12 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

სწავ­ლე­ბი­სა და აღ­ზ­რ­დის ერ­თი­ა­ნო­ბის­თ­ვის

spot_img

რო­გორც ვი­ცით, აღ­ზ­რ­და პე­და­გო­გი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ორი გა­გე­ბით, ორი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით იხ­მა­რე­ბა – ფარ­თო და ვიწ­რო გა­გე­ბით. ფარ­თო გა­გე­ბით, აღ­ზ­რ­და­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ყო­ვე­ლი­ვე ის, რა­საც ადა­მი­ა­ნი იძენს აღ­ზ­რ­დის, სწავ­ლე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ზ­რ­დას ვიწ­რო გა­გე­ბით, იგი გა­ნი­ხი­ლე­ბა აღ­ზ­რ­დის თე­ო­რი­ა­ში და გუ­ლის­ხ­მობს აღ­საზ­რ­დელ­ში იმ თვი­სე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბას, რაც მას და­ბა­დე­ბი­დან­ვე დაჰ­ყ­ვე­ბა, რო­გორც სო­ცი­ა­ლურ არ­სე­ბას. ეს თვი­სე­ბე­ბია: ყუ­რადღე­ბა, აზ­როვ­ნე­ბა, მეხ­სი­ე­რე­ბა, ნე­ბის­ყო­ფა და სხვა. ვიწ­რო გა­გე­ბით აღ­ზ­რ­და­ში შე­დის ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი, გო­ნებ­რი­ვი, ზნე­ობ­რი­ვი, ეს­თე­ტი­კუ­რი, შრო­მი­თი… აღ­ზ­რ­და და ამის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­საზ­რ­დელ­ში ისე­თი თვი­სე­ბე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, რო­გო­რი­ცაა: სი­კე­თე, პა­ტი­ოს­ნე­ბა, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა, ალალ­მარ­თ­ლო­ბა, პატ­რი­ო­ტიზ­მი, ჰუ­მა­ნიზ­მი, შრო­მის­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, შეგ­ნე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნა და ა.შ.

იბა­დე­ბა კითხ­ვა: რა არის აღ­ზ­რ­და?

ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა თით­ქოს იოლი საქ­მეა, მაგ­რამ ეს ერ­თი შე­ხედ­ვით, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ყვე­ლას რო­დი აქვს სწო­რი წარ­მოდ­გე­ნა აღ­ზ­რ­და­ზე, მათ შო­რის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რებ­საც. მშო­ბელ­თა ერ­თი ნა­წი­ლი ვე­რა­ვი­თარ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას ვერ ხე­დავს აღ­ზ­რ­და­სა და გაზ­რ­დას შო­რის და თა­ვის მშობ­ლი­ურ მო­ვა­ლე­ო­ბას შვი­ლის მარ­ტო­ო­დენ გაზ­რ­დი­თა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით ამო­წუ­რავს. ყო­ველ­მა მშო­ბელ­მა კარ­გად უნ­და იცო­დეს, რომ სიტყ­ვა „გაზ­რ­და“ შვი­ლის ბი­ო­ლო­გი­ურ არ­სე­ბო­ბას გუ­ლის­ხ­მობს, „აღ­ზ­რ­და“ კი — მის მომ­ზა­დე­ბას ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის და ქვეყ­ნის სა­სა­ხე­ლო ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ერ­თი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნაა, მე­ო­რე კი – სო­ცი­ა­ლუ­რი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი პი­როვ­ნე­ბად ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. ამი­ტო­მაც წერ­და ბ. ბე­ლინ­ს­კი: „ადა­მი­ანს ქმნის ბუ­ნე­ბა, მაგ­რამ გა­ნა­ვი­თა­რებს და აყა­ლი­ბებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა“.

მხე­ცის ლეკ­ვის მხე­ცად გა­დაქ­ცე­ვის­თ­ვის არა­ვი­თა­რი აღ­ზ­რ­და არაა სა­ჭი­რო, ამას მი­სი ბუ­ნე­ბა არ მო­ითხოვს, ბავ­შ­ვი კი, აღ­ზ­რ­დის გა­რე­შე, ადა­მი­ა­ნად ვერ იქ­ცე­ვა, იგი იქ იწყე­ბა, „სა­დაც მთავ­რ­დე­ბა ცხო­ვე­ლი“ (ბ. ბე­ლინ­ს­კი).

არც ერ­თი ცოცხა­ლი არ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, გარ­და ადა­მი­ა­ნი­სა, აღ­ზ­რ­დას გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი არ ენი­ჭე­ბა. ადა­მი­ა­ნი კი, თუ ის ადა­მი­ან­თა შო­რის არ გა­ი­ზარ­და და ადა­მი­ან­მა არ აღ­ზარ­და, პი­როვ­ნე­ბად ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, იმად იქ­ცე­ვა, ვინც მას ზრდის. მარ­თა­ლია, დათ­ვის თუ ვეფხ­ვის მი­ერ გაზ­რ­დი­ლი ბავ­შ­ვი ნამ­დ­ვილ დათ­ვად ან ვეფხ­ვად ვერ იქ­ცე­ვა, მაგ­რამ მის­გან გა­და­ი­ღებს იმ თვი­სე­ბებს, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ცხო­ვე­ლის­თ­ვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ამის მა­გა­ლი­თი ის­ტო­რი­ამ ძა­ლი­ან ბევ­რი იცის.

ცხო­ვე­ლე­ბის მი­ერ (მათ შო­რის მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბის) გაზ­რ­დი­ლი ბავ­შ­ვე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბად არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლან. მა­გა­ლი­თად: 1920 წელს ინ­დო­ელ­მა ფსი­ქო­ლოგ­მა რიდ სინ­გ­ხუმ, მგლე­ბის ხრო­ვა­ში, აღ­მო­ა­ჩი­ნა ორი გო­გო­ნა, რო­მელ­თა შო­რის ერ­თი, და­ახ­ლო­ე­ბით, წლი­ნა­ხევ­რის იყო, მე­ო­რე კი – რვა წლის. რო­გორც ჩანს, მგლებს ისი­ნი ჩვი­ლო­ბა­ში გა­უ­ტაც­ნი­ათ. გო­გო­ნე­ბი ოთხ ფეხ­ზე დარ­ბოდ­ნენ და იღ­რი­ნე­ბოდ­ნენ, ღა­მით კი მგლე­ბი­ვით ყმუ­ოდ­ნენ. სინ­გ­ხუ შე­ე­ცა­და მათ აღ­ზ­რ­დას და ადა­მი­ან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, მაგ­რამ ამა­ოდ. პა­ტა­რა გო­გო­ნა ერ­თი წლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, უფ­როს­მა კი 17 წლამ­დე იცოცხ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მან ვერ ის­წავ­ლა ლა­პა­რა­კი და ადა­მი­ან­თა შო­რის ცხოვ­რე­ბა. იგი გა­და­ეჩ­ვია მხო­ლოდ ზო­გი­ერთ მგლურ თვი­სე­ბას და ორ­მო­ცამ­დე სიტყ­ვის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა ის­წავ­ლა. ეს იყო და ეს.

1973 წელს გა­ზე­თე­ბი იუწყე­ბოდ­ნენ, რომ ცე­ი­ლო­ნის სამ­ხ­რე­თით, ჯუნ­გ­ლებ­ში, და­ი­ჭი­რეს თეთ­რ­კა­ნი­ა­ნი ბი­ჭი, რო­მე­ლიც, და­ახ­ლო­ე­ბით, 10-12 წლის იქ­ნე­ბო­და. იგი მა­ი­მუნ­თა შო­რის ცხოვ­რობ­და და მთლი­ა­ნად გა­და­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და მა­თი თვი­სე­ბე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბის დი­დი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ტი­სამ (ასე შე­არ­ქ­ვეს მას) ლა­პა­რა­კი ვერ ის­წავ­ლა, და­დი­ო­და მხო­ლოდ ოთხით და მა­ი­მუ­ნი­ვით იმან­ჭე­ბო­და.

აი, სხვაგ­ვა­რი მა­გა­ლი­თიც: პა­რაგ­ვა­ი­ში ცხოვ­რობს გუ­ა­ი­კელ­თა ტო­მი, რო­მე­ლიც, დღე­ი­სათ­ვის ცნო­ბილ ტომ­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე ჩა­მორ­ჩე­ნი­ლია. გუ­ა­ი­კე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებ­თან ყო­ველ­გ­ვარ კონ­ტაქტს გა­ურ­ბი­ან. მათ სად­გომ­ში, 1938 წელს, ფრან­გ­მა ეთ­ნოგ­რაფ­მა ვე­ლარ­მა მარ­ტოდ­მარ­ტო მი­ტო­ვე­ბუ­ლი ორი წლის გო­გო­ნა იპო­ვა. მან იგი საფ­რან­გეთ­ში ჩა­იყ­ვა­ნა და აღ­საზ­რ­დე­ლად თა­ვის დე­დას ჩა­ა­ბა­რა. 20 წლის შემ­დეგ, იგი, თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბით, არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და ინ­ტე­ლი­გენტ ევ­რო­პელ ქა­ლებს – შე­ის­წავ­ლა ფრან­გუ­ლი, ეს­პა­ნუ­რი და პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი ენე­ბი, და­ამ­თავ­რა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და გახ­და ეთ­ნოგ­რა­ფი.

რა დას­კ­ვ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ტა­ნოთ ამ ფაქ­ტე­ბი­დან? – სვამს კითხ­ვას აკად. შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლი და ასეთ პა­სუხს იძ­ლე­ვა: ადა­მი­ა­ნის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით თან­და­ყო­ლი­ლი თვი­სე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, ძი­რი­თა­დად, მი­სი პირ­ვე­ლი 8-10 წლის ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა, ამი­ტომ გო­გო­ნამ, რო­მელ­მაც ალ­ბათ, და­ახ­ლო­ე­ბით, 7 წე­ლი იცხოვ­რა მგელ­თა შო­რის, ვერ შეძ­ლო ლა­პა­რა­კი და ორ ფეხ­ზე გა­მარ­თუ­ლად სი­ა­რუ­ლი, რად­გან იგი 8 წლამ­დე მგლე­ბის ხრო­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მხო­ლოდ მა­თი ჩვე­ვე­ბი გა­და­ი­ღო. იმ დროს, რო­ცა ენის შეთ­ვი­სე­ბის მის­მა მე­ქა­ნიზ­მ­მა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა და­იწყო (ამოქ­მედ­და), მას მხო­ლოდ მგლე­ბის ყმუ­ი­ლი ეს­მო­და და ამი­ტომ მა­თი ჩვე­ვა გა­და­ი­ღო, ხო­ლო შემ­დეგ, რო­ცა ამ ფუნ­ქ­ცი­ამ თა­ვი­სი მი­სია შე­ას­რუ­ლა, ბავ­შ­ვ­მა ენის შეთ­ვი­სე­ბის უნა­რი სა­მუ­და­მოდ და­კარ­გა.

ცნო­ბი­ლი ფსი­ქო­ლო­გი ლე­ონ­ტი­ე­ვი, თა­ვის წიგ­ნ­ში „ფსი­ქი­კის გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი“, წერს: „…თუ ბავ­შ­ვე­ბი, ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლად ვი­თარ­დე­ბი­ან, ისი­ნი ცხო­ველ­თა გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­ზე რჩე­ბი­ან“.

რაც შე­ე­ხე­ბა გუ­ა­ი­კელ ბავშვს, იგი მხო­ლოდ 2 წლის იყო და ახ­ლა იწყებ­და ლა­პა­რაკს. ეს გო­გო­ნაც რომ 8-10 წლის ყო­ფი­ლი­ყო, მი­სი აღ­ზ­რ­და ასეთ შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებ­და. ყო­ვე­ლი­ვე ეს იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. რო­გორც დი­დი ჩე­ხი პე­და­გო­გი იან ამოს კო­მენ­ს­კი აღ­ნიშ­ნავ­და, სა­ნამ ხე ნორ­ჩია, მე­ბა­ღე მას სა­ი­თაც სურს, იქით გა­დახ­რის, ასე­ვე აღ­მ­ზ­რ­დელ­საც, სა­ნამ ბავ­შ­ვი პა­ტა­რაა, შე­უძ­ლია მი­სი აღ­ზ­რ­და იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნოს, რო­მე­ლიც მას სურს, შემ­დეგ კი გვი­ან იქ­ნე­ბა, რად­გან ბავ­შ­ვის თა­ვი­დან სწო­რად აღ­ზ­რ­და გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია, ვიდ­რე მი­სი ხე­ლა­ხა­ლი აღ­ზ­რ­და, ზოგ­ჯერ კი ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი­ცაა.

ცოცხალ არ­სე­ბა­თა შო­რის, ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე სუსტ არ­სე­ბად იბა­დე­ბა. ჩვი­ლო­ბის ასაკ­ში იგი ნე­ბის­მი­ერ ცხო­ველ­ზე უსუ­სუ­რია, მაგ­რამ მას, და­ბა­დე­ბი­დან­ვე, თან დაჰ­ყ­ვე­ბა კო­ლო­სა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც, სწო­რი აღ­ზ­რ­დის წყა­ლო­ბით, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, ნე­ბის­მი­ერ ცხო­ველ­ზე მაღ­ლა აყე­ნებს. ამა­შია აღ­ზ­რ­დის გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი ბავ­შ­ვის გა­ა­და­მი­ა­ნე­ბა­ში.

რო­ცა აღ­ზ­რ­და­ზეა სა­უ­ბა­რი, არ შე­იძ­ლე­ბა გვერ­დი ავუ­ა­როთ სწავ­ლე­ბი­სა და აღ­ზ­რ­დის ერ­თი­ა­ნო­ბის სა­კითხს. სწავ­ლე­ბა და აღ­ზ­რ­და ერ­თი­ა­ნი, გა­ნუ­ყო­ფე­ლი პრო­ცე­სე­ბია. არ არ­სე­ბობს სწავ­ლე­ბა აღ­ზ­რ­დის გა­რე­შე და პი­რი­ქით. „შე­უძ­ლე­ბე­ლია აღ­ზარ­დო ისე, – წერს ლევ ტოლ­ს­ტოი, – რომ ცოდ­ნა არ გა­დას­ცე, ყო­ველ­გ­ვარ ცოდ­ნას კი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი გავ­ლე­ნა აქვს“. რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს ახალ მა­სა­ლას უხ­ს­ნის და აწ­ვ­დის ცოდ­ნას, ამ დროს იგი მათ აიარა­ღებს არა მარ­ტო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სა­ფუძ­ვ­ლე­ბის ცოდ­ნით, არა­მედ ზრდის კი­დე­ვაც მათ – უყა­ლი­ბებს მეც­ნი­ე­რულ მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბას, უვი­თა­რებს ზნე­ობ­რივ გრძნო­ბებს, ეს­თე­ტი­კურ გე­მოვ­ნე­ბას, უნერ­გავს შრო­მის სიყ­ვა­რულს და ა.შ. ამი­ტო­მაც უწო­და კ. უშინ­ს­კიმ სწავ­ლე­ბას „აღ­ზ­რ­დის მთა­ვა­რი ორ­გა­ნო“. მი­სი აზ­რით, სწავ­ლე­ბა მხო­ლოდ მა­ში­ნაა ნა­ყო­ფი­ე­რი, რო­ცა ის ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლის არა მარ­ტო გო­ნე­ბა­ზე, არა­მედ მის სულ­სა და გრძნო­ბებ­ზეც.

სწო­რედ ეს გა­რე­მო­ე­ბა ჰქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს, რო­ცა ამ­ბობ­და: „სკო­ლა ერ­თ­სა და იმა­ვე დროს უნ­და სწურ­თ­ვ­ნი­დეს კი­დეც ბავ­შ­სა და ას­წავ­ლი­დეს კი­დეც. წურ­თ­ვ­ნა და სწავ­ლა ხე­ლი­ხელ­ს­გა­დაბ­მუ­ლი უნ­და ვი­დო­დეს სკო­ლა­ში.“

ახ­ლა ავი­ღოთ აღ­ზ­რ­დის მხა­რე. ვთქვათ, კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის ჩა­ნერ­გ­ვის მიზ­ნით, ესა­უბ­რე­ბა ბავ­შ­ვებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­სულ­ზე, მის­თ­ვის თავ­და­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, შრო­მი­სა და ბრძო­ლის გმი­რებ­ზე და ა.შ. ამ დროს, იგი მოს­წავ­ლე­ებს უღ­ვი­ვებს არა მარ­ტო პატ­რი­ო­ტიზ­მის გრძნო­ბას, არა­მედ აწ­ვ­დის მათ ახალ ცოდ­ნას და უვი­თა­რებს წარ­მოდ­გე­ნას ბუ­ნე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოვ­ლე­ნებ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწავ­ლე­ბა და აღ­ზ­რ­და ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბია, მაგ­რამ ეს იმას რო­დი ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი იგი­ვუ­რი ცნე­ბე­ბია. მათ შო­რის, მსგავ­სე­ბას­თან ერ­თად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა­ცაა. ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: სწავ­ლე­ბა, უმ­თავ­რე­სად, მი­მარ­თუ­ლია მოს­წავ­ლე­თა მი­ერ ბუ­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნის შეთ­ვი­სე­ბის­კენ, აღ­ზ­რ­დას კი, უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა, მიზ­ნად აქვს მოს­წავ­ლე­თა მო­რა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და მა­თი მომ­ზა­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის.

სწავ­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად, ხორ­ცი­ელ­დე­ბა სკო­ლა­ში, გაკ­ვე­თილ­ზე, აღ­ზ­რ­და კი – სკო­ლა­შიც და მის გა­რე­თაც. ბავ­შ­ვ­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს სკო­ლა, ოჯა­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ახ­ლო­ბელ­თა წრე, კი­ნო, თე­ატ­რი, რა­დიო, ტე­ლე­ვი­ზო­რი, კომ­პი­უ­ტე­რი და სხვა. გვზრდის ყვე­ლა­ფე­რი, აღ­ნიშ­ნავ­და ა. ს. მა­კა­რენ­კო – ადა­მი­ა­ნე­ბი, საგ­ნე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი, მაგ­რამ, უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა – მშობ­ლე­ბი და პე­და­გო­გე­ბი.

სწავ­ლე­ბა მო­ზარ­დი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­დის მძლავ­რი იარა­ღი და სა­შუ­ა­ლე­ბაა, მაგ­რამ მარ­ტო მას არ ძა­ლუძს პი­როვ­ნე­ბის ყო­ველ­მ­ხ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა. ამ საქ­მე­ში წამ­ყ­ვა­ნი რო­ლი აღ­ზ­რ­დას ენი­ჭე­ბა. დიდ ილი­ას გუ­ლი სწყდე­ბო­და იმის გა­მო, რომ იმ­დ­რო­ინ­დელ სკო­ლებ­ში ბავ­შ­ვის „ზნე­ხა­სი­ა­თის წვრთნა“ მი­ვიწყე­ბუ­ლი იყო და მთე­ლი ყუ­რადღე­ბა მი­სი ცოდ­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე იყო გა­და­ტა­ნი­ლი. ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლებ­შიც. ეს ხდე­ბა იმი­ტომ, რომ სწავ­ლე­ბის შე­დე­გი, ანუ მოს­წავ­ლე­თა მი­ერ პროგ­რა­მუ­ლი მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბა უფ­რო ად­ვი­ლია, ვიდ­რე აღ­ზ­რ­დი­სა, რად­გან აღ­ზ­რ­დის შე­დე­გი ნაკ­ლებ თვალ­ნათ­ლი­ვი, და­ფა­რუ­ლი, მიჩ­ქ­მა­ლუ­ლია. აღ­მ­ზ­რ­დელ­მა ხში­რად არც კი იცის, რა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო მის­მა აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით­მა ღო­ნის­ძი­ე­ბამ, სწავ­ლე­ბის შე­დე­გი კი იმა­ვე გაკ­ვე­თილ­ზე ვლინ­დე­ბა. სა­ა­მი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ხუთ­ბა­ლი­ა­ნი ან ათ­ბა­ლი­ა­ნი სის­ტე­მა, რაც აღ­ზ­რ­და­ში არ გაგ­ვაჩ­ნია. ადა­მი­ა­ნის აღ­ზ­რ­დი­ლო­ბა ვლინ­დე­ბა მის ჩაც­მა-და­ხურ­ვა­ში, სიტყ­ვა-პა­სუხ­ში, შრო­მა­ში, ჭა­მა-სმა­ში, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, საქ­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში და ა.შ. ყო­ვე­ლი­ვე ეს არ­თუ­ლებს აღ­ზ­რ­დას, სწავ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით.

აღ­ზ­რ­და, სწავ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით, უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და უწყ­ვე­ტი პრო­ცე­სია. იგი იწყე­ბა ადა­მი­ა­ნის გა­ჩე­ნის დღი­დან და სიკ­ვ­დი­ლამ­დე გრძელ­დე­ბა. „ბავ­შ­ვის და­ბა­დე­ბის სა­ა­თი არის მი­სი აღ­ზ­რ­დის პირ­ვე­ლი სა­ა­თი,“ – წერ­და ცნო­ბი­ლი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი პე­და­გო­გი ჰენ­რიხ პეს­ტა­ლო­ცი. აღ­ზ­რ­დას წერ­ტი­ლი არ ეს­მის და არ მთავ­რ­დე­ბა მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სე­ზო­ნუ­რო­ბა ამ საქ­მე­ში და­უშ­ვე­ბე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლე­ბას, იგი ახ­ლა ბავ­შ­ვის 6 წლის შეს­რუ­ლე­ბი­დან იწყე­ბა და, ძი­რი­თა­დად, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მთავ­რ­დე­ბა, თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ვი­ღებთ თვით­გა­ნათ­ლე­ბას, წიგ­ნ­ზე და­მო­უ­კი­დე­ბელ მუ­შა­ო­ბას…

გარ­და ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, აღ­ზ­რ­და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი, მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვა­ნი პრო­ცე­სია, ვიდ­რე სწავ­ლე­ბა. მი­სი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვო­ბა იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ გუ­ლის­ხ­მობს აღ­საზ­რ­დე­ლის ფი­ზი­კურ, გო­ნებ­რივ, ზნე­ობ­რივ, ეს­თე­ტი­კურ, შრო­მით, პატ­რი­ო­ტულ და ა.შ. აღ­ზ­რ­დას, რაც ხელს უწყობს პი­როვ­ნე­ბის ყო­ველ­მ­ხ­რივ, ჰარ­მო­ნი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, სწავ­ლე­ბა კი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ წყვეტს პი­როვ­ნე­ბის ყო­ველ­მ­ხ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ამო­ცა­ნას.

და­ბო­ლოს, სწავ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით, აღ­ზ­რ­დას კომ­პ­ლექ­სუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს. იგი არ გუ­ლის­ხ­მობს აღ­საზ­რ­დელ­ში ცალ­კე­ულ თვი­სე­ბა­თა მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბით ჩა­ნერ­გ­ვას. მა­გა­ლი­თად, და­უშ­ვე­ბე­ლია პირ­ველ კლას­ში ჩა­ვუ­ნერ­გოთ ბავ­შ­ვებს მხო­ლოდ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მე­ო­რე­ში – პატ­რი­ო­ტიზ­მის გრძნო­ბა, მე­სა­მე­ში – ჰუ­მა­ნიზ­მი და ა.შ. ყო­ვე­ლი­ვე ეს ერ­თ­დ­რო­უ­ლად უნ­და მოხ­დეს, კომ­პ­ლექ­სუ­რად. აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი მუ­შა­ო­ბა პი­როვ­ნე­ბი­სად­მი ერ­თი­ან მიდ­გო­მას ითხოვს, მაგ­რამ არ გა­მო­რიცხავს, ზოგ­ჯერ, აღ­ზ­რ­დის რო­მე­ლი­მე მხა­რის გა­მო­ყო­ფას და მას­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბას.

ამ­რი­გად, აღ­ზ­რ­და არის პი­როვ­ნე­ბის ყო­ველ­მ­ხ­რი­ვი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, მი­სი ფი­ზი­კუ­რად, გო­ნებ­რი­ვად, ზნე­ობ­რი­ვად, ეს­თე­ტი­კუ­რად და მშრო­მელ ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის რთუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, გეგ­მა­ზო­მი­ე­რი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სი აღ­მ­ზ­რ­დე­ლის, მას­წავ­ლებ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით.

ნო­დარ ბა­სი­ლა­ძე – პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები