24 თებერვალი, ორშაბათი, 2025

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

spot_imgspot_img

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტომ (QAA) დისტანციურ ფორმატში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ამ შეთანხმების შესაბამისად, ორ სააგენტოს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და მიზნად ისახავს ორივე ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე წულაძე და მისი ჩართულობა მნიშვნელოვანი გზავნილი იყო მემორანდუმის მონაწილე მხარეებისთვის, რომ სამინისტრო მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამინისტროებსა და სააგენტოებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაფართოებას.

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც 1997 წელს დაარსდა, არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სააგენტო და იგი ფოკუსირებულია, როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით სტუდენტებისათვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფაზე.

სააგენტო თანამშრომლობს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო სტანდარტების მხარდაჭერისა და გაუმჯობესების მიზნით.

თანამშრომლობის მყარ ბაზისს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ორივე სააგენტო არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთაშორისო ქსელისა (INQAAHE) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი და ორივეს მისიად განსაზღვრული აქვს მსგავსი მიმართულებები უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფისთვის.

მემორანდუმი ადგენს თანამშრომლობის რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავს ორივე სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული მიდგომების უკეთ გააზრებას.

ამ შეთანხმების ფარგლებში, ორივე სააგენტო იღებს ვალდებულებას, ერთმანეთს გაუზიარონ სათანადო ინფორმაცია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი გარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებისა და პროცედურების შესახებ. ასევე, მხარეები თანხმდებიან, გაცვალონ ინფორმაცია უმაღლესი განათლების ხარისხთან და სტანდარტებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

სააგენტოების პერსონალის განვითარება პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შეთანხმება ითვალისწინებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა, პერსონალის გაცვლითი პროგრამები, პარტნიორი მხარის მიერ ორგანიზებული შეფასების პროცესის დაკვირვება და სასწავლო პროგრამები/ტრენინგები. ეს ინიციატივები საშუალებას მისცემს ორივე სააგენტოს პროფესიონალებს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც საბოლოოდ, გააძლიერებს ორივეს ინსტიტუციურ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას.

შეფასების პროცესების საერთაშორისო განზომილების გასაძლიერებლად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (QAA) შეთანხმდნენ, გაცვალონ თითოეული სააგენტოს ექსპერტთა ბაზაში შემავალი შემფასებელ-სპეციალისტები, რათა გააძლიერონ შეფასების პროცესის საერთაშორისო განზომილება. დარგის ექსპერტების ეს გაცვლა შექმნის ახალ პერსპექტივებს და მნიშვნელოვან გამოცდილებას ორივე ქვეყნის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში.

მემორანდუმი ასევე ქმნის შესაძლებლობას ორივე სააგენტოსთვის სასარგებლო პროექტებისა და აქტივობების კონტექსტში თანამშრომლობისთვის ბევრი მიმართულებით, მაგალითად, როგორიცაა ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარება, სტუდენტების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა, განათლების ხარისხის განვითარების კონტექსტში შემავალი მნიშვნელოვანი საკითხების კვლევა და ა.შ.

თანამშრომლობის ეს კომპლექსური მიდგომა მიზნად ისახავს, სარგებელი მოუტანოს ორივე ქვეყნის უმაღლესი განათლების სექტორს და ხელი შეუწყოს უფრო ურთიერთდაკავშირებულ და ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ლანდშაფტის ჩამოყალიბებას.

spot_img

მკითხველთა კლუბი

წიგ­ნი, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა წიგ­ნებს

მაკა ლდოკონენი     რას იტყო­დით ისეთ წიგ­ნ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თად იქ­ნე­ბო­და თავ­მოყ­რი­ლი ამ­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ამ წიგ­ნე­ბის და­წე­რი­სა და გა­მო­ცე­მის თავ­გა­და­სა­ვალ­საც მი­ა­დევ­ნებ­დით თვალს,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

ღირ­სე­უ­ლი თა­ნამ­გ­ზავ­რი და თა­ნამ­ზ­რახ­ვე­ლი

ოლღა გურამიშვილი ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი - ამ სა­ხე­ლი­სა და გვა­რის წარ­მოთ­ქ­მი­სას ან წა­კითხ­ვი­სას პირ­ვე­ლი, რაც მა­შინ­ვე გა­გი­ელ­ვებს თავ­ში - ილიაა, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. ბუ­ნებ­რი­ვია...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები