საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა იაპონიაში ფიზიკის (IPHO 2023) 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე.
ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეები ირაკლი უგულავა და დაჩი ჭოტაშვილი.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლუკა თვალავაძემ და ანდრია მანჯავიძემ.
საპატიო სიგელით დაჯილდოვდა კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე ბიძინა გაგნიძე.