3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

 სოციალური ქსელის გავლენა სკოლაში მშობელთა ჩართულობისთვის

spot_img

წარმოგიდგენთ, შპს „ახალ განათლებასა“ და სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლის მასწავლებელ, ქალბატონ რუსუდან ქარჩავას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკოლის/თემის ინტერესებიდან გამომდინარე, მომზადებულ სტატიას სოციალური ქსელის გავლენა სკოლაში მშობელთა ჩართულობისთვის (ავტორი – სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლის მასწავლებელი ალდა ნაჭყებია).

ქალბატონ რუსუდან ქარჩავასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკოლის მსგავსი მხარდაჭერა 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

წარმოგიდგენთ შპს „ახალ განათლებასა“  და სსიპ ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლის მასწავლებლის, ქალბატონ რუსუდან ქარჩავას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკოლის/თემის ინტერესებიდან გამომდინარე,  მომზადებულ სტატიას  სოციალური ქსელის  გავლენა სკოლაში მშობელთა ჩართულობისთვის (ავტორი სსიპ ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლის მასწავლებელი ალდა ნაჭყებია).

ქალბატონ რუსუდან ქარჩავასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სკოლისთვის მსგავსი მხარდაჭერა 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

     სოციალური ქსელის  გავლენა სკოლაში მშობელთა ჩართულობისთვის

სოციალური ქსელის გავლენა სკოლაში მშობელთა ჩართულობისთვის „მშობლებთან კომუნიკაციის გასამარტივებლად, შესაძლებელია სოციალურ ქსელებში კლასის მშობელთა დახურული ჯგუფის შექმნა. საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ ეს სივრცე გამოვიყენოთ მხოლოდ ზოგადი ინფორმირებისთვის, ზოგადი სადისკუსიო თემების განსჯისთვის, სასარგებლო რესურსების შეთავაზებისთვის. ჯგუფის წევრებთან ერთად შევთანხმდეთ კორექტული დიალოგის აუცილებლობაზე. რაც შეეხება მოსწავლეთა პირად ინფორმაციას აკადემიურ თუ სხვა საკითხებზე, აქ კონფიდენციალურობა აუცილებელ პირობად რჩება და მშობელს მხოლოდ პირადად ვაწვდით ინფორმაციას“.

თანამედროვე სწავლებაში ინტენსიურად გამოიყენება სოციალური ქსელები (ფეისბუქ ჯგუფები, მესენჯერი) მშობლებთან საკომუნიკაციოდ და საკლასო ცხოვრების წარმოსაჩენად, რაც ვფიქრობ ხელს უწყობს ღიაობას, ზრდის მშობელთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის ხარისხს სასკოლო ცხოვრებაში. მშობელს ჩართულობის მოტივაცია მზარდია, თუმცა მას ხშირად არ ესმის რა კუთხით ჩაერთოს ან რას ნიშნავს ჩართულობა. გაუგებრობა შეიძლება წარმოიშვას სკოლის მხრიდანაც, როდესაც მშობლის კითხვაზე სკოლას არ აქვს, ან არ იცის რა პასუხი მიაგებოს, სკოლა ვალდებულია გაიაზროს მშობლის ნებისმიერი კითხვა თუ გულისტკივილი და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. მარტივი ადამიანური მიდგომითაც კი შეიძლება მოგვარდეს ისეთი პრობლემა რომელიც ერთი შეხედვით რთულად ჩანს. სკოლამ უნდა მოახდინოს მშობლის სწორი ინფორმირება იმ პრიორიტეტებზე, რაზეც სკოლა ახდენს ფოკუსირებას. ვფიქრობ, რომ სოციალურმა ქსელმა საკმაოდ შეუწყო ხელი მშობლების ნაწილის ჩართულობას სასწავლო პროცესში და ინფორმირებულობასაც, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში. მშობლების უმრავლესობა დაინტერესებულია და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ელოდება შვილის მიერ განხოციელებული აქტივობას, წერენ პოზიტიურ კომენტარებს და უჩნდებათ თბილი დამოკიდებულება მასწავლებლის მიმართ.

მსგავსი აქტივობების გამოფენის დროს საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოს პედაგოგმა და მეტ-ნაკლები თანასწორობით წარმოაჩინოს ყველა მოსწავლე. თუ ამას ახერხებს პედაგოგი, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია. მნიშვნელოვანია რომ მასწავლებელმა მხოლოდ სწავლის კუთხით არ დაანახოს მშობლებს ბავშვები, არამედ მათ ქცევაზე, მეგობრობაზე, თამაშის ფორმებზე გააკეთოს აქცენტი. არ გამორჩეს ყველა ის მნიშვნელოვანი მომენტი რაც შეიძლება პოზიტიურად აისახოს ბავშვებზე და მშობლებზე. (მაგ., როგორ უკრავენ ერთმანეთს თასმას, როგორ ეხმარებიან წაქცეულს ადგომაში, როგორ მეგობრულად და მხიარულად თამაშობენ, როგორ იცინიან ან ეხუტებიან ერთმანეთს ან პედაგოგს.) თითოეული ასეთი თბილი ფოტოსა თუ ვიდეოს გამოქვეყნება რა თქმა უნდა მშობელში თუ ნებისმიერ ადამიანში იწვევს დადებით ემოციას და თანამშრომლობის სურვილს აღძრავს. მშობლისთის პედაგოგი ხდება ახლობელი ადამიანი, რომელიც არამარტო ასწავლის, არამედ ზრუნავს, ართობს, ახალისებს და მისი შვილის გვერდით დგას.

მშობლები ხშირად სვამენ კითხვას – როგორ იქცევა ჩემი შვილი? რას შვება? ხომ არ არის განმარტოებით? ხომ არ გაბრაზებთ? როგორ ზის გაკვეთილზე? აქტიურობს? (მსგავსი კითხვები და ინტერესები მშობლების მხრიდან განსაკუთრებით მაშინ ისმის, როცა მათი შვილები პირველ ნაბიჯებს დგამენ სასკოლო ცხოვრებაშიამი, ხოლო შემდგომ წლებში ნელ-ნელა მცირდება ინტერესი) კითხვებზე პასუხს ისინი მარტივად ღებულობენ მასწავლებლის დახმარებით ისე, რომ თავადაც რწმუნდებიან პასუხის სისწორეში. ასეთ შემთხვევებში, მშობელს უჩნდება დაცულობის განცდა, ის თავისთავად ნდობით განიმსჭვალება მასწავლებლის მიმართ და მის თითოეულ სიტყვას ყურადღებითა და პატივისცემით მიიღებს, შესაბამისად თავადაც გახსნილი იქნება მასწავლებლის მიმართ და დაუფარავად ეტყვის მასწავლებელს შვილის საჭიროებებისა თუ პრობლემების შესახებ. ეს კი აუცილებლად პოზიტიურად აისახება შედეგზე.

სწორედ სოციალური ქსელის გამოყენებამ, ნამდვილად დადებითად იმოქმედა, როგორც სწავლის ხარისხზე, ასევე მშობელთა ჩართულობის მხრივ. თვითონ მშობელიც დაინტერესებულია, რომ დაუდგეს შვილს გვერდით და როგორღაც არ დატოვოს ჯგუფის, კლასის გარეთ, ინტერესი, მოტივაცია გაიზარდა, მშობელი ცდილობს წაეშველოს პრეზენტაციის მომზადებაში, მოამარაგოს საჭირო სასკოლო ნივთებით , გადაუღოს ლამაზი ვიდეო (განსაკუთრებით აქტუალური იყო ეს მეთოდი დისტანციური სწავლების დროს). ყველაზე მთავარი, რაც ამ ყველაფერს თან სდევს არის ის, რომ ბავშვი გრძბობს მშობლის მხარდაჭერას, გვერდში გდომას, მშობელი იზიარებს მისთვის მიცემულ დავალებას, მოსწავლეს ეხალისება დავალების შესრულება, მოტივაციაც დიდია და ფანტაზიაც. (თუმცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილეა საჭირო რათა არ მოხდეს ზედმეტად რაღაცეების წარმოჩინება და მთავარი, სწავლის ხაზი არ დაიკარგოს).

ალდა ნაჭყებია – სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი

წყარო: კაპანაძე ნ. „როგორ ვითანამშრომლოთ მშობლებთან.“ http://mastsavlebeli.ge/?p=11994

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები