27 ივნისს, თსუ ახალგაზრდულმა ცენტრმა – USAID Unity Through Diversity Program – გაზაფხულის სემესტრის ტუტორიუმის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.
ტუტორიუმი მოხალისეობრივი პროგრამაა, რომელიც თსუ-ში 2016 წლიდან დანერგეს. პროგრამის მოხალისე ტუტორები ეხმარებიან თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტებს ენობრივი უნარების გაუმჯობესებაში, დავალებების/პროექტების მომზადებისას წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში, პრეზენტაციის უნარების გამომუშავებაში, სამოქალაქო, სოციალურ თუ აკადემიურ სივრცეებში ინტეგრაციაში.
მიმდინარე სემესტრში, 30-მდე მოხალისე, ცენტრის მიერ გადამზადებული ტუტორი ჩაერთო პროგრამაში. ტუტორების დახმარებით ქართულ ენაში მომზადების პროგრამის 200-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო სარგებელი.
ტუტორიუმის პროექტი ხორციელდება USAID პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებას თსუ-სთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR).
#tsuyouthcenter #unageorgia #USAID
UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
Center for Civil Integration and Inter-Ethnic Relations – CCIIR