21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ღეჭ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა ბავ­შ­ვებ­ში

spot_img

დღეს მინ­და ვი­სა­უბ­რო ღეჭ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ბავ­შ­ვებ­ში, ად­რე­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის პროგ­რა­მის ჭრილ­ში. ხში­რად მშობ­ლებს ამ სა­კითხის ირ­გ­ვ­ლივ არ აქვთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია და, რაც მთა­ვა­რია, არ აქვთ რა­ი­მე სტრა­ტე­გია, თუ რო­გორ შე­უძ­ლი­ათ, ყო­ველ­დღი­უ­რი კვე­ბის რუ­ტი­ნი­სა და თა­მა­შის გა­მო­ყე­ნე­ბით, იმუ­შა­ონ ღეჭ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ღეჭ­ვის სირ­თუ­ლე­ე­ბის დროს, ბავ­შ­ვე­ბი თავს არი­დე­ბენ კვე­ბის პრო­ცესს, არ იღე­ბენ მრა­ვალ­ფე­რო­ვან საკ­ვებს, რაც ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ად­რე­ულ ასაკ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი გა­ნა­პი­რო­ბებს კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მებს მო­მა­ვალ­ში.

ღეჭ­ვა – მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო ორალ-მო­ტო­რუ­ლი უნა­რია რო­გორც ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ისე მოზ­რ­დი­ლე­ბის­თ­ვის. ღეჭ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩვენ ვა­ქუც­მა­ცებთ საკ­ვებს, რაც ხელს უწყობს საჭ­მ­ლის მო­ნე­ლე­ბის დაწყე­ბის პრო­ცესს პი­რის ღრუ­ში­ვე.

ღეჭ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩვენ ვი­ღებთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან სენ­სო­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სხვა­დას­ხ­ვა ტექ­ს­ტუ­რის და გე­მოს მქო­ნე საკ­ვე­ბის შე­სა­ხებ. რო­ცა ბავშვს ღეჭ­ვის სირ­თუ­ლე აქვს, თა­ვის­თა­ვად, ვერ ახერ­ხებს გა­სინ­ჯოს სხვა­დას­ხ­ვა სტრუქ­ტუ­რის მქო­ნე საკ­ვე­ბი.

ხში­რად, ღეჭ­ვის სირ­თუ­ლე­ე­ბის დროს, ენი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბიც იჩენს თავს, რად­გან ღეჭ­ვის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ჩვე­ნი ყბის კუნ­თე­ბი, ტუ­ჩე­ბი, ენა და კბი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სიტყ­ვის წარ­მოთ­ქ­მი­სა და სხვა­დას­ხ­ვა მი­მი­კის მი­ღე­ბის დროს.

ღეჭ­ვის სირ­თუ­ლის დროს, ბავ­შ­ვის ორალ-მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად და მუ­შა­ო­ბის და­სა­გეგ­მად, უნ­და მი­მარ­თოთ ენის, მეტყ­ვე­ლე­ბის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის თე­რა­პევტს.

ერთ-ერ­თი პი­ო­ნე­რი, ვინც ამ სა­კითხით და­ინ­ტე­რეს­და, მეტყ­ვე­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, დოქ­ტორ სი­უ­ზან ევან მო­რი­სი იყო, რო­მე­ლიც დის­ფა­გი­ას სწავ­ლობ­და და სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მი ჩვი­ლე­ბის კვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მი­უძღ­ვ­ნა. სწო­რედ მან და­იწყო, ერთ-ერ­თ­მა პირ­ველ­მა, ტერ­მი­ნის „ორალ მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბი“ გა­მო­ყე­ნე­ბა პრაქ­ტი­კა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს არ იქ­ნე­ბა სრუ­ლი სია, და­ვა­სა­ხე­ლოთ ის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს ღეჭ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის სირ­თუ­ლე:

◊ ზო­გა­დი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი;

◊ პი­რის აპა­რა­ტის ორ­გა­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა;

◊ კუნ­თე­ბის შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ან და­ბა­ლი ტო­ნუ­სი;

◊ სხვა­დას­ხ­ვა ტექ­ს­ტუ­რი­სა და სტრუქ­ტუ­რის საკ­ვე­ბის ნაკ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბა;

◊ გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბუ­ლი ძუ­ძუ­თი კვე­ბა.

მო­დი, გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ღეჭ­ვის უნა­რი ბავ­შ­ვის ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად. ისე­ვე, რო­გორც სხვა უნა­რე­ბი, ღეჭ­ვის უნა­რიც გარ­კ­ვე­ულ გან­ვი­თა­რე­ბის გზას გა­დის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 6 თვის ბავ­შ­ვის და 4 წლის ბავ­შ­ვის ღეჭ­ვის უნა­რი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, იმი­სათ­ვის, რომ თვალ­ყუ­რი ვა­დევ­ნოთ ბავ­შ­ვის ასა­კის შე­სა­ბა­მის ორალ-მო­ტო­რულ უნა­რებს, სა­ჭი­როა, ვი­ცო­დეთ გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტი:

  1. 6 თვი­დან, ბავშვს შე­უძ­ლია უკ­ვე თხე­ლი პი­უ­რეს შე­წო­ვა;
  2. 7-8 თვის ასაკ­ში, ბავშვს უკ­ვე აქვს ვერ­ტი­კა­ლუ­რი ღეჭ­ვის უნა­რი თხე­ლი ფა­ფე­ბის და­სა­ღე­ჭად;
  3. 9 თვის ასაკ­ში, შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ კარ­გად მო­ხარ­შუ­ლი ბოს­ტ­ნე­უ­ლი, რბი­ლი ხი­ლი და რბი­ლი ყვე­ლი, ვერ­ტი­კა­ლუ­რი ღეჭ­ვის უნა­რის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად;
  4. 1 წლის ასაკ­ში, ბავ­შ­ვი იწყებს მბრუ­ნა­ვი ღეჭ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბას;
  5. 2-3 წლის ასაკ­ში, კვე­ბის დროს, საკ­ვე­ბი შე­კა­ვე­ბუ­ლია პი­რის ღრუ­ში ტუ­ჩის გვერ­დებ­ზეც;
  6. და­ახ­ლო­ე­ბით, 4 წლის ასა­კის­თ­ვის, სრუ­ლი­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია ღეჭ­ვის უნა­რი.

ღეჭ­ვის უნარ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, რო­მელ სტა­დი­ა­ზეა ეს უნა­რი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რის საკ­ვე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ:

  1. თუ ბავშვს შე­უძ­ლია წო­ვა და ყლაპ­ვა, კოვ­ზი­დან საჭ­მ­ლის ტუ­ჩე­ბით აღე­ბა, შეგ­ვიძ­ლია შევ­თა­ვა­ზოთ სქე­ლი პი­უ­რე;
  2. ყბის ვერ­ტი­კა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი ზე­ვით-ქვე­ვით – ჩაჭყ­ლე­ტი­ლი საკ­ვე­ბი;
  3. თუ ბავ­შ­ვი იწყებს რო­ტა­რუ­ლი (ბრუნ­ვი­თი) პა­ტერ­ნით ღეჭ­ვას – და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი;
  4. ენის გვერ­დ­ზე მოძ­რა­ო­ბე­ბი და ყბის ვერ­ტი­კა­ლუ­რი და დი­ა­გო­ნა­ლუ­რი პა­ტერ­ნით ღეჭ­ვი­სას – დაჭ­რი­ლი საკ­ვე­ბი.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

  1. ღეჭ­ვის უნა­რის სტი­მუ­ლი­რე­ბი­სას, გა­მო­ი­ყე­ნეთ ყო­ველ­დღი­უ­რი კვე­ბის რუ­ტი­ნა და საკ­ვე­ბით თა­მა­შის სტრა­ტე­გია. არ და­ა­ძა­ლოთ ბავ­შ­ვებს მის­თ­ვის რთუ­ლად და­ღეჭ­ვა­დი სტრუქ­ტუ­რის საკ­ვე­ბი.
  2. ორალ-მო­ტო­რუ­ლი კუნ­თე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნეთ ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ხელ-პი­რის და­ბა­ნის, კბი­ლე­ბის გა­მო­ხეხ­ვის, ხე­ლე­ბის და­ბა­ნის დროს. რო­ცა ბავ­შ­ვი ონ­კან­თან, სარ­კის წინ მო­თავ­ს­დე­ბა, ეცა­დეთ, სხვა­დას­ხ­ვა მოძ­რა­ო­ბე­ბი გა­ა­კე­თოთ ენით: მი­ა­დოთ ცხვირს, ნი­კაპს, ლო­ყას და ა.შ.;

  1. კვე­ბის დროს, ბავშვს წინ და­უ­დეთ სარ­კე და ერ­თად სცა­დეთ საკ­ვე­ბის ღეჭ­ვის პა­ტერ­ნის იმი­ტა­ცია;
  2. კბი­ლე­ბის გა­მო­ხეხ­ვის დროს, ღეჭ­ვის უნა­რის სტი­მუ­ლა­ცი­ის­თ­ვის, გა­მო­ი­ყე­ნეთ კბი­ლის ჯაგ­რი­სი. ეხუმ­რეთ ბავშვს, ვი­თომ არ გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას პი­რის ღრუ­დან ჯაგ­რი­სი გა­მო­უ­ღოთ და ხე­ლი შე­უწყ­ვეთ, რომ კბი­ლე­ბი და­ა­ჭი­როს ჯაგ­რისს;
  3. გა­მო­ი­ყე­ნეთ პუ­რის დამ­რ­გ­ვა­ლე­ბუ­ლი გუ­ლი, პუ­რის ქერ­ქი — მო­ა­თავ­სეთ ისი­ნი პი­რის გვერ­დებ­ში და, თქვენს მა­გა­ლით­ზე, აჩ­ვე­ნეთ ბავშვს, რო­გორ შე­უძ­ლია და­ღე­ჭოს;
  4. გა­მო­ი­ყე­ნეთ კრე­კე­რე­ბი, რო­მე­ლიც მა­ლე დნე­ბა პი­რის ღრუ­ში. ჩა­უ­დეთ ბავშვს კრე­კე­რი პი­რის გვერ­დებ­ში და აჩ­ვე­ნეთ, თქვენს მა­გა­ლით­ზე, რო­გორ და­ღე­ჭოს;
  5. დაბ­ლენ­დე­რე­ბულ საკ­ვებ­ში პა­ტა­რა, წვრილ გუნ­დე­ბად ჩა­დეთ მო­ხარ­შუ­ლი ბოს­ტ­ნე­უ­ლი, პუ­რის გუ­ლი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ბავ­შ­ვის უსაფ­რ­თხო­ე­ბა და მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ არ გა­დას­ც­დეს საკ­ვე­ბი. გუნ­დე­ბი ბავ­შ­ვის­თ­ვის უსაფ­რ­თხო ზო­მის უნ­და იყოს;
  6. დაბ­ლენ­დე­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი­დან, ნელ-ნე­ლა, ფხვი­ერ, ჩაჭყ­ლე­ტილ და წვრი­ლად დაჭ­რილ საკ­ვებ­ზე გა­და­დით.

გარ­და ამი­სა, დღეს­დღე­ო­ბით, არ­სე­ბობს სხვა­დას­ხ­ვა ორალ-მო­ტო­რუ­ლი ხელ­საწყო, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ბავშვს ღეჭ­ვის უნა­რის სტი­მუ­ლი­რე­ბა­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშობ­ლებ­მა და ბავ­შ­ვ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პი­რებ­მა მსგავ­სი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი ბავ­შ­ვის ენის, მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის თე­რა­პევ­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­მო­ი­ყე­ნონ და არა თვით­ნე­ბუ­რად.

სტა­ტია მო­ამ­ზა­და ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის სუ­პერ­ვი­ზორ­მა და გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლოგ­მა, სო­ფიო მე­ლა­ძემ

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები