21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

საცდელი ტესტირება პროფესიული პროგრამებისთვის

spot_img
პროფესიული პროგრამებისთვის საცდელი ტესტირების გავლა 5 სექტემბრის 09:00 საათიდან იქნება შესაძლებელი – დეტალური ინსტრუქცია⇓⇓⇓

 

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ იმ პირებს, რომლებიც გამოცდას 6,7 ან 8 სექტემბერს აბარებენ, საშუალება ექნებათ დღეს, 5 სექტემბრის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ონლაინ რეჟიმში  გაიარონ საცდელი ტესტირება. აპლიკანტს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

 
წინასწარი ტესტირების გასავლელად გამოიყენეთ ბმული.
პრეტესტის გავლის დეტალური ინსტრუქცია:
  • ველში – „პირადი ნომერი“ შეიყვანეთ თქვენი თერთმეტნიშნა პირადი ნომერი, რის შემდეგაც  დაინახავთ თქვენს სახელსა და გვარს;
  • „პაროლის“ ველში ჩაწერეთ ციფრები: 10002022 და გამოიყენეთ ღილაკი „დასტური“;
  •  საგნის არჩევის შემდეგ საგნის სახელწოდება მოინიშნება ცისფრად. კვლავ დააჭირეთ ღილაკს „დასტური“ და გაიხსნება პირველი დავალება;
  • თითოეულ დავალებას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომელთა გასწვრივ მონიშნულია წრეები. კურსორი უნდა მიიტანოთ თქვენ მიერ ამორჩეულ პასუხთან (წრესთან) და მონიშნოთ. წრეში გამუქდება წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი უკვე მოინიშნა. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „დასტური“. პროგრამა შემოგთავაზებთ ახალ დავალებას;
  • თითოეული დავალებისათვის გამოყოფილია 2 წუთი. ამასთან, ამ დროს ემატება დროის რეზერვი – 10 წუთი (კომპიუტერის ეკრანზე არის განთავსებული ტაიმერის აღმნიშვნელი სიმბოლო – ცისფერი ხაზი, რომლითაც იღებთ დროის რეზერვის შესახებ ინფორმაციას). დროის რეზერვი ივსება, თუ ერთ დავალებაზე გამოიყენებთ 2 წუთზე ნაკლებ დროს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთ დავალებაზე იყენებთ 2 წუთზე მეტს, დროის რეზერვი იკლებს. დროის რეზერვის ამოწურვის შემდეგ თითოეული დავალება მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში რჩება ეკრანზე, თუკი ამ დროის განმავლობაში არ მონიშნავთ პასუხს, ეს დავალება ავტომატურად გაქრება ეკრანიდან;
  • ტესტირების დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება შესაბამისი შეტყობინება. წინასწარი ტესტირებისას ქულები არ იწერება;
  • მეორე საგნის ასარჩევად გაიმეორეთ პროცედურა თავიდან. ხელახლა შედით ბმულზე და მიჰყევით ინსტრუქციას.
  • საგნის არჩევანში შეზღუდული არ ხართ, მაგრამ ერთსა და იმავე საგანში ტესტირებას ორჯერ ვერ გაივლით.
  • თუ წინასწარი ტესტირების დროს გაგეთიშათ კომპიუტერი ან გაითიშა ელექტროენერგია, პრობლემის მოგვარების შემდეგ დაიწყეთ პროცესი თავიდან, ანუ ბმულზე შესვლიდან აირჩიეთ იგივე საგანი, პროგრამა ავტომატურად გააგრძელებს იმ დავალებიდან, რომლის დროსაც შეწყვიტეთ ტესტირება.
საცდელი ტესტირება  საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ თავად სისტემას და ტესტური დავალებების ნიმუშებს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები