21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და და ნაკ­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ვო­ბით – პანდემიის გავლენა სსსმ მოსწავლეებზე

spot_img

2020-2021 სას­წავ­ლო წე­ლი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. და­მე­თან­ხ­მე­ბით, საკ­მა­ოდ რთუ­ლი და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე წე­ლი აღ­მოჩ­ნ­და გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს­თ­ვის ისე­ვე, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, ცხა­დია, ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სის სფე­რო ამ­ჯე­რად გა­ნათ­ლე­ბაა, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, სკო­ლა, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­მა. რა და­ნა­კარ­გე­ბი აქვთ მოს­წავ­ლე­ებს და რო­გორ გა­მო­ვას­წო­როთ ჩა­მორ­ჩე­ნა, კო­ვიდ­პან­დე­მი­ის ფონ­ზე, სწო­რედ ამის გა­სარ­კ­ვე­ვად ახორ­ცი­ე­ლებს გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცია, აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თ­ვის ინ­ს­ტი­ტუ­ტის (EWMI) ACCESS-ის პრო­ექ­ტის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, პრო­ექტს „სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის შეს­წავ­ლა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში“. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, კო­ა­ლი­ცია, პე­რი­ო­დუ­ლად, ონ­ლა­ინ დის­კუ­სი­ებს მარ­თავს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან. გა­სულ კვი­რას, პან­დე­მი­ის დროს სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვებ­სა და ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს და­ეთ­მო ვე­ბი­ნა­რი. დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი ნი­ნო ცინ­ცა­ძე და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ლო­მე ჩარ­კ­ვი­ა­ნი. ვე­ბი­ნა­რის მო­დე­რა­ტო­რის, გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას აზ­რით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა დის­კუ­სი­ის თე­მა: „რო­დე­საც სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე ვსა­უბ­რობთ, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი ნაკ­ლე­ბად არის ხოლ­მე და­ფა­რუ­ლი, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ვე­ბი­ნა­რი მთლი­ა­ნად ამ თე­მას და­ვუთ­მოთ და ვი­სა­უბ­როთ იმ და­ნა­კარ­გებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბობს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში. სა­ინ­ტე­რე­სოა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან მო­ვის­მი­ნოთ, რა არის ეს და­ნა­კარ­გე­ბი და რი­სი გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია მათ აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად. ბევ­რი სტე­რე­ო­ტი­პი და წარ­მოდ­გე­ნა არ­სე­ბობს ამ თე­მას­თან მი­მარ­თე­ბით, ამი­ტო­მაც არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო მა­თი აზ­რის მოს­მე­ნა.

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გითხ­რათ, რომ ჩვენ, ერთ-ერთ კვლე­ვა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, მეტ-ნაკ­ლე­ბად მზარ­დი ტენ­დენ­ცია და­ვი­ნა­ხეთ, თუ რო­გორ იზ­რ­დე­ბა სსსმ მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. თუ უფ­რო ძვე­ლი დრო­ი­დან მოვ­ყ­ვე­ბით, გეტყ­ვით, რომ: მა­გა­ლი­თად, 2009 წელს სკო­ლა­ში ჩარ­თუ­ლი იყო 200-მდე სსსმ ბავ­შ­ვი, დღეს  7000-ზე მე­ტი მოს­წავ­ლეა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი. თუმ­ცა, ვი­ცით, რომ მზარ­დი ტენ­დენ­ცი­ის ფონ­ზე, საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვაა. ამი­ტომ, შერ­ჩე­ულ სტუმ­რებს მინ­და ვკითხო, ზო­გა­დად, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა პან­დე­მი­ამ სკო­ლე­ბი და მათ შო­რის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი, მა­თი ოჯა­ხე­ბი, მშობ­ლე­ბი – რა გავ­ლე­ნა  იქო­ნია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე პან­დე­მი­ამ.“

ნი­ნო ცინ­ცა­ძე: „ზო­გა­დად თუ ვი­სა­უბ­რებთ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ იმა­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი და მა­თი მშობ­ლე­ბი, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შეც იყო ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ბავ­შ­ვი და მი­სი მშო­ბე­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სკო­ლა არ არის მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ნა­წი­ლი, ეს არის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი. ბავ­შ­ვე­ბი მხო­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში არ იღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას და არ ვი­თარ­დე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლის რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო და ამ გა­რე­მო­დან მოწყ­ვე­ტა, რა თქმა უნ­და, არც ერ­თი ბავ­შ­ვის­თ­ვის არ იყო კარ­გი და სა­სარ­გებ­ლო, თა­ვის­თა­ვად, არც სსსმ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ პრო­ცე­სებს ბევ­რი პრობ­ლე­მა ახ­ლ­და – ბევ­რი დრო და­ი­კარ­გა, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დას­ჭირ­და დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ტ­რუქ­ტუ­რე­ბას.

ვერ ვიტყ­ვი, რომ ეს ვინ­მეს ბრა­ლია, მთე­ლი მსოფ­ლიო ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­და და პრობ­ლე­მე­ბი ყველ­გან იყო. ამ დროს, ცხა­დია, კი­დევ უფ­რო მე­ტად იჩი­ნა თა­ვი იმ პრობ­ლე­მებ­მა, რაც აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს, ზო­გა­დად, სას­კო­ლო სის­ტე­მა­ში. სკო­ლა­ში რა­ღაც რომ ხდე­ბა, მათ­თ­ვის ეს ცო­ტა უფ­რო გვი­ან ხდე­ბა ხოლ­მე, უფ­რო ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხი­თა და მას­შ­ტა­ბით. ამ ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ახ­ლა სწო­რედ ეს პრო­ცე­სი გან­მე­ორ­და, ოღონდ ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში. მა­თი ჩარ­თ­ვა უფ­რო გვი­ან მოხ­და, ინ­ტენ­სი­ვო­ბა და რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად უფ­რო ნაკ­ლე­ბი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ვიმ­ს­ჯე­ლო, რად­გან ბევრ შემ­თხ­ვე­ვას­თან მქო­ნია საქ­მე და და­ახ­ლო­ე­ბით მაქვს წარ­მოდ­გე­ნა ამ პრო­ცე­სებ­ზე. მოკ­ლედ კი, ასე ვიტყ­ვი – ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და და ნაკ­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ვო­ბით.“

სა­ლო­მე ჩარ­კ­ვი­ა­ნი: „პრინ­ციპ­ში, ნი­ნოს უნ­და და­ვე­თან­ხ­მო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ გაქვს ობი­ექ­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, გან­ც­დის დო­ნე­ზე, ყვე­ლა­ფე­რი ბევ­რად უფ­რო რთუ­ლად იყო. ეს არ ეხე­ბო­და მხო­ლოდ სსსმ მოს­წავ­ლე­ებს, ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც ბევ­რად სტრე­სუ­ლი იყო ცვლი­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დი – დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა, მე­რე ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­გუ­ე­ბა და ადაპ­ტი­რე­ბა, შემ­დეგ ისევ გა­მოს­ვ­ლა, მე­რე ისევ გას­ვ­ლა. თან ამ ყვე­ლაფ­რის­თ­ვის არ იყო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი დრო, ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღე­ბო­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და ორი-სა­მი დღე ჰქონ­დათ ხოლ­მე მშო­ბელ­სა და მას­წავ­ლე­ბელს გა­და­საწყო­ბად. ცალ­კე ბავ­შ­ვის­თ­ვის იყო ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი, არა მხო­ლოდ სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის, არა­მედ, ზო­გა­დად, აკა­დე­მი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვებ­შიც (კი­დევ უფ­რო მე­ტად – სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან), შე­ნელ­და. თუმ­ცა არის გა­მო­ნაკ­ლი­სიც, რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის იმ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და სახ­ლ­ში ყოფ­ნა, რომ შფოთ­ვაც კი მო­ეხ­ს­ნათ და უკეთ ვი­თარ­დე­ბოდ­ნენ აკა­დე­მი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. მაგ­რამ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ სახ­ლ­ში გა­მო­კეტ­ვა აუცი­ლებ­ლად კარ­გი და სა­სარ­გებ­ლო იყო. სა­ერ­თო ჯამ­ში, მრა­ვალ­მ­ხ­რივ მტკივ­ნე­უ­ლი იყო ეს სას­წავ­ლო წე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და მა­თი მშობ­ლე­ბის­თ­ვის.“

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ვერ სა­უბ­რო­ბენ, ეს, პირ­ველ რიგ­ში, სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მა­ზე მი­უ­თი­თებს. სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს, ამი­ტომ, მათ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ან მათ მი­ერ მო­ძი­ე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უწევთ დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა, რომ სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა იყო უფ­რო ნაკ­ლე­ბი და გარ­კ­ვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბიც ახ­ლ­და. რა შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­სა­ვა­ლი და რო­გორ ხე­და­ვენ პრობ­ლე­მის, მოს­წავ­ლე­თა ჩა­მორ­ჩე­ნის, აღ­მოფხ­ვ­რას. დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ორი­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტი აცხა­დებს, რომ, პირ­ველ რიგ­ში, სა­სურ­ვე­ლია არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, შემ­დეგ მა­თი გა­მოს­წო­რე­ბის გზებ­ზე მუ­შა­ო­ბა. ნი­ნო ცინ­ცა­ძის აზ­რით, გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­კითხი კომ­პ­ლექ­სუ­რია და მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი არა­ფერ­ზე არ არ­სე­ბობს ისე­ვე, რო­გორც ამ შე­კითხ­ვა­ზე: „სსსმ ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან, მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბა ხან­და­ხან რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ბათ, ამ პან­დე­მი­ურ­მა პე­რი­ოდ­მა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად გა­ი­ა­რა. ამის მი­ზე­ზი, შე­იძ­ლე­ბა, მა­თი პერ­სო­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ან სხვა ფაქ­ტო­რე­ბი იყო. დიდ როლს თა­მა­შობს, ასე­ვე, გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბიც. ზო­გი­ერ­თის­თ­ვის ოჯა­ხი ძა­ლი­ან კარ­გი მხარ­დამ­ჭე­რი აღ­მოჩ­ნ­და, ნა­წი­ლი, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი იყო. შე­იძ­ლე­ბა, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, სკო­ლას ან სპეც­მას­წავ­ლე­ბელს მაქ­სი­მუ­მიც კი გა­ე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ბავ­შ­ვებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, წე­ლი გა­უც­დათ, რად­გან არა­ნა­ი­რი წინ­ს­ვ­ლა მათ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ მომ­ხ­და­რა. ამი­ტომ, ალ­ბათ, სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი­ყო, ერ­თი მხრივ, მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და, მე­ო­რე მხრივ, ის რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­შიც ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვ­ნენ. იმა­ზეც კი შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი, რომ სკო­ლა­ში და­მა­ტე­ბი­თი წე­ლი და­უშ­ვან (შე­საძ­ლოა ზო­გი­ერთ მშო­ბელს ეს არ უნ­დო­დეს, ნა­წი­ლი კი თა­ნახ­მა იყოს). ალ­ბათ, რთუ­ლი გა­და­საწყ­ვე­ტი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ამას რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­ეთ­მოს, მე მგო­ნი, ცხა­დია.“

სა­ლო­მე ჩარ­კ­ვი­ა­ნის აზ­რით, სამ­თავ­რო­ბო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სის­ტე­მა სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­კითხს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად უყუ­რებს: „თით­ქოს ერ­თი გა­მოცხა­დე­ბა და მორ­ჩა, მე­ო­რე დღეს მი­ვალთ სკო­ლა­ში და ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისე გაგ­რ­ძელ­დე­ბა, რო­გორც დავ­ტო­ვეთ. ამ დროს, ეს ასე არ იყო და ვერც იქ­ნე­ბო­და. სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან რთუ­ლი, და­ახ­ლო­­ე­ბით, ორ-სამ­კ­ვი­რი­ა­ნი პრო­ცე­სი იყო, მე­რე – პე­რი­ო­დი, რო­ცა, თით­ქოს, შე­გუ­ე­ბა და­ვიწყეთ, მე­რე ისევ გა­ვე­დით ონ­ლა­ინ, შემ­დეგ ისევ „არ­და­დე­გე­ბი“ გა­მოცხად­და და ასე გაგ­რ­ძელ­და… ახ­ლა იცით რო­გო­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბაა – სას­წავ­ლო წე­ლი მთავ­რ­დე­ბა და ჩემს გან­ც­და­ში (და ბავ­შ­ვე­ბის გან­ც­და­შიც), თით­ქოს ოქ­ტომ­ბე­რია.

აკა­დე­მი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, მშო­ბელს არ­და­დე­გე­ბის დროს ვერ მოს­თხოვ პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვას, რო­ცა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბაა. ვერც იმ­დე­ნი ხნით ამე­ცა­დი­ნებს შვილს, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა. ამ­დე­ნი დრო არ აქვს, მა­საც თა­ვი­სი გრა­ფი­კი აქვს, დროს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც უჭირს ეს ყვე­ლა­ფე­რი, სსსმ მოს­წავ­ლეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კე­ბით მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ ყვე­ლა­ფერს მივ­ყ­ვე­ბო­დით… ოფ­ლა­ინს ონ­ლა­ინ ცვლი­და, მე­რე ისევ თა­ვი­დან ვიწყებ­დით, ოფ­ლა­ინ და ა.შ. მთე­ლი წე­ლი ასე ვტრი­ა­ლებ­დით მან­კი­ერ წრე­ზე. თა­ვის­თა­ვად, ამ ყვე­ლა­ფერ­თან ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რად შე­გუ­ე­ბაც ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, ბავ­შ­ვებს შფოთ­ვა და­ეწყოთ. რამ­დე­ნი­მე ბავშვს ვე­რაფრით გა­ვა­გე­ბი­ნეთ, რა­ტომ შე­უძ­ლია ხან დარ­ჩეს სახ­ლ­ში და ხან არა, რა­ტომ არის მე­გობ­რებ­თან თა­მა­ში ხან შე­საძ­ლე­ბე­ლი და ხან არა. ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი ბევ­რი იყო. მაგ­რამ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ მხა­რეს, იმი­ტომ, რომ სის­ტე­მას ამის­თ­ვის ისე­დაც და­ნე­ბე­ბუ­ლი აქვს თა­ვი და აქ­ცენ­ტი იმა­ზე გა­ვა­კე­თოთ, რა­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად ითხო­ვენ ჩვენ­გან, სკო­ლე­ბის­გან – რო­გო­რი შე­დე­გი დავ­დეთ? ალ­ბათ, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში – მე­ოთხე­დი სე­მეს­ტ­რის შე­დე­გი. ამას, ცხა­დია, ჩე­მი სკო­ლის მა­გა­ლით­ზე ვამ­ბობ, და­ნარ­ჩენ­მა სკო­ლებ­მა თა­ვი­სი შე­დე­გე­ბი იცი­ან. სა­ერ­თოდ, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ქნეს იმ სპეც­მას­წავ­ლებ­ლებ­მა, რომ­ლებ­საც 12 და 15 ბავ­შ­ვი ჰყავ­დათ ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე­თი სკო­ლე­ბიც ხომ გვაქვს.“

ნი­ნო ცინ­ცა­ძე იმ პრობ­ლე­მებ­საც შე­ე­ხო, რო­ცა მას­წავ­ლებ­ლებს პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მო­უ­წი­ათ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა რო­გორც პი­რის­პირ, ისე ონ­ლა­ინ. ამ­ბობს, რომ პე­და­გოგ­თა უმე­ტე­სო­ბა, სტრე­სის და გა­დაღ­ლი­ლო­ბის მთა­ვარ წყა­როდ, სწო­რედ ასეთ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას ასა­ხე­ლებს. სა­ლო­მე ჩარ­კ­ვი­ა­ნის აზ­რით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ეს რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და არა მხო­ლოდ ორ­მა­გი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის კუთხით, არა­მედ რე­სურ­სე­ბიც მხრი­ვაც: „ორ­მა­გი შრო­მის და­უ­ფა­სებ­ლო­ბას­თან ერ­თად, მას­წავ­ლებ­ლებს პრობ­ლე­მა რე­სურ­სე­ბის მხრი­ვაც ჰქონ­დათ იმი­ტომ, რომ კლას­ში სწავ­ლე­ბი­სას სულ სხვა რე­სურ­სი გჭირ­დე­ბა და თიმ­ს­ში – სხვა, იშ­ვი­ა­თად ემ­თხ­ვე­ვა ერ­თ­მა­ნეთს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რო­მე­ლი­მე სა­იტ­ზე შე­ვი­დეთ და ქარ­თუ­ლი რე­სურ­სი ამო­ვი­ღოთ, თან ამოვ­ბეჭ­დოთ და მოს­წავ­ლეს გა­ვუგ­ზავ­ნოთ. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თად იყო, ძი­რი­თა­დად, ეს მუ­შა­ო­ბა კი­ნეს­ტე­ტი­კუ­რია ხოლ­მე. თუმ­ცა მე, ამ მხრივ, იღ­ბ­ლი­ა­ნი აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, რად­გან ჩე­მი ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებ­მა, რო­გორც კი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, ყვე­ლამ გა­მო­უშ­ვა ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში.“ თუმ­ცა, იქ­ვე ამ­ბობს, რომ შე­იძ­ლე­ბა ზოგ­მა გა­ი­აზ­როს, მაგ­რამ არ ჰქონ­დეს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ ამ რის­კ­ზე წა­ვი­დეს, თუნ­დაც ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ან ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მშობ­ლებს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი აქვთ – ნა­წი­ლის­თ­ვის სი­ცოცხ­ლე და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბაა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, ვიდ­რე სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა, ნა­წი­ლის­თ­ვის კი, პი­რი­ქით. ეს, ძი­რი­თა­დად, იმ კა­ტე­გო­რი­ის­თ­ვის, რომ­ლებ­საც არ ჰყავ­დათ მძაფ­რი რისკ-ჯგუ­ფის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ არა უშავს, შეხ­ვ­დეს კო­რო­ნა, ვიდ­რე მთე­ლი წე­ლი სახ­ლ­ში იჯ­დეს და ჩა­მორ­ჩეს ან ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა შე­უ­ფერ­ხ­დეს. „რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამის ფუ­ფუ­ნე­ბაც უნ­და ჰქო­ნო­დათ ადა­მი­ა­ნებს, ამი­ტომ მხო­ლოდ გა­აზ­რე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ისე­ვე რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მშობ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც არი­ან ასე­თი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი – ბავშვს სკო­ლა­ში მხო­ლოდ იმი­ტომ ატა­რე­ბენ, რომ უბ­რა­ლოდ იაროს, პრო­ცე­სებ­ში სა­ერ­თოდ არ არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს რა რთუ­ლია. მშო­ბე­ლი ისე­დაც ხომ შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლია სკო­ლა­სა და ბავშვს შო­რის, მით უფ­რო, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი სახ­ლ­ში არი­ან და მშობ­ლებ­მა უნ­და შე­ი­თავ­სონ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მას­წავ­ლებ­ლის რო­ლიც _ სახ­ლ­შიც იმა­ვე ქცე­ვებ­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ას­პექ­ტებ­ზე უნ­და იმუ­შა­ონ შვილ­თან, რო­გორც სკო­ლა­ში მუ­შა­ობს მას­წავ­ლე­ბე­ლი. რო­გორც წე­სი, ეს ასე არ ხდე­ბა, ანუ მთლი­ა­ნად სკო­ლას აწ­ვე­ბა ხოლ­მე ყვე­ლა­ფე­რი. მე­ო­რე მხრივ, რო­დესაც ონ­ლა­ინ ვართ, ბავშვს მშობ­ლის დახ­მა­რე­ბა კი­დევ უფ­რო მე­ტად სჭირ­დე­ბა, თუნ­დაც, თიმ­ს­ში მუ­შა­ო­ბი­სას, ნა­მუ­შევ­რის (რა­საც და­წერს, და­ხა­ტავს ან სუ­რათს გა­და­უ­ღებს) გად­მოგ­ზავ­ნი­სას. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმა­საც კი ვერ ვა­ხერ­ხებთ, რომ მშო­ბე­ლი ტექ­ნი­კუ­რად და­ეხ­მა­როს ბავშვს. მოკ­ლედ, ეს იყო ყვე­ლა­ზე დი­დი ტან­ჯ­ვა.“

რა ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნ­და გა­ტარ­დეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით? ნი­ნო ცინ­ცა­ძის აზ­რით, ზო­გა­დად, მშობ­ლი­სა და სკო­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი თე­მაა არა მარ­ტო ჩვენ­თან, უმ­რავ­ლეს ქვეყ­ნებ­შიც და დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა სჭირ­დე­ბა ამ ორი რგო­ლის ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ა­ში მოყ­ვა­ნას. სხვა რა­მე­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, ხან­და­ხან მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც კი ჩნდე­ბა – სა­პი­რის­პი­რო ბა­ნა­კე­ბად მო­ი­აზ­რე­ბენ თავს სკო­ლა და მშობ­ლე­ბი. „ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა და დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა და მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას. გარ­და ამი­სა, აქაც, ისე­ვე რო­გორც სხვა შემ­თხ­ვე­ვებ­ში, მშობ­ლე­ბიც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან, შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად პა­სუ­ხობ­დ­ნენ გა­მოწ­ვე­ვებს.

მე შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო არა მხო­ლოდ სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე, არა­მედ ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის მა­გა­ლით­ზეც, რო­მელ­საც წარ­მო­ვად­გენ. შშმ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და, გარ­კ­ვე­ულ პე­რი­ოდ­ში, ჩვენც მოგ­ვი­წია მთლი­ა­ნად ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მშობ­ლე­ბის რე­აქ­ცია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო – ზო­გის­თ­ვის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ბავ­შ­ვ­თან ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბა, მე­ტიც, კა­ტე­გო­რი­ულ უარს აცხა­დებ­დ­ნენ. ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ დახ­მა­რე­ბას და მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დი­ო­დათ კი­დეც.

ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც იყო, რო­დე­საც ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლით მარ­თ­ლა სა­სარ­გებ­ლო და და­დე­ბი­თი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მოხ­და ის, რაც არ ხდე­ბა ხოლ­მე ცენ­ტ­რ­ში – გა­ი­ზარ­და მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა. ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბი­სას კი, თე­რა­პი­უ­ლი პრო­ცე­სის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შე­იკ­რას სამ­კუთხე­დი თე­რა­პევტს, ბავ­შ­ვ­სა და მშო­ბელს შო­რის. სწო­რედ ეს მოხ­და ონ­ლა­ინ სე­სი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით. სა­დაც მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა იყო, იქ შე­დე­გიც ძა­ლი­ან კარ­გი მი­ვი­ღეთ. მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, რთუ­ლია ეს გაგ­რ­ძელ­დეს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად იმი­ტომ, რომ მშო­ბელს (სუ­ლერ­თია მუ­შა­ობს თუ არა), გან­სა­კუთ­რე­ბით – სტრე­სულ პე­რი­ოდ­ში, ბევ­რი სხვა საზ­რუ­ნა­ვი აქვს. ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად და რე­გუ­ლა­რუ­ლად, სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბებ­თან ერ­თად, მო­ირ­გო მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც და სო­ცი­ა­ლუ­რა­დაც რთუ­ლია. რაც მთა­ვა­რია, ამას და­მა­ტე­ბით სხვა უნა­რე­ბიც სჭირ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მა ბევ­რი იყო და არის ამ თვალ­საზ­რი­სით.“

დის­კუ­სი­ის და­სას­რულს, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ის კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი შე­ა­ჯა­მეს, რაც ონ­ლა­ინ სწა­ვ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში სპეც­მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გაჩ­ნ­და. სა­ლო­მე ჩარ­კ­ვი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ოც­ნე­ბობ­და, რე­სურ­სი ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი­ვე გა­მარ­თუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქარ­თულ ენა­ზე, რო­გორც უცხო­უ­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი რე­სურ­სი. „უცხო­ურ ენა­ზე აქვთ რე­სურ­სი, რომ­ლის მო­ძი­ე­ბაც ბავშვს თვი­თონ შე­უძ­ლია სა­იტ­ზე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, მე არ უნ­და დამ­ჭირ­დეს რა­ღაც ფა­ი­ლე­ბის გაგ­ზავ­ნა და მე­რე მოს­წავ­ლეს უკან გა­მოგ­ზავ­ნა. თიმ­სი, რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლაფ­რის მომ­ც­ვე­ლი პროგ­რა­მა არ არის. კი ბა­ტო­ნო, და­რე­კავ, ეკ­რანს გა­ა­ზი­ა­რებ და მე­რე?.. იმას, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე ბავშვს სჭირ­დე­ბა, ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვი ძა­ლი­ან პრე­ტენ­ზი­უ­ლია, იუთუბს უყუ­რებს, აპ­ლი­კა­ცი­ებ­ში შე­დის, ძა­ლი­ან ფე­რა­დია მი­სი სამ­ყა­რო. რთუ­ლია, ეკ­რან­მიღ­მა მჯდომ­მა მის­თ­ვის გაკ­ვე­თი­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­ხა­დო და ისე­თი რე­სურ­სე­ბი გა­აგ­ზავ­ნო, რო­მე­ლიც და­ა­ინ­ტე­რე­სებს. ქარ­თუ­ლად იშ­ვი­ა­თად იპო­ვი სა­იტს, სა­დაც ბავ­შ­ვი მხი­ა­რუ­ლად, ინ­ტე­რე­სით ის­წავ­ლის, თუნ­დაც, ასო­ე­ბის ამორ­ჩე­ვას და სიტყ­ვის აწყო­ბას შეძ­ლებს და ა.შ. არა­და, სწო­რედ ეს იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ, რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა პრი­ო­რი­ტე­ტად არ გა­მოცხად­და, ვინ ცის, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ წელს? ან რამ­დენ ხანს მოგ­ვი­წევს სწავ­ლის ამ რე­ჟიმ­ში გაგ­რ­ძე­ლე­ბა? გა­მო­დის, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ გვი­მუ­შა­ვია და ისევ თიმ­სის იმე­დად დავ­რ­ჩით.

მე­ო­რე სა­კითხი, რო­მე­ლიც ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თ­ვის, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, არის ის, რომ სა­სურ­ვე­ლია, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლის შემ­დეგ, ზუს­ტად მცოდ­ნო­და, რამ­დენ ხანს გაგ­რ­ძელ­დე­ბო­და დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლე­ბა – ექ­ვ­სი თვე, სა­მი თუ ერ­თი თვის მე­რე შევ­ძ­ლებ­დით კლას­ში დაბ­რუ­ნე­ბას. მეს­მის, რომ ეს რა­ღაც­ნა­ი­რად მიბ­მუ­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, თუმ­ცა, მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ბო­ლომ­დე ასეც არ არის, იმი­ტომ, რომ ახ­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის ზუს­ტად ის რა­ო­დე­ნო­ბა გვყავს, რაც შე­მოდ­გო­მა­ზე იყო, რო­ცა გა­ვე­დით ონ­ლა­ინ. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ღაც პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა.“

რო­გორ მო­ემ­ზა­დოს სკო­ლა მომ­დევ­ნო აკა­დე­მი­უ­რი წლის­თ­ვის? – ამ კითხ­ვას ნი­ნო ცერ­ც­ვა­ძე პა­სუ­ხობს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა, სკო­ლამ შე­ის­წავ­ლოს ის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მის სსსმ მოს­წავ­ლეს აქვს. „თუ სის­ტე­მა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 7000-ზე მე­ტი ბავ­შ­ვია, ისი­ნი, თა­ვის­თა­ვად, გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი არი­ან სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში. თი­თო­ე­ულ სკო­ლას, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სსსმ მოს­წავ­ლე ჰყავს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ უნ­და იყოს მის­თ­ვის რთუ­ლი ამ ოდე­ნო­ბის მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის შეს­წავ­ლა. ასე­ვე, აუცი­ლე­ბე­ლია ორი­ვე ვერ­სი­ის/გეგ­მის ქო­ნა – რა მოხ­დე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სწავ­ლა პი­რის­პირ გაგ­რ­ძელ­დე­ბა და რა უნ­და მოხ­დეს, თუ ონ­ლა­ინ იქ­ნე­ბა.“

სა­ლო­მე ჩარ­კ­ვი­ა­ნი: „პირ­ველ რიგ­ში, ვი­სურ­ვებ­დი, რო­გორც შარ­შან მოხ­და, სწავ­ლის დაწყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ისე აღარ მოხ­დეს – მთე­ლი ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ცო­დით, რომ სკო­ლა­ში სწავ­ლას პი­რის­პირ და­ვიწყებ­დით და, უცებ, სექ­ტემ­ბერ­ში აღ­მოჩ­ნ­და, რომ აღარ ვიწყებთ. ჩვენ არ ვი­ცით, მაგ­რამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­მა პი­რებ­მა ხომ იცი­ან, რა გეგ­მა არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ბათ ისიც პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, შევ­ძ­ლებთ თუ არა მთე­ლი შე­მოდ­გო­მა ან ზამ­თა­რი პი­რის­პირ რე­ჟიმ­ში სწავ­ლას, თუ არა­და, ახ­ლა­ვე რომ ვი­ცო­დეთ ეს, კარ­გი იქ­ნე­ბო­და.

გარ­და ამი­სა, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის კუთხით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბია გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, რომ მო­მა­ვალ სას­წავ­ლო წელს მა­ინც, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას უფ­რო მომ­ზა­დე­ბუ­ლი შევ­ხ­ვ­დეთ, თუ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გა.“

ლალი ჯელაძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები