25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას მორ­გე­ბუ­ლი   ფი­ნუ­რი სკო­ლის უნი­კა­ლუ­რო­ბა

spot_img

სა­ინ­ვეს­ტი­ციო და სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია „ალი­ანს ჯგუ­ფი ჰოლ­დინ­გი“, ფი­ნე­თის წამ­ყ­ვან გა­ნათ­ლე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­თან ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო გა­ნათ­ლე­ბის მო­დე­ლად აღი­ა­რე­ბულ, პირ­ველ ფი­ნურ სკო­ლას გახ­ს­ნის სა­გუ­რა­მო­ში და ეს იქ­ნე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო, თით­ქ­მის 50-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია, საწყის ეტაპ­ზე, რო­მელ­საც „ალი­ანს ჯგუ­ფი ჰოლ­დინ­გი“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. 19 თე­ბერ­ვალს, სას­ტუმ­რო „რე­დი­სონ ბლუ ივე­რი­ა­ში”, „ალი­ანს ჯგუ­ფი ჰოლ­დინ­გ­მა“ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფი­ნუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პირ­ვე­ლი სკო­ლის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა.

ფი­ნურ სკო­ლა­ში პირ­ვე­ლი აკა­დე­მი­უ­რი წე­ლი 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­იწყე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე, სკო­ლა მი­ი­ღებს დაწყე­ბით კლა­სებს. სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, სტრუქ­ტუ­რა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო გა­ნათ­ლე­ბის მო­დე­ლად აღი­ა­რე­ბულ ფი­ნურ მო­დელ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. 2021 წელს დას­რულ­დე­ბა 7 ჰექ­ტარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის სკო­ლას, თა­ნა­მედ­რო­ვე კამ­პუსს, მულ­ტი­ფუნქ­ცი­ურ სპორ­ტულ კომ­პ­ლექ­ს­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტრე­ნინ­გ­ცენტრს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, 2012 წლი­დან, ფი­ნე­თი ლი­დე­რია დაწყე­ბი­თი და სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­თა მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გ­ში, ხო­ლო ფი­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს აჩ­ვე­ნე­ბენ ცოდ­ნი­სა და სას­კო­ლო უნარ-ჩვე­ვე­ბის მი­ხედ­ვით. ფი­ნუ­რი სკო­ლის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა და რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბაა. ფი­ნუ­რი სას­კო­ლო მე­თო­დი სკო­ლის ასა­კი­დან­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს ბავ­შ­ვ­ში ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ე­ბის და პრო­ფე­სი­უ­ლი მის­წ­რა­ფე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­მა ყო­ველ­თ­ვის იცის რა უნ­და, რად­გან ის პრაქ­ტი­კულ მო­მა­ვალ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მა დ­გე­ბა, რაც გა­მო­რიცხავს მის ე.წ. „ჩა­მორ­ჩე­ნას“ ამა თუ იმ აკა­დე­მი­ურ სა­გან­ში.

ცნო­ბი­ლია, რომ ფი­ნე­თი ინო­ვა­ცი­უ­რი დამ­წყე­ბი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­თაც ლი­დე­რობს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­ლი­არ­დი­ან კომ­პა­ნი­ე­ბად ყა­ლიბ­დე­ბა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გახ­და „ალი­ანს ჯგუ­ფი ჰოლ­დინ­გის­თ­ვის“ მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი ფი­ნუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

რა გა­მო­არ­ჩევს ფი­ნურ სკო­ლას ჩვენ­თ­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­გან? „ალი­ანს ჯგუ­ფი ჰოლ­დინ­გის” აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი აიეტ კუ­კა­ვა ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბიც ამ სკო­ლა­ში უნ­და მი­იყ­ვა­ნოს, რად­გან ფი­ნუ­რი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­სას ბავ­შ­ვი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია თა­ვის არ­ჩე­ვან­ში და აღარ სჭირ­დე­ბა მშობ­ლის რჩე­ვა, ექი­მი გა­მო­ვი­დეს თუ იურის­ტი. „პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და­მო­უ­კი­დე­ბლად იღებს და ამა­ში სწო­რედ სკო­ლა ეხ­მა­რე­ბა. პირ­ვე­ლი, რაც ფი­ნურ სკო­ლას სხვე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს, სწო­რედ ეს არის — მოს­წავ­ლე პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან იწყებს მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას. ამის­თ­ვის სკო­ლა სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს. მა­გა­ლი­თად, ხში­რად შე­ვახ­ვედ­რებთ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს — ბიზ­ნეს­მე­ნებს, სპორ­ტ­ს­მე­ნებს, ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­შა­კებს, მეც­ნი­ე­რებს, პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის დე­ტა­ლებ­სა და წარ­მა­ტე­ბებ­ზე მო­უყ­ვე­ბი­ან. ბავ­შ­ვ­მა, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან­ვე, აუცი­ლებ­ლად უნ­და იცო­დეს რის­თ­ვის სწავ­ლობს და, რაც მთა­ვა­რია, სწავ­ლა იძუ­ლე­ბი­თი პრო­ცე­სი კი არ არის, არა­მედ მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი გზის წარ­მა­ტე­ბუ­ლად გავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბაა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თ­ვის.“

ფი­ნური გა­ნათ­ლე­ბის მო­დელ­ში წამ­ყ­ვა­ნი რო­ლი მას­წავ­ლე­ბელს ენი­ჭე­ბა. „ფი­ნუ­რი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და ფლობ­დეს, მი­ნი­მუმ, მა­გის­ტ­რის ხა­რისხს. მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მას, გა­მო­ი­ყე­ნოს მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, რაც ამ­ყა­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მი­მართ. შე­უძ­ლია ჩა­ა­ტა­როს მა­თე­მა­ტი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ღია სივ­რ­ცე­ში, საკ­ლა­სო ოთა­ხის გა­რეთ ან გა­ა­ერ­თი­ა­ნოს რამ­დე­ნი­მე სა­გა­ნი და ერ­თი გაკ­ვე­თი­ლის ფორ­მატ­ში ჩა­ა­ტა­როს. მსგავ­სი მე­თო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით ზრდის მოს­წავ­ლის ანა­ლი­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბას“, — აცხა­დე­ბენ სკო­ლის მეს­ვე­უ­რე­ბი.

ჰოლ­დინ­გის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­საც გვაც­ნობს: „გა­ფარ­თო­ე­ბას ვა­პი­რებთ ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­შიც, მაგ­რამ მა­ნამ­დე გვინ­და, კერ­ძო და სა­ხელ­მ­წი­ფო სკო­ლებ­თან აქ­ტი­უ­რად ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლოთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფარ­თო მას­შ­ტა­ბით გავ­რ­ცელ­დეს ფი­ნუ­რი სკო­ლის მო­დე­ლი და ამით ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბამ იხე­ი­როს, თა­ვის­თა­ვად, ქვე­ყა­ნაც უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ­კი ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რე და კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნი გვე­ყო­ლე­ბა.“

ეს უფ­რო შორს მი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბია, თუმ­ცა, არ­სე­ბობს უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლი გეგ­მა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 2021 წლის­თ­ვის იგეგ­მე­ბა. მა­ნამ კი, სექ­ტემ­ბერ­ში, დაწყე­ბი­თი სკო­ლა ამოქ­მედ­დე­ბა. „ამ ეტაპ­ზე უკ­ვე ოცი მას­წავ­ლე­ბე­ლია შერ­ჩე­უ­ლი, სხვა­დას­ხ­ვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, ეს ოცი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩვენ­თ­ვის საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა, ისი­ნი მხო­ლოდ საწყი­სი ეტა­პის­თ­ვის შე­ირ­ჩ­ნენ. თა­ვი­დან­ვე ვერ მი­ვი­ღებ­დით მოს­წავ­ლე­ებს 12-ვე კლას­ში, ვარ­ჩი­ეთ, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან გავ­ყ­ვეთ მათ. ამი­ტომ ავი­ღეთ პა­ტა­რა შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც შე­ვა­კე­თეთ და და­ვიწყებთ პირ­ვე­ლი-მე­სა­მე კლა­სის ჩათ­ვ­ლით. თუმ­ცა, სა­მო­მავ­ლოდ დი­დი კომ­პ­ლექ­სი აშენ­დე­ბა ოლიმ­პი­უ­რი დო­ნის სა­ცუ­რაო აუზით, სტა­დი­ო­ნით, ტრე­ნინ­გ­ცენ­ტ­რით, რომ­ლით სარ­გებ­ლო­ბაც სხვა სკო­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­საც შე­ეძ­ლე­ბათ. ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც ფი­ნუ­რი სკო­ლის მო­დე­ლი გუ­ლის­ხ­მობს, დღე სას­წავ­ლო პრო­ცესს და­ეთ­მო­ბა, სა­ღა­მო კი — ტრე­ნინ­გებს მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის­თ­ვის. ჩვენს კონ­კუ­რენ­ტებ­საც შე­უძ­ლი­ათ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნონ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მა­თაც და­ვატ­რე­ნინ­გებთ. საკ­მა­ოდ დი­დი მო­ცუ­ლო­ბის კომ­პ­ლექ­სი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. სა­გუ­რა­მო იმი­ტო­მაც ავარ­ჩი­ეთ, რომ ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, ბავ­შ­ვი ყო­ველ­მ­ხ­რივ და­ცუ­ლი იყოს, მათ შო­რის ეკო­ლო­გი­უ­რა­დაც (მე­ტი სუფ­თა ჰა­ე­რი) და სწავ­ლის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მი­წო­დე­ბი­თაც. ამას­თან ერ­თად, ისიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ სკო­ლი­დან გა­მო­სუ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რაქ­ციაა გა­რე­მო­სამ­ყა­როს­თან, რაც ბევ­რი საფ­რ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას შე­უწყობს ხელს, თუნ­დაც კონ­ფ­ლიქ­ტებს. ფი­ნე­ლებ­მა მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლებ­მა შე­მო­ი­ღეს ან­ტი­ბუ­ლინ­გუ­რი პრე­ვენ­ცი­ის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებ­ში თა­ვი­დან­ვე იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, რომ ერ­თ­მა­ნე­თი არ და­ჩაგ­რონ. მათ მან­და­ტუ­რე­ბი კი არ უნ­და აკონ­ტ­რო­ლებ­დ­ნენ და უკ­ვე მომ­ხ­დარ ფაქ­ტებ­ზე რე­ა­გი­რებ­დ­ნენ, არა­მედ თა­ვად უნ­და იცოდ­ნენ, რომ ჩაგ­ვ­რა ცუ­დია და ეს არ უნ­და მოხ­დეს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი სის­ტე­მის­გან წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლი გა­იდ­ლა­ი­ნით უნ­და იყოს მარ­თუ­ლი და სკო­ლა, რო­მე­ლიც სა­გუ­რა­მო­ში გა­იხ­ს­ნე­ბა, აუცი­ლებ­ლად უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ფი­ნუ­რი სკო­ლის მო­დე­ლის ყვე­ლა სტან­დარტს.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ გარ­კ­ვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც გვექ­ნე­ბა (რო­მე­ლიც ყო­ველ­წ­ლი­ურ გა­და­სა­ხად­შიც კი არის გა­წე­რი­ლი), რომ ყვე­ლა სი­ახ­ლე, რაც ფი­ნუ­რი სკო­ლის მო­დელ­ში შე­ვა, ავ­ტო­მა­ტუ­რად, ჩვენ­თა­ნაც და­ი­ნერ­გე­ბა, რად­გან, ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფი­ნურ სკო­ლად მო­ვი­აზ­რე­ბით. ნე­ბის­მი­ერ ბავშვს ნე­ბის­მი­ერ სე­მეს­ტ­რ­ში შე­ეძ­ლე­ბა ფი­ნე­თის რო­მე­ლი­მე სკო­ლა­ში წას­ვ­ლა და სწავ­ლის იქ გაგ­რ­ძე­ლე­ბა (მა­გა­ლი­თად, ერ­თი სე­მეს­ტ­რის გავ­ლა) და შემ­დეგ ისევ ჩვენ­თან დაბ­რუ­ნე­ბა. ამით სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მის­თ­ვის რეა­ლუ­რად არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა. ასე­ვე შე­ეძ­ლე­ბათ ფი­ნელ მოს­წავ­ლე­ებ­საც ჩვენ­თან ჩა­მოს­ვ­ლა და მა­თაც იგი­ვე გა­რე­მო დახ­ვ­დე­ბათ, რაც ფი­ნე­თის სკო­ლებ­შია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­სას, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ იქ­ნე­ბა ფი­ნეთ­ში და­ამ­თავ­რებს ჩვე­ნი მოს­წავ­ლე სკო­ლას თუ სა­გუ­რა­მო­ში.“

იქ­ნე­ბა თუ არა პროგ­რა­მუ­ლი სხვა­ო­ბა? ბა­ტო­ნი აიეტი ამ­ბობს, რომ რად­გან სკო­ლას ბევ­რი უცხო­ე­ლი მოს­წავ­ლე ეყო­ლე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა, რომ­ლებ­საც ქარ­თულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ექ­ნე­ბათ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი. მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, და­მა­ტე­ბით ის­წავ­ლონ ქარ­თუ­ლი პროგ­რა­მით და აირ­ჩი­ონ რი­გი საგ­ნე­ბი.

„ალი­ანს ჯგუ­ფი ჰოლ­დინ­გის“ მი­ზა­ნია ფი­ნუ­რი სკო­ლა ერთ-ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო და სა­ნი­მუ­შო გახ­დეს არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­შიც. მათ პარ­ტ­ნი­ორ ფი­ნურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჯგუფს — Polar Partners გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქვს მას­შ­ტა­ბუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი ფი­ნეთ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფი შედ­გე­ბა სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფი­ლის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან: გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბის­გან, პე­და­გო­გი­კის ტრე­ნე­რე­ბის­გან, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის­გან, IT სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან, მშე­ნებ­ლე­ბი­სა და დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც „ალი­ანს ჯგუ­ფი ჰოლ­დინ­გის“ თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან ერ­თად, მუ­შა­ო­ბენ იმა­ზე, რომ ფი­ნუ­რი სკო­ლის პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ფი­ნურ კონ­სორ­ცი­უმ­თან „ალი­ანს ჯგუფ ჰოლ­დინგს“ გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, Polar Partner უზ­რუნ­ველ­ყოფს სრუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას ფი­ნუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. სწო­რედ Polar Partner უზ­რუნ­ველ­ყოფს ფი­ნუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას და გა­დამ­ზა­დე­ბას მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ სას­კო­ლო მო­დე­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი ფი­ნუ­რი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით. ტრე­ნინ­გებს და გა­დამ­ზა­დე­ბას ფი­ნე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი და პე­და­გო­გი­კის ტრე­ნე­რე­ბი ჩაატა­რე­ბენ.

მა­ინც რა არის უნი­კა­ლუ­რი ამ მო­დელ­ში, რა­ტომ რჩე­ბა ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით ნო­მერ პირ­ველ მო­დე­ლად და რამ გა­ნა­პი­რო­ბა ამ­ხე­ლა ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში? „Polar Partners Ltd“ -ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კი­მო კუმ­პუ­ლა­ი­ნე­ნი პა­სუ­ხობს, რომ სის­ტე­მას 50 წე­ლია ავი­თა­რე­ბენ და ყვე­ლა­ფე­რი კვლე­ვებს ეყ­რ­დ­ნო­ბა.

მას გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის 20-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს — სკო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბი­დან მას­წავ­ლებ­ლო­ბამ­დე. „მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვას­წავ­ლი­დი მე­წარ­მე­ო­ბას, 3 ათას მოს­წავ­ლეს შე­ვას­წავ­ლე სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, გა­ფარ­თო­ე­ბა და ა.შ. 15 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბო­ლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი — გან­ვი­თა­რე­ბის სკო­ლებ­თან ფი­ნეთ­ში და სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში. ახ­ლა თქვენ­თან ვარ და მი­ხა­რია, რომ აიეტ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი წა­მო­იწყო — ფი­ნურ სკო­ლას ვქმნით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.“

ფი­ნუ­რი სკო­ლის უნი­კა­ლურ მე­თო­დად ასა­ხე­ლებს, სკო­ლის პირ­ველ წლებ­ში სწავ­ლე­ბი­სას, მეტ თა­მაშ­სა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას, ნაკ­ლებ წნეხს აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­სა და სორ­ტი­რე­ბა­ზე. „არა­ერ­თი კვლე­ვა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ასე­თი მიდ­გო­მით გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს შე­დე­გებს ვი­ღებთ, ამას მოგ­ვი­ა­ნე­ბით უფ­რო მომ­თხოვ­ნი ამო­ცა­ნე­ბი ემა­ტე­ბა — ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის აღ­ძ­ვ­რა, ასე­ვე, აისი­ტის უნა­რე­ბი, კო­დი­რე­ბა, მას­მე­დი­ა­ში ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა, ის­ტო­რია და ა.შ.; მათ შო­რის, რა თქმა უნ­და, მე­წარ­მე­ო­ბა. მოს­წავ­ლე ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რეა და აუცი­ლებ­ლად პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე უნ­და და­ი­ნა­ხოს, რომ შეძ­ლებს შეც­ვა­ლოს, ზო­გა­დად, სი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სო­ბის­კენ. ეს არის მე­წარ­მის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა იქამ­დეც კი მიგ­ვიყ­ვა­ნოს, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა და­იწყონ ბიზ­ნე­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, გახ­დ­ნენ თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ან იმუ­შა­ონ სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლებ­ზე, მათ შო­რის კერ­ძო და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში.“

ბა­ტო­ნი კუმ­პუ­ლა­ი­ნე­ნი ყუ­რადღე­ბას იმა­ზეც ამახ­ვი­ლებს, რომ და­გეგ­მი­ლია არა პირ­და­პირ ფი­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გად­მო­ღე­ბა და და­ნერ­გ­ვა, არა­მედ — ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას­თან მი­სა­და­გე­ბა. ამ­ბობს, რომ „კვლე­ვის მე­თო­დე­ბი­თა და იდე­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვი­მოქ­მე­დებთ. სწო­რედ ამი­ტომ შევ­კ­რი­ბეთ და ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ექ­ს­პერ­ტ­თა საკ­მა­ოდ კარ­გი ჯგუ­ფი. რაც შე­ე­ხე­ბა სას­წავ­ლო პროგ­რა­მას, მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბას და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რის მომ­ზა­დე­ბას, ჩვენ ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი აგ­ვ­ყავს თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბად. უკ­ვე რამ­დე­ნი­მე კარ­გი პი­როვ­ნე­ბა შე­ვარ­ჩი­ეთ, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რივ ში­ნა­არ­სობ­რივ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს შე­ის­წავ­ლი­ან, თუნ­დაც იმის­თ­ვის, რომ ქარ­თუ­ლი ენა და კულ­ტუ­რა პროგ­რა­მის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ნა­წი­ლად იქ­ცეს.“

პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ალექ­სან­დ­რე კუ­კა­ვა, რო­მე­ლიც აიეტ კუ­კა­ვამ სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით გა­იც­ნო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის­თ­ვის ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოჯახ­თან ერ­თად და ისიც თა­ვი­სი ოთხი შვი­ლის მიყ­ვა­ნას ამ სკო­ლა­ში გეგ­მავს. ჰოლ­დინ­გის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ამ­ბობს, რომ ისი­ნი, რო­გორც ამ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბი, მზად არი­ან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნილ ნე­ბის­მი­ერ კითხ­ვას უპა­სუ­ხონ, მათ შო­რის, იმ კითხ­ვებს, რო­მე­ლიც მშობ­ლებს გა­უჩ­ნ­დე­ბათ სკო­ლის მი­მართ.

„ვი­ნა­ი­დან ჩვენ გვინ­და მეტ-ნაკ­ლე­ბად ჯან­სა­ღი გა­რე­მო შევ­ქ­მ­ნათ ეკო­ლო­გი­უ­რა­დაც, ამი­ტომ მშობ­ლე­ბის სა­ყუ­რადღე­ბოდ იმა­საც ვიტყ­ვი, რომ ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. ჩვენ თვი­თონ შე­ვის­ყი­დით საკ­ვებს და გვექ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­ნი-ლა­ბო­რა­ტო­რია ჩვენ­თა­ნაც და შემ­ს­ყიდ­ვე­ლებ­თა­ნაც. სწავ­ლის კუთხით კი, თა­ვის­თა­ვად,   ფი­ნუ­რი მო­დე­ლი ეჭვს არ ტო­ვებს, რომ მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყ­ვა­ნია. ამას­თა­ნა­ვე, მაქ­სი­მა­ლუ­რად გვინ­და მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა, დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო­შიც იქ­ნე­ბი­ან მა­თი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სკო­ლას ეყო­ლე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბიც, ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ის არ იქ­ნე­ბა მო­გე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რო­გორც აქ­ცი­ო­ნე­რი. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ფუნ­ქ­ციაა, ყვე­ლა­ფე­რი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით აკონ­ტ­რო­ლოს, რომ სკო­ლა მარ­ტო მო­გე­ბა­ზე არ იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეს თა­ვი­დან­ვე ჩავ­დეთ ჩვენს პრო­ექ­ტ­ში, რად­გან იქ, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი და გა­ნათ­ლე­ბაა, ჩემ­თ­ვის პი­რა­დად, თუნ­დაც რო­გორც აქ­ცი­ო­ნე­რის­თ­ვის, მო­გე­ბა ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სკო­ლის გახ­ს­ნის­თა­ნა­ვე, ჩვენ ღია ვიქ­ნე­ბით   ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ვეს­ტო­რის­თ­ვის. ბა­თუ­მი­სა და და ქუ­თა­ი­სის შემ­დეგ სხვებ­საც და­ვე­ლო­დე­ბით, თუ­კი ამის სურ­ვი­ლი გაჩ­ნ­დე­ბა. ჩვე­ნი კომ­პა­ნია ბევრ გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექტს ავი­თა­რებს და სურ­ვი­ლი გვაქვს, მთე­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბამ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მათ­გა­ნაც მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვი­ღებთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს, რად­გან ეს მხო­ლოდ ჩვე­ნი კი არა, ქვეყ­ნის პრო­ექ­ტია.“ — ამ­ბობს აიეტ კუ­კა­ვა.

ასე­თია ფი­ნუ­რი სკო­ლის იდე­ის ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი, რო­მელ­მაც კომ­პა­ნი­ის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­და­ფა­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა მი­იპყ­რო. სა­გუ­რა­მო­დან ფი­ნუ­რი სკო­ლის მო­დე­ლამ­დე ჰოლ­დინგს ძა­ლი­ან დი­დი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, თუ რო­გორ მი­ი­ღებს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გუ­ლუხ­ვი ინ­ვეს­ტო­რის ასეთ სარ­ფი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში მი­ნი-ფი­ნუ­რი მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვის თა­ო­ბა­ზე.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები