1 ივლისი, სამშაბათი, 2025

“ტრენინგი, კვლევა და განათლება – კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოებისთვის”

spot_imgspot_img

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კიბერუსაფრთხოების ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით, NATO-ს მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ღონისძიება “ტრენინგი, კვლევა და განათლება – კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოებისთვის”  გაიხსნა.

ერთი კვირის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტები 18 ქვეყნიდან: საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ევროკავშირიდან და ნატოს პარტნიორი სხვა ქვეყნებიდან ტრენინგის მონაწილეებისთვის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და კიბერშეტევებისგან დაცვის კუთხით, ლექციებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს ჩაატარებენ.

ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნობიან კიბერუსაფრთხოების წარმატებულ გადაწყვეტილებებს და სამეცნიერო/საგანმანათლებლო პროგრამებს; ჩამოყალიბდება სამი სამუშაო ჯგუფი და განხორციელდება ერთობლივი კვლევითი საქმიანობა.

კონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ერეკლე ასტახიშვილი მიესალმა და აღინიშნა: „როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთლიანად მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია მსგავსი შინაარსის ღონისძიებების ჩატარება. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულების კურსები, ტრენინგები აუცილებელია შესაბამისი კადრების მომზადებისთვის. თსუ ყველანაირად შეუწყობს ხელს ახლო მომავალში როგორც აკადემიური, ასევე ინფრასტრუქტურის კუთხით კიბერუსაფრთხოების პროგრამის დანერგვას. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსა და, ზოგადად, მსოფლიოს უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის.“

ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს პარტნიორ ქვეყნებს გააძლიერონ საკუთარი შესაძლებლობები და საერთაშორისო თანამშრომლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის კვლევის, განათლებისა და ლაბორატორიული მუშაობის მიმართულებით, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის უახლესი მიღწევების გათვალისწინებით.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება