23 ნოემბერი, შაბათი, 2024

სჭირ­დე­ბა თუ არა სის­ტე­მას სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი — სა­მი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში

spot_img
გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­ე­ხო ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ას, რაც პირ­ველ რიგ­ში, მა­თი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, მცი­რე­დით, მაგ­რამ მა­ინც აისა­ხა. თუმ­ცა, სის­ტე­მას ჰყავს ყუ­რადღე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ერ­თი რგო­ლი, რომ­ლის ვერც პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ვერც მა­ტე­რი­ა­ლურ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ჯერ ვერ იზ­რუ­ნა. ეს სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლია, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით კა­ნონს, რო­მელ­მაც მას მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა, და­პი­რე­ბა წელ­საც მხო­ლოდ და­პი­რე­ბად დარ­ჩა, რომ სხვა, და­ნარ­ჩენ კა­ტე­გო­რი­ებ­თან ერ­თად (წი­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის და­პი­რე­ბით, შე­მოდ­გო­მი­დან) გა­ეზ­რ­დე­ბო­დათ ხელ­ფა­სი. რამ­დე­ნია დღეს სპეც­მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი? — 300 ლა­რი; რამ­დე­ნი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს სის­ტე­მას? — და­ახ­ლო­ე­ბით 1300;   რამ­დე­ნი სკო­ლაა ჩარ­თუ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში? — ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა. ამ მძი­მე სტა­ტის­ტი­კის მიღ­მა სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი მა­ინც ახერ­ხე­ბენ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში წვლი­ლის შე­ტა­ნას, მაგ­რამ რო­გორ? ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა თვი­თო­ნაც გა­უ­ჭირ­დე­ბათ. ყვე­ლა­ფერს ისიც ემა­ტე­ბა, რომ სკო­ლებ­ში სპეც­მას­წავ­ლებ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტია.
რა­ტომ ვერ შეძ­ლო სა­ხელ­მ­წი­ფომ 1300 მას­წავ­ლებ­ლის შრო­მის და­ფა­სე­ბა და მი­სი გა­თა­ნაბ­რე­ბა, თუნ­დაც, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელ­თან? რა­ტომ ვერ იზ­რუ­ნა სის­ტე­მამ მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე? ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი აინ­ტე­რე­სებს ყვე­ლას, მათ შო­რის, იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ, ამ მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში მხარ­და­ჭე­რა­ზე ზრუ­ნა­ვენ. „რა­ტომ ვერ შეძ­ლო სა­ხელ­მ­წი­ფომ აქამ­დე ამის გა­კე­თე­ბა, ამა­ზე პა­სუ­ხი არც მე მაქვს და ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ­კი ვინ­მე გვი­პა­სუ­ხებს. მაგ­რამ იმე­დი მაქვს და სა­მი­ნის­ტ­როს­გა­ნაც გვაქვს და­პი­რე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა, რომ აწი ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბა. ვე­ლო­დე­ბით ამ და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.“ — ამ­ბობს ინ­ტერ­ვი­უ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ჩარ­კ­ვი­ა­ნი და სა­უბ­რობს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­გეგ­მილ სი­ახ­ლე­ებ­ზე — რო­გო­რი იქ­ნე­ბა სპეც­მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა, რო­მე­ლიც მათ მა­ტე­რი­ა­ლურ ანაზღა­უ­რე­ბა­საც გაზ­რ­დის. ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ის ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში სამ უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მად — მცი­რე ბი­უ­ჯეტს, და­ბალ კომ­პე­ტენ­ცი­ას და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ასა­ხე­ლებს.

— რა სი­ახ­ლე­ე­ბით იწყე­ბა ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის?

— უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დამ­ტ­კიც­დე­ბა სპეც­მას­წავ­ლებ­ლის ახა­ლი სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც უფ­რო დე­ტა­ლუ­რად, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მით, სთა­ვა­ზობს სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს, თუ რო­გორ იმუ­შა­ონ და გან­ვი­თარ­დ­ნენ. თუმ­ცა, მა­ნამ­დე, მათ­თ­ვის სი­ახ­ლე გვაქვს ის, რომ წელს დამ­ტ­კიც­და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვ­ნი­ლია ღრმა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვი­სა და მრავ­ლო­ბი­თი დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სას­წავ­ლო გეგ­მას, აქამ­დე მას­წავ­ლებ­ლე­ბი აკე­თებ­დ­ნენ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი მიზ­ნე­ბის უფ­რო გა­მარ­ტი­ვე­ბით. რე­ა­ლუ­რად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა ესგ-ს მო­დი­ფი­ცი­რე­ბა/სა­ხეც­ვ­ლი­ლე­ბაა. სამ­წუ­ხა­როდ, მძი­მე გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ვერ ხერ­ხ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის მიზ­ნე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბა, ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­დან მთლი­ა­ნად ამო­ე­ღოთ ის მიზ­ნე­ბი, რო­მელ­საც ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ბავ­შ­ვი ვერ მი­აღ­წევ­და. მის ნაც­ვ­ლად, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და იმუ­შა­ოს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, თუ მოს­წავ­ლე­ებს, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, „ბუ­ნე­ბა­ში“ შე­სას­წავ­ლი აქვთ გა­რე სამ­ყა­რო ან პლა­ნე­ტე­ბი, რაც არ უნ­და გა­ვუ­მარ­ტი­ვოთ გაკ­ვე­თი­ლი, შე­საძ­ლოა, სსსმ ბავ­შ­ვის რე­სურ­სი მა­ინც არ აღ­მოჩ­ნ­დეს საკ­მა­რი­სი მის და­საძ­ლე­ვად. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, მას მხო­ლოდ ის ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას­თან და გა­მო­ად­გე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის. ფაქ­ტობ­რი­ვად, მოს­წავ­ლე იღებს მხო­ლოდ პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას და არა თე­ო­რი­ულს. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა სწო­რედ ამას გუ­ლის­ხ­მობს, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მიზ­ნე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა და ცვლი­ლე­ბა კი არ ხდე­ბა, არა­მედ ამ მიზ­ნე­ბის მთლი­ა­ნად ამო­ღე­ბა და იმ მიზ­ნე­ბით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მათ სა­ჭი­რო­ე­ბას ერ­გე­ბა. შემ­დეგ სსსმ მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მაც ამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით აიგე­ბა. რე­ა­ლუ­რად, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს გა­უ­მარ­ტი­ვებს მუ­შა­ო­ბას, რომ მოს­წავ­ლის მიზ­ნებ­ზე უფ­რო მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა შე­ად­გი­ნონ და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გარ­და, თე­მა­ტუ­რად და კონ­კ­რე­ტუ­ლად ის ას­წავ­ლონ, რაც მოს­წავ­ლეს სჭირ­დე­ბა.

— სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხში­რად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მოც ჩი­ვი­ან, არ­სე­ბობს თუ არა მათ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით?

— გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ გა­ა­კე­თა სა­ი­ტი inclusion.ge, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია მა­სა­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის.

— ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სია სპეც­მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი განვითარების სქე­მის მი­მართ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა და რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა?

— ბუ­ნებ­რი­ვია, სქე­მის დამ­ტ­კი­ცე­ბამ­დე, გარ­კ­ვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი შე­იც­ვ­ლე­ბა, ამი­ტომ გა­მი­ჭირ­დე­ბა მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში იმა­ზე სა­უ­ბა­რი, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა სქე­მის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტი. თუმ­ცა, და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ, ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პით, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის მსგავ­სია, და­ყო­ფი­ლია სხვა­დას­ხ­ვა დო­ნე­ე­ბად — სა­ფე­ხუ­რე­ბად და, მას­წავ­ლებ­ლის სქე­მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სპეც­მას­წავ­ლებ­ლის სქე­მა სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა. და­იწყე­ბა ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რი­დან — პრაქ­ტი­კო­სი სპეც­მას­წავ­ლებ­ლი­დან და ავა ზე­და სა­ფე­ხუ­რებ­ზე. შუა სა­ფე­ხურს უფ­რო­სი ერ­ქ­მე­ვა (ვცდი­ლობთ, არ ავ­ც­დეთ მას­წავ­ლებ­ლის სქე­მის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას) და ამ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლა გა­მოც­დით მოხ­დე­ბა. და­გეგ­მი­ლია, რომ შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი პრაქ­ტი­კო­სი სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის 2020 წლის ზაფხულ­ში ჩა­ა­ტა­რებს გა­მოც­დას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრაქ­ტი­კოს სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გახ­დ­ნენ უფ­რო­სი სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი. მე­სა­მე, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­ფე­ხუ­რი სპეც­მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, სხვა­დას­ხ­ვა მოთ­ხოვ­­ნი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­დე­გად იქ­ნე­ბა მი­საღ­წე­ვი. ამის გარ­და, დად­გინ­დე­ბა, რა კვა­ლი­ფი­კა­ცია მო­ეთხო­ვე­ბა მე­ო­რე ან მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის სპეც­მას­წავ­ლე­ბელს, რა­საც დო­კუ­მენ­ტი და­ა­რე­გუ­ლი­რებს.

ჯერ­ჯე­რო­ბით, სქე­მით მხო­ლოდ ერ­თი გა­მოც­და მო­ი­აზ­რე­ბა (თუ რა­მე არ შე­იც­ვ­ალა) და მი­სი ჩა­ბა­რე­ბა მხო­ლოდ პირ­ვე­ლი­დან მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე გა­დამ­ს­ვ­ლელ სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს მო­უ­წევთ.

— რო­გორ ფიქ­რობთ, 2020 წელს, სის­ტე­მას ეყო­ლე­ბა მე­ო­რე ან მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი?

— მათ, ვინც გა­ნათ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით და­ა­დას­ტუ­რებს სქე­მის მოთხოვ­ნებს, პირ­და­პირ მე­ო­რე ან მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რის სტა­ტუსს მი­ვა­ნი­ჭებთ, სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის­თა­ნა­ვე.

— რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი და კვა­ლი­ფი­კა­ცია მო­ეთხო­ვე­ბათ, თუ ამ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია?

— ამა­ზე ჯერჯე­რო­ბით კა­მა­თი და გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვის ჩა­ეთ­ვ­ლე­ბა დიპ­ლო­მით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია უფ­როს მას­წავ­ლებ­ლად გა­სახ­დო­მად და ვის მო­უ­წევს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ არ არის დად­გე­ნი­ლი. დი­დი ალ­ბა­თო­ბით, სქე­მა სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე დამ­ტ­კიც­დე­ბა და იან­ვ­რი­დან ამოქ­მედ­დე­ბა, გა­მოც­და კი ზაფხულ­ში და­ი­ნიშ­ნე­ბა.

— სქე­მის ამოქ­მე­დე­ბამ­დე და სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბამ­დე, გა­იზ­რ­დე­ბა თუ არა სპეც­მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი? შეს­რულ­დე­ბა თუ არა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის დაპირება?

— რამ­დე­ნა­დაც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, სპეც­მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სის მა­ტე­ბა 2019 წლის ბი­უ­ჯეტ­ში არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მოდ­გო­მა­ზე სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს ხელ­ფა­სი არ მო­ე­მა­ტე­ბათ. თუმ­ცა, თუ­კი 2020 წელს, რო­მე­ლი­მე სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი სტა­ტუსს აიმაღ­ლებს, სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის­თა­ნა­ვე მას ხელ­ფა­სი მო­ე­მა­ტა­ე­ბა.

— რა კრი­ტე­რი­უ­მით აიყ­ვანს სკო­ლა სპეც­მას­წავ­ლე­ბელს სქე­მის ამოქ­მე­დე­ბამ­დე და სქე­მის დამ­ტ­კი­ცე­ბის შემ­დეგ? მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის მი­ხედ­ვით, სკო­ლას პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის აყ­ვა­ნა არ შე­უძ­ლია. რო­გორ იქ­ნე­ბა სპეც­მას­წავ­ლებ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში?

— ჯერ­ჯე­რო­ბით, სქე­მის ამოქ­მე­დე­ბამ­დე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა და იმ მოთხოვ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ვა მას­წავ­ლე­ბე­ლი სკო­ლა­ში, რო­გორც აქამ­დე ხდე­ბო­და. თუმ­ცა, კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, სურ­ვი­ლი გვაქვს, რა­ღაც ეტაპ­ზე პრაქ­ტი­კო­სი სპეც­მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხუ­რიც გახ­დეს მი­ლე­ვა­დი. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ, პირ­ველ რიგ­ში, ამის­თ­ვის მზად უნ­და ვი­ყოთ — შე­იქ­მ­ნას და გაძ­ლი­ერ­დეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც მო­ამ­ზა­დებს პრო­ფე­სი­ო­ნალ სპეც­მას­წავ­ლე­ბელს, რომ კად­რი სკო­ლა­ში პირ­და­პირ უფ­როს სპეც­მას­წავ­ლებ­ლად შე­მო­ვი­დეს. ვიდ­რე არ იარ­სე­ბებს ასე­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, ალ­ბათ, ასე­თი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. იცით, რომ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სპეც­მას­წავ­ლებ­ლის 120-სა­ა­თი­ა­ნი კურ­სი, მაგ­რამ ეს კურ­სი არ არის იმის პი­რო­ბა, რომ ის ერ­თი სა­ფე­ხუ­რი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­ვი­დეს, ეს მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის შე­საშ­ვე­ლებ­ლა­დაა საკ­მა­რი­სი. 120 სა­ა­თით, ანუ 6 კრე­დი­ტით რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელს მის­ცე უფ­ლე­ბა, ერ­თი სა­ფე­ხუ­რი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­ვი­დეს. მას აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა.

— დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, ვინ არის სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი და რა კვა­ლი­ფი­კა­ცია მო­ეთხო­ვე­ბა მას?

— კა­ნო­ნით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, რომ სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე პი­რი. ვე­ლო­დე­ბით კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბას, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებ­საც, მო­ნა­თე­სა­ვე დარ­გე­ბი­დან, მა­გა­ლი­თად, ფსი­ქო­ლო­გებს, სოც­მუ­შა­კებს და ა.შ., გახ­დ­ნენ სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი. რო­დის იგეგ­მე­ბა ცვლი­ლე­ბა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, ეს სა­მი­ნის­ტ­როს პრე­რო­გა­ტი­ვაა.

— შარ­შან, სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, სპეც­მას­წავ­ლებ­ლო­ბის პო­ზი­ცი­ი­დან ფსი­ქო­ლო­გე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ დი­დი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამას მოჰ­ყ­ვა სკო­ლებ­ში სპეც­მას­წავ­ლებ­ლის დე­ფი­ცი­ტი. რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ახ­ლა — ჰყავთ თუ არა სკო­ლებს ფსი­ქო­ლო­გე­ბი?

— ფსი­ქო­ლო­გე­ბი არი­ან რიგ სკო­ლებ­ში, მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, არა ყვე­ლა­ში. რო­გორც გა­ნი­საზღ­ვ­რა, სის­ტე­მა­ში ყვე­ლა სკო­ლას, ვი­საც სსსმ მოს­წავ­ლე ჰყავს, აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰყავ­დეს სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლიც. შემ­დეგ, სწო­რედ ის ად­გენს სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბას, რო­მე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი სჭირ­დე­ბა — ფსი­ქო­ლო­გი, ჟეს­ტუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი თუ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის კად­რი. სა­ჭი­რო­ე­ბის დად­გე­ნის შემ­დეგ, სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, აიყ­ვა­ნოს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის დამ­ხ­მა­რე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, ისი­ნი ეკო­ნო­მი­ას აკე­თე­ბენ და სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ მათ შე­ას­რუ­ლონ ეს ფუნ­ქ­ცი­აც, წი­ნა­აღ­მ­დეგ შეთხ­ვე­ვა­ში, თუ ფსი­ქო­ლოგს აიყ­ვა­ნენ, მა­შინ სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ დას­ჭირ­დე­ბათ, რად­გან ისი­ნი შე­ას­რუ­ლე­ბენ მათ ფუნ­ქ­ცი­ას.

— დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სის­ტე­მას, და­ახ­ლო­ე­ბით, 1300 სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს. ეს ის რე­სურ­სია, რაც სკო­ლებს სჭირ­დე­ბათ თუ კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია?

— რა თქმა უნ­და, დე­ფი­ცი­ტი გვაქვს. რიგ რა­ი­ო­ნებ­ში გა­მოცხა­დე­ბუ­ლია ვა­კან­სია, მაგ­რამ კად­რე­ბი ვერ აჰ­ყავთ იმის გა­მო, რომ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი სა­ერ­თოდ აც­დე­ნი­ლი არი­ან ამ პრო­ფე­სი­ას — არ გა­აჩ­ნი­ათ სპეც­მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო კომ­პე­ტენ­ცია, ან აჰ­ყავთ ისე­თი კად­რე­ბი, რომ­ლებ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ. ასეთ მხარ­და­ჭე­რას კი სა­ხელ­მ­წი­ფო ვერ უწევს. ჩვენ კი მა­ქსი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ 120-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბას, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენც შეზღუ­დუ­ლე­ბი ვართ ამ მხრივ.

— მარ­თა­ლია, სა­უბ­რი­სას ბევ­რ­მა პრობ­ლე­მამ იჩი­ნა თა­ვი, მაგ­რამ მა­ინც გკითხავთ, რა არის დღეს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში?

— პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გითხ­რათ, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ფუ­ფუ­ნე­ბაა და ამის­თ­ვის სკო­ლებს საკ­მა­რი­სი თან­ხე­ბი არ აქვთ. სკო­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, სჭირ­დე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, არ არ­სე­ბობს. არ არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტუ­ა­ლე­ტე­ბი, ერთ პან­დუსს გა­ა­კე­თებს სკო­ლა და ჰგო­ნია, რომ ბავ­შ­ვი იქ კარ­გად იგ­რ­ძ­ნობს თავს. ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც კი არ არის ყველ­გან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო. გარ­და ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე­ე­ბი­სა, უსი­ნათ­ლო­ებს, სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლებ­საც სჭირ­დე­ბათ შე­სა­ბა­მი­სად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, არც ეს აქვთ სკო­ლებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მარ­ტო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მო­საწყო­ბად რამ­დე­ნი თან­ხაა სა­ჭი­რო.

მე­ო­რე მხრივ, დი­დი პრობ­ლე­მაა კომ­პე­ტენ­ტუ­რი კად­რი. რამ­დე­ნი ფუ­ლიც არ უნ­და მომ­ცეთ, დღეს ვერ ავიყ­ვან 1500 კვა­ლი­ფი­ცი­ურ სპეც­მას­წავ­ლე­ბელს იმი­ტომ, რომ არა გვაქვს ისე­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფო­ნი — სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რომ ამ­დე­ნი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი ვი­პო­ვოთ. ფაქ­ტობ­რი­ვად, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში აქამ­დე არც არ­სე­ბობ­და შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მე­ბი. ერთ უნი­ვერ­სი­ტეტს ჰქონ­და და ისიც უმ­ცი­რე­სი რა­ო­დე­ნო­ბით ამ­ზა­დებს კად­რებს, და­ნარ­ჩენ უნი­ვერ­სი­ტეტებს კი, რომ­ლე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ, კომ­პე­ტენ­ცი­ის პრობ­ლე­მა აქვთ. ამი­ტომ, მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრობ­ლე­მად, სწო­რედ მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ას და­ვა­სა­ხე­ლებ. სა­მი­ნის­ტ­რომ მას­შ­ტა­ბუ­რად უნ­და გა­აძ­ლი­ე­როს რო­გორც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო, ისე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი.

მე­სა­მე პრობ­ლე­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაა. მწვა­ვედ დგას მშობ­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბის საკითხი — რა უნ­და მო­ითხო­ვოს მშო­ბელ­მა სკო­ლის­გან, ამა­შიც აღ­რე­ვა გვაქვს ხოლ­მე — ხან ძა­ლი­ან ბევრს ითხო­ვენ, ხან — ნაკ­ლებს. სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­აც გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი იცი, მა­შინ ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბიც კარ­გად გეს­მის.

პრინ­ციპ­ში, ეს სა­მი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა აქვს დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას — მწი­რი ბი­უ­ჯე­ტი, და­ბა­ლი კომ­პე­ტენ­ცია და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა.

— რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია სკო­ლის­თ­ვის სსსმ მოს­წავ­ლის გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­სი?

— თუ, რე­სურ­სო­თა­ხი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა სკო­ლა­ში იქ­ნე­ბა, ეს ძა­ლი­ან კარ­გია. თუმ­ცა, სკო­ლებს რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ რე­სურ­სო­თა­ხი მხო­ლოდ სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არის გან­კუთ­ვ­ნი­ლი. ამა­საც არა­ უ­შავს, თუ­კი მათ­თ­ვის მა­ინც იქ­ნე­ბა ხელ­მისაწვ­დო­მი, რად­გან სკო­ლე­ბის ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ უარს აცხა­დებს იმ მი­ზე­ზით, რომ ფარ­თი არ აქვთ. სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს კი ამის გა­მო, ხან ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში უწევთ ბავ­შ­ვე­ბის გაყ­ვა­ნა და გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ხან სად. ისე­თი სკო­ლე­ბიც გვაქვს, სა­დაც რე­სურ­სო­თა­ხი მოწყო­ბი­ლია და აღ­ჭურ­ვი­ლია სხვა­დას­ხ­ვა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბით თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ნივ­თე­ბით, მაგ­რამ მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა. უმე­ტე­სად რე­სურ­სო­თახს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მხო­ლოდ ოთა­ხის ფუნ­ქ­ცია აქვს და მე­ტი არა­ფე­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ მხრი­ვაც გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლია სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია.

აქ­ვე მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა იმას, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ არის მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბა, ეს ყვე­ლა ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბაა თა­ნაბ­რად. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ერთს ვაძ­ლევთ „რა­ღა­ცას“, მა­შინ ის მივ­ცეთ ყვე­ლას. ჩვე­ნი მოთხოვ­ნაც ასე­თია. სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ბავ­შ­ვ­საც, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი სტა­ტუ­სი არ აქვს, რე­სურ­სის გა­რე­შე არც ის უნ­და დარ­ჩეს. ესეც ერთ-ერ­თი პრობ­ლე­მაა ჩა­მოთ­ვ­ლილ პრობ­ლე­მებს შო­რის — კა­ნონ­ში ჩა­წე­რი­ლი რე­სურ­სო­თა­ხის სა­ჭი­რო­ე­ბა მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე არ უნ­და დარ­ჩეს.

რე­სურ­სო­თა­ხის ფუნ­ქ­ცია ზუს­ტად ის არის, რომ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მო­ი­ყე­ნოს იქ არ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი. მა­გა­ლი­თად, უსი­ნათ­ლო ბავ­შ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლას უნ­და ჰქონ­დეს ტაქ­ტი­ლუ­რი ნა­ხა­ტე­ბი და რუ­კე­ბი. გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია რე­სურ­სო­თა­ხი­დან აიღოს ტაქ­ტი­ლუ­რი რუ­კა და გა­მო­ი­ყე­ნოს კლას­ში ისე, რო­გორც სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მო­ი­ყე­ნებს მას გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის. ზო­გი­ერთ მოს­წავ­ლეს „სენ­სო­რუ­ლი შიმ­ში­ლი“ აქვს. ამ დროს სა­სურ­ვე­ლია, მი­სი სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტუ­რის მქო­ნე ნივ­თ­ზე გა­ვარ­ჯი­შე­ბა. ასე­თი ნივ­თე­ბი კი რე­სურ­სო­თახ­ში უნ­და იყოს. ამის გარ­და, რე­სურ­სო­თა­ხი აღ­ჭურ­ვი­ლი უნ­და იყოს ვი­ზუ­ა­ლუ­რი გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბი­თა და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი რე­სურ­სით. ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლეს შე­იძ­ლე­ბა არ სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სი, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მას რა­ღაც აუცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა, თუნ­დაც, სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტუ­რის ფე­რა­დი სა­თა­მა­შო­ე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მოს­წონთ მოს­წავ­ლე­ებს — ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი გზა ტი­პურ მოს­წავ­ლეს­თან სსსმ მოს­წავ­ლის თა­მა­შია.

— ყვე­ლა­ზე ხში­რად რა პრობ­ლე­მით მოგ­მარ­თა­ვენ სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი?

— რე­ა­ლუ­რად, ჩვენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ვართ, მაგ­რამ ხში­რად ამის იქით (ტრე­ნინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ა.შ)., სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს ბევ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა აქვთ. თუნ­დაც კონ­ფ­ლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მხარ­და­ჭე­რა, რო­მე­ლიც ხში­რია დი­რექ­ტო­რებ­თან. სამ­წუ­ხა­როდ, დი­რექ­ტო­რე­ბის ნა­წი­ლი დღემ­დე ვერ იგებს რა სა­ჭი­როა სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი და მათ გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­გორც ბავ­შ­ვე­ბის ძი­ძებს, რომ­ლე­ბიც, მა­თი აზ­რით, გაკ­ვე­თილ­ზე სა­ერ­თოდ არ უნ­და შე­ვიდ­ნენ. ასე­თი ტი­პის კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის გა­მო ხში­რად გვი­რე­კა­ვენ. ჩვენ არ გვაქვს სა­დამ­ს­ჯე­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ერ­თა­დერ­თი, შეგ­ვიძ­ლია და­ვუ­რე­კოთ დი­რექ­ტორს და ავუხ­ს­ნათ, რომ ეს არას­წო­რია. სხვა ბერ­კე­ტი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად არ გაგ­ვაჩ­ნია.

ასე­ვე ხში­რად მოგ­ვ­მარ­თა­ვენ, რო­ცა იური­დი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ და გვე­კითხე­ბი­ან რო­გორ მო­იქ­ც­ნენ. ძა­ლი­ან ბევ­რი გვი­რე­კავს ამის გა­მო. ჩვენ­მა თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მაც იცი­ან, რომ ეს ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ვაძ­ლევთ იური­დი­ულ პრო­ცე­დუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ რჩე­ვებს.

— სა­ვალ­დე­ბუ­ლოა თუ არა 120-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გი და ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს აქვს თუ არა გავ­ლი­ლი? ან რა უპი­რა­ტე­სო­ბით ისარ­გებ­ლებს მო­მა­ვალ­ში, სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, ტრე­ნინ­გ­გავ­ლი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი?

— ყვე­ლას არ აქვს გავ­ლი­ლი. ტრე­ნინ­გე­ბი ახ­ლაც იგეგ­მე­ბა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­იწყე­ბა და შვი­დი ჯგუ­ფი იმუ­შა­ვებს რა­ი­ო­ნებ­ში. ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­თი სრუ­ლად გა­დამ­ზა­დე­ბა იმი­ტომ ვერ მო­ხერ­ხ­და, რომ ძა­ლი­ან დი­დია დე­ნა­დო­ბა — მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ივ­ლი­ან ტრე­ნინ­გებს და მე­რე გა­დი­ან სკო­ლი­დან. ასე­ვე, ცუ­დად აისა­ხა მას­წავ­ლებ­ლი­სა და სპეც­მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ე­ბის გა­ყო­ფაც. ამით ძა­ლი­ან ბევ­რი გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რი დავ­კარ­გეთ, რად­გან უმე­ტე­სო­ბამ მას­წავ­ლებ­ლო­ბა აირ­ჩია. შემ­დეგ შე­მო­ვიდ­ნენ ახა­ლი კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან და­სატ­რე­ნინ­გებ­ლე­ბი არი­ან. ფაქ­ტობ­რი­ვად, უძი­რო ქვევ­რია, რო­მე­ლიც არა­და არ ივ­სე­ბა.

მარ­თა­ლია, 120-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გის გავ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის, მაგ­რამ თუ გა­ივ­ლი­ან, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა შე­და­რე­ბით გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ. ამი­ტომ ინ­ტე­რე­სი მათ­გა­ნაც დი­დია. ამის გარ­და, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბიც ავალ­დე­ბუ­ლე­ბენ ტე­რე­ნინ­გის გავ­ლას, რად­გან ურ­ჩევ­ნი­ათ ისე­თი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავ­დეთ, რო­მელ­საც მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცია მა­ინც ექ­ნე­ბა — ეს უკ­ვე გარ­კ­ვე­უ­ლი პრი­ვი­ლე­გიაა.

და­ბო­ლოს, მინ­და pedagogi.ge-ზე ვი­სა­უბ­რო, რად­გან ძა­ლი­ან ბევრს ჰქონ­და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­კითხ­ვა, მით უფ­რო, ახა­ლი ვა­კან­სი­ე­ბი ისევ ცხად­დე­ბა. ძა­ლი­ან მოკ­ლედ გან­ვ­მარ­ტავ, რო­გორ და­რე­გის­ტ­რირ­დეს სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი და ფსი­ქო­ლო­გი pedagogi.ge-ზე — ვთხოვ მათ, რომ ყუ­რადღე­ბით შე­ავ­სონ თა­ვი­ან­თი პრო­ფი­ლის პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­ოთხე ვე­ლი — ეს სა­მი­ვე ვე­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­სავ­სე­ბია. თუმ­ცა მე­სა­მე ვე­ლი, სა­დაც უნ­და მი­უ­თი­თონ რო­მე­ლი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლია და რო­მელ სკო­ლა­ში სურს გა­ნაცხა­დის გა­კე­თე­ბა — არ შე­ავ­სონ. რო­ცა ამ კითხ­ვას მი­ად­გე­ბი­ან, გვი­რე­კა­ვენ დაბ­ნე­უ­ლე­ბი და გვე­კითხე­ბი­ან, რა ჩა­წე­რონ. კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ მე­სა­მე ბლო­კი სპეც­მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­მა არ უნ­და შე­ავ­სოს, მათ­თ­ვის ეს არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. შემ­დეგ გა­დავ­ლენ ვა­კან­სი­ებ­ში და სა­სურ­ველ ვა­კან­სი­ა­ზე გა­აგ­ზავ­ნი­ან გა­ნაცხადს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები