21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სა­ხელ­მ­წი­ფო ენა და ერ­თი თე­მის სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი დაწყე­ბით კლა­სებ­ში

spot_img

 

არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისთვი

ცაულინა მალაზონია
სსიპ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. ზაკ­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან ახალ­გაზ­რ­დებ­თან სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა ჯერ კი­დევ 90-იან წლებ­ში, სტუ­დენ­ტო­ბის მე­ხუ­თე კურ­სი­დან და­ვიწყე – სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (რო­მე­ლიც მა­შინ თსუ-ს ფი­ლი­ა­ლი იყო) სა­გან­გე­ბოდ გახ­ს­ნილ ქარ­თუ­ლი ენის კა­ბი­ნეტ­ში, ანუ გა­ცი­ლე­ბით ად­რე, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში პროგ­რა­მა 1+4 გაჩ­ნ­დე­ბო­და. ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, რომ ეს მოხ­და მწი­რი მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. თუმ­ცა, ეთ­ნი­კუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვან რე­გი­ონ­ში ამის სა­ჭი­რო­ე­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­შინ­დე­ლი რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი მე­რაბ ბე­რი­ძე იმ­თა­ვით­ვე გრძნობ­და და სწო­რედ ის იყო ამ პროგ­რა­მის დაწყე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი.

შემ­დეგ მსგავ­სი პროგ­რა­მე­ბი სა­ჯა­რო სკო­ლებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა სას­წავ­ლებ­ლებ­ში წარ­მა­ტე­ბით ამოქ­მედ­და და მე უწყ­ვე­ტად ვაგ­რ­ძე­ლებ ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბას. თუმ­ცა მზა რე­ცეპ­ტე­ბი რა ვას­წავ­ლო და რო­გორ, არც ახ­ლა მაქვს. ეს გა­მუდ­მე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის, შეს­წავ­ლი­სა და ძი­ე­ბის სა­კითხია.

ერ­თხელ, ლექ­სი­კის სწავ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხილ­ვი­სას, უცხო ენის სფე­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დუ­რი მიგ­ნე­ბე­ბის მქო­ნე საკ­მა­ოდ გა­მოც­დილ­მა ტრე­ნერ­მა მკითხა:

– გინ­და ას­წავ­ლო სიტყ­ვა „მდე­ბა­რე­ობს“? შე­ნი აზ­რით, სად გა­მო­ი­ყე­ნებს მას მოს­წავ­ლე?

ტრე­ნერს აინ­ტე­რე­სებ­და ჰქონ­და თუ არა ამ სიტყ­ვას აქ­ტი­უ­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო დატ­ვირ­თ­ვა ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და, ზო­გა­დად, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თე­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

მა­გა­ლი­თად, ქუ­ჩა­ში გამ­ვ­ლელს რო­გორ ჰკითხავ­და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი პი­რი – სად მდე­ბა­რე­ობს სპორ­ტის სა­სახ­ლე, თუ – სად არის სპორ­ტის სა­სახ­ლე? პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის წი­ნა­და­დე­ბის მე­ო­რე ვა­რი­ანტს გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

ამ შე­კითხ­ვამ, ასე ვთქვათ, ჩიხ­ში მო­მაქ­ცია და და­მა­ფიქ­რა იმა­ზე,თუ რამ­დე­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა­დი და ავ­თენ­ტურ გა­რე­მო­ზე მორ­გე­ბუ­ლია ის, რა­საც მოს­წავ­ლე­ებს ვას­წავ­ლი?

დღეს ამა­ზე ასე­თი პა­სუ­ხი მაქვს: ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი არ არი­ან უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქვე­ყა­ნას ერ­თი კვი­რით ან თუნ­დაც ერ­თი თვით ეწ­ვივ­ნენ. ისი­ნი ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და სა­ხელ­მ­წი­ფო ენა მთელ მათ ცხოვ­რე­ბა­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი. აკა­დე­მი­უ­რი ენა მათ სჭირ­დე­ბათ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, სხვა­დას­ხ­ვა სამ­სა­ხუ­რებ­ში თუ მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას. მაგ., სიტყ­ვას – „მდე­ბა­რე­ობს“ „არის“ ვერ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი თუ ის­ტო­რი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის აღ­წე­რი­სას, ვერც დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის ნახ­ვი­სას, ტუ­რის­ტუ­ლი ბუკ­ლე­ტე­ბის ან რეკ­ლა­მე­ბის წა­კითხ­ვი­სას ვერ აუვ­ლი­ან გვერდს ამ სიტყ­ვას, ასე­ვე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მას სა­კუ­თარ რე­გი­ონ­ზე, ქა­ლაქ­ზე, სო­ფელ­ზე სა­უბ­რი­სას ან პრე­ზენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას.

ენის სამ­ყა­რო­ში სიტყ­ვებს შევ­ყა­ვართ, ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­თი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სწავ­ლე­ბა. ამ პრო­ცე­სის თა­ნამ­დე­ვია იმის ნელ-ნე­ლა გა­აზ­რე­ბაც, რომ სიტყ­ვებს გა­აჩ­ნია კონ­ტექ­ს­ტი და კონ­ტექ­ს­ტის შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მა, ნიშ­ნე­ბი, მა­წარ­მო­ებ­ლე­ბი, ში­ნა­არ­სი და ა.შ.

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი და მათ შო­რის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რავს თე­მა­ტურ ბლო­კებს, რომ­ლებ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ში­ნა­არ­სობ­რი­ვი სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს მოს­წავ­ლე­თა ასა­კობ­რივ ინ­ტე­რე­სებ­სა და მოთხოვ­ნებს და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ენობ­რი­ვი ცოდ­ნის მო­ცე­მულ დო­ნეს. ხო­ლო მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს მოს­მე­ნი­ლი/წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის ში­ნა­არ­სის გა­გე­ბა, ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის აღ­წე­რა და მარ­ტივ დი­ა­ლოგ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მო­დე­ლის მი­ხედ­ვით ან გარ­კ­ვე­უ­ლი საყ­რ­დე­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით მცი­რე ზო­მის სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის მარ­ტი­ვი ტექ­ს­ტის ზე­პი­რად ან წე­რი­ლო­ბით შექ­მ­ნა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ამო­ცა­ნე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად.

ცხა­დია, ეს შე­დე­გე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი დო­ზე­ბით მი­იღ­წე­ვა იმის მი­ხედ­ვით, თუ რა ენობ­რივ გა­რე­მო­ში ცხოვ­რობს მოს­წავ­ლე, ქა­ლა­ქის სკო­ლაა თუ სოფ­ლის, რა წი­ნა­რე ცოდ­ნა აქვს მას აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხარ­ვე­ზი, ცხა­დია, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და აღ­მოფხ­ვ­რას.

მე­ხუ­თე-მე­ექ­ვ­სე კლა­სის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს ბლოკს „მე და სამ­ყა­რო“, მას­ში შე­მა­ვა­ლი თე­მე­ბი­დან კი ერთ-ერ­თია თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, გარ­თო­ბა (მაგ., თა­მა­ში/სა­თა­მა­შო­ე­ბი, სპორ­ტი, სე­ირ­ნო­ბა,); არ­და­დე­გე­ბი.

კლა­სის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ცენ­ტ­რა­ლუ­რი მა­სა­ლაა სა­კითხა­ვი ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც გვაც­ნობს რე­ზოს კვი­რადღეს მთე­ლი თა­ვი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, ტექსტს თან ახ­ლავს გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბი, ლექ­სი­კუ­რი და გრა­მა­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ლექ­სი­კა და სა­მიზ­ნე ზმნე­ბის წარ­მო­ე­ბა პი­რი­სა და დრო­ის მი­ხედ­ვით.

რო­გორც საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­მა, ჩავ­თ­ვა­ლე, რომ თე­მის მთა­ვა­რი აქ­ტო­რი არის „მე“, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ამო­ცა­ნა, სა­ბო­ლო­ოდ, პირ­ველ პირ­ში გა­და­იჭ­რას და მოს­წავ­ლემ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის შე­სა­ხებ შეძ­ლოს ინ­ტე­რაქ­ცია. კლა­სის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან და მზა­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა რამ­დე­ნი­მე ამო­ცა­ნად და­ვი­სა­ხე:

ა. ტექ­ს­ტის გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვა და გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა;

ბ. ტექ­ს­ტ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით მე­გობ­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის აღ­წე­რა;

გ. ზმნე­ბის ახ­ლან­დე­ლი დრო­ის სა­მი­ვე პი­რის ფორ­მე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე ვარ­ჯი­ში;

დ. საყ­რ­დე­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბის შედ­გე­ნა შეს­წავ­ლილ კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით;

ე. დი­ა­ლოგ­ში ჩარ­თ­ვა სა­კუ­თა­რი და/ან მე­გობ­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის შე­სა­ხებ;

ვ. თე­მის წე­რა: ჩე­მი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო.

მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად გა­მო­ვი­ყე­ნე შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და რე­სურ­სე­ბი:

  1. წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და თე­მის გახ­ს­ნა ასო­ცი­ოგ­რა­მა­ზე დაყ­დ­ნო­ბით;
  2. სა­მიზ­ნე ლექ­სი­კის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მულ ილუს­ტ­რა­ცი­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით;
  3. რე­ზოს შე­სა­ხებ ტექ­ს­ტის მოს­მე­ნა, წა­კითხ­ვა და კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა;
  4. ტექ­ს­ტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა და მე­გობ­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის აღ­წე­რა;
  5. ლექ­სი­კა­სა და გრა­მა­ტი­კა­ზე მუ­შა­ო­ბა: ტექ­ს­ტ­ში გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ზმნე­ბის/სიტყ­ვე­ბის ჩას­მა;
  6. მოს­წავ­ლე­თა ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის წე­ბო­ვან ქა­ღალ­დ­ზე და­წე­რი­ლი პირ­ვე­ლი პი­რის ზმნე­ბის და­რი­გე­ბა და მათ მი­ერ მიკ­ვ­რა ფლიფ­ჩარ­ტის ქა­ღალ­დ­ზე, სა­დაც უკ­ვე წე­რია ტექ­ს­ტი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მე­სა­მე პი­რის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ზმნე­ბი;
  7. დიდ ეკ­რან­ზე სლა­ი­დე­ბის ჩვე­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი დღის რე­ჟი­მის ამ­სახ­ვე­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით და მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ მი­სი და­სა­ხე­ლე­ბა (ვიღ­ვი­ძებ, ვდგე­ბი, ვსა­უზ­მობ, ვთა­მა­შობ, ვე­ლო­სი­პე­დით ვსე­ირ­ნობ, მარ­კეტ­ში ვყი­დუ­ლობ ბა­ნანს და ა.შ.);
  8. მე­ო­რე პი­რის ზმნე­ბის მიკ­ვ­რა ფლიფ­ჩარ­ტის ქა­ღალ­დ­ზე ჯგუ­ფე­ბის მი­ერ;
  9. დაკ­ვირ­ვე­ბა მი­ღე­ბულ რე­სურ­ს­ზე, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის (პი­რის ნიშ­ნე­ბი) პოვ­ნა და წი­თე­ლი ფე­რით გა­მოკ­ვე­თა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად წა­კითხ­ვა ყვე­ლა მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით;
  10. კითხ­ვი­თი სიტყ­ვე­ბის გახ­სე­ნე­ბა (ვინ, რა, სად, რო­დის, რა­ტომ);
  11. საყ­რ­დე­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბის შედ­გე­ნა დი­ა­ლო­გის­თ­ვის, მოს­წავ­ლე­თა წყვი­ლე­ბის მი­ერ, ნი­მუშ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით;
  12. დი­ა­ლო­გის აწყო­ბა და გა­თა­მა­შე­ბა;
  13. მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბი­ა­ნი პოს­ტე­რის შექ­მ­ნა და პრე­ზენ­ტა­ცია თე­მა­ზე – ჩე­მი თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე;
  14. საკ­ლა­სო წე­რა – ჩე­მი თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე;

15. მი­ნი-წიგ­ნე­ბის შექ­მ­ნა თე­მაზე: 1. ჩე­მი თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე; 2. ჩე­მი მე­გობ­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე;

16. წიგ­ნე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია კლა­სი­სა და მშობ­ლე­ბის წი­ნა­შე.

ცხა­დია, აქ­ტი­ვო­ბე­ბი მო­ი­ცავს სა­გაკ­ვე­თი­ლო ციკლს და რამ­დე­ნი­მე დღე გრძელ­დე­ბა.

ბო­ლოს, რო­გორც ამ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ციკ­ლის დამ­გეგ­მა­ვი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, მცი­რე რეფ­ლექ­სი­ის სა­ხით, ვიტყ­ვი, რომ ის რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი, რაც თე­მის გავ­ლის შემ­დეგ გა­მო­იკ­ვე­თა, არის: გა­მარ­თუ­ლად, გა­სა­გე­ბად სა­უ­ბა­რი სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის შე­სა­ხებ. ამ თე­მა­ზე გა­მარ­თულ დი­ა­ლო­გებ­ში ჩაბ­მა, ახა­ლი ლექ­სი­კი­სა და გრა­მა­ტი­კუ­ლი ფორ­მე­ბის შეს­წავ­ლა, მოს­მე­ნის, კითხ­ვის, ლა­პა­რა­კი­სა და წე­რის უნარ-ჩვე­ვის გან­ვი­თა­რე­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თ­ვა სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, წყვი­ლებ­ში და ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები