22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

უსაფ­რ­თხო სკო­ლა — არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­რე­მო მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის

spot_img

ფონ­დი „სო­ხუ­მის“ ინი­ცი­ა­ტივთ, ZOOM პლატ­ფორ­მა­ზე, მრგვა­ლი მა­გი­დის ფორ­მატ­ში, ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა თე­მა­ზე: „უსაფ­რ­თხო სკო­ლა, არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­რე­მო მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის — არ­სე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რე­სურ­სე­ბი და მა­თი ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი“, რო­მე­ლიც მი­ეძღ­ვ­ნა: მან­და­ტუ­რე­ბის, უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბის რო­ლის და ფუნ­ქ­ცი­ე­ბის გან­ხილ­ვას სკო­ლებ­ში; გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვის, ბუ­ლინ­გის, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის მარ­თ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბას; ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის გზა­ზე მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სის, არ­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვის შე­საძ­ლო გზებს.

შეხ­ვედ­რას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ მან­და­ტუ­რე­ბი, სკო­ლა­ში უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბი, სსსპ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი და პე­და­გო­გე­ბი.

ფონ­დი „სო­ხუ­მის“ თბი­ლი­სის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ეკა­ტე­რი­ნე გა­მა­ხა­რი­ამ შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­აც­ნო ფონ­დი „სო­ხუ­მის“ საქ­მი­ა­ნო­ბა, გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბი­სა და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ემა კამ­კი­ამ, ფონ­დი „სო­ხუ­მის“ მო­ნი­ტო­რინ­გის და ად­ვო­კა­ტი­რე­ბის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის — „სკო­ლე­ბი გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის, გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რის­პირ“ მიგ­ნე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა. ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს სკო­ლებ­ში უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნის საქ­მე­ში მან­და­ტუ­რე­ბი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბის რო­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე.

მან­და­ტუ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, მიღ­წე­ვებ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ნი­ნო ებ­რა­ლი­ძემ. მან შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­აც­ნო ინ­ფორ­მა­ცია, 2019 წლი­დან, თბი­ლი­სის, გო­რის, ბა­თუ­მის, რუს­თა­ვი­სა და ქუ­თა­ი­სის 11 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, პე­და­გო­გე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა ისეთ საკ­თხებ­ში, რო­გო­რი­ცაა: სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბი, ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვის ამოც­ნო­ბა, რე­ა­გი­რე­ბა და პრე­ვენ­ცია. მან ასე­ვე ისა­უბ­რა, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის მი­ერ, მომ­ზა­დე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და დეს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი ქცე­ვის ამოც­ნო­ბის მო­დულ­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი­სათ­ვის ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში ძა­ლა­დო­ბის ამოც­ნო­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვებ­ზე. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი მჭიდ­როდ თა­ნამ­შ­რომ­ლობს ევ­რო­პის საბ­ჭოს­თან, რო­მელ­მაც სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თ­ვის შე­ი­მუ­შა­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და სწო­რედ ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლმა ექ­ს­პერ­ტებ­მა გა­და­ამ­ზა­დეს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის 20 თა­ნამ­შ­რო­მე­ლი.

მრა­ვა­ლი ინ­ვო­ცი­უ­რი პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვი­სა და გარ­კ­ვე­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისევ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბის და­ფარ­ვის შეზღუ­დუ­ლი არე­ა­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის კვლავ მი­უწ­ვ­დო­მე­ლია ის სატ­რე­ნინ­გო მო­დუ­ლე­ბი და გა­დამ­ზა­დე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, როლ­მე­ბი­თაც მხო­ლოდ სა­პი­ლო­ტე სკო­ლე­ბია უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და ეს არა­თა­ნა­ბარ სას­ტარ­ტო პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფებს და­ნარ­ჩენ სა­ჯა­რო სკო­ლებს.

ერთ-ერთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მის სი­სუს­ტე მშობ­ლებს, მან­და­ტურ­სა და სკო­ლას შო­რის. სწო­რედ სკო­ლი­სა და მან­და­ტუ­რის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის სა­კითხებ­თან ერ­თად, 2019 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, შე­იქ­მ­ნა მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ე­ბი, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა პან­დე­მი­ის შე­დე­გად მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ფერ­ხ­და.

რო­გორც სკო­ლის მან­და­ტუ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვთ სა­კუ­თა­რი რო­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის საქ­მე­ში. შეხ­ვედ­რა­ზე მათ ხა­ზი გა­უს­ვეს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ასე­ვე გა­მოკ­ვე­თეს გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბიც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯერ კი­დევ არის მან­და­ტუ­რის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა. ერთ-ერ­თ­მა მან­და­ტურ­მა, დის­კუ­სი­ი­სას, გა­იხ­სე­ნა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა თა­ვი­დან სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან ჰქონ­და გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მა: „თუ დი­რექ­ტორს სურს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ჩვენ ვმუ­შა­ობთ იდე­ა­ლუ­რად. წარ­სულ­ში იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ცალ­კე, გან­ყე­ნე­ბუ­ლად ვი­ყა­ვით წარ­მო­ჩე­ნი­ლე­ბი და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ხა­რის­ხიც ძა­ლი­ან სუს­ტი იყო. დღეს­დღე­ო­ბით, უკ­ვე მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­აც­ნო­ბი­ე­რეს ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ, ასე­ვე ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის მი­მართ, რომ ცუ­დი არა­ვის­თ­ვის გვინ­და, ვემ­სა­ხუ­რე­ბით უსაფ­რ­თხო­ე­ბას და უჩ­ვე­ნოდ არა­ფე­რი კეთ­დე­ბა,“ — გა­ნაცხა­და მან­და­ტურ­მა.

დის­კუ­სი­ი­სას, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი ცენ­ტ­რის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას, აღი­ნიშ­ნა მშობ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებ­ში არა­საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­სე­ბო­ბა; მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტ­რე­ბის ცხე­ლი ხა­ზის შე­სა­ხებ და­ბა­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა. ასე­ვე, და­ფიქ­სირ­და შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბელ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა არც კი იცო­და მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ.

ფსი­ქო­ლო­გის მომ­სა­ხუ­რე­ბის ერ­თ­გ­ვარ (სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ში არ­სე­ბულ) სტიგ­მა­ტი­ზე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რადღე­ბა ერთ-ერ­თ­მა მან­და­ტურ­მა: „გა­და­მი­სა­მარ­თე­ბის დროს, რო­დე­საც მშობ­ლებს ვე­უბ­ნე­ბი, რომ ფსი­ქო­ლო­გის ჩარ­თ­ვაა სა­ჭი­რო, ეს ერ­თ­გ­ვარ სტიგ­მად აღიქ­მე­ბა მა­თი მხრი­დან — „რას ლა­პა­რა­კობ, რა ფსი­ქო­ლოგ­თან?! გი­ჟი კი არ არის ჩე­მი შვი­ლი!“

დის­კუ­სი­ის ნა­წილ­ში და­ის­ვა სა­კითხი იმ გა­მოწ­ვე­ვა­ზე, რო­მე­ლიც, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თან ახ­ლავს, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, მოს­წავ­ლის, მა­გა­ლი­თად, სოფ­ლი­დან ცენ­ტ­რა­ლურ ქა­ლაქ­ში ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბი­სათ­ვის ხარ­ჯებს (ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რე­ბი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია მხო­ლოდ ცენ­ტ­რა­ლურ ქა­ლა­ქებ­ში). თუმ­ცა, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ჭი­რო­ე­ბი­სას, კრი­ზი­სუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბის დროს, არ­სე­ბობს ფსი­ქო­ლო­გე­ბის ად­გილ­ზე ჩას­ვ­ლი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის ან ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტი­რე­ბის პრაქ­ტი­კა.

ერთ-ერ­თ­ი სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით ისა­უბ­რა უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რის შე­თავ­სე­ბი­თი სა­მუ­შოს მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე. დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ისი­ნი არ არი­ან მზად ბო­ლომ­დე შე­ას­რუ­ლონ ის მი­სია, რა­საც უსაფ­რ­თხო სკო­ლის კონ­ცეფ­ცია აკის­რებს სკო­ლას და თა­ვად უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ პირს: „რო­დე­საც ცალ­კე შტა­ტი არ­სე­ბობს უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რის, მი­სი ანაზღა­უ­რე­ბაც მე­ტი უნ­და იყოს. ახ­ლა 100 ლა­რია, რაც მხო­ლოდ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ  რო­მე­ლი­მე პე­და­გოგ­მა შე­ი­თავ­სოს. რა თქმა უნ­და, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, მე­ტი ანაზღა­უ­რე­ბა და ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია ფიქ­რი იმა­ზე, რომ ის იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი პი­რი, რო­მე­ლიც სრუ­ლად, მთე­ლი სა­მუ­შაო დღის მან­ძილ­ზე გას­წევს თა­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბას, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი ხა­რის­ხით“.

ფონ­დი „სო­ხუ­მი“ აგ­რ­ძე­ლებს სკო­ლებ­თან და მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, სკო­ლებ­ში უსაფ­რ­თხო და არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­რე­მოს შექ­მ­ნის მიზ­ნით.

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები