18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება და პრევენცია

spot_img

მარიამ ესიტაშვილი
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი

 

 

გლობალური გამოწვევები, თანამედროვეობის ზოგადსაკაცობრიო პრობლემათაგან, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც საერთოა მთელი ქვეყნისთვის, ყველა რეგიონისა თუ სოფლისთვის. პრობლემის გადაჭრაც მხოლოდ ადამიანების ერთობით და ძალისხმევითაა შესაძლებელი, ცალ ცალკე ყველა შეიძლება უძლური იყოს, მაგრამ ერთად დგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან ასე ყველაფრის შეცვლა და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეიძლება. დღეს ჩვენი უკეთესი მომავალი მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესრულების პირდაპირპროპორციულია. ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება.

ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა და თანამედროვეობის გამოწვევაა „ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება და პრევენცია“, რომელსაც ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტი ეხება. პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა ევროპული სკოლების გაერთიანების – eTwinning-ის ფარგლებში, რომელიც განვახორციელეთ თელავის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად. პროექტის ფარგლებში, უამრავი შემეცნებითი და საინტერესო აქტივობა განხორციელდა. დავიწყეთ კვლევით, კითხვარების საშუალებით გამოვკითხეთ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, რა იცოდნენ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ, შემდეგ მომზადდა ვიდეორგოლი, რომლის საშუალებით ბავშვები მოუწოდებენ ფართო საზოგადოებას, უარი თქვან და არ გამოიყენონ ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

სასკოლო სივრცეში ამ ვიდეოს ფართო საზოგადოებისთვის ჩვენება გაიმართა. პრეზენტაციამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ასევე ბავშვებმა დაამზადეს ბუკლეტები და გაავრცელეს როგორც სასკოლო საზოგადოებაში, ასევე მის გარეთ. მოამზადეს, ასევე, ინგლისურენოვანი კედლის გაზეთი ფქსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტივობებში დიდი ინტერესითა და მოტივაციით იყვნენ ჩართულები. პროექტი ორი დამეგობრებული სკოლის საერთო კონფერენციით დასრულდა, რომელშიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ და პრევენციის გზები დასახეს, შეთანხმებას დისკუსიითა და კონსესუსით მიაღწიეს.

ამ პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურ მხარდაჭერას გვიცხადებდა ჩვენი სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნინო მელქოშვილი, რომელიც ყველა ჩვენი წამოწყებული იდეისა თუ საქმის უპირობო მხარდამჭერია.

პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა უამრავი ინფორმაცია მიიღეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ და კარგად გაიაზრეს რამდენად მავნე და საზიანოა მათი მოხმარება, ასევე გამოუმუშავდათ სოციალური პრობლემის გადაჭრის, გუნდურობის და კვლევის უნარ-ჩვევები.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები