23 ნოემბერი, შაბათი, 2024

სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა

spot_img

ქვეყანაში ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებელი სკოლებში არსებულ ვითარებაზეც აისახა, თუმცა მაქსიმალურად დაცული ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.

მიმდინარე კვირაში, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია. კერძოდ, 10-დან 16 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1 %-ს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლა და 187 ცალკეული კლასი იმყოფება.

გაიზარდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლების ფორმატში, ქვეყნის მასშტაბით, 133 პედაგოგი იმყოფება.

სკოლებში ინფიცირების გამოვლენის შემთხვევებში, როგორც წესი, კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით მოქმედებენ.

მიმდინარე სტატისტიკიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად არის საჭირო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლავ მოუწოდებს საზოგადოებას ხელი შეუწყონ ბავშვებს და ზედმიწევნით დაიცვან დაწესებული ნორმები, რათა მოსწავლეებმა სემესტრი სკოლის შენობაში დაასრულონ.

ეკატერინე დგებუაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე: „ბოლო კვირის განმავლობაში იმატა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ. განათლების სამინისტრო აგრძელებს მონიტორინგს საჯარო სკოლებში. მოგეხსენებათ, ასევე, რომ სკოლები იცავენ ყველა იმ წესს, რომელიც დადგენილია რეგულაციით. ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ, მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს და მივმართოთ ასევე თხოვნით, დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც დადგენილია იმისთვის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა გააგრძელონ სკოლაში სწავლა, არ მოხდეს შიდა გავრცელება და შევინარჩუნოთ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში.“

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები