12 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

უშიშ­რად მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბი

spot_img
ანა აბე­სა­ძე, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, გა­ვა­ცა­ნით მკითხ­ველს, რუბ­რი­კით – „ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი უცხო­ეთ­ში“, რო­გორც ერაზ­მუს მუნ­დუ­სის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით (HERMES) მყო­ფი სტუ­დენ­ტი ტა­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მას შემ­დეგ ანამ უცხო­ე­თის ხუთ სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლის და მუ­შა­ო­ბის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ­ჩია. დღეს ის გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი და მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რია; სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცია World Vision International-ში მმარ­თ­ვე­ლო­ბის გლო­ბა­ლუ­რი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი.
ინ­გ­ლის­ში, ლი­დერ ქალ­თა გლო­ბა­ლურ სა­მიტ­ზე, იორ­კის ჰერ­ცო­გი­ნი­ის ლი­დე­რო­ბის ჯილ­დო­ზე ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ანა, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, 9 ფი­ნა­ლისტს შო­რის და­სა­ხელ­და და სწო­რედ აქ მი­ი­ღო შე­თა­ვა­ზე­ბა, ნიუ-იორ­კ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის „Women Living Fearlessly“ ერთ-ერ­თი თა­ნა­ავ­ტო­რი ყო­ფი­ლი­ყო.

წიგ­ნი „უშიშ­რად მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბი“, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის, რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლის ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა. ლი­დე­რი ქა­ლე­ბი მკითხ­ველს თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ, თუ რო­გორ გა­და­ლა­ხეს წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი და ში­ნა­გა­ნი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბი. რო­გორც ანა ამ­ბობს, წიგ­ნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია მო­ტი­ვა­ცია იმ გო­გო­ნე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც დაბ­რ­კო­ლე­ბებს მარ­ტო­ნი უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან, მა­თი შთა­გო­ნე­ბა, რომ არა­სო­დეს და­ნებ­დ­ნენ.
წიგ­ნი, სულ მა­ლე, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხ­ვა პლატ­ფორ­მა­ზე, მათ შო­რის Amazon-ზე, ფი­ზი­კუ­რი, აუდიო და Kindle ვერ­სი­ე­ბით. წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, ნიუ-იორ­კის გარ­და, გა­ი­მარ­თე­ბა ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­სა და სა­უ­დის არა­ბეთ­ში.
უფ­რო დე­ტა­ლუ­რად „უშიშ­რად მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბის“ შე­სა­ხებ, წიგ­ნის თა­ნა­ავ­ტო­რი ანა აბე­სა­ძე მოგ­ვიყ­ვე­ბა.

⇒ ანა, რო­გორ გაჩ­ნ­და წიგ­ნის და­წე­რის იდეა და რო­გორ გახ­დი ამ წიგ­ნის თა­ნა­ავ­ტო­რი?

⇒ პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბას გიხ­დით და­ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის. ამა­ვე წლის მა­ის­ში, უინ­ძორ­ში, ინ­გ­ლის­ში, გა­ი­მარ­თა ლი­დერ ქალ­თა გლო­ბა­ლუ­რი სა­მი­ტი და და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია, რო­მელ­ზეც, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, 300 ქა­ლი ვი­ყა­ვით წარ­დ­გე­ნი­ლი. ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ქალ­ბა­ტო­ნებს შო­რის, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იორ­კის ჰერ­ცო­გი­ნი­ის ლი­დე­რო­ბის ჯილ­დო­ზე, 9 ფი­ნა­ლისტს შო­რის და­მა­სა­ხე­ლეს. აქე­დან რამ­დე­ნი­მემ, მათ შო­რის მეც, მი­ვი­ღეთ შე­თა­ვა­ზე­ბა, წიგ­ნის თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით.

ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და წიგ­ნის და­წე­რა, თუმ­ცა არ ვი­ცო­დი, ამას რა პლატ­ფორ­მით და რო­დის მო­ვა­ხერ­ხებ­დი. არ ვე­ლო­დი და ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ეს სურ­ვი­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ასე ად­რე­ულ ეტაპ­ზე ამიხ­და.

⇒ რო­გორც ვი­ცი, წიგ­ნ­ში თქვენ სა­კუ­თარ იმ­პოს­ტე­რის სინ­დ­რომ­ზე და მას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის სტრა­ტე­გი­ებ­ზე სა­უბ­რობთ. რო­დის აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ეს სინ­დ­რო­მი თქვენ­ში და რო­გორ ფიქ­რობთ, რა იყო მი­სი გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი?

⇒ პირ­ვე­ლი გან­ც­და მა­შინ გაჩ­ნ­და, რო­ცა აშშ-ის შტა­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ პროგ­რა­მა­ში გა­ვი­მარ­ჯ­ვე, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა,  ერ­თი წე­ლი უფა­სოდ მეს­წავ­ლა ამე­რი­კა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კი­დან, აკა­დე­მი­უ­რი წარ­ჩი­ნე­ბის­თ­ვის, ოქ­როს მედ­ლით დავ­ბ­რუნ­დი, ბა­რაკ ობა­მას მო­ხა­ლი­სე­ო­ბის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გავ­ხ­დი და სკო­ლის სპორ­ტულ და კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, მა­ინც ვფიქ­რობ­დი, რომ ეს წარ­მა­ტე­ბე­ბი შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბა იყო და არ ვი­ყა­ვი საკ­მა­რი­სად კარ­გი მათ მო­სა­პო­ვებ­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებს, ვფიქ­რობ, რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა ითა­მა­შა დი­დი რო­ლი. პირ­ველ რიგ­ში, მა­ღალ­მა მო­ლო­დი­ნებ­მა, რო­მე­ლიც თა­ვად და­ვი­სა­ხე, სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ არა­ჯან­საღ­მა სწრაფ­ვამ და მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბამ სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ.

⇒ რო­გორ აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ/ამო­ვიც­ნოთ იმ­პოს­ტე­რის სინ­დ­რო­მი, რა არის მი­სი მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი?

⇒ იმ­პოს­ტე­რის სინ­დ­რო­მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ში­ში წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­მართ, სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და წარ­მა­ტე­ბის უარ­ყო­ფა.

იმ­პოს­ტე­რის ფე­ნო­მე­ნი, მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ად­ვი­ლად რომ ავ­ხ­ს­ნათ, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ეჭ­ვ­ქ­ვეშ და­ყე­ნე­ბას ნიშ­ნავს, რაც უარ­ყო­ფი­თად ზე­მოქ­მე­დებს წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად გა­მორ­ჩე­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი­სა, ეს შეგ­რ­ძ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდ შფოთ­ვას იწ­ვევს მათ­ში და მუდ­მი­ვად ტან­ჯავთ იმა­ზე ფიქ­რი, რომ საკ­მა­რი­სად კარ­გე­ბი არ არი­ან და წარ­მა­ტე­ბა კი არ და­იმ­სა­ხუ­რეს, უბ­რა­ლოდ, სხვე­ბი „გა­ა­ცუ­რეს“.

⇒ არის თუ არა დაძ­ლე­ვა­დი ან მარ­თ­ვა­დი იმ­პოს­ტე­რის სინ­დ­რო­მი?

⇒ იმ­პოს­ტე­რის სინ­დ­რო­მის დაძ­ლე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ეს გა­რან­ტი­ას არ გვაძ­ლევს, რომ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დროს, და­წი­ნა­უ­რე­ბი­სას ან სხვა ახა­ლი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვი­სას, არ დაბ­რუნ­დე­ბა.

ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეფექ­ტუ­რი გამ­კ­ლა­ვე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი­დან, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა, პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მ­თან ბრძო­ლა, ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რე­ბის კონ­ტ­რო­ლი და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თ­ვის ბრძო­ლა.

ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა, პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა, რად­გან მცი­რე წარ­მა­ტე­ბე­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბამ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და­მიბ­რუ­ნა, შე­მახ­სე­ნა, რომ ამ მცი­რე წარ­მა­ტე­ბებ­მა მი­მიყ­ვა­ნა დიდ ნა­ბი­ჯამ­დე. ასე­ვე, ეს პრო­ცე­სი იმის ანა­ლი­ზის უნარს გვაძ­ლევს, რომ ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვის დროს შე­იძ­ლე­ბა არ გვჯე­რო­და სა­კუ­თა­რი თა­ვის, მაგ­რამ რეტ­როს­პექ­ტი­ვა­ში ვხე­დავთ, რომ სა­პი­რის­პი­რო და­ვამ­ტ­კი­ცეთ და ამით სა­კუ­თა­რი თა­ვის ნდო­ბას მო­ვი­პო­ვებთ.

პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მ­თან ბრძო­ლი­სას კი, უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ სრულ­ყო­ფი­ლე­ბა მი­უღ­წე­ვა­დი მი­ზა­ნია. პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მის­კენ სწრაფ­ვა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სად­მი შიშს აჩენს, ხში­რად, ვე­ლო­დე­ბით სრულ­ყო­ფი­ლი მო­მენ­ტის დად­გო­მას, რო­მე­ლიც არას­დ­როს დგე­ბა და ვუშ­ვებთ ხე­ლი­დან უამ­რა­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შანსს. იმ­პოს­ტე­რის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად შე­უძ­ლე­ბელ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას აკის­რე­ბენ სა­კუ­თარ თავს, ელი­ან უნაკ­ლო შეს­რუ­ლე­ბას და ში­შო­ბენ, რა­ი­მე შეც­დო­მა თუ და­უშ­ვეს ახა­ლი წა­მოწყე­ბი­სას, წი­ნა წარ­მა­ტე­ბებ­საც წყალ­ში ყრი­ან და აკ­ნი­ნე­ბენ მათ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და მიღ­წე­ვებს. თუმ­ცა, იმის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, რომ სრულ­ყო­ფი­ლე­ბა მი­უღ­წე­ვა­დია და შეც­დო­მე­ბი — გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წი­ლი, დი­დი წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია. რო­გორც მარკ ცუ­კერ­ბერ­გ­მა თქვა: „წარ­მა­ტე­ბა მო­დის შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­გან“.

ამას­თა­ნა­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რე­ბის მარ­თ­ვის სწავ­ლა, რად­გან მოვ­ლე­ნებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას ზუს­ტად ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბი აქვს, რომ­ლებ­საც ჩვენ მათ ვა­ნი­ჭებთ. მაქ­სი­მუ­მის გა­კე­თე­ბა და პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტ­ში. ძა­ლი­ან ბევრ, დი­დი ტა­ლან­ტის მქო­ნე ადა­მი­ანს შევ­ხ­ვ­დი, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, რომ­ლებ­საც ყვე­ლა უნა­რი და გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­დათ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, მაგ­რამ და­სა­ხულ მიზ­ნამ­დე ოდ­ნავ ახ­ლო­საც ვერ მი­ვიდ­ნენ. რა­ტომ? სა­კუ­თა­რი გო­ნე­ბის ტყვე­ე­ბი გახ­დ­ნენ, ნე­გა­ტი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბით შეპყ­რო­ბი­ლე­ბი, რაც მათ წინ­ს­ვ­ლას აფერ­ხებ­და.

და­ბო­ლოს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­კუ­თარ თავ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და შეც­ნო­ბა, სა­კუ­თა­რი ნი­ჭის აღ­მო­ჩე­ნა. ბავ­შ­ვო­ბა­ში რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის მქო­ნე არ ვი­ყა­ვი, პი­რი­ქით, უფ­რო მე­ტი შრო­მა მი­წევ­და, რომ სა­შუ­ა­ლო­ზე დი­დი შე­დე­გი მი­მე­ღო. გუ­ლი მწყდე­ბო­და, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტა­ლან­ტი რომ არ მქონ­და. თუმ­ცა, ერთ დღეს, ამე­რი­კა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, წა­ვაწყ­დი შემ­დეგ გა­მოთ­ქ­მას, რო­მელ­მაც ჩე­მი ფიქ­რე­ბი სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა. ქარ­თუ­ლი თარ­გ­მა­ნი ასე ჟღერს: „ყვე­ლა გე­ნი­ო­სია. მაგ­რამ თუ თევზს ხე­ზე ას­ვ­ლის უნა­რის მი­ხედ­ვით შე­ა­ფა­სებთ, ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ირ­წ­მუ­ნებს, რომ უნი­ჭოა“. ამ სიტყ­ვებ­მა გა­მა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა, რომ სა­კუ­თარ თავს იმ სტან­დარ­ტე­ბით ვა­ფა­სებ­დი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა არას­დ­როს ყო­ფი­ლა ჩემ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი.

და­ვი­ჯე­რე, რომ მქონ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტა­ლან­ტი – უბ­რა­ლოდ ჯერ არ იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი. სწო­რედ ამ ტა­ლან­ტის აღ­მო­სა­ჩე­ნად ვიშ­რო­მე ბევ­რი, არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, რომ მე­პო­ვა ის, რი­თაც პო­ზი­ტი­ურ ცვლი­ლე­ბებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი. ფაზ­ლის აწყო­ბა­სა­ვი­თაა ეს ყვე­ლა­ფე­რი – ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გეხ­მა­რე­ბა ფაზ­ლე­ბი სწორ ად­გი­ლას მო­ა­თავ­სო.

⇒ ანა, რო­გორ ებ­რ­ძ­ვი­ან ამე­რი­კის თუ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში იმ­პოს­ტე­რის სინ­დ­რომს და რა ვი­თა­რე­ბაა, ამ მხრივ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?

⇒ რო­ცა აღ­ნიშ­ნულ სინ­დ­რომ­ზე პირ­და­პირ ეთერ­ში პირ­ვე­ლად ვი­სა­უბ­რე, უამ­რა­ვი შეტყო­ბი­ნე­ბა მი­ვი­ღე ფე­ის­ბუქ­სა და ლინ­ქ­დინ­ზე, რომ ბევ­რ­მა სა­კუ­თა­რი თა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნულ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ. დი­დი შვე­ბა იყო მათ­თ­ვის იმის გა­გე­ბა, რომ მხო­ლოდ ისი­ნი არ იტან­ჯე­ბოდ­ნენ ამ ფე­ნო­მე­ნით, რო­მე­ლიც ბევ­რ­ში შფოთ­ვას და დეპ­რე­სი­ა­საც იწ­ვევ­და.

ვი­სურ­ვებ­დი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც გაძ­ლი­ერ­დეს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ე­ბი, აღ­ნიშ­ნულ სინ­დ­რომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც რო­გორც ამე­რი­კა­ში, ისე ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში გა­ცი­ლე­ბით დი­დი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა. ამ ქვეყ­ნებ­ში, ასე­ვე, გა­ი­ზარ­და კვლე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც იმ­პოს­ტე­რის სინ­დ­რო­მის გა­მომ­წ­ვევ ფაქ­ტო­რებ­სა და გამ­კ­ლა­ვე­ბის სტრა­ტე­გი­ებს ეხე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცენ­ტ­რე­ბი იყოს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, გან­სა­კუთ­რე­ბით სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, ხო­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი – უფა­სო ან ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი.

ამ სინ­დ­რო­მის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და მას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის მე­თო­დებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს მათ ეხ­მა­რე­ბა სა­კუ­თა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სწო­რად აღ­ქ­მა­ში, მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და მხარ­დამ­ჭე­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ში, რაც ზრდის მა­თი წარ­მა­ტე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის შან­სებს.

⇒ რო­მე­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი იტან­ჯე­ბი­ან ყვე­ლა­ზე ხში­რად ამ სინ­დ­რო­მით და არი­ან თუ არა მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი? რას გვიჩ­ვე­ნებს კვლე­ვე­ბი?

⇒ იმ­პოს­ტე­რის სინ­დ­რო­მი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს შე­ე­ხოს, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში — მეც­ნი­ე­რე­ბი, ექი­მე­ბი, მკვლევ­რე­ბი და სხვ. ანუ იმ პრო­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში, რო­მე­ლიც მა­ღალ მო­ლო­დი­ნებს აწე­სებს ინ­დი­ვიდ­ზე. ისე­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი, რო­გო­რი­ცაა: ალ­ბერტ აინ­შ­ტა­ი­ნი, მი­შელ ობა­მა, მაია ან­ჯე­ლოუ, ემა უოტ­სო­ნი, ნა­ტა­ლი პორ­ტ­მა­ნი და სხვ., იტან­ჯე­ბოდ­ნენ იმ­პოს­ტე­რის ფე­ნო­მე­ნით, მი­უ­ხე­და­ვად მას­შ­ტა­ბუ­რი აღი­ა­რე­ბი­სა. ეს სინ­დ­რო­მი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შეგ­ვ­ხ­ვ­დეს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია ახალ­გაზ­რ­დებ­ში, სტუ­დენ­ტებ­სა და დამ­წყებ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში.

კვლე­ვებ­მა და­ად­გი­ნა, რომ ქა­ლე­ბი უფ­რო ხში­რად იტან­ჯე­ბი­ან ამ სინ­დ­რო­მით, რა­შიც, შე­საძ­ლოა, დიდ როლს თა­მა­შობ­დეს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წნე­ხი, რაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლია ზო­გი­ერთ კულ­ტუ­რა­ში.

⇒ რას ურ­ჩევ იმ­პოს­ტე­რის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ადა­მი­ანს?

⇒ იმ­პოს­ტე­რის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ვეტყო­დი, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს თქვე­ნი მტე­რი ან მე­გო­ბა­რი და მხო­ლოდ თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორ მი­უდ­გე­ბით მას. გა­ი­გეთ ამ ფე­ნო­მენ­ზე მე­ტი და ის­წავ­ლეთ მი­სი მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბი.

დიდ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მა­გი­დებ­თან ჯდო­მამ ერ­თი რამ მას­წავ­ლა, რომ მი­სა­ბაძ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც რა­ღაც ღი­რე­ბულს ქმნი­ან და აკე­თე­ბენ, და­საწყის­ში­ვე არ აქვთ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხი. დი­დი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ასეა, საქ­მეს იწყებ დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით, მაქ­სი­მა­ლურს დებ და გზა­დაგ­ზა პო­უ­ლობ პა­სუხს ისე­ვე, რო­გორც გვი­რაბ­ში შეს­ვ­ლი­სას სი­ნათ­ლე თა­ვი­დან­ვე არ ჩანს. ამი­ტომ, ვურ­ჩევ­დი, ში­შის გა­მო, არ თქვან უარი შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, თუ მო­ინ­დო­მე­ბენ და იშ­რო­მე­ბენ, გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლე აუცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნ­დე­ბა.

რო­გორც ჰენ­რი ფორ­დ­მა თქვა: „თუ ფიქ­რობ რომ ვერ შეძ­ლებ ან შეძ­ლებ, მარ­თა­ლი ხარ“.

⇒ წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია, ნიუ-იორ­კის გარ­და, ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­სა და სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ვი­სურ­ვებ­დი, რომ წიგ­ნი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყოს ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლის­თ­ვი­საც, ხომ არ აპი­რებთ ქარ­თულ ენა­ზე თარ­გ­მ­ნას?

⇒ სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კონ­კ­რე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი ­თარ­გ­მ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა, ამის დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს და თა­ნახ­მა ვარ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე, თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მოჩ­ნ­დე­ბა.

⇒ ანა, ხუთ ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლობ­დი და მუ­შა­ობ­დი, საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს. ყვე­ლა­ფერ­ზე უარი თქვი და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­დი. რა­ტომ?

⇒ პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ჩე­მი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ დარ­ჩე­ნა არას­დ­როს ყო­ფი­ლა და არა­ერ­თხელ მქონ­და აქ დაბ­რუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბა. საყ­ვა­რელ ქვე­ყა­ნა­ში და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ყოფ­ნის სურ­ვი­ლის გარ­და, ასე­ვე, მქონ­და დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა იმ ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც გა­ნათ­ლე­ბა ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში იმ იმე­დით და­მი­ფი­ნან­სეს, რომ ამ ცოდ­ნას სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ვახ­მარ­დი.

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, კო­ვი­დის ფონ­ზე, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის ზრდამ უფ­რო დი­დი გამ­ბე­და­ო­ბა შემ­მა­ტა, დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და ამ­ჯე­რად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა გა­მო­ვი­და.

⇒ და­ბო­ლოს, რა მოგ­ცა უცხო­ე­თის გა­მოც­დი­ლე­ბამ?

⇒ აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნის მი­ღე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სა­მუ­შაო ეთი­კის შე­ძე­ნის გარ­და, ალ­ბათ, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­მა­ტა და ცხოვ­რე­ბის მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა შე­მიც­ვა­ლა.

მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ ღირ­და, რომ ერ­თი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიბ­რ­ძ­ნე მას­წავ­ლა: „ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია იმის კონ­ტ­რო­ლი, თუ რა მოხ­დე­ბა ჩვენს თავს, მაგ­რამ ვა­კონ­ტ­რო­ლებთ, რო­გო­რი რე­ა­გი­რე­ბა გა­ვა­კე­თოთ მას­ზე“. ამის სიღ­რ­მი­სე­უ­ლად ანა­ლი­ზი რო­გორც პი­რად, ასე­ვე პრო­ფე­სი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში ბევრ არა­სა­ჭი­რო საგ­ნებ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბას გა­რი­დებს თა­ვი­დან

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები