5 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

ქიმიის პედაგოგის ბიბლიოთეკა

spot_img

📢📚თქვენ წინაშეა სერიული გამოცემის „ქიმიის პედაგოგის ბიბლიოთეკა“ მორიგი მე-3 წიგნი, რომელიც ეძღვნება თანამედროვე ქიმიის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა „ელექტრონი ატომში“.

გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ატომის ელექტრონული აღნაგობა განსაზღვრავს მის ქიმიურ თვისებებს, დიდი მნიშვნელობა აქვს ელექტრონული აღნაგობის თანამედროვე თეორიის ცოდნას. ქიმია სწრაფად განვითარებადი მეცნიერებაა და წარმოუდგენელია ის ეყრდნობოდეს მე-20-ე საუკუნის 10-იან წლებში შექმნილ თეორიებს, რომლებიც ელექტრონის ორმაგი ბუნების (დუალიზმის) დადგენის შემდეგ პრაქტიკულ ქიმიაში აღარ გამოიყენება.

ჩვენი სერიის მიზანია, პედაგოგებს გავაცნოთ თანამედროვე ქიმიის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ნათლად აჩვენებს კავშირს ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიასა და მედიცინას შორის და ხელს შეუწყობს მათი მოსწავლეების სწორ პროფესიულ ორიენტაციას.

დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ 557-770-999

ავტორი – მიხეილ ლაბარტყავა

მენტორი მასწავლებელი, ქიმიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი (სდასუ); 216 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მასწავლებლის ეროვნული ჯილდო (2022) – საპატიო ხუთეულის წევრი; STEM-ინოვატორ მასწავლებელთა I რესპუბლიკური კონკურსის გამარჯვებული (II ადგილი, 2023); მოსწავლეებთან ერთად აღებული აქვს 6 საავტორო უფლება (საქპატენტი);

შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი – კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“”: 2017 – მთავარი პრიზი; 2019-2020 – ფინალური ეტაპი; 2021 – პირველი ადგილი (კვლევის მიმართულებით); 2019 – კონკურსი „მე,ახალგაზრდა ევროპელი მეცნიერი“ (II); ათასწლეულის ფონდი – 2020 – ფინალური ეტაპი; სან-დიეგოს უნივერსიტეტის (თბილისი) რჩეული გუნდი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები