8 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ყვე­ლა ცოცხალ არ­სე­ბას გვჭირ­დე­ბა მა­საზ­რ­დო­ე­ბე­ლი გა­რე­მო, რა­თა სხვი­სი საზ­რ­დო­ო­ბა შევ­ძ­ლოთ

spot_imgspot_img

 

პავლე ტაბატაძის ფოტო

ანა ღვი­ნი­ა­ნი­ძე – ფსი­ქო­კონ­სულ­ტან­ტი, ევ­რო­პის ბი­ჰე­ვი­ო­რუ­ლი და კოგ­ნი­ტი­უ­რი თე­რა­პი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის (EABCT) მი­ერ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი კოგ­ნი­ტი­ურ-ბი­ჰე­ვი­ო­რუ­ლი თე­რა­პევ­ტი. ანა ძა­ლი­ან ხში­რად უზი­ა­რებს ფარ­თო აუდი­ტო­რი­ას სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას და აღ­ნიშ­ნავს, რომ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სუ­ლი­ე­რი – უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა – ადა­მი­ა­ნი, იყოს ჩვე­ნი ვნე­ბა­თა­ღელ­ვე­ბის, სირ­ცხ­ვი­ლის, სი­ხა­რუ­ლის და ყვე­ლა მდგო­მა­რე­ო­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი და გულ­მოწყა­ლე მოწ­მე, რო­მე­ლიც კი გან­გ­ვიც­დია და გან­ვიც­დით.

მა­ი­სი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის თვეა. სწო­რედ ამი­ტომ, ანას ვთხო­ვეთ, გა­ნე­მარ­ტა, რა არის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ადა­მი­ა­ნის ძი­რე­უ­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და ასე­ვე, იმ სტიგ­მე­ბის დაძ­ლე­ვა, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ფეს­ვ­გად­გ­მუ­ლია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. რო­გორც მო­ლო­დი­ნი მქონ­და, მის­გან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ახა­ლი სა­ფიქ­რა­ლის გამ­ჩე­ნი პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღე.

🔃 ანა, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, გვითხა­რით, რას ნიშ­ნავს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა. რა­ზე ვსა­უბ­რობთ, რო­ცა ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ ხოლ­მე?

პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რად­გან ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა დიდ­წი­ლად წარ­მარ­თავს ჩვენს ცხოვ­რე­ბას. ხში­რად, სა­ნამ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი არ შეგ­ვა­წუ­ხებს, მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა გვი­ჭირს ხოლ­მე, მაგ­რამ თუ ჩვე­ნი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა გა­უ­ა­რეს­დე­ბა, ის აისა­ხე­ბა, მა­გა­ლი­თად, ჩვენს შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე, სხვებ­თან და ასე­ვე, სა­კუ­თარ თავ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხა­რის­ხ­ზე. ჩვენ გვა­ვიწყ­დე­ბა, რომ მხო­ლოდ სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან სრულ­ფა­სო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის უნა­რი კი არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფსი­ქი­კურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, არა­მედ სა­კუ­თარ თავ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უნა­რე­ბიც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა.

სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა ასე ცალ­კე, გა­მო­ყო­ფი­ლად არ არ­სე­ბობს. ჩვენ ასე სი­მარ­ტი­ვის­თ­ვის ვამ­ბობთ. რე­ა­ლუ­რად, ესაა ადა­მი­ა­ნის მთლი­ა­ნი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის ნა­წი­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, სხე­უ­ლი­სა და ფსი­ქი­კის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გახ­ლე­ჩამ მო­ი­ტა­ნა სწო­რედ ის, რომ სხე­უ­ლი და ფსი­ქი­კა ერ­თ­მა­ნე­თის­გან უხე­შად გან­ვა­ცალ­კე­ვეთ, რაც სა­ბო­ლო­ოდ ძა­ლი­ან ცუ­დად აისა­ხა ბევრ სფე­რო­ზე. უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბებს შე­უძ­ლია სხე­ულ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა. მაგ., თუ თქვენ წარ­მო­ი­სა­ხავთ რა­ღა­ცა სა­სი­ა­მოვ­ნოს, თქვე­ნი სხე­უ­ლი ეც­დე­ბა უპა­სუ­ხოს ამ წარ­მო­სახ­ვას. ასე­ვე, თუ თქვენ წარ­მო­ი­სა­ხავთ რა­ი­მე უბე­დუ­რე­ბის შემ­ც­ველ მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბას, ამ დროს, შე­იძ­ლე­ბა გუ­ლის­ცე­მა გა­გიხ­შირ­დეთ, ხე­ლე­ბი გა­გი­ოფ­ლი­ან­დეთ და ა.შ. ამი­ტომ, ერ­თი მხრივ, ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რა თქმა უნ­და, გავ­ლე­ნას ახ­დენს სხე­უ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბობს სხე­უ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ზე­მოქ­მე­დებს ფსი­ქი­კურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. ნე­ბის­მი­ე­რი სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მელ­საც შე­ხე­ბა აქვს ადა­მი­ან­თან, თუ­კი და­ა­ვიწყ­დე­ბა ეს მთლი­ა­ნო­ბა, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­ღაც გა­მორ­ჩეს ადა­მი­ან­თან, რო­გორც მთლი­ან­თან, და­კავ­ში­რე­ბით.

ფსი­ქი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის გან­ც­და არის ის, რაც ადა­მი­ა­ნებს გვა­მოძ­რა­ვებს და გვაძ­ლევს მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. დად­გე­ნი­ლია, რომ მა­გა­ლი­თად, შფოთ­ვით მდგო­მა­რე­ო­ბას დი­დი ზა­რა­ლის მი­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის­თ­ვის. პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მო­ცუ­ლია შფოთ­ვით, შეძ­ლებს თუ არა, რომ გულ­დას­მით მი­უძღ­ვ­ნას სა­კუ­თა­რი თა­ვი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბას? აქ არ ვსა­უბ­რობთ მა­ინ­ც­და­მა­ინც ძა­ლი­ან მძი­მე ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ფსი­ქო­ზის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბე­ბი, არა­მედ, მხო­ლოდ შფოთ­ვას გან­ვი­ხი­ლავთ…

🔃 ვერ შეძ­ლებს ან შე­იძ­ლე­ბა შეძ­ლოს, თუმ­ცა ძა­ლი­ან დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გად, არა?

დი­ახ, ძა­ლი­ან დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის ხარ­ჯ­ზე. ამ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩუ­მად იტან­ჯე­ბი­ან. სწო­რედ ამი­ტომ, არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ეს ტან­ჯ­ვა აისა­ხე­ბა თუ არა მათ მი­ერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ თან­ხა­ზე ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნილ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, მა­თი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ყუ­რადღე­ბის ღირ­სია. სა­სურ­ვე­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ვა­ფა­სოთ, რო­გორც სუ­ლი­ე­რი ქმნი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თაც სწო­რედ იმი­ტომ, რომ სტკი­ვათ და იტან­ჯე­ბი­ან, ყუ­რადღე­ბა სჭირ­დე­ბათ. ყუ­რადღე­ბა მხო­ლოდ მა­შინ არ არის სა­ჭი­რო, რო­ცა გარ­შე­მომ­ყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გვი­ფუჭ­დე­ბა, რად­გან ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მტან­ჯ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვით.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ნა­წი­ლია. ის გან­ცალ­კე­ვე­ბით არ დგას. თუ მე შე­მიძ­ლია ყო­ველ­დღი­უ­რად თა­ვი მი­ვუძღ­ვ­ნა იმას, რაც მსი­ა­მოვ­ნებს ან კმა­ყო­ფი­ლე­ბას აღ­ძ­რავს ჩემ­ში, და ამავ­დ­რო­უ­ლად, ვარ საკ­მა­რი­სად მე­დე­გი იმი­სათ­ვის, რომ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი გა­დავ­ლა­ხო, ეს უნა­რი­ა­ნო­ბის გან­ც­და ქმნის ფსი­ქი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას.

🔃 ანა, მინ­და, რომ ეს თე­მა გან­ვავ­რ­ცოთ: რა კავ­შირ­შია ფსი­ქი­კუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა ერ­თ­მა­ნეთ­თან? კვლე­ვა­თა დი­დი ნა­წი­ლი ცხად­ყოფს, და თქვენც აღ­ნიშ­ნეთ, რომ მათ შო­რის კავ­შირ­ზე სა­უ­ბა­რი ნამ­დ­ვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია.

კარ­გია, რომ სიტყ­ვა კავ­ში­რი ახ­სე­ნეთ, იმი­ტომ რომ, ჯერ ბო­ლომ­დე არაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლებ­რივ და ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას შო­რის მი­ზეზ­შე­დე­გობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ კვლე­ვე­ბი ცხად­ყოფს, რომ კავ­ში­რი, ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბა, ამ ორ ცვლადს შო­რის, ნამ­დ­ვი­ლად არ­სე­ბობს.

მა­გა­ლი­თად, ჩვენ ვი­ცით, რომ ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 85% ქა­ლია. ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, მა­გა­ლი­თად, რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი არ­თ­რი­ტი, ე.წ. გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზი, ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი ჩიყ­ვი და ა.შ. დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და ეჭ­ვი, რომ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ერ­თი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ემო­ცი­ის გან­ც­დი­სა და გა­მო­ხატ­ვის აკ­რ­ძალ­ვას­თან. ეს ემო­ცია არის ბრა­ზი.

ქა­ლებს ბევრ კულ­ტუ­რა­ში ეკ­რ­ძა­ლე­ბათ ბრა­ზის არა მხო­ლოდ გა­მო­ხატ­ვა, არა­მედ გან­ც­დაც კი. ბრა­ზი კი აღ­ნიშ­ნავს ჩვენს ძა­ლა­უფ­ლე­ბას. პირ­და­პირ რომ ვთქვათ, გაბ­რა­ზე­ბის უნა­რი აღ­ნიშ­ნავს იმის უნარს, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ხა­ტოთ, აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რო­ცა ვი­ღაც ტკი­ვილს გვა­ყე­ნებს, მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლეთ ან ჩვენ მი­ერ დად­გე­ნი­ლი საზღ­ვა­რი არა­ერ­თხელ გა­და­ი­ლა­ხა. ბრა­ზი არის ის, რაც აწე­სებს საზღ­ვარს. ქა­ლებს, მათ შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ას­წავ­ლი­ან, რომ „გაბ­რა­ზე­ბა ლა­მა­ზი არ არის“, ამი­ტომ მათ ძა­ლი­ან ხში­რად გან­დევ­ნი­ლი აქვთ სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ბრაზ­მა უნ­და აღ­ნიშ­ნოს. ეს ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბაა; ეს ნიშ­ნავს იმას, რომ რო­ცა ვერ გავ­ბ­რაზ­დი, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, იმ მოთხოვ­ნი­ლე­ბებ­თან აღარ მაქვს წვდო­მა, რომ­ლე­ბიც ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი დამ­რ­ჩა. ამ დროს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი სა­ერ­თოდ გან­დევ­ნი­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე თავს სხე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ხა­ტავს. კვლე­ვე­ბის ნა­წი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ცოდ­ნა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, გვე­უბ­ნე­ბა, რომ ემო­ცი­ე­ბი უჯ­რე­დულ დო­ნე­ზეც კი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ლე­ქოს; ეს ემო­ცი­ე­ბი მუხ­ტე­ბია, და თუ ჩვენ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ვი­ცით, მუხ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც, წე­სით, ჩვე­ნი დრო­ე­ბი­თი სტუმ­რე­ბია, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ით დარ­ჩე­ბი­ან ჩვენ­თან. შე­იძ­ლე­ბა მე დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს ბრაზ­თან შე­ხე­ბა არ მქონ­დეს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ის არ არ­სე­ბობს; ის სა­კუ­თარ თავს ავ­ლენს, თუნ­დაც ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­ხით.

🔃 მა­შინ სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლია ჩვე­ნი მთა­ვა­რი, ძი­რე­უ­ლი ფსი­ქი­კუ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა, რა­თა ჩვე­ნი ემო­ცი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა საფ­რ­თხის ქვეშ არ დად­გეს.

ძი­რი­თა­დი ემო­ცი­უ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის სია ასე­თია:

უსაფ­რ­თხო­ე­ბა, უვ­ნებ­ლო­ბა, და­ცუ­ლო­ბა (Safety)

სტა­ბი­ლუ­რო­ბა (Stability)

საზ­რ­დო­ო­ბა (Nurturance)

ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა (Autonomy)

კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა (Competence)

იდენ­ტო­ბის გან­ც­და (Sense of Identity)

მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის

თა­ვი­სუფ­ლე­ბა (Freedom to express ones needs and emotions)

სპონ­ტა­ნუ­რო­ბა და თა­მა­ში (Spontaneity and play)

სამ­ყა­რო რე­ა­ლის­ტუ­რი შეზღუდ­ვე­ბით (World with realistic limits) — (Rafaeli, Bernstein, Young, 2011).

ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი

მუ­შა­ო­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბა (Need to work)

სხვებ­ზე ზრუნ­ვის მოთხოვ­ნი­ლე­ბა (Need to care for others) — (Rafaeli, Bernstein, Young, 2011).

ყუ­რადღე­ბა მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო მი­კუთ­ვ­ნე­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბა­ზე, ანუ რო­ცა ვი­ცით, რომ მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი გვე­გუ­ლე­ბა მხარ­დამ­ჭე­რად; ვი­ცით, რომ სადღაც გვე­ლო­დე­ბი­ან. რო­გორც წე­სი, ჩვენ გვინ­და, რომ მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბო­დეთ სხვა ადა­მი­ა­ნებს, ვი­ყოთ რა­ღაც ჯგუ­ფის ნა­წი­ლი.

ამავ­დ­რო­უ­ლად, არ­სე­ბობს თვით­გა­მო­ხატ­ვის მოთხოვ­ნი­ლე­ბა, რო­მელ­ზეც ფუძ­ნ­დე­ბა სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის გა­მო­ძერ­წ­ვის გზა, რო­მელ­საც ჩვენ გარ­კ­ვე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით გავ­დი­ვართ. ჩვენ ეს წე­სე­ბი ბავ­შ­ვო­ბა­ში არ ვი­ცით; და სწო­რედ ამ წეს­რიგ­თან ზი­ა­რე­ბას ჰქვია აღ­ზ­რ­და. აღ­ზ­რ­დის ერთ-ერ­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა გახ­ლავთ, რომ ადა­მი­ან­მა სურ­ვი­ლე­ბის, მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა წე­სე­ბის დაც­ვით ის­წავ­ლოს. ბავ­შ­ვო­ბა­ში, რო­დე­საც ამ წე­სებს ნა­ზი­ა­რე­ბი არ ვართ, შე­საძ­ლოა ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი და­მან­გ­რევ­ლად გა­მოვ­ხა­ტოთ. ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის გან­საზღ­ვ­რულ სა­ფე­ხუ­რებ­ზე გვი­ჭირს ბრა­ზის იმ­გ­ვა­რად გა­მო­ხატ­ვა, რომ ის არც ჩვენ­თ­ვის და არც სხვე­ბის­თ­ვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი არ იყოს. აღ­ზ­რ­დამ კი ეს უნ­და გვას­წავ­ლოს, მაგ­რამ თუ ადა­მი­ანს გა­მუდ­მე­ბით ვუხ­შობ ემო­ცი­ებს, მე ამით ადა­მი­ანს ვას­წავ­ლი, რომ ამ ემო­ცი­ას­თან რო­მე­ლი სურ­ვი­ლიც იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ის მი­სა­ღე­ბი არაა და უნ­და ჩა­ახ­შოს, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩემ­თან კავ­შირს ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. რა თქმა უნ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ. ლი­ტე­რა­ტუ­რის მა­გა­ლით­ზე რომ ვთქვათ, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას გმი­რე­ბი ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძი­რი­თად ემო­ცი­ურ მოთხოვ­ნი­ლე­ბა­ზე – ადა­მი­ა­ნებ­თან მი­კუთ­ვ­ნე­ბა­ზე – ამ­ბო­ბენ უარს; ამ მოთხოვ­ნი­ლე­ბა­ზე უფ­რო მაღ­ლა სხვა ტი­პის მოთხოვ­ნი­ლე­ბებს აყე­ნე­ბენ. ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, რა თქმა უნ­და, ასე­თე­ბი არ ვართ. ჩვენ სწო­რედ კავ­ში­რის და­კარ­გ­ვის შფოთ­ვით ვი­მარ­თე­ბით და ამ დროს შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნიც კი დავ­თ­მოთ, ოღონდ კი არ მიგ­ვა­ტო­ვონ.

ში­ნა­გა­ნი უსაფ­რ­თხო­ე­ბის გან­ც­და ძა­ლი­ან უცხოა ქარ­თ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის; ჩვენ სულ იმით „ვვაჭ­რობთ“, რომ თუ შენ ზუს­ტად ისე არ იფიქ­რებ, ისე არ მო­იქ­ცე­ვი და ისე არ იგ­რ­ძ­ნობ, რო­გორც მე, ჩემ­თან კავ­შირს და­კარ­გავ. აქ სა­უ­ბა­რია უახ­ლო­ეს ადა­მი­ა­ნებ­თან კავ­შირ­ზე, მაგ­რამ რო­დე­საც ჩვენ მხარ­დამ­ჭე­რე­ბად არ გვე­გუ­ლე­ბი­ან უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, მა­შინ ნამ­დ­ვი­ლად ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის და­კარ­გ­ვა დაგ­ვ­ზაფ­რავს. აქე­დან ჩნდე­ბა ჩვენ­ში სხვებ­ზე სწო­რე­ბის მუდ­მი­ვი სურ­ვი­ლი, და სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ვიწყე­ბა. სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ვიწყე­ბა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლიც კი არის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, ქა­ლებ­ში.

🔃 ანა, ერ­თ­გან წერთ, ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თ­ვის უზა­დოდ შე­ას­რუ­ლონ, იყ­ვ­ნენ ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნე­ბი, ყვე­ლა­ფერ­ში თა­ნაბ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, მი­ტო­ვე­ბის­გან თავ­დაც­ვის მცდე­ლო­ბებ­ში სა­კუ­თარ თავს ჩა­მო­არ­თ­ვეს და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მიღ­წე­ვე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბა, მათ და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მით მო­ნი­ჭე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლის გან­ც­და არ ჰქო­ნი­ა­თო. რო­გორც ვხვდე­ბი, ესეც იმ პრობ­ლე­მის ნა­წი­ლია, რო­მელ­ზეც ახ­ლა გვე­სა­უბ­რეთ. ესეც აღ­ზ­რ­დის ნა­წი­ლია, არა? ასე­ვე მა­ინ­ტე­რე­სებს, რას ნიშ­ნავს „ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ყოფ­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბა“, რო­მელ­საც პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ გა­ნიც­დი­ან.

პერ­ფექ­ცი­ო­ნიზმს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ბევ­რი სა­ხე აქვს. ზო­გი­ერ­თი მი­მარ­თუ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­კენ, ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ში ის გა­მო­ი­ხა­ტე­ბა საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბით. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მი სას­ჯე­ლის მო­ლო­დი­ნის, სას­ჯე­ლის ში­შის შე­დე­გია. რო­გორც წე­სი, ეს სას­ჯე­ლი მო­ი­ცავს ხოლ­მე ურ­თი­ერ­თო­ბის შეზღუდ­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სას­ჯე­ლებს. ურ­თი­ერ­თო­ბის შეზღუდ­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დას­ჯა კი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე და­მან­გ­რე­ვე­ლია. რა თქმა უნ­და, უკი­დუ­რე­სად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია. რო­დე­საც ადა­მი­ანს სცე­მენ, ფი­ზი­კუ­რად აზი­ა­ნე­ბენ, მაგ­რამ კი­დევ არ­სე­ბობს სას­ჯე­ლის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა, რომ­ლის მო­ხელ­თე­ბაც შე­და­რე­ბით რთუ­ლია. ამი­ტომ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ვე­კითხე­ბით, რო­გო­რი ბავ­შ­ვო­ბა ჰქონ­დათ, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი, რად­გან, მა­გა­ლი­თად, არ სცემ­დ­ნენ. რა თქმა უნ­და, ეს ძა­ლი­ან კარ­გია, თუმ­ცა ადა­მი­ან­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით ვხვდე­ბით, რა­ღაც კი­დევ ხდე­ბო­და, რის პა­სუ­ხა­დაც ამ ადა­მი­ან­მა პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტუ­ლი თვი­სე­ბე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

არ­სე­ბობს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მოქ­ნილ და ხის­ტად და­წე­სე­ბულ პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მის წე­სებს შო­რის; თუ უზა­დოდ გა­ვა­კე­თე, კარ­გია, მაგ­რამ თუ მე ვამ­ბობ, რომ მხო­ლოდ უზა­დოდ შეს­რუ­ლე­ბუ­ლია მი­სა­ღე­ბი, ეს ხის­ტი პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მია. მოქ­ნი­ლო­ბა კი ნიშ­ნავს იმას, რომ მე და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლა­დაც რომ შე­ვას­რუ­ლო და­ვა­ლე­ბა, ესეც აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა ირ­გ­ვ­ლივ მყო­ფე­ბის­თ­ვის, სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­სა­კენ და­უ­ო­კე­ბე­ლი ლტოლ­ვა კი გვე­უბ­ნე­ბა, რომ თუ რა­ღა­ცა­ში შევ­ც­დე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ უმ­ცი­რეს ცდო­მი­ლე­ბა­საც ჩემ წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

🔃 მე მახ­სოვს თქვე­ნი ლექ­ცია „სირ­ცხ­ვი­ლი და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა“. ალ­ბათ, სირ­ცხ­ვი­ლის გან­ც­და ერთ-ერ­თი მთა­ვა­რია, რო­მე­ლიც, ოღონდ კი არ გან­ვი­ცა­დოთ და მთელ ენერ­გი­ას ვდებთ საქ­მის კარ­გად შეს­რუ­ლე­ბა­ში, ხო­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კი ყვე­ლა­ფერს ისე ვა­კე­თებთ, რო­გორც მე­ო­რე ადა­მი­ანს უნ­და. თით­ქოს სირ­ცხ­ვი­ლის გან­ც­დის ში­ში ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბის წესს გან­საზღ­ვ­რავს.

სირ­ცხ­ვი­ლის ში­ში რომ ძა­ლი­ან გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ში­შია, ამას ისიც ადას­ტუ­რებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სა­კუ­თარ შეც­დო­მებს ახ­ლის სას­წავ­ლად კი არ ვი­ყე­ნებთ, არა­მედ მათ გა­მო თვით­გ­ვე­მის მო­რევ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბით ხოლ­მე. თით­ქოს შეც­დო­მებს, რომ­ლე­ბიც და­ვუშ­ვით, ვე­რას­დ­როს გა­მო­ვის­ყი­დით. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ესეც აღ­ზ­რ­დის შე­დე­გია. აღ­ზ­რ­და­ში არ ვგუ­ლის­ხ­მობ მხო­ლოდ ოჯახს, აქ, რა თქმა უნ­და, იგუ­ლის­ხ­მე­ბა აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბიც, მათ შო­რის, სკო­ლა, რად­გან ჩვენ იქ ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წლებს ვა­ტა­რებთ. სა­ფუძ­ვე­ლი, რა თქმა უნ­და, იყ­რე­ბა სი­ცოცხ­ლის პირ­ვე­ლი­ვე თვე­ე­ბი­დან, მაგ­რამ შემ­დეგ, გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­უ­ლი სა­ფე­ხუ­რის გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის შე­დე­გებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი ან გა­ნამ­ტ­კი­ცე­ბენ, ან პი­რი­ქით — შე­ა­სუს­ტე­ბენ.

პი­რა­დად ჩემს აღ­ზ­რ­და­ში სკო­ლამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა; გა­მი­მარ­თ­ლა სწო­რედ იმი­ტომ, რომ მე არა­თუ არ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის­თ­ვის, არა­მედ – პი­რი­ქით; შემ­ხ­ვ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც წა­ა­ხა­ლი­სეს ჩე­მი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან ფსი­ქი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის ერთ-ერ­თი ხელ­შემ­წყო­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. ხში­რად ვხვდე­ბი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­არ­ცხ­ვი­ნეს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მო, ამი­ტომ მათ­ში ეს სურ­ვი­ლი და­ვიწყე­ბუ­ლია, გან­დევ­ნი­ლია. ისი­ნი ელ­ტ­ვი­ან ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რომ­ლებ­შიც მე­ტა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის უნა­რი. ასე ეძე­ბენ სა­კუ­თარ თავს სხვებ­ში.

აქ­ვე მინ­და კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოთხოვ­ნი­ლე­ბა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რადღე­ბა – ესაა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, გან­ცალ­კე­ვე­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბა. სწო­რედ სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბის­თ­ვის შერ­ცხ­ვე­ნილ ადა­მი­ა­ნებს ახა­სი­ა­თებთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ და­უ­ო­კე­ბე­ლი ლტოლ­ვა. ეს ნიშ­ნავს, რომ მე არა­ვის დახ­მა­რე­ბა არ უნ­და დამ­ჭირ­დეს, ყვე­ლა­ფე­რი და­მო­უ­კი­დებ­ლად უნ­და გა­ვა­კე­თო, რად­გან თუ­კი ვინ­მე მჭირ­დე­ბა, ვდგე­ბი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლის წი­ნა­შე, რომ მეც ადა­მი­ა­ნი ვარ! სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ძა­ლი­ან ძი­რე­უ­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბაა და დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნის უნა­რი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­დამ­წყ­ვე­ტი უნა­რია ფსი­ქი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

🔃 „კურ­ნე­ბა ორ­მ­ხ­რი­ვია და არაფ­რით არ აღ­ვე­მა­ტე­ბით ჩვენს პა­ცი­ენ­ტებს: ჩვენც შევ­დი­ვართ ჩიხ­ში, ჩვენც ვერ ვპო­უ­ლობთ გა­მო­სა­ვალს სა­კუ­თა­რი ტკი­ვი­ლის­გან ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენც გვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს ჩვე­ნი­ვე საქ­მი­ა­ნო­ბა (და თან ძა­ლი­ან ხში­რად) უძ­ლუ­რე­ბას და უმ­წე­ო­ბას სხვი­სი ტან­ჯ­ვის წი­ნა­შე, რო­დე­საც გვა­ვიწყ­დე­ბა, რომ ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე­ე­ბი არ ვართ და კურ­ნე­ბა ზოგ­ჯერ ზუს­ტად ამი­სი შეხ­სე­ნე­ბაა და სხვა – არა­ფე­რი.“  ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის გზა­ზე თქვე­ნი, რო­გორც ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. რა ეტაპ­ზეა დღეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ისევ ფიქ­რო­ბენ, რომ ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებს აქვთ და მათ არას­დ­როს შე­ე­ხე­ბათ? ასე­ვე მა­ინ­ტე­რე­სებს, ისევ ბევრ სტიგ­მას­თან ასო­ცირ­დე­ბა თუ არა ეს თე­მა.

ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნი და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა სი­ტუ­ა­ციაა დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ჭი­როა კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ისე უნ­და იყოს და­გეგ­მი­ლი, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ვერ შეძ­ლონ სა­კუ­თა­რი ჭეშ­მა­რი­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­ნიღ­ბ­ვა. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, მე რად­გან ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ, შე­საძ­ლოა სა­კუ­თარ თავ­საც ვერ გა­მო­ვუტყ­დე, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ ვა­ტა­რებ სტიგ­მას, და თუ ერ­თი ადა­მი­ა­ნის მი­მართ ატა­რებ სტიგ­მას, რა თქმა უნ­და, გა­მო­დის, რომ ზო­გა­და­დაც ატა­რებ. რა­ტომ? იმი­ტომ რომ, სამ­ყა­რო­ში არის ერ­თი ადა­მი­ა­ნი მა­ინც, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვე­ნი­ვე თა­ვი, რო­მელ­საც შენ უკ­რ­ძა­ლავ, რომ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მ­ნას.

სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა ბევრ სფე­რო­ში, მათ შო­რის, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სფე­რო­შიც, შექ­მ­ნა გან­ც­და, რომ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა ნელ-ნე­ლა გა­დის დეს­ტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ეს ასე შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ იყოს. მა­გა­ლი­თად, თუ ჩემს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­მე­გობ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შემ­წყ­ნა­რებ­ლე­ბი არი­ან ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი, ეს ვერ გან­ზო­გად­დე­ბა მთელ ქვე­ყა­ნა­ზე.

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ სტიგ­მას გან­სა­კუთ­რე­ბით ვე­მორ­ჩი­ლე­ბით ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. რე­ა­ლო­ბა კი ერ­თია: არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არაა დაზღ­ვე­უ­ლი იმის­გან, რომ ცხოვ­რე­ბის რა­ღაც გან­საზღ­ვ­რულ სა­ფე­ხურ­ზე ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მ­ნე­ბა. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ აუცი­ლებ­ლად ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეთ, მაგ­რამ რყე­ვა და ცვა­ლე­ბა­დო­ბა ცოცხა­ლი არ­სე­ბის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია; სუ­ლი­ე­რი და ფსი­ქი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ჩვენ ყო­ველ­თ­ვის ერ­თ­სა და იმა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ვიმ­ყო­ფე­ბით.

ამავ­დ­რო­უ­ლად, ჩვენ­ში არის მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა, რო­ცა სა­ერ­თოდ არ ვგრძნობთ სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. ასეთ დროს არც ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას ვი­ცავთ სრუ­ლი­ად არა­სა­ჭი­რო და უსარ­გებ­ლო დარ­ტყ­მე­ბის­გან და არც სხე­უ­ლებ­რივ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას; ეს სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­ვიწყე­ბის ერთ-ერ­თი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბაა. ამ დროს ადა­მი­ანს აღარ ახ­სოვს, რომ სხე­უ­ლი აქვს, ისე­ვე რო­გორც აღარ ახ­სოვს, რომ მის ფსი­ქი­კურ მე­დე­გო­ბა­საც აქვს ზღვრუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, თუ ჩვენ მუდ­მი­ვად ვიმ­ყო­ფე­ბით სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და „ამო­სუნ­თ­ქ­ვას“ ვერ ვა­ხერ­ხებთ, რა თქმა უნ­და, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა გაც­ვ­დე­ბა ან გა­წო­ნას­წო­რე­ბის უნა­რი ამო­ი­წუ­რე­ბა, და უფ­რო მე­ტად გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ჩაცხ­რო­ბა.

🔃 ანა, რო­გორ გა­რე­მოს ისურ­ვებ­დით ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის, რა­თა მა­თი ფსი­ქი­კა მაქ­სი­მა­ლუ­რად ჯან­სა­ღი დარ­ჩეს? რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს ყვე­ლა­ზე მე­ტი სა­მუ­შაო?

ამ კითხ­ვა­ზე მოკ­ლედ ასე გი­პა­სუ­ხებთ: ვი­სურ­ვებ­დი ისეთ გა­რე­მოს, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი. გა­რე­მოს – მათ შო­რის, ადა­მი­ა­ნებს – რომ­ლებ­მაც იცი­ან, ბავ­შ­ვო­ბა და მო­ზარ­დო­ბა რას ნიშ­ნავს; ფიქ­რო­ბენ, რო­გორ აისა­ხე­ბა ზრდას­რუ­ლე­ბის ქცე­ვე­ბი ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებ­ზე და რო­გორ აისა­ხე­ბა ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის ქცე­ვე­ბი ზრდას­რუ­ლებ­ზე.

ამის­თ­ვის კი, რა თქმა უნ­და, სა­კუ­თა­რი თა­ვის კარ­გად მცოდ­ნე ზრდას­რუ­ლია სა­ჭი­რო, რა­საც, თა­ვის მხრივ, სჭირ­დე­ბა შე­სატყ­ვი­სი გა­რე­მო ზრდას­რუ­ლის­თ­ვი­საც. ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ ყვე­ლა ცოცხალ არ­სე­ბას გვჭირ­დე­ბა მა­საზ­რ­დო­ე­ბე­ლი გა­რე­მო, რა­თა სხვი­სი საზ­რ­დო­ო­ბა შევ­ძ­ლოთ.

ესა­უბ­რა  მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება