11 აპრილი, პარასკევი, 2025

ღია კარის დღე საქართველოში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების მეთორმეტეკლასელებისათვის

spot_imgspot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ღია კარის დღე სოფელ ჭალეში, გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული სკოლების მეთორმეტეკლასელებთან გამართა.

შეხვედრა ინტერაქტიული იყო. აბიტურიენტების კითხვებს უპასუხეს ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ, სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა.

მეთორმეტეკლასელები, შეხვედრაზე, დეტალურად გაეცნენ როგორც 2023 წლის საგამოცდო წესებსა და პროცედურებს, ასევე ტესტური დავალებების სპეციფიკას სხვადასხვა საგამოცდო საგანში. აბიტურიენტებმა ცენტრის წარმომადგენლებისგან მიიღეს რეკომენდაციებიც, რა უნდა გაითვალისწინონ როგორც გამოცდებისათვის მზადების პროცესში, ასევე ტესტირების დროს.

ღია კარის დღეებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მთელი საქართველოს მასშტაბით, იანვრის თვიდან, ყოველკვირეულად მართავს. გარდა პირისპირ შეხვედრებისა, იმართება ონლაინ ღია კარის დღეებიც, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება