დღეს განახლდა ერთიანი ეროვნული გამოცდები და აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ისევ ორ სესიად აბარებენ. დილის სესიაზე აპლიკანტების 94% გამოცხადდა. ამ დროის მონაცემებით, სამმა აბიტურიენტმა დაიგვიანა.
რაც შეეხება გამოცდის მესამე დღის დილის სესიის თემებს, დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ და ილია ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ მოვიდა დასაწერად, ხოლო არგუმენტირებულ ესეს თემა იყო – „ამბიცია ეხმარება თუ არა ადამიანს წარმატების მიღწევაში“.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ამით დასრულდება.