21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სკო­ლის წვლი­ლი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის დაძ­ლე­ვა­ში

spot_img

ნი­ნო სე­თუ­რი 

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. თა­მა­რი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ბი­ო­ლო­გი­ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა­ზე მწვა­ვე თე­მა, რა­ზეც კა­ცობ­რი­ო­ბა და­ვობს და ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობს, „გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბაა“, რაც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. რო­დე­საც ატ­მოს­ფე­რო­ში აღ­წე­ვენ ნარ­ჩე­ნი აირე­ბი, ხდე­ბა ატ­მოს­ფე­როს შედ­გე­ნი­ლო­ბის ცვლა, რა­საც, სა­ბო­ლო­ოდ, მოჰ­ყ­ვე­ბა რა­დი­ა­ცი­ულ-აქ­ტი­უ­რი აირე­ბი­სა და აერო­ზო­ლე­ბის ზრდა ატ­მოს­ფე­რო­ში. უკა­ნას­კ­ნე­ლი ორი პრო­ცე­სი აძ­ლი­ე­რებს სათ­ბუ­რის ეფექტს.

„გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა“ ხში­რად გამ­ხ­და­რა გა­რე­მოს დაც­ვი­თი სხვა­დას­ხ­ვა მოძ­რა­ო­ბის მო­ტი­ვა­ტო­რი. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ არ­სე­ბო­ბენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ აღი­ა­რე­ბენ გა­რე­მოს დაც­ვის დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ზო­გი­ერ­თი კი თვლის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლით არ მოგ­ვარ­დე­ბა პრობ­ლე­მა და ძა­ლი­ან ცო­ტაა ისე­თი, ვინც სვამს კითხ­ვას: შე­უძ­ლია თუ არა ადა­მი­ანს, გარ­კ­ვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბით, შე­ა­ფერ­ხოს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი?

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია წვლი­ლის შე­ტა­ნა, მათ შო­რის, სკო­ლებ­საც შეგ­ვიძ­ლია გავ­ხ­დეთ „კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის“ ინი­ცი­ა­ტო­რი.

თა­მა­რი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის თით­ქ­მის ყვე­ლა მოს­წავ­ლე ცდი­ლობს, ჩა­ერ­თოს და თუნ­დაც მცი­რე წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ამ უდი­დე­სი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში. მდგრა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ შემ­დეგ აქ­ტი­ვო­ბებს – აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი ამუ­შა­ვე­ბენ თე­მებს, მე­ზო­ბელ სკო­ლებ­თან ვა­ტა­რებთ კონ­ფე­რენ­ცი­ებს ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით:

◊ თე­ლა­ვის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, წა­რად­გე­ნენ სა­კონ­ფე­რენ­ციო თე­მებს;

◊ თით­ქ­მის ყო­ველ წელს აღ­ვ­ნიშ­ნავთ „დე­და­მი­წის დღეს“;

◊ მოს­წავ­ლე­ე­ბი აკე­თე­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს თე­მა­ზე – „სუფ­თა წყა­ლი ჩვე­ნი უფ­ლე­ბაა, მი­სი დაც­ვა კი – ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა“;

◊ ბუ­ნე­ბის დაც­ვის თე­მა­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბი უშ­ვე­ბენ კედ­ლის გა­ზეთს და ამ­ზა­დე­ბენ ბუკ­ლე­ტებს, რა­საც შემ­დეგ თემ­ში არი­გე­ბენ;

◊ ეწყო­ბა და­სუფ­თა­ვე­ბის დღე­ე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ერ­თად, ხა­ლი­სით ერ­თ­ვე­ბი­ან აქ­ტი­ვო­ბა­ში, რაც შემ­დ­გომ­ში მოს­წავ­ლე­ებს სურ­ვილს უჩენს, თა­ვი­ან­თი სახ­ლის შე­მო­გა­რე­ნიც და­ა­სუფ­თა­ონ;

◊ სკო­ლის ნაკ­ვეთ­ში ითე­სე­ბა თხი­ლი­სა და კაკ­ლის თეს­ლი, მოს­წავ­ლე­ე­ბი უვ­ლი­ან და გაზ­რ­დი­ლი ნერ­გე­ბის ნა­წილს სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რგა­ვენ, ნა­წილს კი თემ­ში არი­გე­ბენ;

◊ აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­თან, ზე­მოთ სკო­ლა­ში მო­ვიწ­ვი­ეთ ლა­გო­დე­ხის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რი და მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვით გე­ლაშ­ვი­ლი, გა­ი­მარ­თა სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სია. ზო­გი­ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ მიზ­ნად და­ი­სა­ხა, მო­მა­ვალ­ში პრო­ფე­სი­ად რე­ინ­ჯე­რო­ბა აირ­ჩი­ოს;

◊ რე­გუ­ლა­რუ­ლად ეწყო­ბა ექ­ს­კურ­სი­ე­ბი ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

შე­დე­გი:

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ებს უვი­თა­რებს: ლი­დე­რო­ბის, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბის, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის, ტრან­ს­ფე­რის და პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის უნა­რებს. მათ შე­უძ­ლი­ათ: სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ინ­ტე­რე­სი­სა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მოვ­ლე­ნა; ახა­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის, მიდ­გო­მე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ძი­ე­ბა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სწავ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით. მოს­წავ­ლე­ე­ბი მზად არი­ან მდგრა­დო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­სად­გ­მე­ლად, რაც, ვფიქ­რობ, სა­ბო­ლო­ოდ, და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები