ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ილიაუნის სტეფანწმინდის სასწავლო ბაზაზე, 3-დღიანი სახელოვნებო საზაფხულო სკოლა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი შალვა მატუაშვილი და ასისტენტი თამარ ნინიკაშვილი.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ სტუდენტები. ისინი გაეცნენ ფერწერის სხვადასხვა ტექნიკას და ღია ცის ქვეშ შექმნეს ჩანახატები და ესკიზები.