27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

სკო­ლის ექი­მებს მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ონ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავთ

spot_img

ექი­მი პე­დი­ატ­რი იამ­ზე სურ­მა­ნი­ძე და­ბა ხუ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის ექი­მად 2014 წლი­დან მუ­შა­ობს. მი­სი სა­მუ­შაო დღე, ყო­ველ დი­ლით, ზა­რის და­რეკ­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ად­რე იწყე­ბა. ექი­მი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის, სკო­ლის დე­რეფ­ნე­ბისა და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს ამოწ­მებს. მი­სი მო­ვა­ლე­ო­ბა მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გია, რაც გუ­ლის­ხ­მობს ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის (წო­ნა, სი­მაღ­ლე), ხერ­ხემ­ლის, სმე­ნი­სა და მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნას. სკო­ლის ექიმს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლიაკისრია იმუ­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. მი­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა მოს­წავ­ლე­თა ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა და დარ­ღ­ვე­ვე­ბის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნა, ასე­ვე, პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის დროს და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის დრო­უ­ლი გა­მო­ძა­ხე­ბაა.

„გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებ ხში­რად მო­ა­ვა­დე ბავ­შ­ვებ­ზე. ხში­რია ზე­და სა­სუნ­თ­ქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი. მშობ­ლებს ვურ­ჩევ, ჩა­უ­ტა­რონ გრი­პის სე­ზო­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია. მოს­წავ­ლე­ებ­ში ხში­რია მსუ­ბუ­ქი ტრავ­მე­ბი, ჩი­ვი­ლე­ბი კუჭ-ნაწ­ლა­ვის მხრივ, თა­ვი­სა და მუც­ლის ტკი­ვი­ლი, ასე­ვე დი­ა­რეა. რა თქმა უნ­და, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შემ­დეგ, მშო­ბელს ვუ­კავ­შირ­დე­ბი და, სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვაძ­ლევ სხვა­დას­ხ­ვა რჩე­ვას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩე­მი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა არ მქო­ნია,“ – გვი­ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი იამ­ზე.

ზო­გა­დად, მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში, ბავ­შ­ვებ­ში ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა იჩენს თავს. ამ მხრივ, არც და­ბა ხუ­ლოს სკო­ლაა გა­მო­ნაკ­ლი­სი, იქაც ისე­თი­ვე პრობ­ლე­მე­ბი აქვთ მოს­წავ­ლე­ებს – ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბა, მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, სკო­ლი­ო­ზი, დი­ა­ბე­ტი, ეპი­ლეფ­სია, ალერ­გია, კუჭ-ნაწ­ლა­ვი­სა და სა­სუნ­თ­ქი გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ხში­რად მო­ა­ვა­დე ბავ­შ­ვე­ბი, სკო­ლის ექი­მის გარ­და, ოჯა­ხის ექი­მი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ არი­ან. იამ­ზე ექი­მი დე­ტა­ლუ­რად სწავ­ლობს ქრო­ნი­კუ­ლად მო­ა­ვა­დე პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშო­ბელს ოჯა­ხის ექი­მი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თ­ვას ურ­ჩევს.

მო­ზარ­დი და კვე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­ში, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნის სკო­ლე­ბი, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მოს­წავ­ლე­თა კვე­ბას. და­ბა ხუ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში არ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სას­კო­ლო ბუ­ფე­ტი, ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ებს საკ­ვე­ბის წა­მო­ღე­ბა სახ­ლი­დან უწევთ ან, დიდ დას­ვე­ნე­ბა­ზე, სკო­ლას­თან ახ­ლო მდე­ბა­რე სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში შე­ძე­ნი­ლი ჰამ­ბურ­გე­რე­ბით, ჩიფ­სე­ბი­თა და გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბით იკ­ვე­ბე­ბი­ან, რა­საც სკო­ლის ექი­მი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა. „მოს­წავ­ლე­ე­ბი ხში­რად მომ­მარ­თა­ვენ არა­ჯან­სა­ღი კვე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბით. არის ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, გამ­წ­ვა­ვე­ბუ­ლი გას­ტ­რი­ტი და სხვა. არა­ჯან­საღ საკ­ვებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ ბავ­შ­ვებს ვურ­ჩევ, იკ­ვე­ბონ ხი­ლით, ბოს­ტ­ნე­უ­ლით, მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ონ ჯან­საღ კვე­ბას, რაც მა­თი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის, სა­თა­ნა­დო ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა“.

სკო­ლის ექი­მი თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის მთა­ვარ პრობ­ლე­მად კომ­პი­უ­ტერ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბას და და­ბალ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას მი­იჩ­ნევს. ურ­ჩევს მათ, კომ­პი­უ­ტე­რი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ და სა­კუ­თარ თავს დრო­ის ლი­მი­ტი და­უ­წე­სონ. „მოს­წავ­ლე­ებს ვურ­ჩევ მის­დი­ონ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს – ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, რი­თაც თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გო­რი­ცაა სკო­ლი­ო­ზი, მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვა, ჭარ­ბ­წო­ნი­ა­ნო­ბა და მრა­ვა­ლი სხვა“.

და­ბა ხუ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ისე რო­გორც ყველ­გან, ექი­მის კა­ბი­ნე­ტი აღ­ჭურ­ვი­ლია სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რით. ექი­მი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად აწარ­მო­ებს სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხ­ვე­ვე­ბის აღ­რიცხ­ვის ჟურ­ნალს. ექი­მის კა­ბი­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბა, და­ბა ხუ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის 285 მოს­წავ­ლის გარ­და, 28 მას­წავ­ლე­ბელ­სა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებს შე­უძ­ლი­ათ. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ექიმს, უმე­ტე­სად, თა­ვის ტკი­ვი­ლი­სა და მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჩი­ვი­ლე­ბით მი­მარ­თა­ვენ.

იამ­ზე ექი­მი, მის მოს­წავ­ლე­ებ­სა და მათ თა­ნა­ტო­ლებს ურ­ჩევს იკ­ვე­ბონ სწო­რად, მე­ტი დრო და­უთ­მონ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, და­იც­ვან ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კა კი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ.

ზა­ზა ბოლ­ქ­ვა­ძე და­ბა ხუ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის XI კლა­სის მოს­წავ­ლეა. ის ამ­ბობს, რომ იამ­ზე ექი­მი გუ­ლის­ხ­მი­ე­რი და სკო­ლის­თ­ვის ძალ­ზე სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნია. სკო­ლის ექი­მი ზა­ზას და მის თა­ნაკ­ლა­სე­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, დიდ დახ­მა­რე­ბას უწევ­დათ რო­გორც ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის კუთხით, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. „მე და ჩემს მე­გობ­რებს სკო­ლა­ში ექი­მის არ­სე­ბო­ბა ძალ­ზე გვე­ი­მე­დე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნი იამ­ზე არა მარ­ტო ჩვე­ნი ექი­მია, არა­მედ კარ­გი, სა­ი­მე­დო, უფ­რო­სი მე­გო­ბა­რია, მის­გან ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ჭი­რო რამ ვის­წავ­ლეთ, თა­ვი­სი საქ­მის ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. მე და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი ყო­ველ­თ­ვის მად­ლი­ერ­ნი ვიქ­ნე­ბით მი­სი ამა­გის­თ­ვის“.

♦♦♦

ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დი­და­ჭა­რას სა­ჯა­რო სკო­ლის ექი­მად, 2016 წლი­დან, ექი­მი პე­დი­ატ­რი ცი­ცი­ნო შა­ვა­ძე მუ­შა­ობს. ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სკო­ლის ექი­მის, მი­სი სა­მუ­შაო დღეც დი­ლით ძა­ლი­ან ად­რე, გა­წე­რი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბით იწყე­ბა. „სკო­ლა­ში ჰი­გი­ე­ნურ-სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ნორ­მე­ბის გარ­და, დე­ტა­ლუ­რად ვეც­ნო­ბი 96 მოს­წავ­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. დიდ ყუ­რადღე­ბას ვუთ­მობ ხში­რად მო­ა­ვა­დე ბავ­შ­ვებს. მოს­წავ­ლე­ებ­ში ხში­რია მუც­ლის, თა­ვის, კბი­ლის ტკი­ვი­ლე­ბი. ად­გილ­ზე ვუ­წევ პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, ვატყო­ბი­ნებ მშო­ბელს. ჩე­მი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სე­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა არ მქო­ნია“.

დი­და­ჭა­რას სა­ჯა­რო სკო­ლა­ში 96 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს და 21 მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის. თა­მუ­ნა შა­ვა­ძე მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლეა, ის ამ­ბობს, რო­ცა ცი­ცი­ნო ექი­მი სკო­ლა­შია, უფ­რო იმე­დი­ა­ნა­დაა, ექი­მი ყვე­ლა მის შე­კითხ­ვას პა­სუ­ხობს, ზრუ­ნავს თა­მუ­ნას და მი­სი თა­ნა­ტო­ლე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე. „ცი­ცი­ნო ექი­მი თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ყო­ველ­თ­ვის მოგ­ვი­წო­დებს ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა­ზე. ის არა მარ­ტო ექი­მია, არა­მედ ჩვე­ნი დი­დი მე­გო­ბა­რია. მე და ჩე­მი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი უზო­მოდ მად­ლი­ერ­ნი ვართ მი­სი“.

ბე­ქა ბოლ­ქ­ვა­ძე ამა­ვე სკო­ლის VIII კლას­ში სწავ­ლობს, მი­სი აზ­რით, მი­სი სკო­ლის ექი­მი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი, გუ­ლის­ხ­მი­ე­რი, თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მის­გან უამ­რავ რჩე­ვა-და­რი­გე­ბას იღებს და ით­ვა­ლის­წი­ნებს კი­დეც. „ცი­ცი­ნო ექი­მი ყო­ველ­თ­ვის და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობს, ზედ­მი­წევ­ნით ყუ­რადღე­ბი­ა­ნია, მი­სი სკო­ლა­ში ყოფ­ნა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის. მი­ხა­რია, რომ ჩვენ ყვე­ლა­ზე კარ­გი და სა­ი­მე­დო ექი­მის ხელ­ში ვართ“.

მალ­ხაზ ბოლ­ქ­ვა­ძე დი­და­ჭა­რას სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ის­ტო­რი­ის სა­განს ას­წავ­ლის. ამ­ბობს, რომ, ზო­გა­დად, სკო­ლის ექი­მის არ­სე­ბო­ბა სკო­ლა­ში ყვე­ლა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მა­თი სკო­ლის ექი­მი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გარ­და, თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით, ყუ­რადღე­ბი­თა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. „მუ­დამ ღი­მი­ლი­ა­ნი ცი­ცი­ნო ჩვე­ნი სკო­ლის დი­დი იმე­დია, მის კა­ბი­ნეტს არა მარ­ტო მოს­წავ­ლე­ე­ბი, არა­მედ მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ხში­რად მივ­მარ­თავთ. ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა, მის­გან ბევრ სა­ჭი­რო რჩე­ვას ვი­ღებთ. სკო­ლის იმე­დი და ყვე­ლა მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის კარ­გი მე­გო­ბა­რია. მად­ლო­ბა მას იმ და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის­თ­ვის, რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის არ იშუ­რებს“.

სკო­ლის ექი­მის მი­სია მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბის ად­რე­ულ ასაკ­ში იდენ­ტი­ფი­კა­ციაა. მან ხე­ლი უნ­და შე­უწყოს სკო­ლებს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­სა და სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ცი­ცი­ნო ექი­მი, სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, ზო­გად გა­მოკ­ვ­ლე­ვებ­საც ატა­რებს, გან­ვი­თა­რე­ბის შე­მოწ­მე­ბებს და აკ­ვირ­დე­ბა სწავ­ლის ნე­ბის­მი­ერ სირ­თუ­ლეს ან შე­ფერ­ხე­ბას. სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტი სა­თა­ნა­დო­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი. „მე ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან, ასე­ვე ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­თან, სკო­ლის პერ­სო­ნალ­თან. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი საქ­მე, სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ებ­თან ყოფ­ნა. სკო­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ბავ­შ­ვის სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, რის­თ­ვი­საც ჯან­სა­ღი სხე­უ­ლი და გო­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის, ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის – წო­ნა, სი­მაღ­ლე, მხედ­ვე­ლო­ბის, სმე­ნის, სკო­ლი­ო­ზის გა­მოვ­ლე­ნი­სა და იმუ­ნი­ზა­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გარ­და, ჩე­მი მო­ვა­ლე­ო­ბაა მოს­წავ­ლე­თა ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა და დარ­ღ­ვე­ვე­ბის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნა. პან­დე­მი­ამ და­მან­გ­რე­ვე­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, ზო­გა­დად, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ზე სკო­ლე­ბის და­ხურ­ვით. ჩვენ ვნა­ხეთ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის ზრდა, გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში. ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­კითხე­ბი ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ბავ­შ­ვი იტან­ჯე­ბა ჩუ­მად. ამის შეც­ვ­ლის ერ­თა­დერ­თი გზა გა­ნათ­ლე­ბაა. მას­წავ­ლებ­ლებ­მა და სკო­ლის ექი­მებ­მა უნ­და შეძ­ლონ მიგ­ნე­ბა და გარ­კ­ვე­ვა რა ხდე­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, მა­გა­ლი­თად, დეპ­რე­სი­ა­ში მყოფ­მა ბავ­შ­ვ­მა შე­იძ­ლე­ბა არ გითხ­რას, რომ დეპ­რე­სი­უ­ლია, მაგ­რამ გა­მო­ავ­ლი­ნოს ისე­თი ფი­ზი­კუ­რი სიმ­პ­ტო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა მუც­ლის ტკი­ვი­ლი ან თა­ვის ტკი­ვი­ლი. ბავ­შ­ვის შე­ფა­სე­ბი­სას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­თა­ნა­დო ის­ტო­რია და გა­მოკ­ვ­ლე­ვა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ მხრივ, სკო­ლა­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე არ გვყავს.

დიდ ყუ­რადღე­ბას ვაქ­ცევ ხში­რად მო­ა­ვა­დე ბავ­შ­ვებს. ხში­რია ზე­და სა­სუნ­თ­ქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ამი­ტომ მშობ­ლებს ვურ­ჩევ ჩა­უ­ტა­რონ გრი­პის სე­ზო­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია. ბავ­შ­ვებ­ში, ასე­ვე, ხში­რია მუც­ლის, კბი­ლის, თა­ვის ტკი­ვი­ლი. ად­გილ­ზე ვუ­წევ პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას და შემ­დეგ საქ­მის კურ­ს­ში ვა­ყე­ნებ მშო­ბელს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა იჩენს თავს, ხში­რია მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვა. ქრო­ნი­კუ­ლად მო­ა­ვა­დე ბავ­შ­ვე­ბი სპე­ცი­ა­ლის­ტის და ოჯა­ხის ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ არი­ან. ჩე­მი, რო­გორც სკო­ლის ექი­მის, სა­მუ­შაო დღე გაკ­ვე­თი­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სრულ­დე­ბა“.

სკო­ლის ექი­მი ძა­ლი­ან დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს მო­ზარ­დის კვე­ბას. დი­და­ჭა­რას სკო­ლას, ისე­ვე რო­გორც და­ბა ხუ­ლოს შემ­თხ­ვე­ვა­შია, არ აქვს სას­კო­ლო ბუ­ფე­ტი, ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ებს საკ­ვე­ბის ში­ნი­დან წა­მო­ღე­ბა ან სკო­ლის ახ­ლო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში, არა­ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა უწევთ. ჩიფ­სე­ბი, გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი, ჰამ­ბურ­გე­რე­ბი… – ეს არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის ის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლის შე­ძე­ნის ცდუ­ნე­ბას მო­ზარ­დე­ბი ვერ უძ­ლე­ბენ. რო­გორც ექი­მი ამ­ბობს, ბავ­შ­ვებ­ში ხში­რია კვე­ბი­თი ალერ­გი­ე­ბი. ამი­ტომ, ყვე­ლას ურ­ჩევს მი­ი­ღონ ბევ­რი ბოს­ტ­ნე­უ­ლი, ხი­ლი, რძის პრო­დუქ­ტე­ბი და სხვა სა­ხის ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი. არა­ჯან­საღ კვე­ბას­თან ერ­თად, ასე­ვე, დი­დი პრობ­ლე­მად მი­იჩ­ნევს მოს­წავ­ლე­ე­ბის კომ­პი­უ­ტერ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბას და რჩე­ვა-და­რი­გე­ბას უზი­ა­რებს მათ: „და­კავ­დით სპორ­ტით, მე­ტი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით, რაც თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ბევრ დარ­ღ­ვე­ვას. ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, და­ი­ცა­ვით ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი, მე­ტი დრო და­უთ­მეთ წიგ­ნე­ბის კითხ­ვას და ნაკ­ლე­ბი დრო გა­ა­ტა­რეთ გა­ჯე­ტებ­თან“.

დი­და­ჭა­რას სა­ჯა­რო სკო­ლის სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვილ სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნეტს, მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­და, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც არ­ც­თუ იშ­ვი­ა­თად მი­მარ­თა­ვენ, რადგან, რო­გორც სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა, ბა­ტონ­მა მალ­ხაზ­მა აღ­ნიშ­ნა, მუ­დამ ღი­მი­ლი­ა­ნი ცი­ცი­ნო ექი­მი სკო­ლის დი­დი იმე­დია.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები