­სი ენის არ­ცოდ­ნის გა­მო. გა­ვიხ­სე­ნებ ერთს: პირ­ველ კლას­ში, გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბი­სას, სა­დაც ოც­და­ხუ­თი მოს­წავ­ლე ზის და ერ­თი ბავ­შ­ვი მთხოვს სა­პირ­ფა­რე­შო­ში (ზუ­ქა­რან) გას­ვ­ლას, რა თქმა უნ­და, სომ­ხუ­რად. მე მხო­ლოდ ერ­თი სიტყ­ვა ვი­ცი – არა (ჩე). რამ­დენ­ჯე­რაც მთხო­ვა, იმ­დენ­ჯერ არა ვუთხა­რი, კი­დე კარ­გი მა­ლე­ვე მი­ვუხ­ვ­დი და და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლე მი­სი მოთხოვ­ნა (ბო­დიშს ვიხ­დი ამ ბავ­შ­ვის წი­ნა­შე).

ვიტყ­ვი იმა­საც, რომ ჩე­მი იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში კი­დევ ერ­თი დამ­ხ­მა­რე გა­მო­უშ­ვეს ჩემს სკო­ლა­ში, ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით (ნი­ნო კი­ლა­ძე). ორი­ვემ ერ­თად შევ­ძე­ლით და ექ­ს­კურ­სია მო­ვაწყ­ვეთ თბი­ლის­ში, პირ­ვე­ლად. მთელ სო­ფელს ეში­ნო­და ამ ექ­ს­კურ­სი­ის, რა იცი რა ხდე­ბა ამ­ხე­ლა გზა­ზეო, ჯერ უარ­ზე იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ ექ­ს­კურ­სია მა­ინც შედ­გა, და­უ­ვიწყა­რი ემო­ცი­ე­ბით, რა­შიც დაგ­ვეხ­მა­რა ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ახ­ლა სკო­ლის დი­რექ­ტო­რია (არ­მენ ფო­ლორ­ჩი­ა­ნი). მად­ლო­ბა მას გა­წე­უ­ლი შრო­მის­თ­ვის, დღე­საც ბევრ კარგ საქ­მეს აკე­თებს, თა­ვის გუნ­დ­თან ერ­თად.

სიტყ­ვას, გა­გე­ბას, ერ­თად დგო­მას და მონ­დო­მე­ბას დი­დი ძა­ლა აქვს.

2016 წელს მო­მიხ­და სოფ­ლის შეც­ვ­ლა, და­ო­ჯა­ხე­ბის გა­მო, მად­ლო­ბა პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერს, თა­მარ კე­კე­ლი­ძეს ამ დახ­მა­რე­ბის­თ­ვის. დღემ­დე ნა­ოხ­რე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ, კონ­სულ­ტან­ტის სტა­ტუ­სით.

სო­ფე­ლი ახალ­ცი­ხი­დან 15 კი­ლო­მეტ­რ­ში მდე­ბა­რე­ობს, თურ­ქე­თის საზღ­ვარ­თან, ყო­ველ­დღე გავ­დი­ვარ ამ გზას ახა­ლი მიზ­ნე­ბით და იდე­ე­ბით. სკო­ლა­ში კარ­გად მი­მი­ღეს, მა­ლე­ვე და­ვუ­ახ­ლოვ­დი კო­ლექ­ტივს და მოს­წავ­ლე­ებს, ად­გი­ლობ­რივ თემს, დღემ­დე მათ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ვიქ­ტორ მუ­რა­დი­ა­ნი, მეხ­მა­რე­ბა და აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლი ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში, ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებ პრო­ექ­ტებს და გვაქვს გას­ვ­ლი­თი ექ­ს­კურ­სი­ე­ბი.

პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო ბე­რი­კაშ­ვი­ლი ზრუ­ნავს თი­თო­ე­უ­ლი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლის პრო­ფე­სი­ულ წინ­ს­ვ­ლა­ზე, პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. გვაქვს შეხ­ვედ­რე­ბი და გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­თა ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბიც იყ­ვ­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი სა­მო­მავ­ლოდ.

პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლას, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. წარ­მა­ტე­ბით დავ­ძ­ლი­ეთ A2 დო­ნე და ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას B1 დო­ნის მი­საღ­წე­ვად. ბავ­შ­ვი­ვით მი­ხა­რია, ახალ ნას­წავლ სიტყ­ვებს ერ­თ­მა­ნეთს რომ მი­ა­ბა­მენ და მეტყ­ვე­ლე­ბენ, თან თვა­ლებ­ში მი­ყუ­რე­ბენ, აკ­ვირ­დე­ბი­ან ჩემს მი­მი­კას სწო­რად თქვეს თუ არა.

სა­ლექ­ციო კურ­სი რომ და­ვამ­თავ­რეთ, A2 გა­მოც­და იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი ახალ­ქა­ლაქ­ში, მთხო­ვეს წავ­ყო­ლო­დი და ერ­თად გა­ვემ­გ­ზავ­რეთ. გა­მოც­და რომ და­ას­რუ­ლეს, პირ­ვე­ლი რაც თქვეს, ბევ­რი სიტყ­ვა ვი­ცო­დი­თო და ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავ­დ­ნენ.

ვიტყ­ვი იმა­საც, რომ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა ორი­ვე სკო­ლა­ში კო­ლე­გებ­სა და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა­ში. ვართ მე­გობ­რე­ბი, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, ერ­თად ვა­ტა­რებთ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ გაკ­ვ­თი­ლებს, ვეს­წ­რე­ბით ერ­თ­მა­ნე­თის გაკ­ვე­თი­ლებს, გვაქვს ერ­თ­მა­ნე­თის ნდო­ბა და ერ­თი მი­ზა­ნი — მივ­ცეთ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა და ვიზ­რუ­ნოთ მა­თი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე.

 

მოს­წავ­ლე­ებ­თან მაქვს არა­ფორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, რაც ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სოა, ვქმნით რე­სურ­სებს და კე­თე­ბით უფ­რო კარ­გად ვსწავ­ლობთ. სკო­ლა­ში ჩურ­ჩხე­ლე­ბი ამო­ვავ­ლეთ და ახ­ლა მთელ­მა სკო­ლამ იცის თა­თა­რის მომ­ზა­დე­ბის რე­ცეპ­ტი.

ჩე­მი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი სწავ­ლას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აგ­რ­ძე­ლე­ბენ და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, ერ­თი კი უკ­ვე ჩე­მი კო­ლე­გაა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ფილ მოს­წავ­ლე­ებ­თან. მი­ხა­რია თი­თო­ე­უ­ლის წარ­მა­ტე­ბა და სულ ვამ­ხ­ნე­ვებ – შენ ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებ, შენ ეს შე­გიძ­ლია.

ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, არ მაქვს და­წე­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რი, ისი­ნი ჩე­მი პა­ტა­რა მე­გობ­რე­ბი არი­ან და ჩვენ ერ­თ­მა­ნე­თის­გან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობთ. უარის თქმა არ შე­მიძ­ლია, აი, ახ­ლოვ­დე­ბა ექ­ს­კურ­სი­ის სე­ზო­ნი და დე­რე­ფან­ში მხვდე­ბი­ან – მას­წავ­ლე­ბე­ლო, ექ­ს­კურ­სი­ა­ზე სად მივ­დი­ვართ და რო­დის? მიყ­ვარს ეს პრო­ცე­სი, მინ­და ბევ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლი ვაჩ­ვე­ნო და ბევ­რი ტკბი­ლად მო­სა­გო­ნა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და­აგ­რო­ვონ.

პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამა­დაც ღირ­და – სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა კუთხე­ში მე­გო­ბა­რი მა­ჩუ­ქა!

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები