24 ოქტომბერი, პარასკევი, 2025

შა­ი­რე­ბის ბა­რო­ნი — 90

ეძღ­ვ­ნე­ბა ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ხსოვ­ნას

 

ად­რე, ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ით რა­ღაც­ნა­ი­რად უც­ნა­ურ ხმა­ზე მო­სა­უბ­რე კა­ცი გა­მო­დი­ო­და, თით­ქოს სიმ­დაწყ­ვე­ტი­ლი ქნა­რი­ვით ჟღრი­ა­ლებ­და, მაგ­რამ ემო­ცი­უ­რი და ხა­ლი­სი­ა­ნი კი იყო. ის, მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე, სიყ­ვა­რუ­ლით ეფე­რე­ბო­და და თავ­გა­მო­დე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სიტყ­ვი­ე­რე­ბას. სი­ჭარ­მა­გე­ში შე­სულს დი­დე­ბუ­ლი იერი დაჰ­კ­რავ­და. წლე­ბი გა­ვი­და, ჩე­მი ინ­ტე­რე­სი მის მი­მართ არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა… ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი 4 აგ­ვის­ტოს 90 წლი­სა გახ­დე­ბო­და, ეს წე­რი­ლიც ამ ბუმ­ბე­რა­ზი პი­როვ­ნე­ბის ხსოვ­ნას ეძღ­ვ­ნე­ბა.

მაია გვი­ჩია

ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

„აი, შე­ხე­დე, შად­რე­ვა­ნი მი­ელ­ტ­ვის ზე­ცას“… შად­რე­ვა­ნი მი­ელ­ტ­ვი­სო ზე­ცას, – უთ­ქ­ვამს ვა­ხუშ­ტის, ცხოვ­რე­ბით დაღ­ლილს. 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში და­უ­ტო­ვე­ბია სა­ა­ქაო და „ისე გა­ვი­და ამ ცხოვ­რე­ბის ბო­ლო კა­რი­დან, რომ სიკ­ვ­დილს თვა­ლი ერ­თხე­ლაც არ აარი­და!“ ის შად­რე­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის სუ­ლის მე­ტა­ფო­რა მგო­ნია, უკ­ვ­და­ვე­ბამ­დე პო­ე­ზი­ით რომ მი­დის და ოტია იოსე­ლი­ა­ნის არ იყოს, ხე­ლოვ­ნე­ბა ისე ახ­ლო­საა ღმერ­თ­თან, არ შე­იძ­ლე­ბა, არ ირ­წ­მუ­ნო, რომ ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი, თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით, თა­მა­მად მი­ე­ახ­ლა ღმერ­თ­სა და ზე­ცას.

მი­სი ლექ­სე­ბის წა­კითხ­ვი­სას წა­მით გე­ფიქ­რე­ბა, რომ ხალ­ხუ­რია, თუ კარ­გად არ და­აკ­ვირ­დი, ვერც კი გა­არ­ჩევ სხვა­ო­ბას, იქ­ნებ ვერ­კი მიხ­ვ­დე, რომ ავ­ტო­რი ცნო­ბი­ლი ფოლ­კ­ლო­რის­ტი ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ამის მი­ზე­ზიც ად­ვი­ლი ასახ­ს­ნე­ლია, იმ­დე­ნი წე­ლი იტ­რი­ა­ლა ამ წი­აღ­ში, მის პო­ე­ზი­ას ეს ელ­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად დაჰ­ყ­ვა, ერთ ლექ­ს­ში უთ­ქ­ვამს კი­დეც:

„ჩემს ლექ­ს­ში არის ნა­ჟუ­რი

ხალ­ხუ­რი კი­ლო­კა­ვი­სა,

ამ ჰანგს ისე ვარ ნაჩ­ვე­ვი,

ზოგ­ჯერ მგო­ნია თა­ვი­სა.“

თუმ­ცა არ­სე­ბობს მე­ო­რე სი­ნამ­დ­ვი­ლე, არა­ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ლექ­სე­ბი, ეს ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სო­ნე­ტე­ბია, სი­ცოცხ­ლის უკა­ნას­კ­ნელ ჟამს შექ­მ­ნი­ლი ლექ­სე­ბი, რომ­ლებ­ზეც აქ­ვე მოკ­რ­ძა­ლე­ბით შე­ვეც­დე­ბი მი­ვაპყ­რო მკითხ­ვე­ლის ყუ­რადღე­ბა, კერ­ძოდ, რამ­დე­ნი­მე სო­ნეტს შე­ვე­ხე­ბი მხო­ლოდ.

უსაზღ­ვ­რო და აუწო­ნა­ვია პო­ე­ტის სიყ­ვა­რუ­ლი გა­ზაფხუ­ლი­სა და სი­ცოცხ­ლის მი­მართ, აქ „კა­ნის სა­კანს ვე­ღარ სჯერ­დე­ბი“, ლა­მი­საა ამო­ხეთ­ქოს სულ­მა, ეს­წ­რაფ­ვის თა­ვის მეწყ­ვი­ლეს, თით­ქოს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს და­ე­ძებს, აქ ყვე­ლა­ფე­რი სამ­ყა­როს მა­რა­დი­უ­ლი კა­ნო­ნი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი, გამ­რავ­ლე­ბის ინ­ს­ტინ­ქ­ტით, ავ­ტო­რი კი ისაა, ვი­საც ეს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, უბ­რა­ლო პრი­მი­ტი­ვი­ვით ცხოვ­რე­ბას არ სჯერ­დე­ბა, არა­მედ ამ­ხედ­რებს კი­დეც თა­ვის თავს, „სხე­ულ­ზე მე­ტად შენ მეწყ­ვი­ლედ გჭირ­დე­ბა სუ­ლი“, ის კი ამა­სო­ბა­ში „ნა­აპ­რი­ლარ-ნა­მა­ი­სა­ლი“ კვლავ ხორ­ცის ნა­პი­რებს ას­კ­დე­ბა გა­მო­სავ­ლის სა­ძი­ებ­ლად. „გა­ზაფხუ­ლის სო­ნე­ტი“ ვა­ხუშ­ტის მი­ერ სი­ნამ­დ­ვი­ლის თა­ვი­სე­ბუ­რი გარ­და­სახ­ვაა, ამ­გ­ვა­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ციაა ცხოვ­რე­ბი­სა „ჯი­ნის სო­ნე­ტი“. პო­ეტს „სუ­ლის ზღვის ფსკერ­ზე“ ხავ­სი­ა­ნი ბოთ­ლი და­უდ­გამს, მის­თ­ვის თვალ-ყუ­რის ჭე­რა დი­დი ვა­ლია, ისე­დაც გა­მოც­დილ­მა უკ­ვე ბევ­რი რამ ნა­ხა, თა­ვის თავ­ზე იწ­ვ­ნია, თავს ძლივს იკა­ვებ­და ამა­ო­ე­ბით და­ქან­ცუ­ლი:

„რო­დე­საც ხე­დავს, რომ ლო­მე­ბი ტვირთს მი­ათ­რე­ვენ,

მათ ად­გილ­ზე კი ზარ-ზე­ი­მი უდ­გათ სა­ხედ­რებს.“

შექ­ს­პი­რის 66-ე სო­ნე­ტის გა­მო­ძა­ხილს ვკითხუ­ლობთ რა­ღაც­ნა­ი­რად: „რად­გან არა­რამ შე­ი­ფე­რა ძვირ­ფა­სი ფარ­ჩა“.

ლი­რი­კუ­ლი გმი­რი მღელ­ვა­რეა, და­უ­ო­კე­ბე­ლი, ვნე­ბი­ა­ნი, არც გა­გიკ­ვირ­დე­ბა მკითხ­ველს, რო­ცა ასეთ სტრო­ფებს აწყ­დე­ბი:

„მეც, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­ხედ­ვა­რე, მო­მივ­ლის ჟი­ნი,

და ვფიქ­რობ, ხომ არ ამო­მეშ­ვა ბოთ­ლი­დან ჯი­ნი!“

„სა­ჭი­რო­ე­ბის სო­ნე­ტი“ აღ­გაფ­რ­თო­ვა­ნებს, ფრთებს გა­გაშ­ლე­ვი­ნებს… ადა­მი­ან­მა, პო­ე­ტის აზ­რით, ყვე­ლა­ფე­რი იცის, მას ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­გე­ბა ამ სამ­ყა­რო­ში, თუმ­ცა უმ­თავ­რე­სი და­ვიწყ­ნია, ამი­ტო­მაც ავ­ტორს ირო­ნია მო­უ­მარ­ჯ­ვ­ნია მის გა­მო­საფხიზ­ლებ­ლად:

„…ვერ გა­ი­გე, რა არის სუ­ლი,

ან­და თვით ლექ­სი ამ­ქ­ვეყ­ნად რის მაქ­ნი­სია?!

თო­თო ტვინს თი­თი ერ­თხელ მა­ინც რომ და­ა­ჭი­რო,

იქ­ნე­ბა მიხ­ვ­დე, რის­თ­ვის არის ლექ­სი სა­ჭი­რო.“

ბევ­რი რამ უქ­ცე­ვი­ათ ადა­მი­ა­ნებს, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ჭი­რო­ე­ბად, მთა­ვა­რი აზ­რი კი — არ­სე­ბო­ბის გა­მარ­თ­ლე­ბა, სულ და­ვიწყ­ნი­ათ, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყო­ფით სამ­ყა­რო­ში კარ­გად ახ­სოვთ „ფონ­დი, კრე­დი­ტი, გან­ვა­დე­ბა, ნაღ­დი, ნი­სია“… ამა­ვე სა­კითხს მი­მო­ი­ხი­ლავს კი­დევ ერ­თი — „ქა­რავ­ნის სო­ნე­ტი“, სა­დაც წუ­თი­სო­ფე­ლი ვა­ხუშ­ტის­თ­ვის უდაბ­ნოს­თან ასო­ცირ­დე­ბა, აქ „ხან მზე აჭერს, ხან უკუ­ნია… აქ ქა­რა­ვა­ნი თავს ვერ აღ­წევს ქა­რე­ბის ქა­ოსს“. ქა­რა­ვა­ნი ალ­ბათ ცხოვ­რე­ბი­სა­გან გზა­აბ­ნე­უ­ლი, ურ­წ­მუ­ნო სუ­ლია, ღვთის ძი­ე­ბაც ხომ რთუ­ლი და ტკი­ვი­ლი­ა­ნი პრო­ცე­სია, აკი უდაბ­ნო­სა ში­ნა იხე­ტი­ა­ლა, ჭეშ­მა­რი­ტი უფ­ლის ძი­ე­ბა­ში, მო­ნო­ბა­ში შო­ბილ­მა ებ­რა­ელ­მა ერ­მა 40 წე­ლი­წადს, ვიდ­რე უფ­ლის რწმე­ნა არ მი­ე­ცათ, სუ­ლი­ე­რი მო­ნო­ბი­სა­გან სა­ნამ არ გა­თა­ვი­სუფ­ლ­დ­ნენ, არ ეღირ­სათ აღ­ქ­მუ­ლი ქვე­ყა­ნა. ქა­რე­ბის ქა­ო­სი წუ­თი­სოფ­ლის ჟამს სუ­ლის­თ­ვის თავ­ს­და­ტე­ხილ ცოდ­ვა­თა თუ გან­საც­დელ­თა კო­რი­ან­ტე­ლია, სო­ნე­ტი პე­სი­მის­ტუ­რია, პო­ე­ტის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი შო­რე­უ­ლი და მი­უწ­ვ­დო­მე­ლია, „მხო­ლოდ მი­რა­ჟი, მი­ზა­ნი კი მი­უღ­წე­ვე­ლი“… და ასე, უგ­ზოდ, მი­ქა­რავ­ნობს აქ­ლემ­თა წყე­ბა, პი­რუტყ­ვი უწო­და უნა­ნი­ე­ბელ, ურ­წ­მუ­ნო ადა­მის ძეს, უაზ­როდ მა­ვალ­სა და მო­ხე­ტი­ა­ლეს. უჩ­ვე­უ­ლო და გა­მორ­ჩე­უ­ლი ეს ლექ­სი იმი­თაც გახ­ლავთ, რომ უიმე­დო­ბა ზა­რი­ვით ჩა­გეს­მის და გაჟ­რი­ა­ლებს, სულ­ში გიძ­ვ­რე­ბა, გა­წუ­ხებს, ხსნის გზა­სა და საშ­ველს გა­ძებ­ნი­ნებს იმი­ტომ, რომ არა ხარ ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილ­სა­გან მსგავს რა­მეს ჩვე­უ­ლი, აქ წუ­თით მო­სულ უსა­სო­ე­ბას ისევ ვა­ხუშ­ტი­ვე აღ­ხო­ცავს, თვი­თონ­ვე გამ­შ­ვი­დებს:

„რა მოხ­და, თუ­კი ვერ მიხ­ვე­დი აღ­თ­ქ­მულ მი­ზან­თან

და ოც­ნე­ბა­თა მე­ქა­რავ­ნე გზა­ში და­ვარ­დი!

სა­მა­გი­ე­როდ შენ­მა სულ­მა ხომ არ იზან­ტა

და თუნ­დაც ერ­თხელ შეძ­ლო ცა­ში ლა­ღი ნა­ვარ­დი!“

„სი­ცოცხ­ლე გზაა“, ამ გზა­ზე ღირ­სე­უ­ლად, წელ­გა­მარ­თუ­ლად გავ­ლაა მთა­ვა­რი, მე­რე სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას აფა­სებს მგო­სა­ნი, მიხ­ვ­და იმა­საც, რომ ბო­ლოს მა­ინც ში­ნა­გა­ნი რწმე­ნით გა­დარ­ჩა, რა­მაც უკუ­ნეთ­ში ნათ­ლით აავ­სო, „ეს იყო თურ­მე პო­ე­ზი­ის ღვთი­უ­რი მად­ლი“. ლექ­სე­ბი ერ­თი ამო­სუნ­თ­ქ­ვით იკითხე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ნაც­ნო­ბია აქ, ძვე­ლი, ას­ჯერ გა­გო­ნი­ლიც კი… თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ახა­ლი, ხა­ლა­სი აზ­რი, მოკ­ლე და ლა­კო­ნი­უ­რი ფრა­ზე­ბი, წი­ნა­და­დე­ბე­ბი მარ­ტი­ვი, სხარ­ტი და მოქ­ნი­ლი, შურ­დუ­ლი­სა­გან გას­რო­ლილ ქვა­სა­ვით გუ­ლის­ფი­ცარ­თან გხვდე­ბა გა­მიზ­ნუ­ლად, ეს პა­ტა­რა სტრო­ფიც ამა­ზე მეტყ­ვე­ლებს:

„რომ დავ­ჯი­რი­თობ ამ­ქ­ვეყ­ნად

და თა­ვი ლა­ღი მგო­ნია,

მე რა ვი­ცო­დი, რომ გულ­ში

ამ­დე­ნი დარ­დი მქო­ნია…“

სა­ინ­ტე­რე­სოა პო­ე­ტის სატ­რ­ფი­ა­ლო ლი­რი­კაც, გა­ვიხ­სე­ნოთ ულა­მა­ზე­სი ლექ­სე­ბი ციკ­ლი­დან „ერო­ტი“.

„მა­ინც მიყ­ვარ­დი, მა­ინც მწამ­დი, მა­ინც მჯე­რო­დი…“ აი, ფორ­მუ­ლა, რი­თაც თა­ვი ძა­ლუ­მად შე­აყ­ვა­რა მკითხ­ველს. ამ ჟან­რის ლექ­სე­ბის კითხ­ვი­სას ვხვდე­ბით, რომ მის­თ­ვის ტრფო­ბა სხვა­დას­ხ­ვა მე­ტა­ფო­რით გად­მო­ცე­მუ­ლი გრძნო­ბაა, ირ­მის ძა­ხი­ლია, სევ­დი­ა­ნი გა­ღი­მე­ბა, და­კარ­გუ­ლი ცრემ­ლე­ბი, ლექ­სი კი – ქა­რე­ბი და ტკბილ-მწა­რე მო­გო­ნე­ბა. ამ გრძნო­ბის გა­მო ხან დევ­გ­მირ­თან და­ჭი­დე­ბუ­ლა, ხა­ნაც ერთ ყლუ­პად დაც­ლი­ლი მთელ მა­თა­რას დამ­ს­გავ­სე­ბია, ზოგ­ჯერ წვი­მის წვე­თია, მო­გო­ნე­ბე­ბის საჩ­რ­დი­ლობ­ლის კარ­თან, ხან კი მო­ხე­ტი­ა­ლე ქარს ადევ­ნე­ბუ­ლი ფიქ­რიც ყო­ფი­ლა… „ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი ერ­თი უბ­რა­ლო კა­ცია“, ვხე­დავთ „გა­ქე­ქილ­ჯინ­სე­ბი­ან პო­ეტს“, იგი­ვე „ქაც­ვია მწყემსს“ „ლექ­სე­ბის ფა­რა“ მო­უ­რე­კავს, სულ­მ­ნა­თი გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქაც­ვია მწყემ­სის ალუ­ზი­აც გაკ­რ­თე­ბა ჩვენ წინ. პო­ე­ტი იუმო­რით მოგ­ვითხ­რობს თა­ვის თავ­ზე, რომ „ბუ­ნე­ბით დარ­ბა­ი­სე­ლი, ქა­ლებ­თან ცო­ტა ან­ცია“… მკითხ­ველს თით­ქოს ებო­დი­შე­ბა კი­დეც გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის შეც­დო­მე­ბის გა­მო:

„შე­უნ­დეთ ჯე­ე­ლო­ბი­სას თუ­კი რამ უქიც­მა­ცია“… გე­ღი­მე­ბა და ჭეშ­მა­რი­ტად ცდი­ლობ, აპა­ტიო ქარ­თუ­ლი სი­ან­ცე­ე­ბი. მან­დი­ლოს­ნე­ბის ყუ­რადღე­ბას ჩვე­უ­ლი, გულ­მო­ცე­მუ­ლი, თავ­საც კი იწო­ნებს სატ­რ­ფი­ა­ლო თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე მი­ნიშ­ნე­ბით: „იმა­თი ეშ­ხით მთა-ბარ­ში არ მბეზ­რ­დე­ბო­და წან­წა­ლი“. თუმ­ცა დრო ყვე­ლა­ფერს ცვლის, წა­ი­ღო ფი­ზი­კუ­რი ჯან-ღო­ნე და ძა­ლა, ცო­ტა­თი გულ­დაწყ­ვე­ტი­ლი, მაგ­რამ ისევ ხა­ლა­სი იუმო­რით ამ­ბობს:

„ეხ­ლა კი ვის რად ვუნ­დე­ვარ

ბე­ჩავ-ბე­ბე­რი, საწყა­ლი,

არც რამ შა­მამ­რ­ჩა, დამ­ხე­დეთ,

ფეხ წინ­დე­ბი მცვავ ცალ-ცა­ლი“.

ხალ­ხუ­რი იერი დაჰ­კ­რავს თა­ვის თავ­ზე ხუმ­რო­ბით გა­ჯე­რე­ბულ ამ ლექსს:

„თუ გიდ­გას ღვი­ნო ხე­ლა­დით,

გან­სა­კუთ­რე­ბით – „პი­ნო“,

გვერდს გეჯ­დეს ქა­ლი ლა­მა­ზი,

დუ­დუ­კით მო­ილ­ხი­ნო,

თუ აგიკ­რ­ძა­ლეს ქა­ლე­ბი,

თუ აგიკ­რ­ძა­ლეს ღვი­ნო,

რა ჭი­რად გინ­და დუ­დუ­კი,

ან რა გაქვს სა­ღი­ღი­ნო?!“

სა­დაც ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იკ­ვე­თე­ბა წუ­თი­სოფ­ლის წარ­მავ­ლო­ბის მი­მართ, თუმ­ცა, მსუ­ბუ­ქი ირო­ნი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვერ მა­ლავს სი­ცოცხ­ლის სიყ­ვა­რულ­სა და მას­თან გან­შო­რე­ბის მო­სა­ლოდ­ნელ ტკი­ვილს ასე გრძნობს:

„ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თია,

სუ­ლო ჩე­მო, ცო­ტა კი­დევ –

იქით უკ­ვე სუ­ლე­თია.“

არ­ყოფ­ნი­დან მო­სულს გუ­ლი­დან მომ­ს­კ­და­რი ნი­აღ­ვა­რი­ვით მო­უ­ტა­ნია მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ბინ­დის­ფე­რი სოფ­ლის სუ­რა­თიც

„ჩვენ არ­ყოფ­ნი­დან მო­ვე­დით

და ვნა­ხეთ, ყოფ­ნა რაც არი,

აზ­რი ამ­ქ­ვეყ­ნად ყოფ­ნი­სა

თით­ქო არი და არც არი.“

უკ­ვე ასაკ­ში შე­სულს მე­ტი სურ­ვი­ლი გას­ჩე­ნია სი­ცოცხ­ლის, რა­თა ბო­ლომ­დე და­ხარ­ჯუ­ლი­ყო, ლექ­სის ვა­ზის სა­რი უწო­დე­ბია თა­ვის­თ­ვის, ბო­ლოს კი ქა­რის წის­ქ­ვილ­თან ნა­ო­მარ ლა­მან­ჩელ რა­ინდს ის­ღა დარ­ჩე­ნია, სხვა­თა დამ­ც­ვე­ლის რო­ლი მო­ირ­გოს და ხმლო­ბა­ზე უარი თქვას, ფა­რი ხომ უფ­რო მეტ დარ­ტყ­მას უძ­ლებს, აქ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სიტყ­ვე­ბი გა­გონ­დე­ბა:

„ბა­ლა­ხი ვი­ყო სა­თი­ბი, არა მწა­დი­ან ცე­ლო­ბა,

ცხვრად­ვე მამ­ყო­ფე ისე­ვე, ოღონდ ამ­შორ­დეს მგე­ლო­ბა.“

…სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლებ­ში მძი­მე სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ, ხმა­ჩამ­წყ­დარ პო­ეტს სიმ­დაწყ­ვე­ტი­ლი ქნა­რი­სათ­ვის შე­უ­და­რე­ბია თა­ვი:

„მა­ინც რა­ღა­ცას ვჟღრი­ა­ლებ,

„არ­ვის ეგო­ნოს, მკვდა­რი ვარ.“

ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბაც იშ­ვი­ა­თი ოს­ტა­ტო­ბი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი, სხვე­ბი რო­ცა ამა­ო­ე­ბით იყ­ვ­ნენ და­კა­ვე­ბულ­ნი, ვა­ხუშ­ტი უფ­ლი­სა­გან მხო­ლოდ უმ­ცი­რესს ითხოვ­და, არ წა­ერ­თ­მია მის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი ხე­ლო­ბა:

„მე კი ვინც უნ­და ვი­ყო,

ღმერ­თო, ნე­ტა­ვი ის მქნა,

და­მა­წე­რი­ნოს ლექ­სი,

თუნ­დაც სულ ერ­თი ციც­ქ­ნა.“

არც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და მი­სი უბე­დო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­და ყო­ფი­ლა უცხო პო­ე­ტი­სათ­ვის:

„გა­ვი­ბი­თუ­რეთ სამ­შობ­ლო

მარ­თ­ლაც სა­მოთხის სა­და­რი

სხვა სა­ქარ­თ­ვე­ლო კი არა

თვით სა­ქარ­თ­ვე­ლო სად არი?!“

მა­მუ­ლის ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს წა­სუ­ლა წუ­თი­სოფ­ლი­დან, სიკ­ვ­დილ­საც კი ასე მარ­ტი­ვად ალ­ბათ თა­ვი­სი პო­ე­ზი­ი­სა და სუ­ლი­ე­რი სი­მაღ­ლის წყა­ლო­ბით მხო­ლოდ ნამ­დ­ვი­ლი ხე­ლო­ვა­ნი თუ შე­ხე­დავს:

„ფიქრს მოს­წყინ­დე­ბა რი­ა­ლი,

სულს გა­ეყ­რე­ბა ცოდ­ვი­ლი ხორ­ცი,

დავ­რ­ჩე­ბი ზე­მოთ სი­ცა­რი­ე­ლე,

ხო­ლო ქვე­მოთ კი — პა­ტა­რა ბორ­ც­ვი.“

„შა­ი­რე­ბის ბა­რონ­საც“ უწო­დებ­და თურ­მე თავს ცნო­ბი­ლი მე­სიტყ­ვე, არ­ც­თუ ამა­ოდ, მარ­ტი­ვი და გე­ნი­ა­ლუ­რი შა­ი­რე­ბი მის პო­ე­ზი­ა­ში მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რო­ბი­თა და არის­ტოკ­რა­ტიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამო­უ­წუ­რა­ვია მი­სი ლექ­სე­ბის თე­მა­ტი­კა. რაც უნ­და ბევ­რი ვი­სა­უბ­როთ მის პო­ე­ზი­ა­ზე, მა­ინც ვერ შევ­წ­ვ­დე­ბით მის სიღ­რ­მე­ებ­სა და მას­შ­ტაბს, მოკ­რ­ძა­ლე­ბით შევ­ნიშ­ნავ მხო­ლოდ იმას, რომ დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­დის მათ­გან, ზღვარ­და­უ­დე­ბე­ლი და აღ­მაფ­რე­ნის მომ­ცე­მი, ხალ­ხუ­რო­ბი­სა და კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უცხოო სინ­თე­ზი კი­დევ, ვინ იცის, ახ­ლი­დან მე­რამ­დე­ნედ გა­გა­ო­ცებს…

და­ბო­ლოს, არც ისე ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნ­და, წლე­ბის წინ, ჩემ­თ­ვის შა­ვად და­მუ­შა­ვე­ბე­უ­ლი ნა­წე­რის ღი­ად გა­მო­ტა­ნა, თუმ­ცა პო­ე­ტის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­მა თა­ვი­სე­ბუ­რი ინ­ს­პი­რა­ცია მომ­ცა. ახ­ლა, რო­ცა უკ­ვე ნა­წე­რის დას­რუ­ლე­ბაც რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მი­ჭირ­და, ისევ ბა­ტო­ნი ვა­ხუშ­ტი და­მეხ­მა­რა სა­ჭი­რო წერ­ტი­ლის დას­მა­ში:

„სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბი არი­ან შეშ­ლი­ლი,

მოჰ­გ­ვა­ნან უეც­რად დაბ­ნე­ულ მძი­ვებს,

მძი­მე არას­დ­როს არ არის წერ­ტი­ლი,

წერ­ტი­ლის დას­მა კი ყო­ფი­ლა მძი­მე.“

მშვი­დად გა­ნის­ვე­ნეთ, შა­ი­რე­ბის ბა­რო­ნო!

 

მსგავსი სიახლეები

რე­მე­დი­ა­ცი­ის გეგ­მა

მკითხველთა კლუბი

„წი­თე­ლი 70“

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება