1 თებერვალი, შაბათი, 2025

სტუდენტთა დახმარება

spot_imgspot_img

⇑⇓ პროგრამის მიზანი

სტუდენტთა დახმარების პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

⇑⇓ პროგრამის სტატისტიკა:

პროგრამას სამინისტრო ახორციელებს 2012 წლიდან:

2012 წელს დაფინანსდა 272 სტუდენტი -გაიხარჯა 249125 ლარი;

2013 წელს დაფინანსდა 685 სტუდენტი -გაიხარჯა 663962.50 ლარი;

2014 წელს დაფინანსდა 787 სტუდენტი -გაიხარჯა 771345 ლარი;

2015 წელს დაფინანსდა 920 სტუდენტი -გაიხარჯა 923349.77 ლარი;

2016 წელს დაფინანსდა 903 სტუდენტი -გაიხარჯა 919358,84 ლარი;

2017 წელს დაფინანსდა 789 სტუდენტი -გაიხარჯა 819875 ლარი;

2018 წელს დაფინანსდა 899 სტუდენტი -გაიხარჯა 962181.75 ლარი;

2019 წელს დაფინანსდა  891 სტუდენტი-გაიხარჯა 950422.03 ლარი;

2020 წელს დაფინანსდა 927 სტუდენტი – გაიხარჯა 755764 ლარი;

2021 წელს  დაფინანსდა 1266 სტუდენტი –  გაიხარჯა 1 373 319, 85 ლარი;

2022 წელს დაფინანსდა 1130 სტუდენტი – გაიხარჯა 1222333.5 ლარი;

2023 წელს 2022 – 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინასდა 521 სტუდენტი – გაიხარჯა 560456 ლარი.

სულ სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში 2012-2023 წლებში დაფინანსდა 9990 სტუდენტი და გაიხარჯა 10171493.24 ლარი.

2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1500000 ლარს.

⇑⇓ პროგრამის  აღწერილობა:

2023 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაუგრძელდება 2018, 2019, 2020, 2021, 2022 და 2023 წლებში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს, რომლებიც გადალახავენ პროგრამით გათვალისწინებულ ბარიერს (სემესტრში საშუალო აკადემიური მოსწრება – 71%) და 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გავლილ საგნებში არ ექნებათ F შეფასება.

⇑⇓ 2023 წელს ახალი სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება.

კონკურსის პირველ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების მოპოვება შეეძლოთ პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

კონკურსის მეორე ეტაპზე პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

!! სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში არ ხდება სტუდენტის სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვა.

⇑⇓ სტუდენტთა კატეგორიები

სტუდენტთა დახმარების პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა სტუდენტებზე, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას:

  • სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქედა, შუახევი, ხულო, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საქართველოს მთავრობის N671 დადგენილებით განსაზღვრულ სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

  • სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

  • სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის, ოთხი და მეტი შვილით, წევრები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

  • სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

  • სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი 

  • სტუდენტები, რომლებსაც, ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

  • სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად/მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

დოკუმენტების ჩამონათვალი

  • სტუდენტები, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში).

დოკუმენტების ჩამონათვალი

!! დაინტერესებულ პირებ განცხადებისა და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოენა შეუძლიათ მატერიალური ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: . ბათუმი, . გუდიაშვილის . N4).

2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.

იხილეთ დებულება, განცხადების ფორმა

⇑⇓ დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ:  577 52 03 14 – მარინა პაქსაძე

ელ-ფოსტა: st.dakhmareba@gmail.com

Facebook: განათლების,  კულტურისა და სპორტის სამინისტრო

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები