18 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

ფიქ­რე­ბი ფატ­მან ხა­თუ­ნის შე­სა­ხებ

spot_imgspot_img

♦♦♦

ფატ­მან ხა­თუ­ნი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ის პერ­სო­ნა­ჟია, რო­მე­ლიც ბევრს არ მოს­წონს წარ­სუ­ლის საქ­ცი­ე­ლე­ბის გა­მო, აკ­რი­ტი­კებს, უღირს ქა­ლად თვლის, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ური­გო არ იქ­ნე­ბა, კი­დევ ერ­თხელ გა­და­ვა­ფა­სოთ მი­სი პი­როვ­ნე­ბა.

„ფატ­მან ხა­თუნ თვა­ლად მარ­ჯ­ვე, არ-ყმაწ­ვი­ლი, მაგ­რა მზმე­ლი,

ნაკ­ვ­თად კარ­გი, შავ-გვრე­მა­ნი, პირ-მსუ­ქა­ნი, არ პირ-ხმე­ლი

მუტ­რიბ­თა და მომ­ღე­რალ­თა მოყ­ვა­რუ­ლი, ღვი­ნის მსმე­ლი“.

ასე ვეც­ნო­ბით ფატ­მან ხა­თუნს ნა­წარ­მო­ებ­ში, რო­გორც ლხი­ნის მოყ­ვა­რულ, უდარ­დელ ქალს. რუს­თა­ვე­ლი მის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად არ იყე­ნებს მზი­სა და მთვა­რის მე­ტა­ფო­რებს, რო­გორც სხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შია, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავთ, რომ ეს უბ­რა­ლოდ ხორ­ცი­ელ სი­ა­მოვ­ნე­ბას და­ხარ­ბე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი არ არის, ის გა­მო­ირ­ჩე­ვა უდი­დე­სი სუ­ლი­ე­რე­ბით, სიძ­ლი­ე­რით, გო­ნი­ე­რე­ბი­თა და ღირ­სე­ბით. მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად კი­დევ უფ­რო კარ­გად ვხე­დავთ ფატ­მა­ნის ნამ­დ­ვილ სა­ხე­სა და პი­როვ­ნულ ღირ­სე­ბებს. ფატ­მა­ნი არ და­ბა­დე­ბუ­ლა რა­ინ­დულ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლა სიყ­ვა­რუ­ლია და თავს სწი­რა­ვენ იდეა­ლე­ბის­თ­ვის. იგი ვა­ჭარ­თა სამ­ყა­როს შვი­ლია, აქ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა ღა­ლა­ტი, ტყუ­ი­ლი, ლაჩ­რო­ბა და შან­ტა­ჟი. ფატ­მა­ნის­თ­ვის ნორ­მა­ლუ­რია წუ­თი­ერ სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე ფიქ­რი, რო­დე­საც სხვა­გან, ავ­თან­დი­ლის ქვე­ყა­ნა­ში, მა­რა­დი­ულ იდე­ა­ლებ­ზე ზრუ­ნა­ვენ. ამი­ტომ ჩა­უ­ვარ­და გულ­ში ავ­თან­დი­ლი, რად­გან მას­ში და­ი­ნა­ხა ის, რაც გა­ნას­ხ­ვა­ვებ­და უბ­რა­ლო მოკ­ვ­და­ვე­ბის­გან, ეს იყო მი­სი ღირ­სე­ბა, რა­ინ­დუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა, ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი ზნე­ო­ბა და სუ­ლი­ე­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც, მი­უ­ხე­და­ვად შე­ნიღ­ბ­ვი­სა, მა­ინც კარ­გად ჩან­და. სა­ბო­ლო­ოდ კი ამო­იც­ნო და სა­ჭა­ბუ­კო სა­მო­სიც და­უ­დო. ფატ­მანს არ უყ­ვარ­და თა­ვი­სი ქმა­რი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და უკე­თეს­ზე უკე­თესს. მან იპო­ვა ჭაშ­ნა­გი­რი და ჩა­იგ­დო გულ­ში, თუმ­ცა გა­მოჩ­ნ­და ჭაშ­ნა­გირ­ზე უკე­თე­სი, ავ­თან­დი­ლი და ახ­ლა მას­ზე ფიქ­რებს ვერ იგ­დებს თა­ვი­დან. და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე აღიძ­რა ფატ­მან­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა, რა­საც არ მა­ლავ­და და სხვა ქა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის, თი­ნა­თი­ნი­სა და ნეს­ტა­ნი­ს, მსგავ­სად, ისიც არ შე­უ­შინ­და გრძნო­ბე­ბის გამ­ხე­ლას და სატ­რ­ფი­ა­ლო წე­რი­ლი მის­წე­რა ავ­თან­დილს, რო­მელ­საც შო­თა ღი­რე­ბულ უს­ტარს უწო­დებს: „უს­ტა­რი შე­სა­ნა­ხა­ვი, არ ცუ­დად და­სა­ხე­ვე­ლი“.

რა თქმა უნ­და, ფატ­მა­ნის მხო­ლოდ და­დე­ბით ან უარ­ყო­ფით პერ­სო­ნა­ჟად წარ­მო­ჩე­ნა არ იქ­ნე­ბა სწო­რი. სწო­რედ ამი­ტომ ეხ­ვე­ვა ის კრი­ტი­კის ცეცხ­ლ­ში და ეს არც არის გა­საკ­ვი­რი. კრი­ტი­კოს­თა აზ­რით, ფატ­მანს რომ ქრის­ტი­ა­ნულ ქვე­ყა­ნა­ში ეცხოვ­რა, აუცი­ლებ­ლად და­საძ­რა­ხი პი­როვ­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, არ უნ­და და­ვუ­კარ­გოთ ის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი, რაც მას აქვს. ნა­წარ­მო­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ისე­თი რამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რაც მკითხ­ველს დი­ლე­მის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნებს. არა­და ის არის ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლოს გა­სა­ღე­ბი, სწო­რედ მას და­ა­კის­რა ავ­ტორ­მა ნეს­ტა­ნის ბო­როტ­თა­გან გა­მოხ­ს­ნის სა­ი­დუმ­ლოს გა­შიფ­ვ­რა.

მკითხ­ვე­ლი ფატ­მანს, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სიძ­ვუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­მო გან­ს­ჯის, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნის გან­ს­ჯა არ არის ჩვე­ნი საქ­მე, ამის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ღმერთს აქვს. გა­ვიხ­სე­ნოთ სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სა­მა­რი­ტე­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი. იესომ კარ­გად იცო­და, თუ რო­გო­რი ცხოვ­რე­ბი­თაც ცხოვ­რობ­და ქა­ლი, თუმ­ცა მა­ინც გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა, მის­გან წყა­ლი ითხო­ვა ამ ამ­ბავ­მა ყვე­ლა და თა­ვად სა­მა­რი­ტე­ლი ქა­ლიც აღაფ­რ­თო­ვა­ნა, რად­გან ქრის­ტე იუდე­ვე­ლი იყო და იუდე­ველ­ნი და სა­მა­რი­ტელ­ნი მტრობ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, თან მან ხომ იცო­და, რომ მან­დი­ლო­სა­ნი არე­უ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, რამ­დე­ნი­მე ქმა­რი გა­მო­ეც­ვ­ლა. ქრის­ტეს პა­სუ­ხი ასე­თი იყო: „თუ იცო­დე, ვინ არის ის, ვინც შენ გთხოვს: მო­მე­ცი წყა­ლი და­სა­ლე­ვა­დო, შენ თა­ვად სთხოვ­დი მას, და ის მოგ­ცემ­და ცოცხალ წყალს“. მაცხო­ვარ­თან შეხ­ვედ­რით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი დე­და­კა­ცი მთელ ქა­ლაქს შეყ­რის, ყვე­ლას ემო­ცი­ე­ბით უამ­ბობს, მე­სია ვნა­ხეო, ბედ­ნი­ე­რია მი­სი უც­ნა­უ­რი ნათე­ლით, ისიც ანა­თებს და ას­ხი­ვებს, სხვებ­საც მო­ხიბ­ლავს და გა­დას­ცემს თა­ვის გან­ც­დებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნ­და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რომ შეც­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ, ადა­მი­ა­ნე­ბი, ღვთის თვალ­ში ყვე­ლა­ნი ერ­თ­ნა­ი­რე­ბი ვართ, ამი­ტომ ხე­ლი არ უნ­და ჩა­ვიქ­ნი­ოთ არა­ვი­სზე, რამ­დე­ნი ცუ­დიც უნ­და აკე­თოს, ყო­ველ­თ­ვის უნ­და ვე­ცა­დოთ მას­ში რა­ი­მე და­დე­ბი­თის პოვ­ნას, რო­გორც ეს რუს­თ­ველ­მა ფატ­მა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა. სა­ყუ­რადღე­ბოა ფატ­მა­ნი­სა და ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის შეხ­ვედ­რის ამ­ბა­ვი. ფატ­მა­ნი უან­გა­როდ, და­უ­ფიქ­რებ­ლად და­ეხ­მა­რა სრუ­ლი­ად უც­ნობ ქალს, ერ­თ­გუ­ლე­ბას უცხა­დებს მას და თავს საფ­რ­თხე­შიც კი იგ­დებს მის გა­მო. მხო­ლოდ ამ პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი­და­ნაც ჩანს, რომ ფატ­მან ხა­თუნს გა­აჩ­ნ­და გრძნო­ბე­ბი და თბი­ლი გუ­ლი. ის თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობს ნეს­ტანს და ყვე­ლაფ­რის ფა­სად ცდი­ლობს დახ­მა­რე­ბას:

„მო­ვიყ­ვა­ნე ში­ნა ჩემ­სა იგი პირ-მზე ტა­ნით ალ­ვით,

მო­ვუ­კაზ­მე სახ­ლი ერ­თი, ში­გან დავ­ს­ვი მე­ტად მალ­ვით;

არ­ვის ვუთხარ სუ­ლი­ერ­სა, შე­ვი­ნა­ხე ფარ­ვით, კრძალ­ვით.“

დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხავ­და ნეს­ტა­ნის თა­ვის­თან შე­ფა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ფატ­მა­ნი. აქაც გა­მო­იკ­ვე­თა მი­სი სიძ­ლი­ე­რე, ამ ამ­ბავს სი­ცოცხ­ლის ფა­სად დაჰ­კან­კა­ლებს. ბო­ლოს ფატ­მან­მა ნეს­ტა­ნი გა­აქ­ცია და ყვე­ლაფ­რის ფა­სად გა­და­არ­ჩი­ნა.

ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ვა­ღი­ა­რებ, რომ ფი­ნა­ლის­კენ პო­ე­მამ სრუ­ლი­ად ამო­ა­ყი­რა­ვა ჩე­მი ფატ­მა­ნი­სად­მი წარ­მოდ­გე­ნე­ბი. არას­დ­როს მომ­წონ­და ის, ყო­ველ­თ­ვის ვფიქ­რობ­დი და ახ­ლაც ვი­მე­ო­რებ, რომ ღა­ლატ­სა და ტყუ­ილს გა­მარ­თ­ლე­ბა არას­დ­როს აქვს, თუმ­ცა, მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, შე­ვის­წავ­ლე ფატ­მა­ნის პერ­სო­ნა­ჟი და იმ ყვე­ლა­ფერ­მა, რაც მოხ­და და რაც ფატ­მან­მა გა­მო­ი­ა­რა, სრუ­ლი­ად და­მა­ვიწყა თი­თო­ე­უ­ლი ლა­ქა მი­სი ცხოვ­რე­ბის ტი­ლო­დან. ვფიქ­რობ, ფატ­მა­ნი ავ­თან­დი­ლის გა­მო­ჩე­ნამ სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა, მი­სი სა­ხით ქალ­მა და­ი­ნა­ხა სამ­ყა­რო, რომ­ლის­გა­ნაც ის და თა­ვი­სი თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლე­ბი შორს იყ­ვ­ნენ. აღ­მო­ა­ჩი­ნა გრძნო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც აღა­რას­დ­როს და­ი­ვიწყებს. ფატ­მა­ნი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟია. თუ ღრმად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, იმა­საც მივ­ხ­ვ­დე­ბით, რომ იგი თავ­გან­წი­რუ­ლი დე­დაა, კბი­ლე­ბით იცავს შვი­ლე­ბის სი­ცოცხ­ლეს, მა­თი უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თ­ვის და­უ­ფიქ­რებ­ლად მო­ი­შო­რებს თა­ვი­დან მა­ბეზღ­რად­ქ­ცე­ულ ჭაშ­ნა­გირს, ბედ­ნი­ე­რი და ღვთი­სად­მი მად­ლი­ე­რია ნა­წარ­მო­ე­ბის ფი­ნალ­ში, რა­კი ისეთ სა­ო­ცარ ამ­ბებ­ში გა­ე­რია, რო­გო­რიც ნეს­ტა­ნის ქაჯ­თა­გან ხსნაა: „ვცან სი­მოკ­ლე ბო­რო­ტი­სა, კე­თი­ლია მი­სი გრძე­ლი“.

უან­გა­რო და მოწყა­ლეა, რი­თაც სხვებს აღე­მა­ტე­ბა გუ­ლან­შა­რო­ში.

გაკ­ვე­თილ­ზე დას­მულ კითხ­ვა­ზე, თუ რო­გორ გა­აგ­რ­ძე­ლებს ფატ­მა­ნი ცხოვ­რე­ბას, პა­სუ­ხი ერ­თია – ისე­თი ნა­თე­ლი, ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბის შემ­დეგ, რომ­ლე­ბიც ავ­თან­დი­ლის სი­ახ­ლო­ვეს გა­ა­ტა­რა, ის ფატ­მა­ნი აღარ იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც ად­რე იყო, რად­გან ისიც, სა­მა­რი­ტე­ლი დე­და­კა­ცის მსგავ­სად, სულ­ში ნა­თელ­ჩამ­დ­გა­რი, ბნე­ლე­თი­სა თუ გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბის ბუ­რუ­სი­დან გა­მო­სუ­ლი, მყა­რი ნა­ბი­ჯე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლებს სი­ა­რულს, რო­გორც ქა­ლი, დე­და და მე­უღ­ლე. მჯე­რა, გან­ვ­ლი­ლი ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბით ისულ­დ­გ­მუ­ლებს.

ირი­ნა ლა­სა­რე­იშ­ვი­ლი
Xა კლა­სი, ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლა
ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი — მაია გვი­ჩია

 

♦♦♦

შო­თა რუს­თა­ვე­ლის „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ – ეს არ არის მხო­ლოდ პო­ე­მა, არა­მედ მთე­ლი სამ­ყა­როა, სა­დაც გმი­რე­ბი არა მხო­ლოდ თა­ვი­ან­თი ქმე­დე­ბე­ბით, არა­მედ ღრმა ში­ნა­გა­ნი თვი­სე­ბე­ბით ცოცხ­ლ­დე­ბი­ან მკითხ­ვე­ლის წი­ნა­შე. ამ პო­ე­მა­ში არ არ­სე­ბობს შემ­თხ­ვე­ვი­თი სა­ხე, ყო­ვე­ლი პერ­სო­ნა­ჟი გარ­კ­ვე­ულ როლ­სა და ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს.

თი­ნა­თი­ნი – სი­ლა­მა­ზის და ერ­თ­გუ­ლე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა; ნეს­ტან და­რე­ჯა­ნი – სიბ­რ­ძ­ნი­სა და სი­მა­მა­ცის; ტა­რი­ე­ლი ვაჟ­კა­ცო­ბი­სა და სევ­დის სიმ­ბო­ლოა; ავ­თან­დი­ლი გო­ნი­ე­რე­ბის, თავ­გან­წირ­ვი­სა და მე­გობ­რო­ბის მა­გა­ლი­თია. მაგ­რამ ვი­ნაა ფატ­მან ხა­თუ­ნი? რო­გორ შეგ­ვიძ­ლია მი­სი და­ხა­სი­ა­თე­ბა? რო­მე­ლი ხა­რის­ხის პერ­სო­ნა­ჟად შეგ­ვიძ­ლია ჩავ­თ­ვა­ლოთ?

პო­ე­მა­ში ფატ­მან-ხა­თუ­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი და არას­ტან­დარ­ტუ­ლი ქა­ლია – იგი სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა თი­ნა­თი­ნი­სა და ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის­გან, ფატ­მა­ნი არ არის მე­ფის ასუ­ლი ან იდე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სათ­ნო სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლო; ის სავ­სეა ვნე­ბით, უშუ­ა­ლო­ბი­თა და ხორ­ცი­ე­ლი სურ­ვი­ლით. მი­სი სა­ხე გვაჩ­ვე­ნებს, რომ ქა­ლის ბუ­ნე­ბა არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა მხო­ლოდ სუ­ლი­ე­რი სი­ნა­ზი­თა და ერ­თ­გუ­ლე­ბით, მას ასე­ვე შე­უძ­ლია იყოს აქ­ტი­უ­რი, ვნე­ბი­ა­ნი და სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ში თა­მა­მი. იგი არ მა­ლავს გან­ც­დებს, პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბა ავ­თან­დილს თა­ვის სურ­ვილს და არ იშუ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის მო­სა­პო­ვებ­ლად. თუმ­ცა, სწო­რედ ეს ხდე­ბა მი­სი ში­ნა­გა­ნი ტრა­გე­დი­ის სა­ფუძ­ვე­ლი – ის ავ­თან­დილ­ში ვნე­ბას ხე­დავს მა­შინ, რო­ცა ის სულ სხვა იდე­ალს ეძებს, მის წე­რილ­ზე სწო­რედ რომ ეს თქვა: „ყვა­ვი რა ვარ­დ­სა იშო­ვის, თა­ვი ბულ­ბუ­ლი ჰგო­ნია“, რი­თაც აბუ­ჩად აიგ­დო. ფატ­მან-ხა­თუ­ნი არ არის უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟი , იგი უბ­რა­ლოდ სხვა სამ­ყა­როს ნა­წი­ლია. მი­სი „სიყ­ვა­რუ­ლი“ ისე­თი არაა რო­გორც სხვე­ბი­სა, თი­ნა­თი­ნი­სა და ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის მსუ­ბუ­ქი, ნა­ზი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, ის ცეცხ­ლო­ვა­ნია. ამი­თაც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის­გან, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რულს ისე გა­ნიც­დის, რო­გორც ზე­ცი­ურ სიწ­მინ­დეს.

მაგ­რამ, რას ვფიქ­რობ მე ფატ­მან­ზე, მე – თხუთ­მე­ტი წლის სკო­ლის მოს­წავ­ლე, რო­მელ­მაც უკ­ვე „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ბო­ლომ­დე წა­ი­კითხა და ეგო­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და ამ პო­ე­მა­ზე: გმი­რე­ბი – კე­თილ­შო­ბილ­ნი, ქა­ლე­ბი – სათ­ნო­ნი, სიყ­ვა­რუ­ლი – წმინ­და. მაგ­რამ შემ­დეგ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ფატ­მან-ხა­თუ­ნი გა­მოჩ­ნ­და. პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა თავ­ზარ­დამ­ცე­მი იყო – ქა­ლი, რო­მე­ლიც არ მა­ლავს თა­ვის სურ­ვი­ლებს, რო­მე­ლიც არ ით­მენს, არ ემორ­ჩი­ლე­ბა მო­რალს, თა­ვად ქმნის თა­მა­შის წე­სებს. ჩემ­ში წა­მით ყვე­ლა­ფე­რი აირია. ვკითხუ­ლობ­დი და სა­კუ­თარ თავს ვუს­ვამ­დი კითხ­ვას: რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, შო­თა რუს­თა­ვე­ლის ტექ­ს­ტ­ში ასე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი, ვნე­ბი­ა­ნი და ამა­ვე დროს ტრა­გი­კუ­ლი ქა­ლი ყო­ფი­ლი­ყო? რა­ში სჭირ­დე­ბო­და იგი მას? ფატ­მან ხა­თუნ­ში ზუს­ტა­დაც და­ვი­ნა­ხე უბე­დუ­რი ქა­ლი, აბა, რო­გორ იქ­ნე­ბა ქა­ლი ბედ­ნი­ე­რი, თუ უსე­ნის­მაგ­ვა­რი უვარ­გი­სი, უპ­რინ­ცი­პო ქმა­რი ეყო­ლე­ბა?! ამი­ტო­მაც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა გუ­ლან­შა­რო­ე­ლი ფატ­მა­ნი, ინ­დო­ე­ლი ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნი­სა და არა­ბი თი­ნა­თი­ნის­გან. ფატ­მანს არ ჰყავ­და გვერ­დით ვაჟ­კა­ცი ტა­რი­ე­ლი და გო­ნი­ე­რი ავ­თან­დი­ლი. მას არ უგ­რ­ძ­ვ­ნია სიყ­ვა­რუ­ლი, მხო­ლოდ – ხორ­ცი­ე­ლი სწრაფ­ვა.

რო­დე­საც ფატ­მან ხა­თუნ­ზე ვფიქ­რობ­დი, ნაც­ნო­ბი სა­ხე მახ­სენ­დე­ბო­და, ჯერ ვერ გა­ვიხ­სე­ნე, შემ­დეგ ჩემს თვალ­წინ ანა კა­რე­ნი­ნას სი­ლუ­ე­ტი გა­მო­იკ­ვე­თა, ისე­თი­ვე ვნე­ბით სავ­სე, გან­წი­რუ­ლი. დი­ახ, მე შო­თა რუს­თა­ვე­ლის მე-12 სა­უ­კუ­ნის პო­ე­მი­სა და ლევ ტოლ­ს­ტო­ის მე-19 სა­უ­კუ­ნის ნა­წარ­მო­ე­ბის პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის მსგავ­სე­ბა და­ვი­ნა­ხე: ფატ­მან ხა­თუ­ნი – ანა კა­რე­ნი­ნა, უღირ­სი უსე­ნი – ალექ­სეი კა­რე­ნი­ნი, ავ­თან­დი­ლი კი – ალექ­სეი ვრონ­ს­კი. ანა კა­რე­ნი­ნას ის­ტო­რია ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და, მაგ­რამ რო­გორ და­ას­რუ­ლებს ფატ­მა­ნი? ამა­ზე უამ­რა­ვი მო­საზ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს. ჩე­მი აზ­რით, ფატ­მან ხა­თუ­ნის ცხოვ­რე­ბა, ავ­თან­დილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, აღარ იქ­ნე­ბო­და ისე­თი, რო­გო­რიც მა­ნამ­დე იყო. ავ­თან­დილ­ში მან და­ი­ნა­ხა, რომ ვნე­ბა არ ჰყოფ­ნის სიყ­ვა­რულს. შე­საძ­ლოა, პირ­ველ ხა­ნად კვლავ იმა­ვე გზას გაჰ­ყო­ლო­და — ძა­ლა­უფ­ლე­ბის, შარ­მის, ცდუ­ნე­ბის გზას, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ცა­რი­ე­ლი გუ­ლით. თუმ­ცა არ­სე­ბობს მე­ო­რე გზაც: რომ მან ამ ტკი­ვი­ლის­გან ის­წავ­ლა; რომ გა­ი­აზ­რა – სიყ­ვა­რუ­ლი მხო­ლოდ სხე­უ­ლებ­რი­ვი ლტოლ­ვა კი არა, არა­მედ სუ­ლი­ე­რი თა­ნა­ზი­ა­რო­ბა, ერ­თ­გუ­ლე­ბა და მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვაა. ალ­ბათ, ფატ­მან-ხა­თუ­ნი უკ­ვე აღარ ეც­დე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის დაპყ­რო­ბას სურ­ვი­ლით, არა­მედ და­უწყებ­და მათ ყუ­რე­ბას გუ­ლის თვა­ლით. შე­იძ­ლე­ბა, მარ­ტოც დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ გუ­ლის სიღ­რ­მე­ში შეც­ვ­ლი­ლი და უფ­რო და­დინ­ჯე­ბუ­ლი.

ფატ­მან ხა­თუ­ნი ეს არის ქა­ლი, რო­მე­ლიც ვნე­ბით შე­მო­ვი­და პო­ე­მა­ში, მაგ­რამ დარ­ჩა, რო­გორც სი­ნათ­ლე, რო­მე­ლიც ჩუ­მად ანა­თებს სხვა­თა გზას. მი­უ­ხე­და­ვად სა­კუ­თა­რი ტკი­ვი­ლი­სა და ავ­თან­დი­ლი­სად­მი შე­უ­პო­ვა­რი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, მან გულ­ში ბოღ­მა არ ჩა­ი­დო. პი­რი­ქით – მი­სი გზა ტრა­გე­დი­ი­დან კე­თილ­შო­ბი­ლე­ბამ­დე მი­დის. ფატ­მან­მა, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო აღ­შ­ფო­თე­ბა, შუ­რის­ძი­ე­ბა, თვით­გა­ნად­გუ­რე­ბა, აირ­ჩია სხვა გზა – გულ­წ­რ­ფე­ლო­ბი­სა და გულ­მოწყა­ლე­ბის გზა. მან არა მხო­ლოდ აპა­ტია ავ­თან­დილს, არა­მედ და­ეხ­მა­რა მის მე­გო­ბარს – ტა­რი­ელს. ჩვენ ვი­ცით, რომ სწო­რედ ფატ­მან-ხა­თუ­ნის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლო ტა­რი­ელ­მა ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის პოვ­ნა. ქა­ლი, რომ­ლის სიყ­ვა­რუ­ლიც უპა­სუ­ხოდ დარ­ჩა, თა­ვად იქ­ცა ხი­დად სხვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის. ფატ­მან-ხა­თუ­ნი სწო­რედ ასე­თი ქა­ლია – ძლი­ე­რი არა ხმლით, არა­მედ გუ­ლით, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი არა ბრძო­ლა­ში, არა­მედ სუ­ლი­ერ თავ­შე­კა­ვე­ბა­ში. მი­სი რო­ლი პო­ე­მა­ში თით­ქოს ფა­რუ­ლია, მაგ­რამ სწო­რედ მი­სი ხე­ლით იხ­ს­ნე­ბა კვან­ძე­ბი. სწო­რედ მი­სი წყა­ლო­ბით ხდე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლი ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნი­სა და ტა­რი­ე­ლის სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის. ფატ­მან-ხა­თუ­ნი – ეს არ არის მხო­ლოდ ვნე­ბა­მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ქა­ლი, იგი რჩე­ბა, რო­გორც ყვე­ლა­ზე ადა­მი­ა­ნუ­რი, ყვე­ლა­ზე თბი­ლი გმი­რი, რო­მე­ლიც მა­ში­ნაც კი, რო­ცა გულ­ში ცეცხ­ლი უელავ­და, სხვებს გზას უნა­თებ­და. ფატ­მან-ხა­თუ­ნი არ არის იდე­ა­ლუ­რი გმი­რი და სწო­რედ ამი­ტომ არის რე­ა­ლუ­რი. ის არ მოგ­ვ­წონს პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან, არ გვა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რებს იდე­ალ­თან, მაგ­რამ ბო­ლოს გვა­ი­ძუ­ლებს ჩავ­ფიქ­რ­დეთ. ფატ­მან-ხა­თუნ­მა და­მა­ნა­ხა, რომ „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ არ არ­სე­ბობს ერ­თი ტი­პის ქა­ლი. და სწო­რედ ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­შია შო­თა რუს­თა­ვე­ლის სი­დი­ა­დე – მან შეძ­ლო, და­ე­ხა­ტა არა მხო­ლოდ ქა­ლუ­რი იდე­ა­ლი, არა­მედ ქა­ლუ­რი ბუ­ნე­ბის სიმ­ძაფ­რე, ში­ნა­გა­ნი კონ­ფ­ლიქ­ტი და ტრა­გი­კუ­ლი სი­ლა­მა­ზე.

ნი­ნი ხუ­ბუ­ლია
Xა კლა­სი, ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლა
ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი — მაია გვი­ჩია
spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება