22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

სკოლების გახსნიდან ერთ დღეში მთავრობა ააქტიურებს მოწოდებას – „დარჩი სახლში“ 

spot_img

მთავრობა ისევ ააქტიურებს მოწოდებას „დავრჩეთ სახლში“ , ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა განცხადება: „სლოგანი  სასურველია, რომ ვიხმაროთ ყველა დიდ ქალაქში“. მისივე თქმით, ახლა, აჭარის შემდეგ, ყველაზე დიდი ყურადღება იმერეთის რეგიონისა და თბილისისკენაა მიმართული.

რაც შეეხება სკოლებში განახლებულ სწავლებას, ამირან გამყრელიძე სკოლების ადმინისტრაციას მიმართავს, რომ მაქსიმალურად დაიცვან პროტოკოლით გათვალისწინებული წესები: „მოგეხსენებათ, 1 ოქტომბერს სკოლებში სწავლა განახლდა და მოსწავლეები, პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით, წავიდნენ სკოლებში. ამიტომ, ყველა სკოლაში უნდა დაიცვან ის წესები და პროტოკოლები, რაც შემუშავებულია. თუ რამე ხდება (და მოსალოდნელია, რომ ეს ასე იყოს – ინფიცირების შემთხვევები), რა უნდა გაკეთდეს – სკოლის დახურვა, სართულის თუ კლასის დახურვა – ეს უნდა განისაზღვროს სკოლის ხელმძღვანელობისა და ეპიდემიოლოგების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ყურადღება გაამახვილა ახალ მიდგომაზე, რომელზეც დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამახვილდა ყურადღება: „ინფიცირებულებიდან ჭარბობს, რა თქმა უნდა, სიმპტომიანი და კონტაქტში მყოფი პაციენტები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. ამაზე გამახვილდა დღეს ყურადღება საკოორდინაციო საბჭოზე, ერთ-ერთი მთავარი ახალი მიდგომა რაც გვექნება, იქნება ის, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ექვემდებარებიან სწრაფ იზოლაციას. თუ არის სახლში თვითიზოლაციის საშუალება, რჩებიან ბინაზე, თუ არა და, კარანტინში გადაყვანას გულისხმობს 14 დღის განმავლობაში. 14 დღე კარანტინში ან იზოლაციაში ყოფნა, ყოველგვარი კვლევის გარეშე – ამაზე ახალი პროტოკოლი შემუშავდება. თუ სიმპტომები უჩნდება, იძახებს 112-ს, უტარებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკეტარინე ტიკარაძის განცხადებით კი:  „მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტად გავაქტიურდებით კონტაქტების მოძიებისა და მათი იზოლაციის კუთხით, რაც დღეს საღამოდან დაიწყება. ეს მეტად ეფექტურს გახდის ინფექციის გავრცელების შეკავებას. კონტაქტების მოძიებას, როგორც იცით, ეპიდემიოლოგები ახორციელებენ და ჩვენ გავაძლიერეთ ეპიდემიოლოგების ჯგუფი, რის შედეგადაც განხორციელდება კონტაქტების მოძიება, არაუგვიანეს 24 საათისა. ჩვენი გეგმაა, მეტად დავხვეწოთ და ჩავრთოთ მოძიების ეფექტიანობაში სხვადასხვა პროგრამები და თანამედროვე ტექნოლოგიები“.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები