24 ნოემბერი, კვირა, 2024

უცხოური ენის გამოცდა დასრულდა

spot_img

დასრულდა უცხოური ენის გამოცდა. მეორე სესიაზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 83%-ზე მეტი, არავის დაუგვიანია.

დღეს აბიტურიენტთა განწყობაზე არც უამინდობას უმოქმედია, რადგან მათზე ზრუნავდნენ და საგამოცდო ცენტრიდან ქოლგით აცილებდნენ, როგორც ეს ამბროლაურის საგამოცდო ცენტრში მოხდა.

აბიტურიენტები ხვალ დაისვენებენ და 14 ივლისს ბიოლოგიის გამოცდას ჩააბარებენ (პირველი სესია).

დღეიდან საგამოცდო პროცესს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული 3 000-ზე მეტი სტუდენტიც შეუერთდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებისათვის გამოცდაზე სტუდენტთა, დაახლოებით, 75% გამოცხადდა. კონკურსი 2007 წლიდან ტარდება და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურთ მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ საგრანტო დაფინანსება.

ხვალ და ზეგ საგამოცდო პროცესს მასწავლებლები გააგრძელებენ. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა (პირველი სესია) 13 ივლისს ჩატარდება – სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური); მუსიკა; სპორტი; 14 ივლისს – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა (პირველი სესია).

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები