12 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

ქარ­თ­ვე­ლი მო­ზარ­დი გე­ნი­ო­სე­ბის კი­დევ ერ­თი ას­პა­რე­ზი

spot_imgspot_img

ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებს, 2018 წლი­დან, გე­ნი­ო­სე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­თი სა­ხით, ჩვენ­მა ქვეყ­ნამ Genius Olympiad-ის შთამ­ბეჭ­და­ვი ის­ტო­რი­აც და­წე­რა.

Genius Olympiad-ზე, რო­მე­ლიც აშშ-ში ტარ­დე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა წელ­საც გა­ემ­გ­ზავ­რა, 20 ახალ­გაზ­რ­და სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლი­დან სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იას­პა­რე­ზებს. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის („Genius-International High School Environmental Project“) ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სტა­ტუ­სი სა­ქარ­თ­ვე­ლომ წელს მო­ი­პო­ვა და მას, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, „რო­კო აკა­დე­მია“(დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი – და­ვით ნო­ზა­ძე) უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს.

პირ­ველ­მა ქარ­თ­ველ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა, რომ­ლებ­მაც ოლიმ­პი­ა­დის ფი­ნა­ლურ რა­უნ­დ­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, დი­დი წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვა­მახ­სოვ­რ­დეს თა­ვი და სა­თა­ვე და­უ­დეს მო­ზარ­დი გე­ნი­ო­სე­ბის ქარ­თუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის წარ­მა­ტე­ბულ ის­ტო­რი­ას. 2018 წელს, ბი­ო­ლო­გი­ის სექ­ცი­ა­ში, ორ­მა ქარ­თ­ველ­მა გო­გო­ნამ ნამ­დ­ვი­ლი სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნა – ოქ­როს მედ­ლე­ბით დაბ­რუნ­დ­ნენ, სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტის ტი­ტუ­ლი და კო­რე­ა­ში სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბაც მო­ი­პო­ვეს. რო­გორც ჩანს, ეს დი­დი ტრამ­პ­ლი­ნი აღ­მოჩ­ნ­და მათ­თ­ვის და წარ­მა­ტე­ბუ­ლი გზის და­საწყი­სი უფ­რო მე­ტი წარ­მა­ტე­ბით გა­ნაგ­რ­ძეს: ანა წუ­ლაია მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში – Harvard Medical School-ში აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას; ანა ბზი­კა­ძემ რო­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ას­რუ­ლა წარ­მა­ტე­ბით და ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რას აგ­რ­ძე­ლებს. ამა­ვე წელს, ქარ­თუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა რო­ბო­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც შე­ე­ცა­და, აშშ-ს ქა­ლაქ ოს­ვე­გო­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სა­კუ­თა­რი ნი­ჭი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნას. მა­თი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლა. თუმ­ცა, 2019 წელს, „ევ­რო­პუ­ლი სკო­ლის“ „რო­ბო­ტი­კის კლუ­ბის“ გუნ­დ­მა შე­დე­გი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა და New York-ის შტა­ტის რო­ჩეს­ტე­რის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში, GENIUS-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე, რო­ბო­ტი­კის კა­ტე­გო­რი­ა­ში, ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვა. ოლიმ­პი­ა­დის მას­შ­ტა­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­მერ­წ­მუ­ნე­ბით, ეს დი­დი წარ­მა­ტე­ბაა. გუნ­დ­მა, მსოფ­ლი­ოს 75 ქვეყ­ნი­სა და 35 შტა­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ მო­ნა­წი­ლე გუნ­დებს შო­რის, სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­წი­ლე­თა ათე­ულ­ში მე­ოთხე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, ამით ერ­თ­გ­ვარ ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა, ყო­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას, შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. „სა­ქარ­თ­ვე­ლოს გუნ­დი შე­სა­ნიშ­ნა­ვია რო­ბო­ტი­კა­ში“ – ასე­თი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო ჟი­უ­რის­გან ქარ­თ­ვე­ლი მო­ზარ­დე­ბის მი­ერ შექ­მ­ნილ­მა გა­მო­გო­ნე­ბამ – „ევა­კუ­ა­ტო­რი რო­ბო­ტი“.

მით უფ­რო გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტო­რიც, რომ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, კონ­კუ­რენ­ცია ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და რო­გორც გუნ­დის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და­ვით ნო­ზა­ძე აღ­ნიშ­ნავს: „ზო­გა­დად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ახ­ლა იდ­გამს ფეხს. ამი­ტო­მაც რთუ­ლია ასეთ პი­რო­ბებ­ში კონ­კუ­რენ­ცია გა­ვუ­წი­ოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბით წარ­მოდ­გე­ნილ გუნ­დებს. მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ შე­დე­გე­ბი გვაქვს. გა­სულ წელს, ჩვე­ნი რო­ბო­ტი­კის გუნ­დის წევ­რე­ბი ბრინ­ჯა­ოს მედ­ლით და­უბ­რუნ­დ­ნენ ქვე­ყა­ნას. დი­დი მღელ­ვა­რე­ბა ახ­ლავს ხოლ­მე ოლიმ­პი­ა­დის­თ­ვის მზა­დე­ბას, ხში­რად ამ­ბო­ბენ: „ჩვენ მათ რო­გორ ვა­ჯო­ბებთ?“ მაგ­რამ მა­ინც დი­დი მონ­დო­მე­ბი­თა და მო­ტი­ვა­ცი­ით აგ­რ­ძე­ლე­ბენ მზა­დე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი ხომ ქმე­დე­ბა­ზე, მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა­ზე, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­სა და გუნ­დუ­რო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი; რამ­დე­ნად შეძ­ლე­ბენ ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ყე­ნე­ბას  საერთაშორისო ასპარეზზე“.

მარ­თა­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოს­წავ­ლე­ე­ე­ბი უკ­ვე მეშ­ვი­დედ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ Genius Olympiad-ში, მაგ­რამ 2025 წე­ლი მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მორ­ჩე­უ­ლია, რად­გან წელს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს სამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში: ბიზ­ნე­სი, ინ­ჟი­ნე­რია და რო­ბო­ტი­კა. ამის გარ­და, პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და მო­ნა­წი­ლე­თა უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბაც – 31 წევ­რი წა­რად­გენს წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ზარდ გე­ნი­ო­სებს. ასე­ვე, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, სა­ქარ­თ­ვე­ლომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის სტა­ტუ­სიც წელს მო­ი­პო­ვა.

„დი­დი იმე­დი გვაქვს, წელ­საც არ და­ვარ­ღ­ვევთ ტრა­დი­ცი­ას და წარ­მა­ტე­ბას მო­ვუ­ტანთ ჩვენს ქვე­ყა­ნას“ – გვითხ­რა, გამ­გ­ზავ­რე­ბის წინ, და­ვით ნო­ზა­ძემ – ბუ­ნებ­რი­ვია, მღელ­ვა­რე­ბა მა­ტუ­ლობს, რად­გან დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა აკის­რი­ათ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს – სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე უნ­და წარ­დ­გ­ნენ ქვეყ­ნის მო­ზარ­დი გე­ნი­ო­სე­ბის სა­ხე­ლით და ამის გარ­და, უცხო­ელ თა­ნა­ტო­ლებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა გა­აც­ნონ. გუნ­დის სა­ხე­ლით უკ­ვე შე­ძე­ნი­ლია სუ­ვე­ნი­რე­ბი და სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბი ჩვე­ნი უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი­სა და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თ­ვის.

ასე­თი ტი­პის ოლიმ­პი­ა­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მარ­თ­ლაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის რო­გორც გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ისე მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდის­თ­ვის, რომ ყო­ვე­ლი შემ­დ­გო­მი ას­პა­რე­ზო­ბა უფ­რო და უფ­რო ეფექ­ტუ­რი გავ­ხა­დოთ. რაც მთა­ვა­რია, ოლიმ­პი­ა­და არ არის მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის წარ­დ­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მხრი­დან, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბით, სტემ მი­მარ­თუ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა ხდე­ბა, ასე ვთქვათ, არ­ჩე­ვენ მო­მა­ვალ თა­ო­ბას, იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ მათ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ სწავ­ლას. ერ­თ­გ­ვა­რი მო­ტი­ვა­ციაა მა­თი მხრი­დან – გა­მო­იწ­ვი­ონ ახალ­გაზ­რ­დე­ბი! ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამის სა­უ­კე­თე­სო პრე­ცე­დენ­ტი უკ­ვე შექ­მ­ნეს ჩვენ­მა პირ­ველ­მა მო­ნა­წი­ლე გო­გო­ნებ­მა“.

აქ­ვე ერთ მტკივ­ნე­ულ თე­მა­საც შე­ვე­ხე­ბი, რად­გან ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც ახ­ლავს. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად უწევთ მათ სპონ­სო­რის მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც გამ­გ­ზავ­რე­ბი­სა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ხარ­ჯებს გა­ი­ღებს. სამ­წუ­ხა­როდ, არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მო­ზარ­დებს უარის თქმა უწევთ წას­ვ­ლა­ზე, რად­გან ოჯა­ხი ფი­ნან­სუ­რად ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ გამ­გ­ზავ­რე­ბას. „შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი მო­ზარ­დი ოლიმ­პი­ა­დის მიღ­მა აღ­მოჩ­ნ­დეს იმ მი­ზე­ზით, რომ ოჯა­ხი მას გა­სამ­გ­ზავ­რე­ბელ თან­ხას ვერ გა­და­უხ­დის. აქ­ვე დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შ­ვე­ბი გა­მო­აგ­ზავ­ნონ ოლიმ­პი­ა­და­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა იმ მშობ­ლებს, რომ­ლებ­მაც 2024 წელს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შეძ­ლეს თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ მათ მარ­თ­ლაც და­უ­ფას­დათ და ბავ­შ­ვე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით დაბ­რუნ­დ­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა წლე­ბის ოლიმ­პი­ა­დებ­ში მონ­წი­ლე­ო­ბას – 2018 წელს გვყავ­და სპონ­სო­რი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტომ და­ა­ფი­ნან­სა ერ­თი გუნ­დის ხარ­ჯი და მა­შინ, სწო­რედ მა­თი ხელ­შეწყო­ბით, შედ­გა ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი; 2019 წელს – გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ”, – ამბობს დავით ნოზაძე. 

ცხა­დია, ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა არ არის მხო­ლოდ რო­ბო­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა, გე­ნი­ო­სე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ოლიმ­პი­ა­და და­ფუძ­ნე­ბუ­ლია გა­რე­მოს დაც­ვით სა­კითხებ­ზე და მი­სი ლე­იტ­მო­ტი­ვია, რო­გორ გავ­ხა­დოთ სამ­ყა­რო უკე­თეს საცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლად. ეს ათ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ხა­რუ­ლო ხდე­ბა ჩვენ­თ­ვის, რად­გან ამ გლო­ბა­ლუ­რი სა­კითხე­ბის გა­დაჭ­რა­ში ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მცი­რე წვლი­ლიც იქ­ნე­ბა.

„ჩვე­ნი გუნ­დი სრულ მზად­ყოფ­ნა­შია!“ – აცხა­დებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბურ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი უკ­ვე ჩა­ვიდ­ნენ ამე­რი­კა­ში, წინ რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო დღე­ე­ბი ელო­დე­ბა ჩვენს გე­ნი­ოს მო­ზარ­დებს, რად­გან მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით მო­უ­წევთ იმის მტკი­ცე­ბა, რომ მარ­თ­ლა „გე­ნი­ო­სე­ბი“ არი­ან, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით კი –  წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად მხო­ლოდ უკე­თე­სი შე­დე­გე­ბით და­ი­წე­რე­ბა.

ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ ქარ­თ­ველ მო­ზარ­დებს, წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ – კი­დევ ერ­თხელ დაბ­რუ­ნე­ბას შე­ფა­სე­ბით, რომ „სა­ქარ­თ­ვე­ლოს გუნ­დი შე­სა­ნიშ­ნა­ვია რო­ბო­ტი­კა­ში“ და არა მხო­ლოდ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის სამ­ზა­დი­სი, რო­გორც გუნ­დის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და­ვით ნო­ზა­ძე ამ­ბობს, ოლიმ­პი­ა­დი­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, კი­დევ უფ­რო ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბით და­იწყე­ბა, რად­გან „2026 წელს რვა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში გვსურს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა!“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება