21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

უფ­რო­სე­ბო, მო­უს­მი­ნეთ შვი­ლებს, ანუ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი პან­დე­მია

spot_img

თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ო­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ვ­ლე­ლია თა­ვი­სი აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის სტი­ლით, ინ­ტე­რეს­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, სამ­ყა­როს ფე­რა­დო­ვა­ნი აღ­ქ­მით, ამ პე­რი­ოდს მა­ინც ახ­ლავს მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ნი, რომ­ლე­ბიც გარ­კ­ვე­ულ ასა­კამ­დე მო­მე­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბით აღიქ­მე­ბა. კო­რო­ნა­ვი­რუ­სის და­ა­ვა­დე­ბამ (COVID-19) კი კი­დევ უფ­რო გა­ამ­ძაფ­რა მო­ზარ­დ­თა გან­ც­დე­ბი. ბევ­რ­მა მათ­გან­მა და­კარ­გა თი­ნე­ი­ჯე­რულ ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მო­მენ­ტე­ბის გან­ც­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: მე­გობ­რებ­თან სა­უ­ბა­რი, ათას­გ­ვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, და­ბა­დე­ბის ცენ­ტ­რებ­ში გარ­თო­ბა, თუნ­დაც, შეყ­ვა­რე­ბულ­თან შეხ­ვედ­რა, პარ­კ­ში გა­სე­ირ­ნე­ბა, თეატ­რ­ში, კი­ნო­ში სი­ა­რუ­ლი, სტა­დი­ონ­ზე საყ­ვა­რე­ლი გუნ­დის თა­მა­შის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით ერ­თი­ა­ნი რე­გუ­ლა­ცია არ არ­სე­ბობს, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ჯან­დაც­ვის ად­გი­ლობ­რი­ვი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­ხედ­ვით გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით იხ­ს­ნე­ბა. სწავ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ზო­გან ფი­ზი­კუ­რი დას­წ­რე­ბით, ზო­გან წერ­ტი­ლო­ვა­ნი შეზღუდ­ვე­ბით ონ­ლა­ინ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ბევ­რი კი უპი­რა­ტე­სო­ბას შე­რე­ულ მე­თოდს ანი­ჭებს. ყო­ვე­ლი­ვე ეს ვნებს აკა­დე­მი­ურ პროგ­რესს, სო­ცი­ა­ლურ და ემო­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას, ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას. ამან კი გა­მო­იწ­ვია თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში ბრა­ზი, წუ­წუ­ნი, სი­ჯი­უ­ტე, უძი­ლო­ბა, მოწყე­ნი­ლო­ბა, რაც სავ­სე­ბით ნორ­მა­ლუ­რი რე­აქ­ციაა. და­ძა­ბუ­ლო­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პე­რი­ო­დი და იძუ­ლე­ბით სახ­ლ­ში დარ­ჩე­ნა ად­ვი­ლი არ იყო, ამას თან ერ­თ­ვო­და ის ფაქ­ტიც, რომ პან­დე­მი­ის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ, რისკ-ჯგუ­ფად ჩა­ით­ვალ­ნენ ხან­დაზ­მუ­ლე­ბი და ხში­რად აცხა­დებ­დ­ნენ, რომ შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ უსიმ­პ­ტო­მო ვი­რუ­სის მა­ტა­რებ­ლე­ბი და ამით საფ­რ­თხეს შე­უქ­მ­ნიდ­ნენ მათ გარ­შე­მო მყოფთ. შე­დე­გად კი მი­ვი­ღეთ ბავ­შ­ვე­ბის ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტ­მის დარ­ღ­ვე­ვა:

♦ ფი­ზი­კუ­რი სიმ­პ­ტო­მე­ბი (თა­ვის ტკი­ვი­ლი);

♦ ძი­ლის/მა­დის დარ­ღ­ვე­ვა;

♦ ღელ­ვა, ენერ­გი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა, აპა­თია;

♦ თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბა;

♦ შფოთ­ვა/ღელ­ვა სტიგ­მის და უსა­მარ­თ­ლო­ბის გა­მო;

♦ ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბის თა­ვის არი­დე­ბა.

და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მო­ზარ­დებს გა­უჩ­ნ­დათ ში­ში „უხი­ლავ მტერ­თან ბრძო­ლი­სა“.

ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფრონ­ტი, სა­დაც წარ­მა­ტე­ბე­ბიც გვაქვს და გა­მოწ­ვე­ვე­ბიც — სკო­ლაა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­გობ­რო­ბამ და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ ონ­ლა­ინ ჩა­ტებ­სა და ვი­დეო ზა­რებ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. იმის გა­მო, რომ მო­ზარ­დე­ბი, ბო­ლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, უფ­რო­სებ­თან ერ­თად, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რი მსმე­ნე­ლე­ბი გახ­დ­ნენ, პან­დე­მი­ამ გავ­ლე­ნა იქო­ნია მათ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზეც. მშობ­ლებს ხში­რად ვი­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბით მი­მარ­თა­ვენ, თე­მა­ტი­კა გად­მო­ი­ტა­ნეს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებ­სა თუ ჩა­ნა­ხა­ტებ­ში. რა კვა­ლი და­ტო­ვა კო­რო­ნა­ვი­რუს­მა მო­ზარ­დებ­ზე და რა დას­კ­ვ­ნა უნ­და გა­მო­ვი­ტა­ნოთ ამ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან? თვა­ლი მი­ვა­დევ­ნოთ მათ მი­ერ შე­ფა­სე­ბულ „პან­დე­მი­ურ ამინდს“.

„პან­დე­მი­ამ ძა­ლი­ან დამ­გ­რუ­ზა“; „კა­რან­ტი­ნი მხო­ლოდ ორი კვი­რა იყო სა­სი­ა­მოვ­ნო. ერ­თა­დერ­თი, რაც მან შემ­ძი­ნა, მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა (კომ­პი­უ­ტე­რის გა­მო) და მუდ­მი­ვი თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბია“; „პან­დე­მი­ამ გა­მა­სუ­ქა, მე­სა­მე სარ­თულ­ზე ამოს­ვ­ლი­სას ვიღ­ლე­ბი“… „აპო­კა­ლიპ­სი, სიტყ­ვა, რო­მე­ლიც ბო­ლო ხა­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტუ­ა­ლო­ბით სარ­გებ­ლობს ჩემს გო­ნე­ბა­ში და მიზ­ნე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვას მიქ­ვე­ი­თებს“, „ამო­მაგ­დო რე­ჟი­მი­დან, გა­და­ვეჩ­ვიე მუდ­მივ სა­მუ­შა­ოს და გავ­ზარ­მაც­დი“, „პან­დე­მი­ამ სი­ცოცხ­ლე გა­მიმ­წა­რა, მო­ტი­ვა­ცია და­მიქ­ვე­ი­თა“, „ტახ­ტი, სა­ვარ­ძე­ლი, სა­წო­ლი, აი ეს იყო ჩე­მი პან­დე­მი­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლის სამ­კუთხე­დი“… ზოგ­მა კი პან­დე­მია ერ­თი სიტყ­ვით ახ­ს­ნა: „უკო­მენ­ტა­როდ“. მო­ზარ­დ­თა ერ­თ­ფე­რო­ვან პა­სუ­ხებს თან და­ერ­თო მშობ­ლე­ბის მხრი­დან უყუ­რადღე­ბო­ბა, რად­გან თა­ვად ისი­ნიც აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ ურ­თუ­ლეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხ­ში. „მოგ­ც­ლია ერ­თი“, „რა დროს ამა­ზე ფიქ­რი და დარ­დია…“, „შე­ნი სა­დარ­დე­ბე­ლი ნე­ტა მე მომ­ცა“… ან „რა კარ­გი ბავ­შ­ვი იყა­ვი და რო­გორ შე­იც­ვა­ლე“, „ერ­თი-ორი კი­ლო­თი ნაკ­ლე­ბი რომ იყო, ულა­მა­ზე­სი იქ­ნე­ბო­დი“ და მსგავ­სი. უფ­რო­სებს, თით­ქოს „და­ა­ვიწყ­დათ“, რომ მო­ზარ­დე­ბი არი­ან კრი­ტი­კუ­ლე­ბი არ­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნორ­მე­ბი­სა და წე­სე­ბის მი­მართ, ეჭ­ვით აკ­ვირ­დე­ბი­ან გარ­შე­მო მოვ­ლე­ნებს და მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ მათ გა­და­ფა­სე­ბას: „ამ ვი­რუს­ზე სულ ერ­თ­მა­ნე­თის სა­პი­რის­პი­როს ვკითხუ­ლობ და ვერ გა­ვი­გე, რო­მელს და­ვუ­ჯე­რო?“; „და­უს­რუ­ლებ­ლად ასე ხომ ვერ გაგ­რ­ძელ­დე­ბა?“; „წა­ვი­კითხე, რომ სადღაც ვაქ­ცი­ნის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი შეწყ­და, რა­ტომ? რა მოხ­და?“; „რა­ტომ უნ­და ვა­ტა­რო მუდ­მი­ვად ნი­ღა­ბი?“; „რა სა­ჭი­როა დის­ტან­ცი­ის დაც­ვა?“.

დი­ახ, მო­ზარ­დებს აქვთ შე­კითხ­ვე­ბი.

მათ კო­მუ­ნი­კა­ცია სჭირ­დე­ბათ.

ისი­ნი უფ­რო­სე­ბის­გან მეტ ყუ­რადღე­ბას ითხო­ვენ. ისი­ნი მსჯე­ლო­ბენ, გა­მო­აქვთ დას­კ­ვ­ნე­ბი, ეს­მით, რაც ხდე­ბა.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს მოს­წავ­ლე­თა ნა­წე­რე­ბი­დან, რად­გან ყვე­ლა­ზე ნათ­ლად სწო­რედ მათ ნა­მუ­შევ­რებ­ში ჩანს მა­თი გან­ც­დე­ბი:

„მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბი, რომ­ლის­თ­ვის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი ურ­ჩევ­ნია, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი მო­საზ­რე­ბი­სა, უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბაც საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია. სწავ­ლე­ბის ორი­ვე მე­თოდს გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე. დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­გან სახ­ლ­ში ჯდო­მა­სა და დის­ტან­ცი­უ­რად მე­ცა­დი­ნე­ო­ბას მო­ითხოვს, რა­თა არ შეწყ­დეს ცოდ­ნის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი და ვი­რუ­სის გა­მო ბავ­შ­ვე­ბი არ და­ზა­რალ­დ­ნენ“ (ქე­თე­ვა­ნი).

„დი­ახ, მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გაქვს. ვეს­წ­რე­ბით ყვე­ლა გაკ­ვე­თილს, ვმე­ცა­დი­ნე­ობთ, თუმ­ცა არ გაქვს ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ეს პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. ზოგს ურ­ჩევ­ნია მთე­ლი დღე სახ­ლ­ში ჯდო­მა, არა­ვინ აწუ­ხებს და ისიც თა­ვის საქ­მეს მშვი­დად აკე­თებს. უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ მთა­ვა­რი მონ­დო­მე­ბაა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­საც „გა­და­ი­ტანს კა­ცი“. ჩე­მი აზ­რით, სკო­ლა არ გაძ­ლევს მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბას. ბავ­შ­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც უამ­რა­ვი მო­გო­ნე­ბა აკავ­ში­რებთ. ად­გი­ლი, სა­დაც უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი გა­იც­ნეს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­იყ­ვა­რეს და და­ა­ფა­სეს“ (ვა­სი­კო).

„სი­მარ­თ­ლე რომ ვთქვა, ეს ონ­ლა­ინ სკო­ლა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბაა. მაგ­რამ ეგ მა­ინც სკო­ლაა და რო­გორც ყვე­ლა სკო­ლა­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყო­ფი­ან გარ­კ­ვე­ულ ტი­პე­ბად, მა­გა­ლი­თად:

პირ­ვე­ლი ტი­პი: „ცუ­დი სმე­ნის მქო­ნე­ე­ბი“. რომ­ლე­ბიც ისე ძლი­ე­რად ყვი­რი­ან, რომ ყურ­სას­მე­ნიც რომ გე­კე­თოს, მა­თი ხმა მა­ინც ეს­მის მო­პირ­და­პი­რე კორ­პუსს. ხო­ლო მათ გაკ­ვე­თილ­ზე, შე­ნი ყუ­რის ბა­რა­ბა­ნი მზა­დაა, რომ გას­კ­დეს.

მე­ო­რე ტი­პი: რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ ვერ ერ­კ­ვე­ვი­ან „სქულ­ბუქ­სა“ და ელექ­ტ­რო­ნი­კა­ში ზო­გა­დად. საკ­მა­რი­სია რა­მემ მა­ინც გა­ჭე­დოს ან ძა­ლი­ან უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო რამ მოხ­დეს… შან­სი არაა, რა­მე აუხ­ს­ნა ან რა­მე­თი მა­ინც და­ეხ­მა­რო. არ მო­გის­მე­ნენ უბ­რა­ლოდ.

მე­სა­მე ტი­პი: რომ­ლე­ბიც აზ­რ­ზე არი­ან, თუ რა არის ინ­ტერ­ნე­ტი. დი­ახ, ასე­თე­ბიც არ­სე­ბო­ბენ.

მე­ოთხე ტი­პი: რომ­ლის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე არ შე­დი­ან.

მე­ხუ­ტე ტი­პი: რომ­ლე­ბიც გვე­მუქ­რე­ბი­ან ნიშ­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც არ იწე­რე­ბა და ასე­ვე ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი, ყო­ველ­თ­ვის და ყვე­ლა ვა­რი­ან­ტ­ში უნ­და ის­წავ­ლო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იწე­რე­ბა ნიშ­ნე­ბი თუ არა. ოდ­ნავ სა­სა­ცი­ლო კი არის ეგ ფრა­ზა, მაგ­რამ მათ მა­ინც აქვთ ერ­თი რამ სა­ერ­თო. ყვე­ლას სურს, რომ ბავ­შ­ვებ­მა ჩარ­თონ კა­მე­რე­ბი. ვერ იპო­ვი მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც ერ­თხე­ლაც კი არ უთ­ქ­ვამს „ჩარ­თეთ კა­მე­რე­ბი“ ან „ხმა კი მეს­მის, მაგ­რამ და­მა­ნა­ხე შე­ნი (ლა­მა­ზი ან საყ­ვა­რე­ლი) სა­ხე“! ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს სურს, რომ და­ი­ნა­ხოს აჩე­ჩი­ლი, ახა­ლი გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი, ოდ­ნავ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, აზ­რ­ზე რომ არ არის, თუ რა ხდე­ბა, ისე­თი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბის მქო­ნე 25 ბავ­შ­ვის სა­ხე. შეგ­ვეშ­ვით რა. მე პი­რა­დად არ ვრთავ კა­მე­რას, რად­გან რო­დე­საც ვრთავ, ეგ­რე­ვე ყვე­ლა­ფე­რი იწყებს ჭედ­ვას. ინ­ტერ­ნე­ტის ბრა­ლი ეგ არაა. ზუმ­ში არ მი­ჭე­დავ­და არა­ფე­რი. სქულ­ბუ­ქის სულ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სერ­ვე­რე­ბი ეგ სა­ერ­თოდ ცალ­კე თე­მაა, სე­რი­ო­ზუ­ლად, ისე­თი შეგ­ძ­ნე­ბაა თით­ქოს ყო­ველ მე­ო­რეს შე­უძ­ლია ეგ სა­ი­ტი გა­ტე­ხოს“ (კა­ტო).

რო­გორც ვხე­დავთ, ზო­გი­ერ­თი მოს­წავ­ლე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას არ მა­ლავს. დი­ახ, ყვე­ლა­ზე მე­ტად თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ფსი­ქი­კა და­ა­ზი­ა­ნა პან­დე­მი­ამ, რად­გან მო­ზარ­დო­ბის ხა­ნის პრობ­ლე­მებს პან­დე­მი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც და­ე­მა­ტა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მო­ზარ­დო­ბის ასა­კის პრობ­ლე­მე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სამ ძი­რი­თად ას­პექ­ტ­თან — ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი.

ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე ამ პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბი, იც­ვ­ლე­ბა სხე­უ­ლი, ხმა, ხდე­ბა სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბა. მო­ზარ­დი იყუ­რე­ბა სარ­კე­ში და ხე­დავს შეც­ვ­ლილ სხე­ულს, რო­მელ­საც თა­ვი­დან ვერ ეგუ­ე­ბა, არ მოს­წონს, ეში­ნია. იგი ხვდე­ბა, რომ ბავ­შვი აღარ არის, თუმ­ცა გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი მას ჯერ უფ­რო­სა­დაც არ აღიქ­ვა­მენ.

ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სი კი, პირ­ველ რიგ­ში, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას გუ­ლის­ხ­მობს. სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნით, სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბით, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვით, სხვებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბით, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნით, სა­კუ­თა­რი თა­ვის „შე­მოწ­მე­ბით“, შემ­დ­გო­მი საქ­მი­ა­ნო­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის და­სახ­ვით ბავ­შ­ვი ზრდას­რულ პი­როვ­ნე­ბად ყა­ლიბ­დე­ბა.

მოს­წავ­ლე­თა ნაშ­რო­მე­ბის გან­ხილ­ვის შე­დე­გად თა­ვი იჩი­ნა შემ­დეგ­მა პრობ­ლე­მამ:

⇒  სკო­ლა­ში ადაპ­ტა­ცი­ის პრობ­ლე­მა (ქცე­ვი­თი ან ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი. რო­გო­რე­ბი­ცაა: დე­ზორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ქცე­ვა (ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი, სი­ა­რუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის დროს), მო­უს­ვენ­რო­ბა და შფოთ­ვა, იმ­პულ­სუ­რო­ბა, ად­ვი­ლად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ან გაბ­რა­ზე­ბა.

⇒  კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი (აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა, ჩა­კე­ტი­ლო­ბა, დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა).

⇒  მო­ზარ­დო­ბის ასა­კის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი — მე­ლან­ქო­ლი­უ­რი გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა, იმ­პულ­სუ­რო­ბის ზრდა, დე­ვი­ა­ცი­უ­რი ქცე­ვა (სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი, კულ­ტუ­რუ­ლი და მო­რა­ლუ­რი ნორ­მე­ბი­დან გა­დახ­რი­ლი ქცე­ვა), ფსი­ქო­სო­მა­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბი.

⇒  ყუ­რადღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის პრობ­ლე­მა — მშობ­ლის/მე­ურ­ვის მხრი­დან ყუ­რადღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის პრობ­ლე­მას ძა­ლი­ან ხში­რად ვხვდე­ბით. დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის და სამ­სა­ხუ­რის გა­მო, ძა­ლი­ან ხში­რად, შვი­ლე­ბი ყუ­რადღე­ბის მიღ­მა გვრჩე­ბი­ან, რაც დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შ­ვის ფსი­ქო-ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე.

⇒  ბავ­შ­ვის ზედ­მე­ტი დატ­ვირ­თუ­ლო­ბის პრობ­ლე­მა (ხში­რად, მშობ­ლე­ბი ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, თუ რამ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლი ჰყავთ შვი­ლე­ბი და დატ­ვირ­თუ­ლო­ბა ზი­ანს აყე­ნებს ბავშვს. მათ თა­მა­შის დროც კი არ რჩე­ბათ და გა­ნიც­დი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას).

ასე რომ, მშობ­ლე­ბო, თუ თქვე­ნი შვი­ლი თი­ნე­ი­ჯე­რია, ესა­უბ­რეთ მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე: სპორ­ტ­ზე, მუ­სი­კა­ზე, გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებ­ზე, მე­გობ­რებ­ზე, გა­ი­სე­ირ­ნეთ   გა­რეთ ან სახ­ლის გარ­შე­მო; ერ­თად ივარ­ჯი­შეთ საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კის თან­ხ­ლე­ბით; გა­მორ­თეთ ტე­ლე­ვი­ზო­რი და ტე­ლე­ფო­ნი; უს­მი­ნეთ და უყუ­რეთ შვი­ლებს! მთლი­ა­ნად და­უთ­მეთ მათ თქვე­ნი ყუ­რადღე­ბა. მხი­ა­რუ­ლად გა­ა­ტა­რეთ დრო!

ერ­მა­ლო ლან­ჩა­ვა
ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გია-ფი­ლო­სო­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ფსი­ქო­ლო­გი
ლია გო­გო­ხია
ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის №199 საჯარო სკოლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მენ­ტო­რი

P.S. შემ­დეგ სტა­ტი­ა­ში გან­ვი­ხი­ლავთ, თუ რო­გორ იმოქ­მე­და სკო­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბამ მო­ზარ­დებ­ზე და რო­გორ გა­ვუმ­კ­ლავ­დეთ პან­დე­მი­ურ სი­ზარ­მა­ცეს, რად­გან ისი­ნი ახალ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას წა­აწყ­დ­ნენ, კერ­ძოდ, ძა­ლი­ან მკაცრ ჩარ­ჩო­ში მო­ექ­ც­ნენ და უფ­რო მე­ტი სტრე­სი გა­ნი­ცა­დეს, ვიდ­რე სახ­ლ­ში ყოფ­ნის დროს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები