დღეიდან ქუთაისის ორ საჯარო – №31, №41 და ერთ კერძო – ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში – სწავლა ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, მიზეზი – სამ უმცროსკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ქუთაისის სკოლებში, 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, დისტანციური სწავლება მიმდინარეობდა, 1 ოქტომბრიდან, ისევე, როგორც საქართველოს სხვა დიდი ქალაქების საჯარო და კერძო სკოლების I-VI კლასების მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს, ქუთაისშიც აღდგა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში, წერტილოვან შეზღუდვები გაგრძელდება.