21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ყვე­ლა რე­ფორ­მა ქა­ღალ­დ­ზე და­წე­რი­ლი რჩე­ბა, აზრს კარ­გავს, თუ ის არ აისა­ხა კონ­კ­რე­ტუ­ლად გაკ­ვე­თილ­ზე

spot_img

გია მურ­ღუ­ლია

ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი,
„IB მთი­ე­ბის“ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის
მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

⇓⇑ გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა ურ­თუ­ლე­სი რე­ფორ­მაა და სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლა უშე­დე­გოდ, თან ისეთ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც არც ფი­ნან­სე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­დათ, არც ორ­გა­ნი­ზე­ბის ნაკ­ლე­ბი კულ­ტუ­რა და ა.შ. მე ხში­რად ვახ­სე­ნებ ხოლ­მე ამე­რი­კელ მკვლე­ვარს, სტენ­ლი პოგ­როვს, რო­მელ­საც და­წე­რი­ლი აქვს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­ს­ტი —„რეფორ­მა­ტორ­თა რე­ფორ­მი­რე­ბი­სას“ და იქ ლა­პა­რა­კობს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­თა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზებ­ზე და ერთ-ერთ მი­ზე­ზად მოჰ­ყავს ის, რომ რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, თუ მო­ი­ფიქ­რე­ბენ რე­ფორ­მის კარგ სის­ტე­მას, კარგ ხედ­ვას, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს და სხვ., ამით უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მის წარ­მა­ტე­ბას. წარ­მა­ტე­ბას ასე ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ, ამას სჭირ­დე­ბა და­ნერ­გ­ვის (ახ­ლა რო­გორც ამ­ბო­ბენ, იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცი­ის) კულ­ტუ­რა. და­ნერ­გ­ვას კი — სა­თა­ნა­დო ფი­ნან­სე­ბი და გო­ნი­ე­რე­ბა, ასე­ვე, სა­თა­ნა­დო დის­ციპ­ლი­ნა და, რაც მთა­ვა­რია, სა­თა­ნა­დო კომ­პე­ტენ­ცია. აი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, ძა­ლი­ან ხში­რად, არა­სა­თა­ნა­დო არის ხოლ­მე ძა­ლის­ხ­მე­ვა და შე­დე­გიც — უარ­ყო­ფი­თი.

ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, სტენ­ლი პოგ­რო­ვის ეს ხედ­ვა, ვფიქ­რობ, ნათ­ლად და მკა­ფი­ო­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი — სხვა­დას­ხ­ვა დროს, მი­ი­ღე­ბო­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც: ერ­თი — არ იყო სა­თა­ნა­დოდ გა­აზ­რე­ბუ­ლი; მე­ო­რე — არ იყო სა­თა­ნა­დოდ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ფი­ნან­სუ­რად; მე­სა­მე — არ იყო თან­მიმ­დევ­რუ­ლი, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი სპონ­ტა­ნუ­რად მი­ი­ღე­ბო­და, ხში­რად იც­ვ­ლე­ბო­და ამ რე­ფორ­მე­ბის ვექ­ტო­რი და ა.შ. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ კა­ნო­ნით „გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კა პარ­ლა­მენ­ტ­ში უნ­და გან­საზღ­ვ­რუ­ლი­ყო და ეს პო­ლი­ტი­კა უნ­და გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, აღეს­რუ­ლე­ბი­ნა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს. ხში­რად, რა­საც ვიხ­სე­ნებ, ეს პარ­ლა­მენ­ტ­ში კი არ იქ­მ­ნე­ბო­და, არა­მედ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში და სა­მი­ნის­ტ­რო­ვე ახორ­ცი­ე­ლებ­და ამ პო­ლი­ტი­კას. რაც არ­სე­ბი­თია, სა­მი­ნის­ტ­რო­ვე აფა­სებ­და  ამ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გებს. ასე არ ხდე­ბა, უნ­და იყოს ერ­თი, ვინც გან­საზღ­ვ­რავს, მე­ო­რე, ვინც ას­რუ­ლებს და ამ მე­ო­რემ არ უნ­და შე­ა­ფა­სოს თა­ვი­სი­ვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ძნე­ლად გა­იხ­სე­ნე­ბენ ისეთ შემ­თხ­ვე­ვას, რო­დე­საც ვინ­მემ რა­მე სა­მუ­შაო შე­ას­რუ­ლოს და მე­რე ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოს. აი, ძა­ლი­ან მოკ­ლედ, მთა­ვა­რი მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ არის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, არა­ერ­თხელ წა­მოწყე­ბუ­ლი რე­ფორ­მის მი­უ­ხე­და­ვად, დღემ­დე ბევ­რი პრობ­ლე­მა.

⇓⇑ აუცი­ლებ­ლად უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ პე­და­გო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია, ეს არ არის ერ­თ­ჯე­რა­დი აქ­ტე­ბი, ეს უნ­და იყოს თან­მიმ­დევ­რუ­ლი და სის­ტე­მუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი. ალ­ბათ იცით, რომ მე, თა­ვის დრო­ზე, 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწო­რედ პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტ­რა­ლურ ინ­ს­ტი­ტუტს ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დი. არ მივ­ტი­რი იმ დროს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ალ­ბათ ბევ­რი ხარ­ვე­ზი ჰქონ­და, მაგ­რამ მა­შინ არ­სე­ბობ­და სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბო­და იმას, რომ ცოდ­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად ახ­ლ­დე­ბო­და ხუთ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ და მას­წავ­ლე­ბე­ლი არა მარ­ტო ვალ­დე­ბუ­ლი იყო, კვა­ლი­ფი­კა­ცია აემაღ­ლე­ბი­ნა (და ეს იყო არა ერ­თი და ორი დღის, არა­მედ ერ­თ­თ­ვი­ა­ნი, თვე-ნა­ხევ­რი­ა­ნი, ზოგ­ჯერ — ორ­თ­ვი­ა­ნი სე­რი­ო­ზუ­ლი კურ­სე­ბი), არა­მედ ეს ყვე­ლა­ფე­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ, ძა­ლი­ან ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო და ამას სჭირ­დე­ბო­და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სის­ტე­მის დი­დი გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, რომ ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს გა­ევ­ლო კურ­სე­ბი. ეს საკ­მა­ოდ დი­დი, შრო­მა და ფი­ნან­სუ­რად ტე­ვა­დი, პრო­ცე­სი იყო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ახ­ლა ძნე­ლია მსგავ­სი სის­ტე­მის შექ­მ­ნა­ზე ოც­ნე­ბაც კი იმი­ტომ, რომ ეს საკ­მა­ოდ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. კარ­გად უნ­და იყოს გან­მარ­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, რო­გორც ცნე­ბა, რას ნიშ­ნავს — რომ ეს არ არის ერ­თ­დღი­ა­ნი, თუნ­დაც ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი შეკ­რე­ბა, დრო­ის ხან­გ­რ­ძ­ლივ მო­ნაკ­ვეთ­ში ერ­თხელ, არა­მედ მუდ­მი­ვი და საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სის­ტე­მუ­რი მუ­შა­ო­ბაა არა მარ­ტო სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, არა მარ­ტო არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მხრი­დან, არა მარ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კუთხით, არა­მედ არ­სე­ბი­თად ეს არის პერ­სო­ნის ძა­ლის­ხ­მე­ვა. სა­ნამ ეს არ იქ­ნე­ბა კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი, რას ნიშ­ნავს თვი­თონ ცნე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, მა­ნამ­დე რთუ­ლი იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. ეს ერ­თი ამ­ბა­ვია. ვთქვათ, გან­ვ­საზღ­ვ­რეთ ეს ცნე­ბა, ამ გან­საზღ­ვ­რე­ბის შე­სატყ­ვი­სი, შე­სა­ბა­მი­სი უნ­და იყოს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სის­ტე­მაც. რა სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს? მას­წავ­ლებ­ლებს კვა­ლი­ფი­კა­ცია აუმაღ­ლოს საკ­მა­რი­სად ხში­რად, არ იყოს დი­დი წყვე­ტა, ასე­ვე რას ნიშ­ნავს, რას გუ­ლის­ხ­მობს ეს — არა მხო­ლოდ შეხ­ვედ­რებს, არა მხო­ლოდ ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რებს, არა­მედ საკ­მა­ოდ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით პე­და­გო­გი­კუ­რი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მ­ნას. ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კა დღეს საკ­მა­ოდ მწი­რია მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბო­ლო წლებ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რო­მე­ბი შე­იქ­მ­ნა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­და, სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბი­სა და ხა­რის­ხის სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­ინც არ აქვთ.

⇓⇑ ამას გარ­და, ისე­ვე, რო­გორც ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ამ სის­ტე­მის გა­აზ­რე­ბა­სა და ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­საც სჭირ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­თა­ნა­დო კულ­ტუ­რა, სხვა­დას­ხ­ვა დო­ნე­ზე, დაწყე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი­დან და დას­რუ­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლით; სჭირ­დე­ბა, ალ­ბათ, მი­ნი­მუმ, გა­აზ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით სრულ­ყო­ფა და ამის შემ­დეგ სა­თა­ნა­დო მომ­ზა­დე­ბის სის­ტე­მის შექ­მ­ნა. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი დღემ­დე არ არის შე­ტა­ნი­ლი პრო­ფე­სი­ა­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, არა­და ეს პრო­ფე­სია გახ­ლავთ და ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად უნ­და მზად­დე­ბოდ­ნენ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის სის­ტე­მა არ არ­სე­ბობს ისე­ვე, რო­გორც არ არ­სე­ბობს უფ­რო მა­ღა­ლი რან­გის გა­ნათ­ლე­ბის ჩი­ნოვ­ნი­კის მომ­ზა­დე­ბის სის­ტე­მა. ამას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა.

⇓⇑ ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სის­ტე­მის აგე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მო­ნი­ტო­რინ­გის მო­დე­ლის შექ­მ­ნა. ჩვენ აქ­ცენტს ხში­რად (ყვე­ლა საქ­მე­ში, სხვა­თა შო­რის), პრო­ცეს­ზე ვა­კე­თებთ ხოლ­მე და არა შე­დეგ­ზე. სულ მეს­მო­და და ახ­ლაც ხში­რად მეს­მის, რომ, აი, და­ვიწყეთ და­ნერ­გ­ვა…, უკ­ვე რამ­დე­ნი თვეა ვა­ტა­რებთ ტრე­ნინგს… და ა.შ., ვი­ღა­ცამ ხომ უნ­და შე­ა­ფა­სოს, რა ხა­რის­ხის არის ეს ტრე­ნინ­გე­ბი, რამ­დე­ნად შე­ე­სატყ­ვი­სე­ბა ახალ გა­მოწ­ვე­ვებს რო­გორც სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის, ისე გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ და რაც მთა­ვა­რია, რა შე­დე­გე­ბი მო­აქვს ამ ყვე­ლა­ფერს. აბა, და­აკ­ვირ­დით, ძა­ლი­ან მოგ­ვიმ­რავ­ლ­დ­ნენ უფ­რო­სი, წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ვინ­მემ ერ­თი კვლე­ვა მა­ინც ჩა­ა­ტა­რა, ასე რომ ავ­წი­ეთ სტა­ტუს­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­გორ აისა­ხა ეს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე, სწავ­ლე­ბის შე­დეგ­ზე. ასე­თი კვლე­ვე­ბი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მე მაქვს გან­ც­და, რომ ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა, შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი, მაგ­რამ არა მგო­ნია, მარ­ტო ვი­ყო ამ გან­ც­დას­თან ერ­თად. ამი­ტომ, მსგავ­სი კვლე­ვე­ბი უნ­და ტარ­დე­ბო­დეს და ზო­გა­და­დაც, მარ­თ­ვა სის­ტე­მი­სა აუცი­ლებ­ლად ფუნ­და­მენ­ტურ კვლე­ვებს უნ­და ეფუძ­ნე­ბო­დეს, არა მარ­ტო მარ­თ­ვის თე­ო­რი­ის ცოდ­ნას (თუმ­ცა ესეც პრობ­ლე­მაა ხან­და­ხან), შე­ფა­სე­ბის კულ­ტუ­რა­საც. სათ­ქ­მე­ლი კი­დევ ბევ­რია, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ეს არის.

⇓⇑ რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­დებს, შე­საძ­ლე­ბე­ლია, იყოს შე­ფა­სე­ბის ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი, მაგ­რამ არა ერ­თა­დერ­თი. კაც­მა რომ თქვას, არა­სო­დეს იყო და არც ახ­ლა არის, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლად რა­ტომ­ღაც ასე გა­მო­დის. მე ვი­ცი, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­შიც ფიქ­რო­ბენ იმა­ზე, რო­გორ და­იხ­ვე­წოს ეს სის­ტე­მა და უახ­ლო­ეს ხანს უნ­და გვქონ­დეს მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ ეს სის­ტე­მა აუცი­ლებ­ლად და­იხ­ვე­წე­ბა.

⇓⇑ ხში­რად მით­ქ­ვამს და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ, სა­კუთ­რივ რე­პე­ტი­ტო­რო­ბა არა მგო­ნია, რომ დი­დი პრობ­ლე­მა იყოს. ეს პრაქ­ტი­კა ისე­თი­ვე ძვე­ლია, რო­გორც ლა­მის კა­ცობ­რი­ო­ბა. ძა­ლი­ან ხში­რი იყო ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა, ად­რე უფ­რო ნაკ­ლე­ბი მას­შ­ტა­ბით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რო­დე­საც ბავ­შ­ვებ­თან მო­დი­ოდ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ას­წავ­ლიდ­ნენ ან რა­ღაც სა­განს, ან დის­ციპ­ლი­ნას, ან რა­ღაც კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით უმაღ­ლებ­დ­ნენ ცნო­ბი­ე­რე­ბას. უკა­ნას­კ­ნელ ათ­წ­ლე­უ­ლებ­ში ამან სე­რი­ო­ზუ­ლი მას­შ­ტა­ბი შე­ი­ძი­ნა. ეს არის ადა­მი­ა­ნის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უფ­ლე­ბა, თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მი­ი­ღოს გა­ნათ­ლე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გზით, იქ­ნე­ბა ეს სა­ხელ­მ­წი­ფო სის­ტე­მა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­ში თუ კერ­ძო პრაქ­ტი­კა, ამას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს. ჩვენ უნ­და ვი­ფიქ­როთ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ზე, პირ­ველ რიგ­ში, და ამის შემ­დეგ, თა­ნამ­დე­ვი პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს მეტ-ნაკ­ლე­ბი შემ­ცი­რე­ბა ამ პრაქ­ტი­კის. არა მგო­ნია, ამ პრაქ­ტი­კის­გან სა­ერ­თოდ გა­თა­ვი­სუფ­ლ­დეს კა­ცობ­რი­ო­ბა ოდეს­მე, მაგ­რამ მა­ინც, ალ­ბათ, შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

⇓⇑ ის, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი და აღ­ზ­რ­დის ხა­რის­ხი უნ­და იყოს მა­ღა­ლი, ეს ნა­თე­ლია. მე მაქვს სრუ­ლი გან­ც­და იმი­სა (გან­ც­და მაქვს-მეთ­ქი, რბი­ლად ვამ­ბობ), ზუს­ტად ვი­ცი, რომ ბევრ სკო­ლა­ში, მო­დი, ასე ვთქვათ, ძა­ლი­ან ბევრ სკო­ლა­ში, და თუ კი­დევ გა­ვაძ­ლი­ე­რებთ, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევრ სკო­ლა­ში აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მა სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. ამას იმი­ტომ გე­უბ­ნე­ბით, რომ მე და­მის­ვამს ეს შე­კითხ­ვა ბევ­რი კო­ლე­გის­თ­ვის და ობი­ექ­ტუ­რი რომ ვი­ყო, იმა­საც გეტყ­ვით, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვი­საც, რო­გორც წარ­სულ­ში სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის­თ­ვის — რას აკე­თებს ქარ­თუ­ლი სკო­ლა იმის­თ­ვის, მა­გა­ლი­თად, რომ მი­აღ­წი­ოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებს, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს 2004 წელს. 18 წე­ლი­წა­დი გა­ვი­და და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც შე­ა­ფა­სებ­და რო­გორ აღ­წევს ქარ­თუ­ლი სკო­ლა 8 მი­ზანს, რო­მე­ლიც ჩა­მოთ­ვ­ლი­ლია ამ დო­კუ­მენ­ტ­ში. უც­ნა­უ­რია, არა?! მაგ­რამ ძა­ლი­ან „ქარ­თ­ვე­ლუ­რია“ იმი­ტომ, რომ ჩვენ, ძა­ლი­ან ხში­რად სწო­რედ სტენ­ლი პოგ­რო­ვის ტექ­ს­ტ­ში ასა­ხულ შეც­დო­მებს ვუშ­ვებთ ხოლ­მე, აქ­ცენტს ვა­კე­თებთ თე­ო­რი­ულ გა­აზ­რე­ბა­ზე, თუმ­ცა იქაც ბევ­რ­ჯერ ხარ­ვე­ზე­ბით და და­ნერ­გ­ვის კულ­ტუ­რა­ზე ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობთ ან მით უმე­ტეს, შე­ფა­სე­ბის მო­მენ­ტ­ზე ვფიქ­რობთ ხოლ­მე ნაკ­ლე­ბად. ძა­ლი­ან ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ ეხ­ლა, რომ თურ­მე გა­მოც­დე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლია (ასეც არის, რად­გან არის ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა, არც თუ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც ყო­ველ წე­ლი­წადს უტა­რე­ბენ მას­წავ­ლებ­ლებს გა­მოც­დებს სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით, მაგ­რამ ეს, ამ წუ­თას, გან­ზე გა­დავ­დოთ), ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის კი ეს გა­მოც­და არის სტრე­სი და რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არ უნ­და იყოს ისე აწყო­ბი­ლი, გა­მოც­დის­თ­ვის ამ­ზა­დებ­დეს ბავ­შ­ვებს. ეს ტრი­ვი­ა­ლუ­რად ბა­ნა­ლუ­რი მსჯე­ლო­ბაა, თა­ნაც შეც­დო­მით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბავ­შ­ვებს სკო­ლა არ უნ­და ამ­ზა­დებ­დეს უბ­რა­ლოდ გა­მოც­დის­თ­ვის ან უბ­რა­ლოდ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის. თუ უფ­რო შორ­საც წა­ვალთ, ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას, თა­ვის­თა­ვად, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტებ­ში, ხან­და­ხან, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა დღეს კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყოს, ვიდ­რე უმაღ­ლე­სი. სა­კა­მა­თო დე­ბუ­ლე­ბაა, მაგ­რამ ასე­თი რამ ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა წა­ი­კითხოთ და არც თუ ულო­გი­კო ამ­ბა­ვი გახ­ლავთ იმი­ტომ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვ­ლე­ბა, ყო­ველ დღე, ფუნ­და­მენტს გა­ნათ­ლე­ბი­სას ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნი, დღეს, პრო­ფე­სი­ას რამ­დენ­ჯერ­მე იც­ვ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში და მო­მა­ვალ­ში ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი გახ­დე­ბა.

⇓⇑ ჩვენ ვნა­ხეთ სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ახა­ლი სტან­დარ­ტი, მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გავ­ც­ნო­ბო­დი ამ დო­კუ­მენტს. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სტან­დარ­ტია, ვფიქ­რობ, გა­ცი­ლე­ბით სჯობს იმას, რაც იყო ად­რე, გა­ცი­ლე­ბით იმი­ტომ, რომ არა უბ­რა­ლოდ აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლია, არა­მედ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლია ამ სტან­დარ­ტ­ში ის, რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი არ არის მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც კარ­გად იცის, მა­გა­ლი­თად, კა­ნო­ნე­ბი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ან სხვ., ასე­ვე შრო­მის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც კარ­გად ერ­კ­ვე­ვა ფი­ნან­სებ­ში და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა, კაც­მა რომ თქვას, სკო­ლის ბი­უ­ჯე­ტი დღეს არ არის ისე­თი, რომ ძა­ლი­ან დი­დი ფი­ნან­სუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა სჭირ­დე­ბო­დეს დი­რექ­ტო­რის მხრი­დან. კვლავ და კვლავ ფი­ნან­ს­დე­ბა კვლავ­წარ­მო­ე­ბა სკო­ლის და არა მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა და ინო­ვა­ცი­უ­რი აზ­რი, რაც სკო­ლას მარ­თ­ლა ავი­თა­რებს. სტან­დარ­ტუ­ლი მო­დე­ლია და­ფი­ნა­ნსე­ბის, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს წელ­საც იმის გა­კე­თე­ბას უკე­თე­სად, ვიდ­რე შარ­შან ხდე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი. ვი­მე­ო­რებ, და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლი არ ბა­დებს გან­ვი­თა­რე­ბის იმ­პულსს, ანუ ინო­ვა­ცი­უ­რი აზ­რი არ და ვერ ფი­ნან­ს­დე­ბა. სკო­ლის დი­რექ­ტორს ბი­უ­ჯე­ტი­რე­ბის კულ­ტუ­რა უნ­და ჰქონ­დე­სო, ხში­რად მო­მის­მე­ნია, ამა თუ იმ ტრე­ნინ­გ­ზე. რა ბი­უ­ჯე­ტი აქვს ასე­თი სკო­ლას?! ლო­მის წი­ლი ამ ბი­უ­ჯე­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­ფა­სე­ბია, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი და პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფე­რი რჩე­ბა იმის­თ­ვის, რომ რა­ღაც და­გეგ­მოს სკო­ლის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რის სტან­დარ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცია არის ძა­ლი­ან კარ­გი, ოღონდ ეს ქა­ღალ­დ­ზე არ უნ­და დარ­ჩეს და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი უნ­და იყოს. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი უნ­და იყოს. ბევ­რ­ჯერ მით­ქ­ვამს, რომ სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა მომ­ზა­დე­ბა ამე­რი­კე­ლებ­მა მე-20 სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში და­იწყეს, ჯან­დაც­ვის მე­ნე­ჯე­რებს გა­ცი­ლე­ბით ად­რე, მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სი­დან, ამ­ზა­დებ­დ­ნენ. გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა იმი­სა, რომ გა­ნათ­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა სა­ჭი­რო იყო, ად­რე მოხ­და. თა­ვი­დან ისი­ნიც ამ გზა­ზე დად­გ­ნენ, რომ დი­რექ­ტორ­მა, ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა უნ­და იცო­დეს კა­ნო­ნი, მარ­თ­ვის თე­ო­რია, პრაქ­ტი­კა, ფი­ნან­სებ­ში ერ­კ­ვე­ო­დეს და ეს საკ­მა­რი­სია, ასე შე­ად­გი­ნეს პროგ­რა­მე­ბი და რო­დე­საც ასე­თი პროგ­რა­მე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხალ­ხი შე­ვი­და სკო­ლებ­ში, სკო­ლებ­მა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ მი­ი­ღეს იმი­ტომ, რომ მათ წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დათ სას­წავ­ლებ­ლის სპე­ცი­ფი­კა­ზე, გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა­ზე, ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მარ­თ­ვა­ზე და ა.შ. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრო­ექ­ტი ჩა­ვარ­და. მა­ლე­ვე შე­ა­ფა­სეს ეს ამ­ბა­ვი და და­იწყეს სწო­რედ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა, სკო­ლებ­მაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უკ­ვე მი­ი­ღეს. ჩვენ­თან რო­გორ იყო? გახ­სოვთ, ალ­ბათ, რომ და­იწყეს იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ისე­თი პრო­ფე­სიაა (თუმ­ცა, რო­გორც გითხა­რით, პრო­ფე­სი­აც არ არის), რომ ეს სა­მუ­შა­ო ნე­ბის­მი­ერ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს, ვი­საც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აქვს და სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის თუნ­დაც ერ­თი წლის სტა­ჟიც კი არ იყო, საწყის ეტაპ­ზე, სა­ჭი­რო. ამა­ზე მე ბევ­რი მი­სა­უბ­რია, მათ შო­რის, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­თა­ნაც, თუმ­ცა ამან არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო. ბევ­რი ისე­თი დი­რექ­ტო­რი მოხ­ვ­და ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ პოს­ტ­ზე სკო­ლა­ში, რო­მელ­საც მე უბ­რა­ლოდ სკო­ლა­შიც კი არ შე­ვუშ­ვებ­დი, მაგ­რამ, რას ვი­ზამთ, რო­გორც ვამ­ბობთ ხოლ­მე ქარ­თ­ვე­ლე­ბი, რაც მოხ­და, მოხ­და. რაც მოხ­და, მოხ­დას აზ­რი აქვს იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ახ­ლა მა­ინც გა­აზ­რე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს მი­ვი­ღებთ.

⇓⇑ პირ­ველ რიგ­ში გა­სა­აზ­რე­ბე­ლი და გა­სა­კე­თე­ბე­ლი სა­რე­ფორ­მო აქ­ტი­ვო­ბე­ბი — ამა­ზე სა­ა­თო­ბით შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ მო­დი, ასე ვთქვათ, რომ აქ პირ­ვე­ლი და მე­ო­რე არ არ­სე­ბობს, აქ რამ­დე­ნი­მე მდგე­ნე­ლია ისე­თი, რო­მე­ლიც პა­რა­ლე­ლუ­რად უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს. პირ­ველ რიგ­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უნ­და აეწყოს სის­ტე­მა, ვინ ად­გენს კა­ნონს და ვინ ას­რუ­ლებს მას; მე­ო­რე რიგ­ში, უნ­და მი­ვი­ღოთ თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ნო­ნი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც სა­ხელ­მ­წი­ფოს თა­ვი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ცხა­დია, ექ­ნე­ბა, მაგ­რამ სკო­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი; მე­სა­მე — გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლი აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­იც­ვა­ლოს, სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და გა­მო­ყოს გა­ცი­ლე­ბით (ეს სიტყ­ვა ხაზ­გა­სას­მე­ლია), გა­ცი­ლე­ბით მე­ტი თან­ხე­ბი (ერთ მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლით, ჩვე­ნი და­ნა­ხარ­ჯი ძა­ლი­ან მცი­რეა წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით); შემ­დეგ — აიგოს პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის, არა მარ­ტო მას­წავ­ლებ­ლე­ბის, არა­მედ სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი­საც, თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მო­ნი­ტო­რინ­გის ძა­ლი­ან გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მით იქ­ნე­ბა გამ­ყა­რე­ბუ­ლი. ამის­თ­ვი­საც, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა პი­რო­ბა უნ­და შე­იქ­მ­ნას და გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა უნ­და იყოს მა­ღა­ლი. მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი, ამ თვალ­საზ­რი­სით, სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე­ებს აკე­თებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მაგ­რამ მი­სი სიმ­ძ­ლავ­რე არ ყოფ­ნის იმას, რომ მთლი­ა­ნად მო­იც­ვას პე­და­გო­გი­უ­რი კორ­პუ­სი. ამას მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა.

აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­იქ­მ­ნას მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პე­და­გო­გი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის მთე­ლი მა­სი­ვი. პირ­ველ რიგ­ში, შე­იძ­ლე­ბა ითარ­გ­მ­ნოს უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი უცხო­უ­რი ენე­ბი­დან და მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვი­ზი­ა­როთ, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც ხდე­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში. ყვე­ლა რე­ფორ­მა ქა­ღალ­დ­ზე და­წე­რი­ლი რჩე­ბა, აზრს კარ­გავს, თუ ის არ აისა­ხა კონ­კ­რე­ტუ­ლად გაკ­ვე­თილ­ზე.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უნ­და იყოს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გი და ჩვენ უნ­და მი­ვეჩ­ვი­ოთ იმ ამ­ბავს, რომ პრინ­ცი­პუ­ლად, ლო­გი­კუ­რად, თან­მიმ­დევ­რუ­ლად და მუდ­მი­ვად შე­ვა­ფა­სოთ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის პრო­ცე­სი. ამას კი­დევ უამ­რა­ვი სხვა ნი­უ­ან­სიც ახ­ლავს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ამით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე­ბი.

P.S. ბევრ თე­მა­ზე შე­იძ­ლე­ბა კი­დევ სა­უ­ბა­რი, მა­გა­ლი­თად, იმა­ზე, რომ ჩვენ გვჭირ­დე­ბა რო­გორც სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო სა­გან­თა, ისე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ცეფ­ცი­ი­სა და პა­რა­დიგ­მის მი­ღე­ბა. ამა­ზე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო. გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა, პირ­ველ რიგ­ში, ეს არის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი გარ­დაქ­მ­ნე­ბი, დრო­ის შე­სატყ­ვი­სი გარ­დაქ­მ­ნე­ბი და ამ თე­მებ­ზე, ალ­ბათ, ცალ­კე და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ლა­პა­რა­კია სა­ჭი­რო.

ჩვენ, რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის ცნე­ბა უნ­და გან­ვ­მარ­ტოთ. რო­გორც სოკ­რა­ტე ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ფერს წინ უნ­და უძღო­დეს ცნე­ბა­თა გან­მარ­ტე­ბა, რა­ზე­დაც ვმსჯე­ლობთ, რომ ნა­თე­ლი იყოს, რას ვგუ­ლის­ხ­მობთ, რო­დე­საც ერ­თი და იმა­ვე სა­კითხ­ზე ვლა­პა­რა­კობთ. ჩვენც უნ­და შევ­თან­ხ­მ­დეთ, რას ნიშ­ნავს გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა. სულ გვეს­მის რე­ფორ­მა, უკ­ვე 30 წე­ლი­წა­დია, ვა­ა­ნონ­სებთ, მე, მა­გა­ლი­თად, 4 თუ 5 ასე­თი პრე­ზენ­ტა­ცია მახ­სოვს, რო­გორ უნ­და გარ­დაქ­მ­ნი­ლი­ყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. ყო­ველ ჯერ­ზე, მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ სხვა­დას­ხ­ვა წა­ნამ­ძღ­ვ­რე­ბი იდო იმ დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ში, რო­მელ­საც ჩვენ გვთა­ვა­ზობ­დ­ნენ გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის სა­ხით. ამას, ცხა­დია, არ უნ­და ძა­ლი­ან დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა და 30 წლის წი­ნა­თაც შე­იძ­ლე­ბა მივ­ხ­ვ­მ­და­რი­ყა­ვით, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმის გა­აზ­რე­ბას, რო­გო­რი უნ­და იყოს აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მა. თი­თო­ე­ულ­მა სკო­ლამ თვი­თონ უნ­და მი­აგ­ნოს გა­დაწყ­ვე­ტას პრობ­ლე­მე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აღ­ზ­რ­დას­თან და ამ ცნე­ბის შიგ­ნით მო­აზ­რე­ბულ სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბას­თან, მაგ­რამ ის, რომ აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მა, მწყობ­რი კონ­ცეფ­ცია უნ­და არ­სე­ბობ­დეს, ეს ცხა­დია. ამ თვალ­საზ­რი­სით, ალ­ბათ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გა­და­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის დო­კუ­მენტს და ვი­ცი, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტეტ­ში ამ თე­მა­ზე ფიქ­რო­ბენ და აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ. ვნა­ხოთ, რა შე­დეგს მი­ვი­ღებთ.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები