22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

ყველაფრის ბრმად მიღება ისეთივე დანაშაულია, როგორც ყველაფრის ხელაღებით უარყოფა

spot_img

ნო­ნა შა­ლამ­ბე­რი­ძე

საჩხე­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მე ვარ მას­წავ­ლე­ბე­ლი

ას­ჯერ რომ დავ­მ­დ­გა­რი­ყა­ვი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე, ას­ჯერ­ვე მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ­დი. ბედ­ნი­ე­რი ვარ ძა­ლი­ან კარ­გი საქ­მის მსა­ხუ­რე­ბით. ვარ ოჯა­ხუ­რი ჰარ­მო­ნი­ით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი დე­და, ბე­ბია და მე­უღ­ლე, გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით.

ნო­ვა­ცი­ე­ბი, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი, და­ქან­ც­ვამ­დე მის­ვ­ლა… და მა­ინც სა­ოც­რად გა­მა­ბედ­ნი­ე­რე­ბე­ლია ეს პრო­ფე­სია. რო­ცა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვას­რუ­ლე, ჯერ ვან­ში გა­მა­ნა­წი­ლეს, მე­რე საჩხე­რე­ში. მოვ­დი­ვარ მხრებ­გაშ­ლი­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბით, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ! პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი ნიშ­ნავს, პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შ­ვე­ბის გამ­ბედ­ნი­ე­რე­ბელ­სა და სი­ხა­რუ­ლის მიმ­ნი­ჭე­ბელს. ალ­ბათ ვე­რას­დ­როს და­ვიმ­შ­ვი­დებ­დი სინ­დისს, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის რომ არ მი­მე­ტა­ნა ის, რაც მე­ვა­ლე­ბა და რაც შე­მიძ­ლია.

დი­დი ხა­ნია, ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ მას­წავ­ლე­ბელს მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია უნ­და ჰქონ­დეს. იმ სკო­ლა­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ, არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი ვერც გა­ჩერ­დე­ბა. მხო­ლოდ საგ­ნობ­რი­ვი ში­ნა­არ­სის ცოდ­ნა არ კმა­რა, არც პროგ­რა­მე­ბი, არც მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა. ამ ყვე­ლა­ფერს უნ­და ახ­ლ­დეს მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­და­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვებს წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე მეგ­ზუ­რად გაჰ­ყ­ვე. რაც არ უნ­და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იყო, რა გა­მოც­დი­ლე­ბა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაც უნ­და გქონ­დეს, აუცი­ლე­ბე­ლია არა იმ­დე­ნად კრი­ტი­კუ­ლი მე­გო­ბა­რი, რამ­დე­ნა­დაც კარ­გი მეგ­ზუ­რი, გზის გამ­კა­ფა­ვი, რო­მელ­საც აქვს კომ­პე­ტენ­ცი­აც და სურ­ვი­ლიც, შე­ნი ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა სი­ხა­რუ­ლით გა­ი­ზი­ა­როს, თა­ნად­გო­მა გა­მო­გიცხა­დოს ყვე­ლა პრობ­ლე­მის გა­და­სა­ლა­ხა­ვად. წუ­წუ­ნი, შე­ცო­დე­ბა და „ეს რა მოგ­ს­ვ­ლია“ არაფ­რის მომ­ტა­ნია. რო­ცა მხე­დავ, რომ რა­ღაც კარ­გად არ გა­მომ­დის, მო­დი და მო­მაშ­ვე­ლე ხე­ლი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი უკე­თე­სი გავ­ზარ­დოთ! ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში კარ­გი თა­ნამ­დ­გო­მი (და არა ყალ­ბი თა­ნამ­გ­რ­ძ­ნო­ბი) ნიშ­ნავს მუდ­მივ წარ­მა­ტე­ბას.

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა და მას­წავ­ლე­ბე­ლი

დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს არ ახა­სი­ა­თებთ რა­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბა. ვცდი­ლობ, ვი­ყო ამ პა­ტა­რე­ბის ამ­პ­ლუ­ა­ში და ვი­ფიქ­რო, რო­გორ გა­ვა­ხა­რო ჩემ­ში ეს მოს­წავ­ლე­ე­ბი. დი­ახ, ჩემ­ში წარ­მოდ­გე­ნით გა­ვა­ხა­რებ ხოლ­მე ამ პა­ტა­რებს, მე­რე ამ აბ­ს­ტ­რაქ­ტის კონ­კ­რე­ტი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა არ მი­ჭირს. ყვე­ლა ჩე­მი მოს­წავ­ლე ჩე­მი მას­წავ­ლე­ბე­ლია. ისი­ნი უსიტყ­ვოდ მას­წავ­ლი­ან, რა უნ­და ვა­კე­თო… ყო­ველ დროს „ვდებ“ და­უ­წე­რელ კონ­ტ­რაქტს ჩემს პა­ტა­რებ­თან, მარ­ტი­ვი ფორ­მუ­ლი­რე­ბით: „ჩე­მო პა­ტა­რე­ბო, მე ვარ მუ­დამ თქვენ გვერ­დით, თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად იმი­ტომ, რომ სა­ოც­რად მი­ხა­რია თქვე­ნი სი­ხა­რუ­ლი. მი­გუ­ლეთ თქვენ გვერ­დით ყვე­ლა დროს“. გა­სულ წელს, რო­ცა დის­ტან­ცი­უ­რად ვას­წავ­ლი­დით, ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ „თიმ­ს­ში“ ისე­თი ბუ­ნებ­რი­ვი ემო­ცი­ით მითხ­რა, მას­წავ­ლე­ბე­ლო, მე­ნატ­რე­ბით, რო­დის შეგ­ხ­ვ­დე­ბი­თო, რომ სი­ხა­რუ­ლის უზარ­მა­ზა­რი ცრემ­ლი გა­დავ­ყ­ლა­პე… პრობ­ლე­მე­ბის მე­ტი რაა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში, მაგ­რამ მა­თი მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბიც არ­სე­ბობს: სიმ­შ­ვი­დით, სიყ­ვა­რუ­ლით, მოთ­მე­ნით, ტკბი­ლი სიტყ­ვით…

ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი — არას­ტან­დარ­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი

არას­ტან­დარ­ტუ­ლია ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი. სტან­დარ­ტ­ში მოქ­ცე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი ბავ­შ­ვე­ბის გარ­კ­ვე­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­ვას გუ­ლის­ხ­მობს. არას­ტან­დარ­ტუ­ლო­ბა არ ნიშ­ნავს უაზ­რო თა­მაშ­სა და დრო­ის გაყ­ვა­ნას. ყვე­ლა „არას­ტან­დარ­ტუ­ლო­ბა“ უნი­ვერ­სა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში, ერ­თხელ პა­ტა­რებს ასე­თი რამ შევ­თა­ვა­ზე: წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ გაქვთ ასი ლა­რი, რო­მელ პრო­დუქ­ტებს შე­უ­ძენ­დით და რა ფა­სად უმ­წეო ადა­მი­ა­ნებს, წარ­მო­ად­გი­ნეთ თქვენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ფორ­მით. პა­ტა­რე­ბი გა­ფა­ცი­ცე­ბით მუ­შა­ობ­დ­ნენ, ას­წო­რებ­დ­ნენ „სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო კა­ლა­თას“, ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებ­დ­ნენ და თან ხსნიდ­ნენ, რა­ტომ იყო სა­ჭი­რო საკ­ვე­ბის ასე­თი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. ერ­თ­მა პა­ტა­რამ მითხ­რა, ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის თან­ხას არ შე­ვიყ­ვან ამ ას ლარ­ში, მა­მა­ჩე­მი მი­მა­ტა­ნი­ნებს თა­ვი­სი მან­ქა­ნი­თო… მე­რე პა­ტა­რებ­მა იდე­აც წა­მო­ა­ყე­ნეს, კონ­ცერ­ტი გა­მარ­თეს, ფუ­ლი „გა­მო­ი­მუ­შა­ვეს“ და მარ­თ­ლა ვეწ­ვი­ეთ უმ­წეო მო­ხუც­თა სახლს. ასეთ­მა „არას­ტან­დარ­ტუ­ლო­ბამ“ ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ასე­თი უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი შე­მიძ­ლია, გა­ვიხ­სე­ნო. ერ­თხე­ლაც, მა­თე­მა­ტი­კის გაკ­ვე­თილ­ზე, ექ­ს­პერ­ტი გვეს­წ­რე­ბო­და. აშ­კა­რად წა­ვი­კითხე მის სა­ხე­ზე გა­ო­ცე­ბა, რო­ცა „გლა­ხა­კი და ქი­ლა ერ­ბო­თი“ და­ვიწყე გაკ­ვე­თი­ლი… ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე სა­სი­ხა­რუ­ლო ის იყო, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რა სრუ­ლი­ად ორ­გა­ნუ­ლად შე­ერ­წყა მა­თე­მა­ტი­კას. შე­დეგ­მა ექ­ს­პერ­ტიც გა­აკ­ვირ­ვა და მეც, არ დავ­მა­ლავ ამას!

სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოდ მხო­ლოდ წიგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ან სრუ­ლად უმი­სო­ბა და­ნა­შა­უ­ლია. რო­მე­ლი წიგ­ნიც კლა­სის­თ­ვის არ კმა­რა, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ რე­სურ­სებს და­ვიხ­მარ ხოლ­მე. მხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არაა პრობ­ლე­მა სკო­ლა­სა და მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის სა­კითხ­ში.

თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა — ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სტრა­ტე­გი­ე­ბი და მიდ­გო­მე­ბი

ტექ­ნო­ლო­გი­ებს ისე­ვე ვერ ავუვ­ლით გვერდს, რო­გორც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ ვერ აუარეს გვერ­დი თუნ­დაც გა­სან­თ­ლულ და­ფა­სა და „სტილს“ (წვე­რი­ან ჩხირს, რომ­ლი­თაც და­ფა­ზე „კაწ­რავ­დ­ნენ“ ბავ­შ­ვე­ბი). სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­რე­შე სწავ­ლე­ბა არ გა­მო­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბია სა­ჭი­რო. რაც შე­ე­ხე­ბა მიდ­გო­მებს, ამა­ზე ვიტყ­ვი: რამ­დე­ნი მოს­წავ­ლე­ცაა კლას­ში, იმ­დენ­ნა­ი­რი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო!

პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა

მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღლებაზე ზრუნ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და თა­ვად მას­წავ­ლებ­ლის საზ­რუ­ნა­ვია. ყვე­ლა­ფერს ვერ გა­ს­­წავ­ლი­ან, ზო­გი თა­ვა­დაც უნ­და ვის­წავ­ლოთ. სა­ხელ­მ­წი­ფომ უამ­რა­ვი რე­სურ­სი გა­ი­ღო ჩვე­ნი სის­ტე­მის­თ­ვის, ზოგ­ჯერ არაეფექ­ტუ­რა­დაც კი, მაგ­რამ ჩვენ ვართ ზრდას­რუ­ლე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ყვე­ლაფ­რის ბრმად მი­ღე­ბა ისე­თი­ვე და­ნა­შა­უ­ლია, რო­გორც ყვე­ლაფ­რის ხე­ლა­ღე­ბით უარ­ყო­ფა. ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნად მი­ვიჩ­ნევ „ახა­ლი სკო­ლის მო­დელს“. გაგ­ვი­მარ­თ­ლა საჩხე­რის პირ­ველ­ს­კო­ლე­ლებს, ძა­ლი­ან კარ­გი მხარ­დამ­ჭე­რი გუნ­დი მო­ვი­და ჩვენ­თან. არ დაგ­ვ­რ­ჩე­ნია არც ერ­თი ნი­უ­ან­სი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბელს ესა­ჭი­რო­ე­ბა, რომ არ გან­გ­ვე­ხი­ლა. ექ­ს­პერ­ტი, ბა­ტო­ნი რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი, კვი­რა­ში სამ დღეს, ჩვენ გვერ­დით იდ­გა და საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლით გვხიბ­ლავ­და!

მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი და გაკ­ვე­თი­ლის ხა­რის­ხი

სტა­ტუ­სე­ბი არ ატა­რებს გაკ­ვე­თილს, გაკ­ვე­თილს ატა­რებს მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ერთ დღეს, რო­ცა სტა­ტუ­სი აუმაღ­ლ­დე­ბა, ამით რა­დი­კა­ლუ­რად ვერ შეც­ვ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას სკო­ლა­ში. ვფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლი უნ­და იყოს არა მარ­ტო გა­მოც­დებ­ზე, არა­მედ სას­კო­ლო თე­მის მი­ერ აღი­ა­რე­ბა­სა და მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებ­ზე.

სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და მიღ­წე­ვე­ბი

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრობ­ლე­მად გუნ­დუ­რო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ვა­სა­ხე­ლებ. გუნ­დუ­რად მო­თა­მა­შე მას­წავ­ლებ­ლებს არ რჩე­ბათ პრობ­ლე­მე­ბი გა­და­უწყ­ვე­ტე­ლი. მიღ­წე­ვად მი­მაჩ­ნია ის, რომ სა­მი­ნის­ტ­რო­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის ბა­რი­ე­რი აღა­რაა. ამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ცა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ ჯა­ყე­ლი. ეს ქალ­ბა­ტო­ნი გარ­და იმი­სა, რომ მა­ღა­ლი რან­გის სპე­ცი­ა­ლის­ტია, ადა­მი­ა­ნო­ბის ზე­და თა­მა­სა­ცაა! ნე­ტავ მაჩ­ვე­ნა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჯა­ყე­ლი არ უყ­ვარს, მი­სი უშუ­ა­ლო­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გა­მო! მინ­და, ის ოდეს­მე ჩემს გაკ­ვე­თილ­ზე მო­ვი­დეს, ვაჩ­ვე­ნო ის, რაც შე­მიძ­ლია და მი­სი რჩე­ვე­ბით გა­ვიმ­დიდ­რო გა­მოც­დი­ლე­ბა.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“

ჩე­მი სა­უ­ბა­რი სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია ამ „მო­დელ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენს სკო­ლა­ში ათე­უ­ლო­ბით პე­და­გო­გი მუ­შა­ობს. მათ ახ­სოვთ „მო­დე­ლის წი­ნა“ ნო­ნა შა­ლამ­ბე­რი­ძე და „მო­დე­ლის შემ­დ­გო­მი“ — მის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი. ად­რე ჩემ­თ­ვის გა­დამ­წყ­ვე­ტი იყო მოს­წავ­ლე­თა ბედ­ნი­ე­რე­ბა. ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ ორი­ვე მხა­რე ვართ ბედ­ნი­ე­რი. ეს ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლა­ში ცვლი­ლე­ბებს, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ორი მხა­რე: მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე ერ­თად მი­დი­ან წარ­მა­ტე­ბის­კენ. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და მი­ი­ღოს ის პრინ­ცი­პე­ბი, რა­საც გვთა­ვა­ზობს ასმ და და­ნერ­გოს კლას­ში. მე­რე მო­დის ის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­მელ­ზეც გე­სა­უბ­რე­ბო­დით!

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი

თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი არის მხო­ლოდ ის, ვინც მუ­დამ ბავ­შ­ვე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვეა.

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მას­წავ­ლე­ბელს ცო­ტა აქვს. ეს ცო­ტა დროც მი­აქვს დე­დო­ბას, მე­უღ­ლე­ო­ბა­სა და ბე­ბი­ო­ბას, ზოგ­ჯერ სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და საკ­ლა­სო ოთა­ხის იქი­თაც მნა­ხავთ. ბო­ლო ერთ წელ­ში, ჩემს გუნ­დ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე სკო­ლას და­ვუ­ჭი­რე მხა­რი სა­მეგ­რე­ლო­ში, რა­ჭა­სა და იმე­რეთ­ში. სხვა სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა არას­დ­რო­საა ზედ­მე­ტი. იმე­დი მაქვს, პან­დე­მია დაგ­ვაც­დის და ისევ წა­ვალთ ერ­თად ლიხს იქით და ლიხს აქეთ…

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები