26 ივნისი, ოთხშაბათი, 2024

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველ პირთა საყურადღებოდ

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გაცნობებთ, რომ დამტკიცდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია.

ჩამონათვალი შეგიძლიათ, იხილოთ აქ:

დირექტორობის მსურველმა პირმა სიაში საკუთარი თავი უნდა გადაამოწმოს უნიკალური ექვსნიშნა კოდის გამოყენებით.

სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას. შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან აირჩევს დირექტორს 6 წლის ვადით მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

დირექტორობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებს სამეურვეო საბჭოს წარუდგენენ საჯარო სხდომაზე.

დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ასევე წარუდგენს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს;

ბ) ფოტოსურათს;

გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

დ) ცნობას მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების შესახებ, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების შესახებ;

ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;

ვ) ცნობას ნასამართლობის შესახებ;

ზ) ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

თ) ცნობას უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ი) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები