სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის ხელმძღვანელები:
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი: ნანა სირაძე
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: კესო ქობალია
სკოლა: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო
პროექტის მონაწილენი: III-IV კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე
პროექტის მიზანი/სწავლის შედეგები:
♦ მოსწავლეებს შეექმნებათ ზოგადი წარმოდგენა ფარნავაზ მეფეზე;
♦ გაიგებენ თანამედროვე ანბანის დამკვიდრებამდე განვლილ ეტაპებს;
♦ მოიძიებენ ინფორმაციას ფარნავაზ მეფესა და ქართულ დამწერლობაზე;
♦ გააცნობიერებენ ქართული ენის როლს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
♦ კვლევისა და ანალიზის საშუალებით დაადგენენ ძველი და ახალი დამწერლობის მსგავსება-განსხვავებას;
პროექტის აქტუალობა:
ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. კერძოდ:
♦ საღი მსჯელობა და აღქმა;
♦ ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემის გადასაჭრელად;
♦ წყვილში/ინდივიდუალურად ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
♦ განსხვავებული როლებისა და პასუხისმგებლობის ადაპტირება;
♦ შემეცნებითი და მრავალმხრივი ინტელექტი;
♦ ეროვნული ღირებულებების დაფასება, შემოქმედებითი, ტრანსფერის, მსჯელობის უნარი;
მოსწავლეები:
♦ გაიგებენ თანამედროვე ქართული ანბანის განვლილ საფეხურებს;
♦ ინტერნეტისა და ენციკლოპედიების საშუალებით შეაგროვებენ ინფორმაციას ფარნავაზ მეფესა და ძველი ქართული დამწერლობის შესახებ;
♦ მოამზადებენ ელ. პრეზენტაციას, შექმნიან ძველი ქართული ანბანის ორნამენტებს და დაამზადებენ ქართული ანბანის პოსტერებს;
♦ გაიაზრებენ ანიმაციური ვიდეორგოლის მნიშვნელობას: „იცოდე შენი ქვეყნის ისტორია“ /„ფარნავაზი და ქართული დამწერლობა“/
♦ მხატვრულად წაიკითხავენ აკაკი წერეთლის ლექსს: „ქართული ანბანი“
♦ შექმნიან ელექტრონულ წიგნს: „მხიარული ანბანი“
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული (მისაღწევი) შედეგები:
ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი – I-IV კლასები
მე-4 კლასის საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები
სახვითსა და გამოყენებით ხელოვნებაში
პროექტის მსვლელობა (ძირითადი ამოცანები):
♦ მოსწავლეებისთვის იდეის მიწოდება;
♦ პროექტის სავარაუდო გეგმაზე მუშაობა;
♦ საბოლოო ვარიანტის დამტკიცება;
♦ მოსწავლეების მიერ გეგმით გათვალისწინებული აქტივობების გაცნობა-გააზრება, სამუშაოს განსაზღვრა, ფუნქციათა გადანაწილება;
♦ ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, დადგენილი გეგმის შესაბამისად;
♦ შეგროვებული ინფორმაციის გარჩევა (ანალიზი-კვლევა) და საპრეზენტაციო მასალების მომზადება;
♦ ანიმაციური ვიდეორგოლის გააზრება/მსჯელობა;
♦ ანბანის ორნამენტების და პოსტერების შექმნა;
♦ ელ. პრეზენტაციის მომზადება;
https://www.microsoft.com/en-us/microsoft-365/powerpoint
♦ ელ. წიგნის შექმნა/ https://www.storyjumper.com/book/read/167679811/659c55d54575b
♦ პრეზენტაცია, პროექტის დასკვნითი ნაწილის განხორციელება;
♦ პროექტში მონაწილეთა შეფასება და უკუკავშირი.
პროექტის მიმდინარეობისას გამოყენებული მეთოდები:
წყვილების მუშაობა, თანამშრომლობითი სწავლება, სწავლა ძიებითა და აღმოჩენებით, დამოუკიდებელი სამუშაო. პროექტზე მუშაობისას უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა წყვილებში და ინდივიდუალურ მუშაობას. ამ პროცესში მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით თავად ირჩევენ ძიებისა და სწავლის მეთოდებს. პრეზენტაციას განახორციელებენ წყვილებში და ასევე ინდივიდუალურად.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
გეგმა ითვალისწინებს პროექტის მონიტორინგის, შეფასების სტრატეგიისა და წარმატების გასაზომ კრიტერიუმებს, რომელიც სრულად იძლევა პროექტის მიმდინარეობისა და პროდუქტის შეფასების საშუალებას. მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა მუშაობას ყოველ ეტაპზე და, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მათ. განრიგების მიხედვით მოეწყობა სამუშაო შეხვედრები.
პროექტში მონაწილე მოსწავლეთა შეფასება:
განმავითარებელი /ინდივიდუალურად მიეცემათ რჩევები და მითითებები/
განმავითარებელი შეფასების რუბრიკები:
პრეზენტაცია
მოსწავლეთა ინდივიდუალურ განმავითარებელ შეფასებაში გასათვალისწინებელი უნარ-ჩვევები:
- თანამშრომლობს წყვილებში მუშაობის დროს;
- გამოხატავს პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ;
- მეგობრულია და კომუნიკაბელური [თანამშრომლობა];
- მონაწილეობს დისკუსიებში, ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას;
- ბევრ კითხვას სვამს, მაძიებელია. აქვს საინტერესო იდეები [კრიტიკული აზროვნება];
- ახარისხებს საჭიროების მიხედვით მოპოვებულ ინფორმაციას;
- ახერხებს მიღებული ცოდნის დაკავშირებას კონკრეტულ საკითხებთან;
- ორგანიზებულია, იცავს დროის ლიმიტს, აფასებას და ნათლად და გასაგებად გადმოსცემს სათქმელს;
- ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები:
♦ მე-3 და მე-4 კლასის სახელმძღვანელოები;
♦ წიგნები სკოლის ბიბლიოთეკიდან;
♦ თაბახის ფურცლები, ფორმატები, ფერადი ფანქრები, მარკერები;
♦ კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ფოტოაპარატი (ან ტელეფონი შესაბამისი ფუნქციით), ელ. პროგრამა;
♦ საბეჭდი და სკანერი.
პროექტის დასასრულს შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა. შევავსეთ შეფასების რუბრიკა:
სასწავლო პროექტის რეფლექსია
დაწყებით საფეხურზე (III-IV კლასი) განვახორციელეთ სასწავლო პროექტი, სახელწოდებით: „ფარნავაზ მეფე და ქართული დამწერლობა“.
თავდაპირველად მოსწავლეებს მივაწოდეთ იდეა, გავაცანით განხორციელების ეტაპები, შემდეგ შევიმუშავეთ გეგმა, განვსაზღვრეთ მისაღწევი შედეგები და შეფასების სისტემა. გეგმის ნაწილებს ვასრულებთ ეტაპობრივად, დადგენილ ვადებში. მოსწავლეების მიერ შემოთავაზებული წინადადების მიხედვით გადავწყვიტეთ, წყვილებში და, ამავე დროს, ინდივიდუალურად დაგვემუშავებინა შესაბამისი ინფორმაციები (მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით).
პროექტის აქტუალობა. მსგავსი პროექტების განხორციელება მეტად აქტუალურია თანამედროვე სკოლებში, რადგან მოსწავლეებში აღძრავს ინტერესს არა მარტო თემატიკითა და მრავალფეროვანი აქტივობებით, არამედ უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, კერძოდ: საღ მსჯელობას და აღქმას, ინფორმაციის კლასიფიკაციას, ანალიზსა და სინთეზს, ეფექტური მუშაობის უნარის (წყვილებში, ინდივიდუალურად) დემონსტრირებას, განსხვავებული როლებისა და პასუხისმგებლობის ადაპტირებას, შემეცნებით და მრავალმხრივ ინტელექტს, ეროვნული ღირებულებების დაფასებას, შემოქმედებითი, ტრანსფერის უნარს საგანთ შორის კავშირს, ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენებას. ეს ყოველივე კი დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა წინსვლასა და განვითარებაზე, მოტივაციაზე და აკადემიურ მოსწრებაზე.
პროექტის მიზანი ჩამოყალიბდა დაწყებისთანავე. იგი იყო ნათელი, კონკრეტული და გაზომვადი, სრულად შეესაბამებოდა პროექტის აქტუალობას, დასახელებულ საჭიროებებსა და, ზოგადად, განათლების მიზნებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმას.
პროექტის მიზნები:
♦ მოსწავლეებს შეექმნებათ ზოგადი წარმოდგენა ფარნავაზ მეფეზე;
♦ გაიგებენ თანამედროვე ანბანის დამკვიდრებამდე განვლილ ეტაპებს;
♦ მოიძიებენ ინფორმაციას ფარნავაზ მეფესა და ქართულ დამწერლობაზე;
♦ გააცნობიერებენ ქართული ენის როლს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
♦ კვლევისა და ანალიზის საშუალებით დაადგენენ ძველი და ახალი დამწერლობის მსგავსება-განსხვავებას.
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მისაღწევი შედეგები ითვალისწინებს მე-3 და მე მე-4 კლასების მოსწავლისთვის ესგ-ით გათვალისწინებულ შედეგებს, საგნებს შორის კავშირს, ტრანსფერის უნარსა და აქტიურად ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმატების საწინდარია. გეგმაში ჩანს პროექტის შედეგების მდგრადობა. ამას ადასტურებს მოსწავლეთა მაღალი ინტერესი მუშაობის პერიოდში და ისიც, რომ მოსწავლეები პროექტის დასრულების შემდეგაც სიამოვნებით იხსენებენ სხვადასხვა ეტაპს, გატაცებული არიან პროექტის ფარგლებში შესწავლილი აქტივობებით. ვთვლით, რომ შედეგი მიღწეულია, რადგან მოსწავლეებმაც გაიაზრეს და გაითავისეს მოცემული საკითხები. პროექტი მდგრადია და მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება
მოსწავლეთა მუშაობას ყოველ ეტაპზე ვაკვირდებოდით და, საჭიროებების შემთხვევაში, ვეხმარებოდით კიდეც. ასევე, ეტაპობრივად, კონსულტაციას ვუწევდით შესაბამისი საკითხების გააზრებასა და გათვალისწინებაში. დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა მაქსიმალურად გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები.
განრიგის მიხედვით მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები.
პროექტში განსაკუთრებით გავითვალისწინეთ მონაწილეთა განვითარების დონე, ასაკი, ინტერესები და გამოცდილება – ისინი შეესაბამებოდა პროექტში მონაწილეთა შესაძლებლობებს; პროექტით დასახულ მიზნებსა და განსაზღვრულ შედეგებს. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების პროცესში. მონაწილეები ითვალისწინებდნენ მასწავლებლის მითითებებს, აფასებდნენ ერთმანეთის შესაძლებლობებს.
პროექტში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა დასკვნითი ნაწილი – პრეზენტაცია. პროექტის მონაწილეებმა მიიღეს აშკარა სარგებელი. საგანთაშორის კავშირმა კიდევ უფრო ნათლად დაანახა მათ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა. ტრანსფერის განვითარება ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი უნარია, რომელიც მოსწავლეებს დაწყებით კლასებიდანვე უნდა განუვითარდეთ, რომ შემდეგ უფრო მარტივად შეძლონ დასახული მიზნების წარმატებულად განხორციელება.
მოსწავლეებმა შეისწავლეს წყვილებში, ინდივიდუალურად მუშაობის პრინციპები, აიმაღლეს ზოგადი ინტელექტი. პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება არ მომხდარა, ყველაფერი წარიმართა გეგმის მიხედვით. მომავალში, მსგავს პროექტზე მუშაობისას, აუცილებლად წინასწარ გავითვალისწინებთ სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეთა ჩართულობას, რათა მათთვისაც სასარგებლო, საინტერესო და აქტუალური გავხადოთ ეს საკითხები.
პროექტში მონაწილეთა შეფასება: განმავითარებელი (ინდივიდუალური რჩევები და მითითებები).
შეფასებაში გავითვალისწინეთ მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება, მივეცით სასარგებლო რჩევები, მითითებები. საინტერესო აღმოჩნდა უკუკავშირიც. საბოლოოდ აზრი გამოთქვეს მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და პოზიტიურად შეაფასეს ჩვენი ერთთვიანი მუშაობის შედეგი.