18 აპრილი, პარასკევი, 2025

ქალ პერ­სო­ნაჟ­თა ხვედ­რი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

spot_imgspot_img

ნინო დოლენჯაშვილი

გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სა­ხ. თბი­ლი­სის №182 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გი

პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის სიტყ­ვებ­ში გა­ლა­ტელ­თა მი­მართ ხაზ­გას­მუ­ლია, რომ „აღარ არის არც მდედ­რი და არც მამ­რი, რად­გან ყვე­ლა­ნი ერ­თ­ნი ხართ იესო ქრის­ტე­ში“. სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლ­და ეს მო­წო­დე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის­თ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ, მუდ­მი­ვად მიჯ­ნავ­და კაც­თა მოდ­გ­მა ერ­თ­მა­ნეთს სქე­სის ნიშ­ნით, თუმ­ცა მთა­ვა­რი და­ნა­შა­უ­ლი ფუნ­ქ­ცი­ა­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბა იყო, რა­მაც სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლის რო­ლის დაკ­ნი­ნე­ბა სცა­და. ქა­ლის უმ­თავ­რეს ფუნ­ქ­ცი­ად სამ­ყა­როს გამ­რავ­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბამ, თით­ქოს, სა­ზო­გა­დო საქ­მეს ჩა­მო­ა­შო­რა, მაგ­რამ ყვე­ლა ეპო­ქას ჰყავ­და გა­მორ­ჩე­უ­ლი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც, ამ ფუნ­ქ­ცი­ის გარ­და, სა­ზო­გა­დო საქ­მე­ე­ბით ტვირ­თავ­დ­ნენ სა­კუ­თარ მი­სი­ას.

და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რო­გორ აისა­ხა ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში ქა­ლის გაზ­რ­დი­ლი რო­ლი თუ მო­პო­ვე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ ქმრის­გან და­ჩაგ­რუ­ლი შუ­შა­ნი­კი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა მა­შინ, რო­დე­საც „სათ­ნოდ მყო­ფი“ ერის­კა­ცი ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს წი­რავს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ გა­რე­მო­ში და­ამ­კ­ვიდ­რო სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი, თუმ­ცა სწო­რედ ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ მი­ზან­თ­რო­პი კა­ცის გა­რე­მო მას, რო­გორც ქალს, არე­ალ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას უზღუ­დავ­და, უფ­რო მძაფ­რ­დე­ბა „სამ­გ­ზის სა­ნატ­რე­ლის“ სურ­ვი­ლი, იბ­რ­ძო­ლოს თუნ­დაც მსხვერ­პ­ლის ფა­სად, რა­თა ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ აღარ იყოს „თვალ­ღე­ბა“, ქა­ლი­სა და კა­ცის გარ­ჩე­ვა. პუ­რო­ბის ეპი­ზო­დიც ცხად­ყოფს იმ სტე­რე­ო­ტი­პულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ქალს კრი­ტი­კულ გა­რე­მო­ე­ბა­ში ემო­ცი­ურ მოქ­მე­დე­ბა­საც კი უკ­რ­ძა­ლავს. მთა­ვა­რი კი „ქრის­ტეს სძა­ლი“ დე­დოფ­ლის­თ­ვის სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და შე­უ­ვა­ლო­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბაა, უდი­დე­სი მსხვერ­პ­ლის ფა­სად რომ ამ­კ­ვიდ­რებს. ქალ­თა გაზ­რ­დი­ლი უფ­ლე­ბე­ბის გაცხა­დე­ბაა, ერ­თი შე­ხედ­ვით, ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ტრაქ­ტა­ტი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“. რამ­დე­ნად გვარ­წ­მუ­ნებს პო­ე­მა და­საწყის­ში­ვე ნათ­ქ­ვა­მი სტრი­ქო­ნის – „ლეკ­ვი ლო­მი­სა სწო­რია, ძუ იყოს, თუნ­და ხვა­დია?“ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. საკ­მა­რი­სია ეს უფ­ლებ­რი­ვი თა­ნას­წო­რო­ბა მხო­ლოდ სიტყ­ვით გაჟ­ღერ­დეს, საქ­მემ კი ეჭ­ვის გა­რე­შე იარ­სე­ბოს. უდა­ვოა, რომ უდი­დე­სი მსხვერ­პ­ლის ფა­სად ამ­კ­ვიდ­რე­ბენ ავ­ტო­ნო­მი­ას პერ­სო­ნა­ჟი ქა­ლე­ბი. არც პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხის გა­დამ­წყ­ვეტ მე­ფეს გაჰ­ფან­ტ­ვია ბო­ლომ­დე ეჭ­ვი, რო­მე­ლიც ათ­ქ­მე­ვი­ნებს: „კა­ცი არ არის, სით­გან­ცა საბ­რ­ძა­ნე­ბე­ლი ჩე­მია, რო­მე მას ჩემ­გან ეს­წავ­ლ­ნეს სა­მა­მა­ცო­ნი ზნე­ნია“. ნეს­ტა­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად ქმნის ქა­ლის რე­ვო­ლუ­ცი­ურ და თვით­მ­ყო­ფად სა­ხეს. მე­ტიც, ის ქმნის ტა­რი­ე­ლის სა­ხეს, რა­ინ­დულ მო­რალს არა­ერ­თხელ რომ ამ­ტ­კი­ცე­ბი­ნებს. სწო­რედ ქალ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო პრო­ცე­სე­ბის მარ­თ­ვა ინ­დო­ეთ­ში. ხა­ტა­ე­თის, რო­გორც სა­ხა­რა­ჯო ქვეყ­ნის, დაპყ­რო­ბის ბრძა­ნე­ბა, ხომ, წმინ­და სა­ხელ­წი­ფო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის აქ­ტია, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ სი­ჯან­სა­ღე­ზე მორ­გე­ბუ­ლი. ეს ნა­ბი­ჯი კი ნეს­ტა­ნის სა­ო­ცარ ქა­ლურ ალ­ღოს ავ­ლენს, სხარ­ტად და პრაგ­მა­ტუ­ლად იმოქ­მე­დოს. „მარ­თა­ლი სა­მარ­თ­ლის“ აღ­ს­რუ­ლე­ბაც ხომ მი­სი „არა­დედ­ლუ­რი“ ქცე­ვის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, რაც მი­სი­ვე მხრი­დან სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია: „მიბ­რ­ძა­ნა, თუ: „ხამს დი­ა­ცი დი­ა­ცუ­რად საქ­მე დედ­ლად“. ასე რომ, ყვე­ლა­ზე გამ­ბე­და­ვი ქა­ლე­ბიც კი გრძნო­ბენ ში­ნა­გან უხერ­ხუ­ლო­ბას სუს­ტი სქე­სის გა­მო: „თუ­ცა მარ­თებს დე­და­კაც­სა მა­მა­ცი­სა დი­დი კრძალ­ვა“. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ვა­რი პრინ­ცი­პულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ავ­ლენს სა­ზო­გა­დო სა­კითხე­ბის მი­მართ, ვერც ის იქ­ნე­ბა გა­რე­მო­ე­ბა­ზე ამაღ­ლე­ბუ­ლი, რად­გან თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა ვერ და­სა­ხელ­დე­ბა გა­რე­მო­ე­ბა­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბად. ვერც „ბინ­დის­გ­ვა­რი სოფ­ლის“ მკვიდ­რი ფატ­მა­ნი იცავს სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს, რად­გან კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­რე­მოს მდა­რე სი­ნამ­დ­ვი­ლე საყ­რ­დენს აც­ლის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­რე­მო სჩაგ­რავთ ამ ადა­მი­ა­ნებს, ისი­ნი სწო­რედ მას­ზე იმარ­ჯ­ვე­ბენ. ძი­ე­ბი­სა თუ ბრძო­ლის გზა­ზე გან­ც­დი­ლი მათ ნე­ბის­ყო­ფას ამოწ­მებს.

ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, თით­ქოს, ცალ­კე სამ­ყა­როს ქმნი­ან ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი და თავ­საფ­რი­ა­ნი დე­და­კა­ცი. „საქ­მით მეტყ­ვე­ლი სუ­ლის“ ადა­მი­ა­ნებს, პირ­ველ რიგ­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი ფუნ­ქ­ცია აქვთ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ქა­ლი­სა. რო­გორ მო­იქ­ცე­ოდ­ნენ, ცხოვ­რე­ბას ასე რომ არ გა­ე­წი­რა.იქ­ნებ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც გა­რე­მო აიძუ­ლებთ, ასე იმოქ­მე­დონ. ცხა­დია, არა. მა­თი სა­ზო­მი ადა­მი­ა­ნო­ბი­სა ღირ­სე­ბაა, უმ­თავ­რე­სი ფუნ­ქ­ცია კი სა­ზო­გა­დო საქ­მე­ში შვი­ლე­ბის სწო­რი აღ­ზ­რ­დაა, რად­გან სწო­რედ მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი.

დე­და­კა­ცო­ბის ტვირ­თი ხომ არ მო­ი­აზ­რებს გა­ორ­მა­გე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი­სა თუ თავ­საფ­რი­ა­ნი დე­და­კა­ცის­თ­ვის. რა ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და პრინ­ცი­პებს ამ­კ­ვიდ­რე­ბენ ეს ქა­ლე­ბი? ისი­ნი ცხოვ­რე­ბის არც ერთ ას­პა­რეზს არ ჩა­მორ­ჩე­ბი­ან. მე­ტიც, ქვრი­ვის „მახ­ვილ­ზე გან­მ­კუ­ე­თელ სიტყ­ვას“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფუნ­ქ­ცია აქვს – ერ­თი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მო­აფხიზ­ლოს, მე­ო­რე ცხოვ­რე­ბის სწო­რად და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მარ­თ­ვა ას­წავ­ლოს. რას გრძნობ­და ელი, ასუ­ლი გორ­დე­ლი­ა­ნე­ბი­სა მა­შინ, რო­ცა არა­ერ­თხელ ღირ­სე­ბა­აყ­რი­ლი, სწო­რედ შუ­ა­გულ ევ­რო­პა­ში იტყო­და მთა­ვარ სათ­ქ­მელს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ქარ­თ­ვე­ლი ერის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა­ზე, პა­სუ­ხი იქ­ნე­ბო­და სწო­რედ ისე­თი, რო­გო­რიც იმა­ვე სა­უ­კუ­ნე­ში გა­ლაკ­ტი­ონ­მა თქვა: „არ­სად ისე არ მღე­რი­ან, რო­გორც აქ, ამ ქვე­ყა­ნა­ში“. ელის ექ­ს­ცენ­ტ­რი­უ­ლი სცე­ნა – კა­ბა­რე იცეკ­ვოს, სწო­რედ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბაა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­თ­ვის. ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის ამა­ყად ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვა სწო­რედ სამ­შობ­ლოს­თან წილ­ნა­ყა­რი მოქ­მე­დე­ბაა, ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი­სა და ღირ­სე­ბის დას­ტუ­რია, რაც იმ­გ­ვარ სი­ცოცხ­ლე­ზე უარის თქმას გუ­ლის­ხ­მობს, მო­რა­ლურ სიკ­ვ­დილს რომ ჰგავს. რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­დეს ქარ­თუ­ლი ჯი­შის გა­მოვ­ლი­ნე­ბას ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლის გვა­რის უკა­ნა­საკ­ნე­ლი შთა­მო­მა­ვა­ლი, რო­მელ­საც მწე­რა­ლი გა­მო­არ­ჩევს თა­ვი­სი ზრდი­ლო­ბით, სი­ნა­ტი­ფით. ამ მშვე­ნი­ე­რე­ბის მიღ­მა სა­ო­ცა­რი ინ­ს­ტინ­ქ­ტი და რე­ა­ლო­ბის გან­ჭ­ვ­რე­ტის უნა­რი იკითხე­ბა. მარ­გო უნი­ა­თო „ქუ­რუ­მის“ მაფხიზ­ლე­ბე­ლი ხმაა, რაც არ აღ­მოჩ­ნ­და საკ­მა­რი­სი, ეროვ­ნუ­ლი სხე­უ­ლი გა­და­ერ­ჩი­ნა. „დე­და­კა­ცი ბა­ღი ხარ, თუ არ მორ­წყე, გახ­მე­ბა“ – მი­ზან­თ­რო­პი კა­ცის­გან გაჟ­ღე­რე­ბულ სიტყ­ვებ­ში ნამ­დ­ვი­ლად ჩანს სა­ბე­დის­წე­რო შე­დე­გი მშვე­ნი­ე­რი ჯი­შის დამ­ცი­რე­ბი­სა. ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი მა­შინ ჩნდე­ბა, რო­დე­საც ქა­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ სამ­ყა­რო აჯან­ყ­დე­ბა, რო­ცა გა­რე­მო­ე­ბა მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცესს იწყებს მის წი­ნა­აღ­მ­დეგ, ქა­ლი კი „მხნედ“ მი­ით­ვ­ლის „და­მოკ­ლეს მახ­ვილს“ ყვე­ლა ეპო­ქა­ში…

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა?

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება