21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

საქ­მე, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვო­ბა­ში შე­ვარ­ჩიე და სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე მინ­და ვა­კე­თო

spot_img
ნინო ნადაშვილი
სსიპ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. დარ­ბა­ზის სა­ჯა­რო სკო­ლა

 

მე ვარ ნი­ნო ნა­დაშ­ვი­ლი. პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე და მეც ბავ­შ­ვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩე­მი თა­ვი ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­რე­შე. მიყ­ვარს ბავ­შ­ვე­ბი და ალ­ბათ, ეს სიყ­ვა­რუ­ლი მაძ­ლევს იმის ძა­ლას, რომ, აგერ უკ­ვე მეცხ­რე წე­ლია, სახ­ლი­დან 100 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, ბოლ­ნი­სის ერთ მა­ღალ­მ­თი­ან სო­ფელ­ში, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ქარ­თუ­ლი ენის სი­ლა­მა­ზეს ვა­ზი­ა­რო.

მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე ბავ­შ­ვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი-მეთ­ქი კი ვთქვი, მაგ­რამ დი­დი გზა გა­ვი­ა­რე, სა­ნამ ამ ოც­ნე­ბას ავის­რუ­ლებ­დი. თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტ­რა­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ვო­ჯახ­დი და ჩე­მი პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე ჩე­მი შვი­ლი იყო, რო­მე­ლიც ახ­ლა ის­ტო­რი­ის მა­გის­ტ­რან­ტია.

მუ­შა­ო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბი­დან ათი წლის შემ­დეგ და­ვიწყე და ყვე­ლა ჩე­მი სამ­სა­ხუ­რი ბავ­შ­ვებს უკავ­შირ­დე­ბო­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, ვმუ­შა­ობ­დი რუს­თა­ვის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში ღა­მის აღ­მ­ზ­რ­დე­ლად, შემ­დეგ ნო­რი­ოს მცი­რე სა­ო­ჯა­ხო სახ­ლ­ში – ლი­დე­რად და „კა­რი­ტა­სის“ მი­უ­სა­ფარ ბავ­შ­ვ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში – კო­ორ­დი­ნა­ტო­რად, მაგ­რამ არ შე­მიწყ­ვე­ტია ფიქ­რი სკო­ლა­სა და ჩემს ოც­ნე­ბა­ზე. ღა­მის აღ­მ­ზ­რ­დე­ლად მუ­შა­ო­ბის დროს, პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე კერ­ძო სკო­ლა „ნა­კა­დულ­ში“, ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლად. არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა ის გა­რე­მო, რაც ამ სკო­ლა­ში იყო. სა­ოც­რად შეკ­რუ­ლი კო­ლექ­ტი­ვი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სას­წავ­ლო ნა­წი­ლით, და­ლი ცინ­ცა­ძე-გო­გა­ტიშ­ვი­ლით და დი­რექ­ტო­რით, გულ­ჩი­ნა ჭი­კა­ძით. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი ყო­ველ­თ­ვის, რად­გან მენ­დ­ნენ და ჩე­მი ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა­ში და­მეხ­მარ­ნენ. მა­თი ჩემ­და­მი ნდო­ბა მით უფ­რო დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას შე­ი­ძენს, თუ ვიტყ­ვი, რომ არა იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წე­ლი, მე არ მექ­ნე­ბო­და მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. 2012 წელს ჩა­ვა­ბა­რე საგ­ნის და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და. იმ დროს სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა იყო სა­ჭი­რო გა­მოც­და­ზე და­საშ­ვე­ბად.

მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა, რო­ცა რა­ღაც ძა­ლი­ან გინ­და, მთე­ლი სამ­ყა­რო გეხ­მა­რე­ბა მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. 2015 წელს მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­მა, „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მი­ღე­ბა გა­მო­აცხა­და. ამის შე­სა­ხებ, შემ­თხ­ვე­ვით, hr.gov.ge-ს სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვი­გე. გა­ვაგ­ზავ­ნე გა­ნაცხა­დი, და­მი­ბა­რეს გა­სა­უბ­რე­ბა­ზე. სი­მარ­თ­ლე რომ ვთქვა, დი­დად იმე­დი არ მქონ­და, მაგ­რამ „ბე­დი ცდაა, გა­მარ­ჯ­ვე­ბა ღმერ­თ­სა უნ­და მო­ცახ­ვ­დე­ბის“.

ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში წა­რი­მარ­თა გა­სა­უბ­რე­ბის პრო­ცე­სი და ამიყ­ვა­ნეს სამ­სა­ხურ­ში. სა­ო­ცა­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მქონ­და. იმ დროს არც მი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ სკო­ლა, სა­დაც უნ­და მე­მუ­შა­ვა, ჩე­მი სახ­ლი­დან 100 კი­ლო­მეტ­რ­ში მდე­ბა­რე­ობ­და, არც იმა­ზე, თუ რა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­მი­წევ­და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ებ­თან ან მას­წავ­ლებ­ლებ­თან. მთა­ვა­რი ის იყო, რომ ას­რულ­და ჩე­მი ოც­ნე­ბა. ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი, სით­ბოს, სიყ­ვა­რულ­ს, ძა­ლის­ხ­მე­ვას არ და­ვი­შუ­რებ­დი და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არა მარ­ტო ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, არა­მედ ის შუ­ქუ­რა ვიქ­ნე­ბო­დი, რო­მე­ლიც მათ გზას გა­უ­ნა­თებ­და.

სკო­ლა, სა­დაც ვმუ­შა­ობ, ბოლ­ნი­სი­დან 25 კი­ლო­მეტ­რ­ში, ერთ მა­ღალ­მ­თი­ან სო­ფელ­ში მდე­ბა­რე­ობს. სოფ. დარ­ბა­ზის სა­ჯა­რო სკო­ლა, ერთ დროს, საკ­მა­ოდ დი­დი და დი­დე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ახ­ლა მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 120-ს არ აჭარ­ბებს. ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი სო­ფელ­ში, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი და­დი­ოდ­ნენ, სკო­ლა იყო – არც ბა­ღი, არც ბიბ­ლი­ო­თე­კა, არც რა­ი­მე სა­ხე­ლოვ­ნე­ბო თუ სპორ­ტუ­ლი წრე. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტი თით­ქ­მის არ არ­სე­ბობ­და (დი­ლით ძა­ლი­ან ად­რე გა­დი­ო­და და ბავ­შ­ვე­ბის რა­ი­მე წრე­ზე სა­ტა­რებ­ლად მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იყო), მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით თუ შეძ­ლებ­დი ბოლ­ნი­სის­კენ გა­და­ად­გი­ლე­ბას.

არ მა­ვიწყ­დე­ბა ჩე­მი პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი სო­ფელ­ში. ათა­სი კითხ­ვა ტრი­ა­ლებს თავ­ში და არც ერ­თ­ზე პა­სუ­ხი არ არის მა­ნამ, სა­ნამ არ ცდი. „შევ­ძ­ლებ კი მათ­თან, ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის პი­რო­ბებ­ში, გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბას?“, „რო­გორ შემ­ხ­ვ­დე­ბი­ან?“, „რა შე­მიძ­ლია მე გა­ვა­კე­თო მათ­თ­ვის?“, „არ გა­მი­ჭირ­დე­ბა ამ­ხე­ლა მან­ძილ­ზე სი­ა­რუ­ლი?“ – ეს კითხ­ვე­ბი მაწ­ვა­ლებ­და, რო­ცა პირ­ვე­ლად შევ­ხ­ვ­დი სკო­ლის დი­რექ­ტორს, ბა­ტონ მუ­სე­იბ გამ­ბა­როვს. ისე­თი კე­თილ­გან­წყო­ბით დამ­ხ­ვ­და, რომ მივ­ხ­ვ­დი, ყვე­ლა­ფერს შევ­ძ­ლებ­დი. ის დახ­მა­რე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რას დამ­პირ­და და მარ­თ­ლაც, ბევ­რი შევ­ძე­ლით ჩვე­ნი სკო­ლის­თ­ვის ერ­თად.

თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე ვას­წავ­ლი­დი და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმით, რომ კლას­ში მხო­ლოდ ვა­ჟე­ბი იყ­ვ­ნენ. გო­გო­ნე­ბი აღარ იყ­ვ­ნენ მე-9 კლა­სის ზე­მოთ. და­ვიწყე ფიქ­რი, რო­გორ შეგ­ვეძ­ლო ამ პრობ­ლე­მის გა­მოს­წო­რე­ბა და სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა დავ­გეგ­მე. სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, „ორ­ბე­ლი­ა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მხარ­და­ჭე­რით, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტი „კი­ნო სა­ჯა­რო სკო­ლა­ში“. მათ­თან ერ­თად ვუ­ყუ­რებ­დი ფილ­მებს, შემ­დეგ გან­ვი­ხი­ლავ­დით და ვმსჯე­ლობ­დით სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბა­ზე…

ორი წე­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პრო­ექ­ტი და შე­დე­გად ის მი­ვი­ღეთ, რომ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე გაჩ­ნ­დ­ნენ გო­გო­ნე­ბი, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ იყო. ბავ­შ­ვებს უნ­და ერ­წ­მუ­ნათ და და­ე­ნა­ხათ გა­ნათ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა. ამის­თ­ვის, PH international-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ მცი­რე გრან­ტით, გა­ვა­კე­თეთ ბიბ­ლი­ო­თე­კა სკო­ლა­ში, შე­ვი­ძი­ნეთ წიგ­ნე­ბი და ასა­კინ­ძი მან­ქა­ნა, ასე­ვე პრინ­ტე­რი. ვბეჭ­დავ­დით წიგ­ნებს, ვკინ­ძავ­დით და ვუ­რი­გებ­დით მოს­წავ­ლე­ებს. დღემ­დე, ყო­ვე­ლი წლის 23 აპ­რილს, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებს ვუ­რი­გებთ ჩვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის წევ­რე­ბის მი­ერ და­ბეჭ­დილ და აკინ­ძულ წიგ­ნებს.

ჩვენს სკო­ლა­ში აღარ დგას გო­გო­ნა­თა გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა, პი­რი­ქით, ჩვე­ნი გო­გო­ნე­ბი უკ­ვე აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ში და ზუს­ტად იცი­ან, რა უნ­დათ და სა­ით უნ­და წა­ვიდ­ნენ. უკ­ვე სტუ­დენ­ტე­ბიც გვყავს და ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბის­თ­ვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით სა­ჭი­რო იყო წი­ნა­სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის გავ­ლა. ამი­ტომ, ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რი­თა და გამ­გე­ო­ბის თა­ნად­გო­მით, დღეს, სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს წი­ნა­სას­კო­ლო მზა­ო­ბის ჯგუ­ფი, რი­თიც პი­რა­დად მე ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ.

მიკ­ვირს, რო­ცა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან მეს­მის „სტა­ტუ­სებ­ზე გა­მო­დევ­ნე­ბამ მოს­წავ­ლე დაგ­ვა­კარ­გი­ნაო“, ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პი­რი­ქით მოხ­და – მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვამ და­მიგ­რო­ვა ის მა­სა­ლა, რაც შემ­დეგ სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბის­თ­ვის გა­მო­მად­გა.

კონ­ფუ­ცის უთ­ქ­ვამს: „შე­არ­ჩიე საქ­მე, რო­მე­ლიც გიყ­ვარს და შენ არც ერ­თი დღე არ მო­გი­წევს მუ­შა­ო­ბა“. ასე­თი საქ­მე მე ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვო­ბა­ში შე­ვარ­ჩიე და ეს ისაა, რაც სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე მინ­და ვა­კე­თო, ვე­რა­ფე­რი გა­და­წო­ნის მოს­წავ­ლე­თა ან­თე­ბულ თვა­ლებს და სიტყ­ვებს „მად­ლო­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლო!“

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები