24 ნოემბერი, კვირა, 2024

სკო­ლა 140-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ით

spot_img

მშობ­ლი­უ­რი ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა, ყო­ვე­ლი თა­ო­ბის სა­პა­ტიო, მა­მუ­ლიშ­ვი­ლუ­რი საქ­მეა და ზნე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბაც. ამ მხრივ დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გვა­კის­რია ჩვენ დღეს, რა­მე­თუ სო­ფე­ლი ტაძ­რი­სი, ათას­წ­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი წარ­სუ­ლით და მი­სი სკო­ლა, თით­ქ­მის სა­უ­კუ­ნე­-ნა­ხევ­რი­ა­ნი ის­ტო­რი­ით, მარ­თ­ლაც ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

ტაძ­რი­სი ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სო­ფე­ლია, ის­ტო­რი­უ­ლი მხა­რე­ე­ბის – თო­რი­სა და მეს­ხე­თის საზღ­ვარ­ზე. ბორ­ჯო­მი­დან ოც­და­ხუ­თი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, მტკვრის და დვი­რის­ხე­ვის გავ­ლის შემ­დეგ, თრი­ა­ლე­თის ქე­დე­ბის მწვერ­ვა­ლე­ბის ფონ­ზე, გა­მოჩ­ნ­დე­ბა მწვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი სო­ფე­ლი ტაძ­რი­სი. იგი თე­მის ცენ­ტ­რია და ის­ტო­რი­ულ სოფ­ლებს – სა­კი­რე­სა და დგვარს აერ­თი­ა­ნებს.

სა­ხელ­წო­დე­ბა სო­ფელს ტაძ­რე­ბის სიმ­რავ­ლის გა­მო უნ­და შერ­ქ­მე­ო­და. აქ ორ ათე­ულ­ზე მე­ტი კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლია: ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტ­რე­ბის, ცი­ხე-სი­მაგ­რე­ე­ბის, ნა­მო­სახ­ლა­რე­ბის, სა­მა­როვ­ნე­ბის სა­ხით. სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია უწყ­ვე­ტი ჯაჭ­ვი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სა, უძ­ვე­ლე­სი  ად­რებ­რინ­ჯა­ოს ხა­ნი­დან ოს­მალ­თა გა­ბა­ტო­ნე­ბამ­დე. სა­კი­რის მი­და­მო­ებ­ში არ­ქე­ო­ლო­გე­ბის მი­ერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვე­ლი, 5500 წლის წი­ნან­დე­ლი, თაფ­ლის ნი­მუ­შე­ბი იმის მოწ­მო­ბაა, რომ აქ ადა­მი­ა­ნი უძ­ვე­ლე­სი პე­რი­ო­დი­დან ცხოვ­რობს და კულ­ტუ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა.

ტაძრისის დედათა მონასტერი, სადაც გიორგი მთაწმინდელს უსწავლია 1016-1019 წლებში

ოს­მალ­თა გა­ბა­ტო­ნე­ბამ მეს­ხეთ­ში მო­შა­ლა ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი და ჩვე­ნი მხა­რეც და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლა. სოფ­ლე­ბის ხე­ლა­ხა­ლი და­სახ­ლე­ბა და გა­მო­ცოცხ­ლე­ბა XVIII სა­უ­კუ­ნი­დან დაწყე­ბუ­ლა. ეს მხა­რე თა­ვი­დან, ძი­რი­თა­დად, ქარ­თ­ლი­დან და იმე­რე­თი­დან გად­მო­სახ­ლე­ბულ­მა გვა­რებ­მა შე­ავ­სეს. სო­ფელ­ში ოც­და­ცა­მე­ტი გვა­რი ცხოვ­რობს და ტკბილ­ქარ­თუ­ლად, კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რად ეწე­ვა სოფ­ლის ცხოვ­რე­ბას.

ტაძ­რი­სის, რო­გორც სოფ­ლის წარ­მოქ­მ­ნა და გან­ვი­თა­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქრის­ტი­ა­ნულ ხა­ნას­თან და ემ­თხ­ვე­ვა თო­რის სა­ფე­ო­და­ლოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პე­რი­ოდს, ხო­ლო მი­სი კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რად გა­დაქ­ცე­ვა IX-X სა­უ­კუ­ნე­ებ­ში უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო და უკავ­შირ­დე­ბა გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის მო­წა­ფე­ე­ბის, თევ­დო­რე­სა და ქრის­ტე­ფო­რეს, სა­მო­ნას­ტ­რო-მი­სი­ო­ნე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას სამ­ცხე­სა და ქარ­თ­ლ­ში. ამ მხა­რის ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც ამ პე­რი­ო­დი­საა.

სო­ფელს და აქ არ­სე­ბულ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ დე­და­თა მო­ნას­ტერ­საც სა­ხე­ლი გა­უთ­ქ­ვა XI სა­უ­კუ­ნის უდი­დეს­მა სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წემ, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს დიდ­მა ქო­მაგ­მა, ღირ­ს­მა მა­მამ წმ. გი­ორ­გი მთაწ­მინ­დელ­მა (1009-1065წწ). ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, 1016-1019 წლებ­ში, აქ მი­ი­ღო დაწყე­ბი­თი სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა ათო­ნის ივერ­თა მო­ნას­ტ­რის წი­ნამ­ძღ­ვარ­მა, რომ­ლის ღვაწ­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტი გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ იმ მო­ნას­ტერს, სა­დაც ყრმა გი­ორ­გი, დას­თან – თეკ­ლას­თან ერ­თად იზ­რ­დე­ბო­და, სა­უ­კუ­ნო სა­ხე­ლი და აღი­ა­რე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. ამ დროს მო­ნას­ტ­რის წი­ნამ­ძღ­ვა­რი დე­და სა­ბი­ა­ნა ყო­ფი­ლა, რომ­ლის აღ­ზ­რ­დი­ლი, ალ­ბათ, კი­დევ ბევ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო მოღ­ვა­წე თუ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი იქ­ნე­ბო­და. ტაძ­რი­სის დე­და­თა მო­ნას­ტე­რი დაწყე­ბით სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბას აძ­ლევ­და მო­მა­ვალ მოღ­ვა­წე­ებს.

მო­ნას­ტერს, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის კე­რას, დი­დი ხნით შე­უს­რუ­ლე­ბია თა­ვი­სი სა­პა­ტიო მი­სია, რა­ზეც მეტყ­ვე­ლებს მო­ნას­ტ­რის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის მას­შ­ტა­ბე­ბი და მა­თი სიმ­რავ­ლე. ვინ იცის კი­დევ რამ­დენ მა­მუ­ლიშ­ვილს მის­ცა სუ­ლი­ე­რი საზ­რ­დო და ცოდ­ნა ტაძ­რი­სის მო­ნას­ტერ­მა, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი ის­ტო­რი­ამ, სამ­წუ­ხა­როდ, არ შე­მო­ი­ნა­ხა.

გა­ივ­ლის სა­უ­კუ­ნე­ე­ბი და XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში კვლავ გახ­დე­ბა ტაძ­რი­სი სა­ყუ­რადღე­ბო ქარ­თ­ვე­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბის­თ­ვის. ამ­ჯე­რად „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ მზრუნ­ვე­ლი ხე­ლი და­ეტყო­ბა სო­ფელს. მა­თი დაწყე­ბუ­ლი მად­ლი­ა­ნი საქ­მე, წე­რა-კითხ­ვის ცოდ­ნით გა­ნა­თე­ბუ­ლი­ყო ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის გო­ნე­ბა, ჩვენს სო­ფელ­საც მოს­წ­ვ­დე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­არ­სე­ბის იდეა წარ­მო­იშ­ვა „თერ­გ­და­ლე­ულ­თა“ წი­აღ­ში, რო­მელ­თაც კარ­გად ჰქონ­დათ შეგ­ნე­ბუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ ერის გა­დარ­ჩე­ნა და მათ შო­რის უმ­თავ­რე­სი – დე­და-ენის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მხო­ლოდ წე­რა-კითხ­ვის მა­სობ­რივ ცოდ­ნას შე­ეძ­ლო.

1864 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბა­ტონ­ყ­მო­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს: „ბა­ტონ­ყ­მო­ბი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მა­შინ მო­ი­ტანს სა­ნატ­რელ ნა­ყოფს, რო­ცა გლე­ხო­ბა გან­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა სიბ­ნე­ლი­სა და უმეც­რე­ბის­გან“, რი­თაც, რა თქმა უნ­და, მე­ფის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. იაკო­ბი­სა­ვე აზ­რით, მა­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის საქ­მეს, თვი­თონ ხალ­ხი უნ­და ჩას­დ­გო­მო­და სა­თა­ვე­ში. „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ შექ­მ­ნის იდეა იოსებ მა­მა­ცაშ­ვი­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. 1879 წლის 31 მარტს შე­ი­მუ­შა­ვეს წეს­დე­ბა და 15 მა­ისს და­ა­ფუძ­ნეს ჭეშ­მა­რი­ტად პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია – „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, თავ­მ­ჯ­დო­მა­რე – დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი და მო­ად­გი­ლე – ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და XIX სა­უ­კუ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თ­ვე­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბის თით­ქ­მის მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, მათ შო­რის, ტაძ­რის­ში, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მზრუნ­ვე­ლო­ბით, სკო­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლი იოსებ ნე­ბა­ძე (ჩე­მი ბე­ბი­ის დი­დი ბა­ბუა).

რო­გორც ჩანს, ორ­გა­ნი­ზა­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რომ იმ­ჟა­მინ­დე­ლი, ახალ­ცი­ხის მაზ­რის სო­ფე­ლი ტაძ­რი­სი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი იყო, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის წე­რა-კითხ­ვის ცოდ­ნა­ზე არა­ვინ ზრუ­ნავ­და. 1880 წელს სო­ფელ­ში მო­ავ­ლი­ნეს ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი იოსებ სო­ლო­მო­ნის ძე ნე­ბა­ძე. წარ­მო­შო­ბით, იგი ახალ­ცი­ხის მაზ­რის სო­ფელ ღრე­ლი­დან ყო­ფი­ლა. იოსე­ბის­თ­ვის მშობ­ლებს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­უ­ცი­ათ. გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას, და­ახ­ლო­ე­ბია „თერ­გ­და­ლე­ულ­თა“, შემ­დეგ კი ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებს. იოსე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლა პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

იოსებ ნებაძე ოჯახთან ერთად

რო­დე­საც იგი ტაძ­რისს ეს­ტუმ­რა და თა­ვი­სი სურ­ვი­ლი გა­მო­უცხა­და სკო­ლის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ, ხალ­ხი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რია ამ ამ­ბავს. მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თა­ნად­გო­მის და­პი­რე­ბა მი­უ­ღია. გლე­ხე­ბი ხერ­ხავ­დ­ნენ ფიც­რებს მერ­ხე­ბის­თ­ვის და და­ფის­თ­ვის, ამ­ზა­დებ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა ინ­ვენ­ტარს – აღ­ნიშ­ნავს იგი ახალ­ცი­ხის სამ­ზ­რუნ­ვე­ლო კო­მი­ტე­ტის­თ­ვის მი­წო­დე­ბულ ან­გა­რიშ­ში. კო­მი­ტეტ­მა იოსებ ნე­ბა­ძეს ტაძ­რის­ში და­უ­ქი­რა­ვა სან­დ­ლა ბახ­ტა­ძის სახ­ლ­ში ერ­თი ოთა­ხი, სა­დაც მო­ეწყო ერ­თ­კ­ლა­სი­ა­ნი სკო­ლა. პირ­ველ წელს 7 მოს­წავ­ლე ჰყო­ლია სკო­ლას. იოსებ ნე­ბა­ძის უან­გა­რო სამ­სა­ხუ­რის წყა­ლო­ბით, სკო­ლას მა­ლე მო­უ­პო­ვე­ბია ავ­ტო­რი­ტე­ტი. ამის გა­მო იმა­ტა მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა­მაც. სწავ­ლის სურ­ვი­ლი მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლის მცხოვ­რებ­თა შვი­ლებ­საც გა­მო­უთ­ქ­ვამთ და დღის წეს­რიგ­ში დამ­დ­გა­რა ახა­ლი სკო­ლის აშე­ნე­ბის სა­კითხი. ამის თა­ო­ბა­ზე იოსებ ნე­ბა­ძე წე­რა-კითხ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ახალ­ცი­ხის სამ­ზ­რუნ­ვე­ლო კო­მი­ტეტს სწერ­და: „სკო­ლის შე­ნო­ბა აუცი­ლე­ბე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და იზ­რუ­ნოს მი­სი აგე­ბი­სათ­ვის, მცხოვ­რებ­ლე­ბი აღუთ­ქ­ვა­მენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შემ­წე­ო­ბას მუ­შა­ო­ბით და სხვა­დას­ხ­ვა მა­სა­ლის მო­ტა­ნით. მო­მა­ვალ წელს შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა შე­გირ­დე­ბის მი­ღე­ბა უად­გი­ლო­ბის გა­მო“. რა თქმა უნ­და, უყუ­რადღე­ბოდ არ დარ­ჩე­ნი­ლა მი­სი თხოვ­ნა და სკო­ლის­თ­ვის შემ­წე­ო­ბა გა­მო­უგ­ზავ­ნი­ათ – ააშე­ნეს თურ­მე ორი ოთა­ხი. სკო­ლა­ში, დე­და-ენას­თან ერ­თად, ის­წავ­ლე­ბო­და საღ­ვ­თო სჯუ­ლი, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და ფოლ­კ­ლო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა.

იოსებ ნე­ბა­ძე მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი იყო, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ბავშვს ეს­წავ­ლა წე­რა-კითხ­ვა. გლე­ხო­ბაც ხე­დავ­და და აფა­სებ­და მის ღვაწლს, ყვე­ლა იც­ნობ­და, რო­გორც უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბულ ადა­მი­ანს, კა­ცურ კაც­სა და კე­თილ მრჩე­ველს. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ იოსებ ნე­ბა­ძე ოჯახს მო­ე­კი­და. სო­ფელ­ში კარ­გა ხანს დარ­ჩა, ხის სახ­ლიც აიშე­ნა. ბო­ლოს, 1905 წელს, რო­ცა თბი­ლის­ში გა­და­ვი­და საცხოვ­რებ­ლად, თა­ვი­სი სახ­ლი სკო­ლას გა­დას­ცა უსას­ყიდ­ლოდ.

დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის და, მა­თი თა­ნა­მო­აზ­რე, იოსებ ნე­ბა­ძის ხე­ლით ტაძ­რის­ში აინ­თო ცოდ­ნის ლამ­პა­რი.

1939-40 სას­წავ­ლო წლი­დან ტაძ­რის­ში უკ­ვე არ­სე­ბობს სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, რო­მელ­მაც, სიძ­ნე­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უწყ­ვე­ტად იმუ­შა­ვა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში. პე­და­გო­გე­ბი და მო­წა­ფე­ე­ბი ფრონ­ტ­ზე აგ­ზავ­ნიდ­ნენ თურ­მე თბილ წინ­დებ­სა და ხელ­თათ­მა­ნებს.

სკო­ლის მა­ტი­ა­ნე­ში კე­თი­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც დი­დი ამა­გი დას­დეს თა­ო­ბე­ბის აღ­ზ­რ­დას. 1952 წლი­დან დი­რექ­ტო­რად ინიშ­ნე­ბა გი­ორ­გი ზედ­გი­ნი­ძე, მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გი. ეს ღვთის­ნი­ე­რი კა­ცი, რო­გორც ხალ­ხი უწო­დებს დღე­საც, აღელ­ვე­ბუ­ლიც გვი­ნა­ხავს, რო­ცა საქ­მე მო­ზარ­დის სწორ აღ­ზ­რ­დას ეხე­ბო­და, რო­ცა ვინ­მე თა­ვის მრუ­დე ხელს ურევ­და ისეთ სა­თუთ საქ­მე­ში, რო­მელ­საც ბავ­შ­ვის სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­როს ფორ­მი­რე­ბა ჰქვია. სოფ­ლის მაცხოვ­რებ­ლე­ბი მას­ში ყო­ველ­თ­ვის ხე­დავ­დ­ნენ მრჩე­ველს, უფ­როს მე­გო­ბარს, კაცს, რო­მე­ლიც არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებ­და, რომ შენ­ზე მე­ტი იცო­და. თავ­მ­და­ბა­ლი და მარ­თ­ლის მთქმე­ლი იყოო – ასე­თი ახ­სოვთ დღემ­დე. მი­სი ზრუნ­ვი­თა და უშუ­ა­ლო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით აშენ­და სკო­ლის შე­ნო­ბა და კე­თილ­მო­ეწყო. მის კურ­თხე­ულ ღვაწ­ლ­სა და კე­თილ საქ­მეს მად­ლი­ე­რე­ბით იხ­სე­ნე­ბენ თა­ო­ბე­ბი.

სო­ფელ­ში დღემ­დე პე­და­გო­გის ნი­მუ­შად მი­აჩ­ნი­ათ მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი კა­ზი­მირ გე­და­მინ­ს­კი, ქარ­თუ­ლი ენის და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი – მა­რი­ამ ვეფხ­ვი­აშ­ვი­ლი და 90 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი თი­ნა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი.

შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩა­მოთ­ვა­ლო ათე­უ­ლო­ბით პე­და­გო­გი, რომ­ლებ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს და თა­ვი­სი ღირ­სე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით და­ა­მახ­სოვ­რეს თა­ვი ადა­მი­ა­ნებს. მათ მი­მართ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი და მო­გო­ნე­ბე­ბი ცოცხ­ლობს მათ­სა­ვე აღ­ზ­რ­დი­ლებ­ში.

მრა­ვალ­მა წელ­მა გან­ვ­ლო ტაძ­რის­ში სკო­ლის და­ფუძ­ნე­ბი­დან დღემ­დე, უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბა და გუ­ლის­წყ­ვე­ტა უნა­ხავს მას. სამ­ჯერ შე­იც­ვა­ლა შე­ნო­ბა. იმე­დი­ა­ნად იწყე­ბო­და ყო­ვე­ლი ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი და აი, უკ­ვე 2009 წლი­დან, ტაძ­რი­სის სა­ჯა­რო სკო­ლას ახა­ლი შე­ნო­ბა აქვს. დი­დია იმ­ჟა­მინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რის, კო­ბა მეტ­რე­ვე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა მი­სი მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის სკო­ლა ამა­ყად აღ­მარ­თუ­ლა სოფ­ლის ცენ­ტ­რ­ში და წარ­მა­ტე­ბით არ­თ­მევს თავს გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მელ­თა შო­რის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი, სოფ­ლის სკო­ლე­ბის სა­ერ­თო პრობ­ლე­მა­, მოს­წავ­ლე­თა კლე­ბაა. სკო­ლას ახ­სოვს მის კედ­ლებ­ში აჟ­რი­ა­მულე­ბუ­ლი ხუ­თას­ზე მე­ტი მოს­წავ­ლე, დღე­ი­სათ­ვის კი, სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბის მა­ტა­რე­ბელ სკო­ლა­ში მა­თი გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა სწავ­ლობს.

ტაძ­რი­სის სკო­ლა დღემ­დე იცავს მა­თი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის ნა­ან­დერ­ძევ კრე­დოს – ცოდ­ნა ძა­ლაა და „ძლი­ე­რი კი მარ­ტო მცოდ­ნე კა­ცია“.

დი­მიტ­რი ჩუტ­კე­რაშ­ვი­ლი
ის­ტო­რი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები