20 სექტემბერი, შაბათი, 2025

საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით,  საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა 30 ივნისის 00:00 საათამდე გახანგრძლივდა.

‼️ შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე – directors.mes.gov.ge.

რეგისტრაციისას კონკურსანტებს საშუალება აქვთ, მონიშნონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. მონიშნული სკოლების შეცვლა შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის განმავლობაში.

📢 აღსანიშნავია, რომ 1 ივლისს, რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, გამოქვეყნდება ინფორმაცია აპლიკანტების მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ და აპლიკანტებს დამატებით მიეცემათ ჩამონათვალის შეცვლის შესაძლებლობა 2 ივლისს 09:00 საათიდან 00:00 საათამდე.

👉 ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია:

♦ პირადობის ან პასპორტის ასლი;

♦ ფოტოსურათი 3X4;

♦ სამოტივაციო წერილი.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის ელექტრონულ განაცხადში იმ საჯარო სკოლის არჩევის მიუხედავად, სადაც ის არჩეული/დანიშნული იყო ზედიზედ ორჯერ, აღნიშნული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენა არ განხორციელდება.

 

მსგავსი სიახლეები

გაიცანით ფინალისტი

გაიცანით ფინალისტი

გაიცანით ფინალისტი

გაიცანით ფინალისტი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება