1 თებერვალი, შაბათი, 2025

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა

spot_imgspot_img

⇑⇓ პროგრამის მიზანი

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა

⇑⇓ პროგრამის სტატისტიკა:

პროგრამას სამინისტრო ახორციელებს 2020 წლიდან.

2020 წელს დაფინანსდა 6 სტუდენტი – გაიხარჯა 5500 ლარი;

2021 წელს დაფინანსდა 6 სტუდენტი – გაიხარჯა 6 000 ლარი;

2022 წელს დაფინანსდა 9 სტუდენტი – გაიხარჯა 9 000 ლარი.

2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 30 000 ლარს.

⇑⇓ პროგრამის აღწერილობა:

2023 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაუგრძელდებათ 2020, 2021 და 2022 წელს პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარებს, რომლებიც გააგრძელებენ 2020, 2021 და 2022 წელს ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში არჩეული მიმართულებით სწავლას და გადალახავენ პროგრამით გათვალისწინებულ აკადემიურ ბარიერს (81 % ან მეტი).

2023 წელს ახალი სტუდენტების დასაფინანსებლად ჩატარდება კონკურსი.

„ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

⇒ არიან რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო ერთი წლის მანძილზე;

⇒ აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი;

⇒ ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა საშუალო არითმეტიკულით არის 81% და მეტი;

⇒ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე – „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N69/ნ ბრძანებით დამტკიცებულ შემდეგ STEM მიმართულებებზე (ამავე ბრძანების მე-2 და მე-4 მუხლებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით):

ა) 05 – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;

ბ) 06 – ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

გ) 07 – ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;

დ) 08 – სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია.

!! პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი ფინანსური დახმარება სტუდენტებზე გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერ, 1000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სტუდენტს კვალიფიკაციის მინიჭებამდე  დარჩენილი აქვს მხოლოდ ერთი სასწავლო სემესტრი – 500 ლარი.

სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას სამინისტროს სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, არ აქვს ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის უფლება. აღნიშნული პირობის მიუხედავად სტუდენტის მიერ წარმოდგენილი განცხადება დატოვებული იქნება განუხილველად.

⇑⇓ „ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა“ კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ;

დ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის ფაკულტეტის, სპეციალობის, ჩარიცხვის თარიღისა და კურსის შესახებ;

ე) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ;

ვ) საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროსგან დამატებით მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების შესახებ.

იხილეთ დებულება,  განცხადების ფორმა

!! დაინტერესებულ პირებს განცხადებისა და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ მატერიალური ფორმით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ლ.გუდიაშვილის N4).

2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა N4.

ტელ: 597 210 310 – რუსუდან ქავთარაძე

ელ-ფოსტა: rkavtaradze80@gmail.com

Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები