24 ნოემბერი, კვირა, 2024

სკო­ლა სპე­ცი­ფი­კუ­რი ორ­გა­ნიზ­მია და ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი მარ­თ­ვის მო­დე­ლი რთუ­ლად შე­სარ­ჩე­ვია

spot_img

მა­რი­ნა ბე­რი­ა­ნი­ძე

წალ­კის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

 

სკო­ლის შე­სა­ხებ

სსიპ ქა­ლაქ წალ­კის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა 1997 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­არ­ს­და წალ­კის იმ­ჟა­მინ­დე­ლი გამ­გებ­ლის — გი­ორ­გი კვა­ლი­აშ­ვი­ლი­სა და მი­სი მე­უღ­ლის — ნი­ნო ბე­რი­ა­ნი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით და დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვით. პრო­ექ­ტის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი იყო ქვე­მო ქარ­თ­ლის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტ­რა­ცია (ბა­ტო­ნე­ბი: გო­ჩა ლო­რია, ლე­ვან მა­მა­ლა­ძე, და­ვით გე­გე­ლაშ­ვი­ლი და სხვ.). სკო­ლა გა­იხ­ს­ნა წალ­კა­ში, კას­პი­დან საცხოვ­რებ­ლად ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი პე­და­გო­გე­ბის ოჯა­ხე­ბის ხარ­ჯ­ზე, რა­საც ად­გილ­ზე და­ე­მა­ტა რამ­დე­ნი­მე პე­და­გო­გი. პირ­ვე­ლი 26 მოს­წავ­ლი­და­ნაც 13 ჩა­მო­სუ­ლი პე­და­გო­გე­ბის შვი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. სკო­ლის პირ­ვან­დე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა იყო წალ­კის ქარ­თუ­ლი სკო­ლა. იმ პე­რი­ოდ­ში ქარ­თუ­ლი სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და მხო­ლოდ სო­ფელ რე­ხა­ში, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი იყო. პირ­ველ დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა ბა­ტო­ნი თა­მაზ შე­შა­ბე­რი­ძე, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და ქ. კას­პ­ში. ის იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ზუს­ტად იცო­და ჩვე­ნი სკო­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და შეკ­რი­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნ­დი. სკო­ლის გახ­ს­ნა გახ­და ჩვე­ნი ოჯა­ხის ოზურ­გე­თი­დან წალ­კა­ში საცხოვ­რებ­ლად გად­მოს­ვ­ლის მი­ზე­ზი. ინი­ცი­ა­ტო­რი აქაც ნი­ნო ბე­რი­ა­ნი­ძე იყო. მი­სი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით ჩა­მო­ვე­დით წალ­კა­ში, რო­გორც 3 მოქ­მე­დი და 2 პო­ტენ­ცი­უ­რი მოს­წავ­ლის მშობ­ლე­ბი. ჩე­მი სკო­ლა­ში მის­ვ­ლის მი­ზე­ზი კი გახ­და ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ის პე­და­გო­გის დე­ფი­ცი­ტი და სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ჩე­მი ყო­ფი­ლი პე­და­გო­გის — თა­მაზ შე­შა­ბე­რი­ძის თხოვ­ნა, და­მე­კა­ვე­ბი­ნა ეს პო­ზი­ცია. ასე გავ­ც­ვა­ლე პე­დი­ატ­რო­ბა პე­და­გო­გო­ბა­ზე, თუმ­ცა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის არ მი­ღა­ლა­ტია.

არ­სე­ბო­ბის მცი­რე ხნის მი­უ­ხე­და­ვად, გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სკო­ლამ უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა­ში. პირ­ველ წლებ­ში იყო გარ­კ­ვე­უ­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბი, რო­გორც ყო­ფი­თი, ისე სკო­ლის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა ყვე­ლა სიძ­ნე­ლე ნელ-ნე­ლა გა­და­ი­ლა­ხა. ამა­ში დი­დად შეგ­ვიწყო ხე­ლი გამ­გე­ო­ბის, სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სის, ბა­ტო­ნი თე­ო­დო­რე ემი­ნო­ვის მხარ­და­ჭე­რამ. გვერ­დ­ში გვედ­გ­ნენ წალ­კა­ში ჩვე­ნამ­დე ჩა­მო­სუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბიც.

წალ­კა მულ­ტი­ეთ­ნი­კუ­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია. მი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს ეთ­ნი­კუ­რი ბერ­ძ­ნე­ბი შე­ად­გენ­დ­ნენ, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­მაც 90-იან წლებ­ში და­ტო­ვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­და და სა­ჭი­რო გახ­და მი­სი შევ­სე­ბა. წლე­ბის მან­ძილ­ზე წალ­კის მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდა მოხ­და სვა­ნე­თი­დან და აჭა­რი­დან ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი ეკო­მიგ­რან­ტე­ბი­თა და სხვა­დას­ხ­ვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან საცხოვ­რებ­ლად ჩა­მო­სუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბით. მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი სოფ­ლებ­შიც გა­იხ­ს­ნა. ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბაც თან­და­თან გა­ი­ზარ­და და ამ­ჟა­მად 286-ს შე­ად­გენს. სკო­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბა 26 პე­და­გო­გი, მათ­გან 6 — წამ­ყ­ვა­ნი, 18 — უფ­რო­სი. გვაქვს მოს­წავ­ლე­თა მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, ფლექ­სის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, უკ­ვე მე­ო­რე მოს­წავ­ლე ემ­ზა­დე­ბა აშშ-ს სკო­ლა­ში გა­ნათ­ლე­ბის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი ორ­ჯერ გახ­დ­ნენ „წალ­კის ეტა­ლო­ნი მოს­წავ­ლის“ ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლე­ბი, მო­პო­ვე­ბუ­ლი გვაქვს უამ­რა­ვი სხვა გა­მარ­ჯ­ვე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სპორ­ტულ კონ­კურ­სებ­ში. სკო­ლას აქვს წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­რიცხუ­ლე­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, გვყავს ბევ­რი ოქ­რო­სა და ვერ­ცხ­ლის მე­და­ლო­სა­ნი და პროგ­რა­მა „ჩე­მი პირ­ვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გვა­ხა­რებს, ჩვე­ნი მე­და­ლოს­ნე­ბი მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბით აბა­რე­ბენ პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, სა­ი­და­ნაც სკო­ლას ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ეგ­ზავ­ნე­ბა მად­ლო­ბის სი­გე­ლე­ბი „სა­უ­კე­თე­სო აბი­ტუ­რი­ენ­ტის აღ­ზ­რ­დი­სათ­ვის“, რაც ში­და და გა­რე შე­ფა­სე­ბე­ბის თან­ხ­ვედ­რას და სკო­ლის შე­ფა­სე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბას ნიშ­ნავს. ბევ­რი ჩვე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი კარ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ტე­რე­სი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა

სკო­ლის დი­რექ­ტო­რის პრო­ფე­სი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის სტან­დარ­ტი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი და სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ამას­ვე ითხოვს დი­რექ­ტო­რის­გან. სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ტე­რე­სია, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ხელს უწყობ­დეს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვას სკო­ლა­ში. სა­ხელ­მ­წი­ფო ითხოვს და აკონ­ტ­რო­ლებს, რომ სკო­ლა­ში სას­წავ­ლო-სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სი შე­სა­ბა­მის გა­რე­მო­ში, შე­უ­ფერ­ხებ­ლად და ეფექ­ტუ­რად მი­დი­ო­დეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც, ძი­რი­თა­დად, იგი­ვე მოთხოვ­ნე­ბი აქვს, თუმ­ცა, ზოგ­ჯერ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ და­მა­ტე­ბით სურს, სკო­ლამ მთლი­ა­ნად თა­ვის თავ­ზე აიღოს მოს­წავ­ლის აღ­ზ­რ­დაც და გა­ნათ­ლე­ბაც. ეს, რა თქმა უნ­და, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან მშობ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე (თუ მშობ­ლებ­სა და სკო­ლას შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია დარ­ღ­ვე­უ­ლია), სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი ვერ დად­გე­ბა. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თე­მი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან მხარ­და­ჭე­რა. სკო­ლა სო­ცი­უ­მის ნა­წი­ლია და მას­ზეც აისა­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი და წარ­მა­ტე­ბე­ბი.

სკო­ლის ლი­დე­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი

სკო­ლის დი­რექ­ტორს თა­ნაბ­რად ევა­ლე­ბა რო­გორც სკო­ლის ზო­გა­დი მე­ნეჯ­მენ­ტი — ფი­ნან­სუ­რი მარ­თ­ვა, პრო­ცე­სე­ბის სწო­რი ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა, ისე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რო­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის ცოდ­ნას და გა­მო­ყე­ნე­ბას, სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ცოდ­ნას და გა­ზი­ა­რე­ბას, სა­კუ­თა­რი და კო­ლე­გე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვას. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია თემ­თან, ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე. მი­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა უსაფ­რ­თხო, ეფექ­ტუ­რი, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გა­რე­მოს შექ­მ­ნა სკო­ლა­ში. რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის გა­მოკ­ლე­ბა ხელს შე­უშ­ლის სას­წავ­ლო-სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტურ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ამი­ტომ ყვე­ლა მათ­გა­ნი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. გა­მო­დის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა კარ­გად იცო­დეს თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი და აღას­რუ­ლოს სკო­ლის მარ­თ­ვის პრო­ცეს­ში, იკ­ვ­ლევ­დეს და იცო­დეს, კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­მენ­ტის­თ­ვის, რა გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს სკო­ლას და სწო­რად და­ა­ლა­გოს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი.

სკო­ლის მარ­თ­ვის პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა

რო­დე­საც სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გავ­ხ­დი, ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თე, იყო დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნე­ტის გა­უქ­მე­ბა და მის ად­გი­ლას „ყა­ვის შეს­ვე­ნე­ბის­თ­ვის“ ოთა­ხის მოწყო­ბა. ამით მინ­დო­და მეთ­ქ­ვა, რომ ისევ ერ­თი იმათ­გა­ნი ვარ, ცო­ტა მე­ტი მო­ტი­ვა­ცი­ით და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბით. დი­რექ­ტო­რო­ბამ­დე მშო­ბე­ლიც ვი­ყა­ვი (ჩემ­მა ხუ­თი­ვე შვილ­მა წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა ჩვე­ნი სკო­ლა), პე­და­გო­გიც, სკო­ლის ექი­მიც, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რეც და ყვე­ლა პრიზ­მა­ში მქონ­და და­ნა­ხუ­ლი სკო­ლა. მარ­თ­ვის ფორ­მებ­ზეც მი­ფიქ­რია მეტ-ნაკ­ლე­ბად. ყვე­ლა სკო­ლა სპე­ცი­ფი­კუ­რი ორ­გა­ნიზ­მია, რომ­ლის­თ­ვი­საც ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი მარ­თ­ვის მო­დე­ლი რთუ­ლად შე­სარ­ჩე­ვი და და­სა­ნერ­გია. არ­სე­ბობს სტე­რე­ო­ტი­პე­ბიც, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა შეჩ­ვე­უ­ლი იყოს ორ­გა­ნი­ზა­ცია და ახ­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა ად­ვი­ლი არ აღ­მოჩ­ნ­დეს. ზო­გა­დად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მარ­თ­ვის სტი­ლი უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა და კარგ შე­დეგ­საც იძ­ლე­ვა.

მარ­თ­ვის ფორ­მად მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თი ლი­დე­რო­ბის მომ­ხ­რე ვარ. ამ დროს კო­ლე­გე­ბის მი­მართ ნდო­ბაც ჩანს და მა­თი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც იზ­რ­დე­ბა. დი­რექ­ტო­რი უნ­და ენ­დო­ბო­დეს თა­ნამ­შ­რომ­ლებს, თა­მა­მად ახ­დენ­დეს ფუნ­ქ­ცი­ე­ბის დე­ლე­გი­რე­ბას, რაც თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გა­რე­მოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლია. მარ­თ­ვის ასეთ ფორ­მას შე­იძ­ლე­ბა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბაც ახ­ლ­დეს — მიმ­ღებ­ლო­ბის არ­ქო­ნა თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის მხრი­დან. შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა ძნე­ლი აღ­საქ­მე­ლი იყოს თა­ნამ­შ­რომ­ლის­თ­ვის, რო­დე­საც დი­რექ­ტო­რის­გან კონ­კ­რე­ტუ­ლი დი­რექ­ტი­ვე­ბი არ ის­მის და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის პრო­ცე­სიც ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლი არ არის. უთ­ქ­ვამთ ჩემ­თ­ვის, რომ ცო­ტა მკაც­რი უნ­და ვი­ყო, რომ სხვა სკო­ლებ­ში პე­და­გო­გე­ბი, დი­რექ­ტორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ცო­ტა შეზღუ­დუ­ლე­ბი არი­ან და სხვ. მე კი მგო­ნია, რომ შეზღუ­დუ­ლი, დათ­რ­გუ­ნუ­ლი პე­და­გო­გი თა­ვი­სუ­ფალ მო­ქა­ლა­ქეს ვერ გაზ­რ­დის. ამი­ტომ მირ­ჩევ­ნია, მცი­რე სიძ­ნე­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­დავდ, არ­ჩე­უ­ლი გზით გა­ვაგ­რ­ძე­ლო სვლა. რო­დე­საც ყვე­ლა ბო­ლომ­დე გა­ი­აზ­რებს ურ­თი­ერ­თო­ბის ასე­თი ფორ­მის უპი­რა­ტე­სო­ბას, საქ­მეც გა­ი­ოლ­დე­ბა და უკე­თე­სი შე­დე­გიც გვექ­ნე­ბა — გა­იზ­რ­დე­ბა სკო­ლი­სად­მი კუთ­ვ­ნი­ლე­ბის გრძნო­ბა, ამაღ­ლ­დე­ბა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რა. ამი­სათ­ვის კი­დევ ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა: თა­ნამ­შ­რო­მელ­თა კომ­პე­ტენ­ცია. ამ მხრივ, მე გა­მი­მარ­თ­ლა, სკო­ლა­ში ბევ­რი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რია და წარ­მა­ტე­ბით შე­უძ­ლი­ათ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა

ყო­ვე­ლი წლის და­საწყის­ში, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­თან, ვა­ტა­რებ სა­უბ­რებს სკო­ლის მარ­თ­ვის სა­კითხებ­ზე და ვუხ­ს­ნი, რომ სკო­ლის დი­რექ­ტორს ირ­ჩევს სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო, რო­მელ­თან შე­თან­ხ­მე­ბი­თაც ახორ­ცი­ე­ლებს იგი სკო­ლის მარ­თ­ვას. მინ­და იცოდ­ნენ, რომ სკო­ლის მარ­თ­ვა­ში აქ­ტი­უ­რად უნ­და იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი რო­გორც პე­და­გო­გე­ბი, ისე მშობ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი, თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. მახ­სოვს, რო­დე­საც ეს სი­ახ­ლე და­ი­ნერ­გა, დი­დი აქ­ტი­უ­რო­ბა მოჰ­ყ­ვა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბის არ­ჩევ­ნებს, თუმ­ცა, უმე­ტე­სად, ინ­ტე­რე­სის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი დი­რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის ფუნ­ქ­ცია იყო. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სკო­ლის მარ­თ­ვა­ში და წლის ბო­ლოს სკო­ლის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ან­გა­რიშ­საც იბა­რებს დი­რექ­ტო­რის­გან. არის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც დი­რექ­ტო­რი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თან­ხ­მო­ბის გა­რე­შე ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ამი­ტომ ორი­ვე მხა­რე უნ­და იყოს სა­თა­ნამ­შ­რომ­ლოდ მზად. მე, რო­გორც დი­რექ­ტორს, პრაგ­მა­ტუ­ლა­დაც მირ­ჩევ­ნია, რომ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის ნა­წი­ლი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს გა­ვუ­ზი­ა­რო. რო­დე­საც სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო აქ­ტი­უ­რია, უს­მენს პე­და­გო­გე­ბის, მშობ­ლე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­საზ­რე­ბებს, მა­თი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ას­რუ­ლებს კა­ნო­ნით მას­ზე და­კის­რე­ბულ ფუნ­ქ­ცი­ებს — საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია სას­კო­ლო თე­მი, სკო­ლაც უფ­რო ძლი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლია. მეც ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი არ­ჩე­უ­ლი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რი და მახ­სოვს, რო­გო­რი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვმუ­შა­ობ­დით, სკო­ლი­სათ­ვის ბევ­რი სა­სი­კე­თო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაც მი­ვი­ღეთ, დი­რექ­ცი­ას­თან ერ­თად.

სამ­წუ­ხა­როდ, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რია, მშობ­ლე­ბი სკო­ლის მარ­თ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვილს ნაკ­ლე­ბად გა­მო­ხა­ტა­ვენ, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია და სკო­ლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მარ­თ­ვი­სა და დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­საც აფერ­ხებს.

ზრდის თუ არა დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ებს

სკო­ლა რომ მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ არის, ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლია. სა­ჭი­რო უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და მი­სი ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. რამ­დე­ნად სწო­რად და ეფექ­ტუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ამას, დიდ­წი­ლად სკო­ლა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი, რო­მე­ლიც გა­ნუ­ზომ­ლად დი­დია. სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შ­რობ­ლო­ბით, შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბით, სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბით, საკ­ლუ­ბო და საწ­რეო მუ­შა­ო­ბით თუ სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლემ გა­ცი­ლე­ბით მე­ტი და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს, რა­შიც დიდ როლს თა­მა­შობს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­რე­მო. ჩვე­ნი სკო­ლა ყო­ველ­თ­ვის ღიაა სი­ახ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ჯერ კი­დევ 2004 წლი­დან, ორ­გა­ნი­ზა­ცია ქეა-ს დახ­მა­რე­ბით, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებ­სა და პე­და­გო­გებს უამ­რა­ვი ტრე­ნინ­გი ჩა­უ­ტარ­დათ (კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვის, მე­დი­ა­ცი­ის, ტო­ლე­რან­ტო­ბის, გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბის და სხვა თე­მებ­ზე); მო­ეწყო ბა­ნა­კე­ბი, გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ექ­ტე­ბი, 2005 წლი­დან და­არ­ს­და ეკოკ­ლუ­ბი.

საკ­ლუ­ბო და საწ­რეო მუ­შა­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ცალ­კე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია. ეკოკ­ლუ­ბის გარ­და, სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს: სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბი, კი­ნოკ­ლუ­ბი, ნორჩ ფი­ზი­კოს­თა კლუ­ბი, „ჩხირ­კე­დე­ლა“ — სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო კლუ­ბი, კა­ლიგ­რა­ფი­ის, ქი­მი­ის, უცხო ენის, ხე­ლოვ­ნე­ბის წრე­ე­ბი. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი უკ­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლად ახერ­ხე­ბენ პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მო­ძი­ე­ბას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მცი­რე საგ­რან­ტო კონ­კურ­სებ­ში, თა­ვად ატა­რე­ბენ ტრე­ნინ­გებს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან და სა­კონ­კურ­სო პრო­ექ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ევ­რო­კავ­ში­რის ენ­პარ­დის პრო­ექ­ტის „ეს წალ­კაა“ ფარ­გ­ლებ­ში, ჩარ­თუ­ლი არი­ან სო­ცი­ა­ლურ სა­ღა­მო­ებ­ში, „მწვა­ნე ბა­ნა­კებ­ში“, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა­ში და ლო­ბი­რე­ბა-ად­ვო­კა­ტი­რე­ბის კამ­პა­ნი­ებ­ში. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბი­სა და და­ნერ­გ­ვის­თ­ვის სკო­ლა­სა და თემ­ში, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი მის­წ­რა­ფე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

რა ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტორს, რომ გა­ზარ­დოს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი

მას­წავ­ლებ­ლო­ბა რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სიაა, მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას და, პე­რი­ო­დუ­ლად, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. შე­სა­ბა­მი­სად, პე­და­გო­გი მუდ­მი­ვად უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს. რე­გუ­ლა­ცი­ის ფორ­მე­ბი დად­გე­ნი­ლია, თუმ­ცა პე­რი­ო­დულ ცვლი­ლე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს, რაც მი­საღ­წე­ვი შე­დე­გი­სა და არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არის ხოლ­მე გა­მოწ­ვე­უ­ლი. რად­გან დი­რექ­ტო­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი­ცაა, მო­ეთხო­ვე­ბა, რომ გა­ეც­ნოს ყვე­ლა სი­ახ­ლეს, თვა­ლი ადევ­ნოს ცვლი­ლე­ბებს და შეძ­ლოს სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ტა­ნა კო­ლე­გე­ბამ­დე. თუ დი­რექ­ტო­რი პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა, თა­ვად უნ­და იყოს მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის და პირ­ვე­ლი უნ­და ჩა­ე­ბას გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში.

დი­რექ­ტორ­თა და ლი­დე­რი პე­და­გო­გე­ბის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით, 2016-19 წლებ­ში, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის მი­ერ, და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია“, რო­მელ­მაც, 3 ეტა­პად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში, 11 ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი და­ფა­რა, მათ შო­რის: სკო­ლის მარ­თ­ვა, სას­კო­ლო თე­მის გან­ვი­თა­რე­ბა, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ლი­დე­რო­ბა, ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა და სხვ. ამ ტრე­ნინ­გებ­ში 1800-ზე მეტ­მა დი­რექ­ტორ­მა აიმაღ­ლა კვა­ლი­ფი­კა­ცია. ბო­ლო წლებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა სი­ახ­ლე­ე­ბის გა­საც­ნო­ბად, სა­მი­ნისტროს მხრი­დან, პე­რი­ო­დუ­ლად, ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბი იმარ­თე­ბა. ერთ-ერთ ბო­ლო შეხ­ვედ­რა­ზე სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის სი­ახ­ლე­ებს გა­ვე­ცა­ნით. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, თუ შეხ­ვედ­რე­ბი გაგ­რ­ძელ­დე­ბა და სა­კითხის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი და დე­ტა­ლუ­რი გან­ხილ­ვა უფ­რო მცი­რე ჯგუ­ფებ­ში და მე­ტი ინ­ტე­რაქ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მოხდება, სხვა სი­ახ­ლე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. თუმ­ცა, სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზრდა­ზე თა­ვად სკო­ლის დი­რექ­ტორ­მაც მუდ­მი­ვად უნ­და იზ­რუ­ნოს, თვით­გან­ვი­თა­რე­ბის რე­ჟიმ­ში.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის რო­ლი ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ნის­ტ­როს უნ­და ეხ­მა­რე­ბო­დეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა­ში ად­გი­ლებ­ზე. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ტა­რია სკო­ლა­სა და სა­მი­ნის­ტ­როს შო­რის, ასე­ვე, მო­ნი­ტო­რინ­გის ფუნ­ქ­ცი­აც აქვს და სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და კონ­სულ­ტი­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც.

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, სკო­ლას გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დრო­უ­ლი მოგ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლია, ასე­ვე, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, მა­თი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თ­ვის, რი­სი პრაქ­ტი­კაც გვაქვს. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი თა­ნაბ­რად უნ­და ზრუ­ნავ­დ­ნენ ყვე­ლა სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც სკო­ლებს შო­რის ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ას და მეტ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყობს ხელს. დღე­ი­სათ­ვის, სხვა ტი­პის მხარ­და­ჭე­რის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ვხე­დავ. სკო­ლე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რა­ღაც ეტაპ­ზე, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის რო­ლი შე­იც­ვა­ლოს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები