გთავაზობთ გიორგი სოიტაშვილისა და მარინა ჯღარკავას მიერ შედგენილ სახელოვნებო ტერმინთა ლექსიკონს
ლექსიკონის შექმნა განაპირობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებამ. მოსწავლეები, მასწავლებლები და ხელოვნებით დაინტერესებული პირები მარტივად ჩამოტვირთავენ ციფრულ დოკუმენტს და მასში სასურველი ტერმინის მოსაძიებლად გამოიყენებენ ინსტრუმენტს Find. ასევე, ძიებას ამარტივებს ანბანური რიგით დალაგებული ტერმინები.
ლექსიკონი ვრცელდება არაკომერციული, საგანმანათლებლო მიზნით. ავტორები მოხარულები იქნებიან, თუ ლექსიკონს გამოეხმაურებიან „ახალი განათლების“ ვებგვერდზე კომენტარებით. აქვე დავძენთ, რომ ლექსიკონის, როგორც სასწავლო რესურსის, შევსება და მოდიფიცირება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია სასწავლო საჭიროების მიხედვით.
ლექსიკონი იხილეთ ბმულზე: