26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

„სერ­ტუ­სი“ ტეს­ტი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი დღის მოთხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს

spot_img

 

🔹🔸რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე ფი­ლო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის უცხო­უ­რი ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი

☑️ ქალ­ბა­ტო­ნო რუ­სუ­დან, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, პრო­ექტ „სერ­ტუ­სის“ ფარ­გ­ლებ­ში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის დო­ნის და­სად­გენ ტეს­ტი­რე­ბა­ზე რე­გის­ტ­რა­ცია გა­მო­აცხა­და. ვინ შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ტე­რეს­დეს ამ გა­მოც­დით და რას სთა­ვა­ზობს პრო­ექ­ტი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს?

🔘 პრო­ექ­ტი „სერ­ტუ­სი“ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის დო­ნის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ტეს­ტი­რე­ბაა, რო­მე­ლიც მომ­ზად­და ჩვენს ცენ­ტ­რ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით კან­დი­და­ტი იგებს, თუ რა დო­ნე­ზე ფლობს ინ­გ­ლი­სურს. ცოდ­ნის დო­ნის დად­გე­ნი­სას, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ის ნორ­მე­ბი და სტან­დარ­ტე­ბი, რაც ევ­რო­საბ­ჭოს მი­ერ არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ენის ცოდ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი დო­ნე­ე­ბია: A1 (ელე­მენ­ტა­რუ­ლი), A2 (სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი), B1 (სა­შუ­ა­ლო), B2 (სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი), C1 (მა­ღა­ლი). გა­მოც­და ოთხი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა და ამოწ­მებს კითხ­ვის, ლა­პა­რა­კის, მოს­მე­ნი­სა და წე­რის უნა­რებს. ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 სა­ა­თია. ენის ცოდ­ნის კონ­კ­რე­ტუ­ლი დო­ნე აისა­ხე­ბა სერ­ტი­ფი­კატ­ში, რო­მელ­საც კან­დი­და­ტი იღებს, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში. სერ­ტი­ფი­კა­ტი ვა­ლი­დუ­რია 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, კან­დი­დატს ტეს­ტის გა­და­ბა­რე­ბა შე­უძ­ლია, პირ­ვე­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბი­დან, 3 თვის გას­ვ­ლის შემ­დეგ.

ამ გა­მოც­დით შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ტე­რეს­დეს ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სურს გა­ი­გოს თუ რა დო­ნე­ზე ფლობს ინ­გ­ლი­სურ ენას ან ვი­საც გარ­კ­ვე­უ­ლი სას­წავ­ლო ან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მიზ­ნე­ბის­თ­ვის სჭირ­დე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­ღა­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე, სტუ­დენ­ტი, სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ან სუ­ლაც ის, ვინც უკ­ვე მუ­შა­ობს, მაგ­რამ სამ­სა­ხურ­ში სთხო­ვენ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის დო­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სერ­ტი­ფი­კატს. მოკ­ლედ, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აინ­ტე­რე­სებს, რა დო­ნე­ზე ფლობს ინ­გ­ლი­სურს ან გარ­კ­ვე­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის სჭირ­დე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის დო­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი, არის ამ გა­მოც­დის პო­ტენ­ცი­უ­რი ჩამ­ბა­რე­ბე­ლი.

☑️ ზო­გა­დად, რა­ტომ გაჩ­ნ­და ამ პრო­ექ­ტის შექ­მ­ნის იდეა და რამ­დე­ნად არის დღეს მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბა ბა­ზარ­ზე?

🔘 ამ სა­ხის გა­მოც­დის შექ­მ­ნის იდეა გაჩ­ნ­და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მი­მართ იმ მოთხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­შია და არა­მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ინ­გ­ლი­სუ­რი დღეს არის „Lingua Franca“ — სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის (ზე­პი­რი, წე­რი­ლო­ბი­თი) და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ენა. ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ინ­გ­ლი­სურ ენა­ზეა, მათ შო­რის მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაც და სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბიც. ამ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ასე­ვე იმის, რომ ჩვენს ცენტრს ვა­ლი­დუ­რი და სან­დო ტეს­ტე­ბის შექ­მ­ნის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­და, გაგ­ვიჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, შეგ­ვექ­მ­ნა ისე­თი სა­ხის ტეს­ტი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი დღის მოთხოვ­ნებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და, ამა­ვე დროს, უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის.

☑️ უფ­რო დე­ტა­ლუ­რად რომ გან­ვ­მარ­ტოთ – რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აჩენს „სერ­ტუ­სი“ მა­გის­ტ­რან­ტო­ბი­სა და დოქ­ტო­რან­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის­თ­ვის?

🔘 მა­გის­ტ­რან­ტო­ბი­სა და დოქ­ტო­რან­ტო­ბის მსურ­ვე­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტი სთხოვს ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სერ­ტი­ფი­კატს ან, ასე­თის არ­ქო­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი თა­ვად ქმნი­ან ინ­ს­ტუ­ტი­ცი­ო­ნა­ლურ ტესტს, რა­საც კან­დი­და­ტე­ბი აბა­რე­ბენ. „სერ­ტუ­სის“ გა­მოც­და მო­მა­ვალ მა­გის­ტ­რან­ტებ­სა და დოქ­ტო­რან­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ჩვე­ნი გა­მოც­დის სა­სურ­ველ დო­ნე­ზე ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი წა­რად­გი­ნონ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და გა­თა­ვი­სუფ­ლ­დ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მოც­დი­დან ან საკ­მა­ოდ ძვი­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბი­დან. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თი რა­მაა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი — იმ კონ­კ­რე­ტულ უნი­ვერ­სი­ტეტს, სა­დაც მა­გის­ტ­რან­ტი ან დოქ­ტო­რან­ტი აბა­რებს, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი, რაც ჩვე­ნი გა­მოც­დის აღი­ა­რე­ბას ნიშ­ნავს ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ.

☑️  რო­გორც ვი­ცით, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი გრან­ტის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბი გარ­კ­ვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ. რა ტი­პის შე­ღა­ვა­თე­ბია მათ­თ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი?

🔘 შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ზრუ­ნავს სო­ცი­ა­ლუ­რი გრან­ტის მქო­ნე სტუ­დენ­ტებ­ზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ, პარ­ტ­ნი­ორ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ცენ­ტ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სო­ცი­ა­ლუ­რი გრან­ტის მქო­ნე მე­ოთხე კურ­სის სტუ­დენ­ტებს, ერ­თხელ, უფა­სოდ გა­ი­ა­რონ „სერ­ტუ­სის“ სრუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა და მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტი.

☑️  რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ხელ­საყ­რე­ლია „სერ­ტუ­სის“ გა­მოც­დე­ბი და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი­სა და დამ­საქ­მებ­ლე­ბის­თ­ვის და რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა მსგავ­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტეს­ტი­რე­ბე­ბის­გან?

🔘 და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის „სერ­ტუ­სის“ გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის ქო­ნა და­საქ­მე­ბის მსურ­ველს უფ­რო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანს ხდის, ასე­ვე, აძ­ლევს მას კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მცოდ­ნე პერ­სო­ნა­ლის აყ­ვა­ნა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დამ­საქ­მებ­ლე­ბის­თ­ვი­საც. რაც დრო გა­დის, მით მე­ტი კომ­პა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე (ბან­კე­ბი, აფ­თი­ა­ქე­ბი, ტურ. სა­ა­გენ­ტო­ე­ბი), მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის სა­მუ­შა­ო­ზე აყ­ვა­ნი­სას, ითხო­ვენ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სერ­ტი­ფი­კატს. მათ იცი­ან, რომ ეს ფაქ­ტო­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

აქ­ვე და­ვა­მა­ტებ, რომ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის დო­ნის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ორი დი­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­და (TOEFL, Cambridge Exams), მრა­ვა­ლი წე­ლია, ტარ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. მათ ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც უწევს, თუმ­ცა ეს გა­მოც­დე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რია და შე­დე­გე­ბის გა­გე­ბას დი­დი დრო სჭირ­დე­ბა. მათ­თან შე­და­რე­ბით, „სერ­ტუ­სის“ გა­მოც­და გა­ცი­ლე­ბით იაფია და კან­დი­და­ტი შე­დეგს უფ­რო მა­ლე იგებს, რაც, უდა­ვოდ, უპი­რა­ტე­სო­ბაა. ხელ­საყ­რე­ლია ასე­ვე ის ფაქ­ტო­რი, რომ გა­მოც­და თვე­ში ორ­ჯერ ტარ­დე­ბა. კან­დი­დატს შე­უძ­ლია ჩა­ა­ბა­როს რო­გორც სრუ­ლი ტეს­ტი, ასე­ვე მი­სი ნა­წი­ლი ან ნა­წი­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად, თუ დამ­საქ­მე­ბე­ლი მო­მა­ვალ ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვან გიდს მხო­ლოდ ლა­პა­რა­კის უნა­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სერ­ტი­ფი­კატს სთხოვს, მას შე­უძ­ლია ტეს­ტის მხო­ლოდ ამ ნა­წილ­ზე და­რე­გის­ტ­რირ­დეს და თან­ხაც, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი გა­და­ი­ხა­დოს.

☑️  და­ბო­ლოს, არის თუ არა ინ­ტე­რე­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მხრი­დან და, ამ დრო­ის­თ­ვის, რამ­დენ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­მო­ხა­ტა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის მზა­ო­ბა?

🔘 ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი უკ­ვე არ­სე­ბობს შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან: ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. იმე­დი გვაქვს, სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც გა­მოთ­ქ­ვა­მენ სურ­ვილს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ა­ფორ­მონ მე­მო­რან­დუ­მი ჩვენს ცენ­ტ­რ­თან.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები